სიღარიბემ შეჩვევა იცის და ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ ადამიანი უნდა ეძებდეს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში და ყოველი ადამიანი თუ კარგად იფიქრებს, თავის ადგილს ნახავს.
"ადამიანმა უნდა იპოვის უპირველესად ღმერთი. არ არის რთული ღმერთის პოვნა, ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს როგორ ოჯახში გაიზრდება ბავშვი, რას ასწავლიან მშობლები. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ ერთი ხმამაღალი სიტყვა ან დაყვირება არ გამიგონია", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ თუ ადამიანი იპოვის ღმერთს, მაშინ თავის თავსაც და ადგილსაც იპოვის.
"საქმე იმაშია, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცხოვრება განსაცდელია, გამოცდაა და გამოცდას თუ ჩააბარებს, ის ბედნიერია. არის რწმენა და ცრურწმენა და ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა იპოვოს. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი ბედნიერი, ღმერთის გარეშე. ღმერთი აძლევს ბედნიერებას. ბედნიერება ეს რთული პროცესია. ადამიანმა უნდა ნახოს თავისი ადგილი და იშრომოს. უნდა იღვაწოს არა მარტო თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, სხვებისთვის და განსაკუთრებით გაჭირვებულებისთვის", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანს სიკეთის კეთება დიდ სიხარულს ანიჭებს, რადგან სიკეთე ღვთის წინაშე არ იკარგება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი