ყოველ ახალ წელს ადამიანი ახალ მადლს ელოდება და ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო
, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა არ მოგვაკლოს, გამთლიანდეს საქართველო. უპირველეს ყოვლისა, ფერი უნდა ვიცვალოთ ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს სულს, ჩვენს გონებას. ძალიან ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ ვლოცულობთ, ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს მოქმედებას და ხშირი შემთხვევაა, როცა ბოროტებასაც კი ვაკეთებთ", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ერთია, როდესაც ადამიანი ბოროტებას აკეთებს თავისი უძლურების გამო, შემთხვევით, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბოროტებას სპეციალურად აკეთებს. უწმინდესის თქმით, ასეთი ადამიანი საცოდავია და დაისჯება ღვთისაგან.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი, რასაც აკეთებს კეთილს, თუ ბოროტს, თავის თავს უკეთებს და არავის სხვას. ნუ გავუკეთებთ ჩვენს თავს ბოროტებას, ვეცადოთ, რომ ბოროტებაზე სიკეთით ვუპასუხოთ და სიკეთე ვაკეთოთ, რაც ჩვენ დაგვიბრუნდება", - აღნიშნა პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი