ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. მისი თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა.
"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. "ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.
მანვე დღევანდელ ქადაგებაზე მომავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარსული ცხოვრება საჭიროა, მაგრამ აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია. "ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, ყველა საუკუნე და ყველა დრო არის განსაკუთრებული და განსხვავებული და დროსთან ერთად ადამიანიც იცვლება. "მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა – მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ინტერმედიამ და სხვ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის. ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე", - ბრძანა ილია მეორემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი