ილია მეორე - ყველა ადამიანის ლოცვა უნდა იყოს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი
ილია მეორე - ყველა ადამიანის ლოცვა უნდა იყოს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი
დავით წინასწარმეტყველმა მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, დღეს დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეა და "მთელ საქართველოს შეეწიოს დავით წინასწარმეტყველის ძალა, რომელიც მას უფალმა უბოძა". "დღეს ჩვენ შევთხოვთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი. შეგვეწიოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა და მთელ საქართველოს შეეწიოს მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დავით წინასწარმეტყველი არის საოცარი პიროვნება, რომლის წინასწარმეტყველებაც დედის მუცლად ყოფნიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო.
"იგი წერდა ფსალმუნებს და გალობდა. იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს. ყოველმა ჩვენგანმა სთხოვოს უფალს, გვაუწყე ანუ მიჩვენე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე და ჩვენი მიწიერი გზა უნდა მივიდეს სასუფეველში. იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე, რომ უფლის მეგობარი იყო. უფლის საყვარელი ადამიანი იყო", - ბრძანა პატრიარქმა.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას დავითისა და გოლიათის ბრძოლაც გაიხსენა. "დავით წინასწარმეტყველმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა გოლიათის დამარცხებით. გოლიათი იყო უძლიერესი ადამიანი, დავითი კი იყო ახალგაზრდა. მან შურდულით და ქვით დაამარცხა გოლიათი, ხოლო თავისი ხმლით თავი მოკვეთა. ეს იყო ღვთის დიდი წყალობა", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღესვე რამდენიმე მღვდელი დააჯილდოვა. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგების ბოლოს დათუაშვილების, ჯინჭარაულების და არონიების გვარიც დალოცა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
11.07.2022
"კუთხეულ არს ღმერთი და მამა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა მით სულიერითა, ცათა შინა ქრისტეს მიერ,
07.07.2022
ძველი საქმე ყოველივე სახე იყო ახლისა ამის ყოფადისა, ვითარცა აჩრდილი რისამე არსებისა მყო/ფისა. ამისათვის, ძმანო, პირველად ჯერ-არს ჩვენდა,
04.07.2022
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს. თქვენ იცით, დღეს არის ხსენება წმიდათა დიდთა მოწამეთა, ქართველ მეფეთა არჩილისა და ლუარსაბისა.
12.06.2022
დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, სიტყვანი: დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დასდგა იესო, ღაღად-ჰყო და ჰსთქვა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler