ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ტაძრის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტების გზა.
"ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის.
უწმინდესმა დასძინა, რომ ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება.
საქართველოს პატრიარქი მიესალმა ასევე ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და აღნიშნა - მოხარულია, რომ ისინი ტაძარში იმყოფებოდნენ.
პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, "ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს".
პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი