37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
დღეს უწმინდესის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესს დღევანდელი დღე მიულოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა. მოგვიანებით, მრევლს ქადგებით პატრიარქმა მიმართა.
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, სული წმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. უპირველეს უყოვლისა მე ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ თქვენ, რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ, ესეც თქვენ იცით. სიყვარული მარადიულია, სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ასე რომ, ეს თვისება, სულიერი სიყვარული არის ღვთისგან მოვლენილი და თვითონ ღმერთი არის სიყვარული", - აღნიშნა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, იგი მადლობელია ყველაფრისათვის.
"მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა. მართლაც ძნელია ეს ჯვარი, მაგრამ უფალი, რომელიც ჯვარს აძლევს, იგივე უფალი ეხმარება ადამიანს, ამიტომ როცა განსაცდელი მოგივათ, არ შეუშინდეთ განსაცდელს, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან იმ დროს, განსაცდელის დროს. წმინდა ილია წინასწარმატყველის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ლოცვით და წმინდა ილია პირველის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო", – ბრძანა უწმინდესმა.
მან მრევლს ნაკურთხი წყალი აპკურა. ამასთან, დღეს 19:30 საათზე მრევლს შესაძლებობა ექნება საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი