თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას.
დღეს სამებაში პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. "მინდა მადლობა გითხრათ ყველას თქვენი ლოცვებისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. დიდება და მადლობა უფალს მისი სიყვარულისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ და ვმადლობ უფალს ამისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. "ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის, მისი მოთმინებისთვის. უფალი ხალხის ლოცვით, ჩვენი ლოცვით გადააფარებს საქართველოს თავის კალთას და საქართველო იქნება უვნებელი, იქნება მთლიანი და საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, უფალი ყველა ადამიანს იცნობს, რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა. "როგორც მორწმუნეები, ისე ეკლესიიდან შორს მყოფი ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რა არის ბედი და არსებობს თუ არა ბედისწერა. ბედი არის ის ყველაფერი, რაც ღვთის ნებაა. ღმერთი ხედავს წინასწარ ჩვენს მოქმედებას, ჩვენს სურვილს, ჩვენს აზრებს. უფლისთვის წარსული და მომავალი, ყველაფერი აწმყოა და ასე იწერება ბედი. ბიბლიაში წერია, წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი: შენ არ იყავი ჩასახული დედის მუცელში, როცა მე შენ გიცნობდიო. ასე რომ უფალი ყველა ადამიანს და რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა – იცნობს", - ბრძანა პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი