პატრიარქმა წირვის შემდეგ ჯვრის უღელტეხილზე მოღვაწე ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა. უწმიდესმა მღვდელმონაზონი მათე ჯოლაყიძე და მღვდელმონაზონი კახაბერ გოგალაძე ოქროს ჯვრებით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთში დაცემული სულიერი შვილების მოსახსნებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მისივე თქმით, ქადაგების შემდეგ პანაშვიდს გადაიხდის, სადაც ლოცვებში ქართველებს, აფხაზებსა და სხვებს მოიხსენიებდა, რომლებიც "ამ საშინელ ომში დაეცნენ". "და აი დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძლიერებითა ჯვარისათა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო, ჯვარის ძალით გაამთლიანოს საქართველო. შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით არ არის ის, რომ ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ჯვარი უფლისა, ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ადამიანს, იცავს ერს. პატრიარქმა გაიხსენა, რომ მან უცნობი პირისგან წერილი მიიღო, რომელიც არც ქართველი და არც რუსი არ იყო. წერილში უცნობი პირი აღნიშნავდა, რომ იგი შემთხვევით შეესწრო ჟიული შარტავას დახვრეტას და მისი სახელი და გვარი ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. უცნობი პირი პატრიარქს წერდა, რომ ისინი უნდა ამაყობდნენ, რადგან ჰყავთ ასეთი გმირი, როგორიც არის ჟიული შარტავა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ჟიული შარტავა უკვე სასუფევლის მკვიდრია და ის ლოცულობს საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის. "მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო ჟიული შარტავა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა. წინა დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა და სხვებმა ინახულეს იგი. ჟიული შარტავას მაღლა აუწევია ხელები და უთქვამს, ღმერთო, ისევ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო, და მართლაც ეს მოხდა. ჟიული შარტავა არის უდიდესი პიროვნება, უდიდესი გმირი აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა. უწმინდესმა აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟიული შარტავა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს უდიდესი გმირია. ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი