აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს - საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც
- აფხაზებისა და ოსებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საპატრიარქოში ბრძანა, სადაც მან ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ფარგლებში პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
როგორც პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დღეს განიცდის მძიმე პერიოდს, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
"დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც ამაში ჩვენ დაგვეხმარება, ეს არის ისრაელი და ებრაელები", - ბრძანა უწმინდესმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი