საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეფასებით, მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ქვეყნის ამ რესურსის უცხოელთა ხელში გადასვლის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყურადღებით და რუდუნებით მიიღონ.
"რა არის მთავარი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ?! მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მახსოვს ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება, კერძო ადამიანი არ ყიდის მას და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი. ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დღოს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდოს უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ყურადღებით, რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა", - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი