პატრიარქის განცხადებით, წიგნებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბიბლიამ მოახდინა.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
"ბიბლია ყველაზე დიდი უძველესი წიგნია. წინასწარმეტყველების ისტორიაა. ბიბლია არის ჯურღმული სულიერებისა და მეცნიერებისა", - ბრძანა პატრიარქმა.
კითხვაზე, რომელმა ისტორიულმა პიროვნებამ მოახდინა დადებითი გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე, პატარიარქმა აღნიშნა, რომ თუ ბიბლიის მიხედვით იტყვის, ყველა ისტორიულმა პიროვნებამ მოახდინა გავლენა, თავისი კვალი დატოვა.
"რა თქმა უნდა ქრისტიანობა და ქრისტეს შობა ეს განსაკუთრებული ისტორიული მოვლენაა. ისტორიული პიროვნებები კი ბევრი იყო, ყველა თავის კვალს ტოვებს, ან კარგს ან ცუდს", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ თავისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ნიჭი და მადლია, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭა. "თავისუფლება ღმერთის ბოძებულია, ეს არის გამოცდა, ამავე დროს. ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფლება, რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი. ასე რომ, თვითონ ადამიანი ირჩევს - სასუფეველსა და ჯოჯოხეთს", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, მისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა არის: ღმერთი არის სიყვარული. "სიყვარული არის ყველაფრის ფუძე, საძირკველი არსებობისა. წმინდა იოანე ღვისმეტყველმა ძალიან მოკლედ გამოთქვა: "ღმერთი არის სიყვარული" და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ სიყვარულის ნაწილი გახდება. ხანდახან სიყვარული იშრიტება ბოროტებით, ითრგუნება და ბოროტება უფრო წინ მიდის. სიყვარული შინაგანად არის ის ძალა, რომელიც გმირობას გააკეთებინებს, სიყვარული თუ აქვს ადამიანს, ის სიკვდილზეც წავა. სიყვარული ღვთისაა", - ბრძანა უწმინდესმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი