"დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ"
"დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ"
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესთან დაკავშირებით, საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტი დღეს საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.
პატრიარქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა კვირის ქადაგებაშიც განაცხადა.

"დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრიარქი განცხადებაში მიმართავს ხელისუფლებას, ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, ასევე ბიზნესმენებს. კერძოდ, პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, სწრაფად მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, "რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა".

პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.
პატრიარქი მიმართავს ბიზნესმენებს, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. ასევე მიმართავს მიწათმოქმედებს, მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და შვილებს შეუნახონ ეს ქონება.
"მიწაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა სჭირდება. სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ, ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, აგრეთვე, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს. საერთოდაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ, განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
პატრიარქის განცხადების თანახმად, მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა მე-19 საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმინდა ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი.
"დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ბეჭდვაელფოსტა
03.07. 2014
ილონა
ღმერთმა გისმინოთ უწმინდესო, თქვენ თუ შეაჩერებთ უგუნურთ, თორემ მართლაც დაღუპვის ზღვარზეა საქართველო.
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat