იმისათვის, რათა ადამიანმა შეიძინოს ცოდნა ანგელოზთა შესახებ, სჭირდება ნათლის მოძღვარი - ქრისტე
იმისათვის, რათა ადამიანმა შეიძინოს ცოდნა ანგელოზთა შესახებ, სჭირდება ნათლის მოძღვარი - ქრისტე
დასაწყისი იხ. წინა ნომერში
ანგელოზთა იერარქიის შესახებ გვესაუბრება სასულიერო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი ზვიად ცაბაძე:

- წმინდა დიონისეს სწავლების მიხედვით, წმინდა მწყობრის პირველ იერარქიულ საფეხურს ყოვლადძლიერის შემწეობითი ძალით ყოვლადძლიერებით იპყრობენ "სერაფიმთა" დასები. ისინი უშუალოდ ეზიარებიან პირველსახიდან, პირველმიზეზიდან და დატევნისებრ იღებენ საღვთო ნათლის სხივმფენ ბრწყინვალებას და მისით განათლებულები გადასცემენ ქვემორე დასებს. "სერაფიმები", ისევე, როგორც დანარჩენი დასები, თვალმოუწყვეტლად ჭვრეტენ უსაღვთოეს მშვენიერებას და ძალისაებრ აღიბეჭდავენ თავიანთ თავში.

სახელი "სერაფიმი" ასაჩინოებს მათ დამწველობას, რითაც უბიძგებენ მომდევნო დასებს მიიღონ ეს ღვთიური ცეცხლი, რომელიც მათ აძლევს ღვთის გარშემო მარად დაუცხრომელი მოძრაობის ძალას.

"სერაფიმები", ხდებიან რა უპირველესი "თანაშემწეები", განმანათლებლობასა და სიკეთის სიუხვეს გადასცემენ და განწმედენ ქვემორე დასებს, რადგან, როგორც იერარქიის წესია, "ზოგი უნდა განიწმინდოს, ზოგმა განწმინდოს, ზოგი განათლდეს, ზოგმა გაანათლოს, ზოგი სრულყოფილი გახდეს, ზოგმა სრულყოფა მისცეს. იერარქიულ დასთაგან თითოეულს თავისებურად შეჰფერის ღვთისადმი ბაძვა".

***
პირველი დასის მეორე წევრნი, რომლებიც უფლისმიერი მინიჭებით "სერაფიმთაგან" ხდებიან საღვთო, ზეარსული დიდების ანარეკლის მიმღებნი და შეძლებისდაგვარად დამტევნი, არიან მხურვალე "ქერუბიმთა" დასები. მცოდნეობასა და საღვთო ხილვის უზენაესი ნათლისცემის შემწყნარებლობას ცხადყოფს "ქერუბიმი". ისინი მიმღეობითი ძალის შესაბამისად თავიანთ თავში განჭვრეტენ ღმერთმთავრულ მშვენიერებას და, საღვთო სიბრძნითა და მადლით აღვსებულნი ყოველგვარი იერარქიული პრინციპის დაცვით, უშურველად გადასცემენ მასზე ქვემოთ მყოფ დასებს.

ყოველგვარ ზენა სურვილს განშორებულები, აღიწევიან რა "ზეკოსმოსური აღმართისაკენ" (ზეკოსმოსური აღმართი ნიშნავს უფლისაკენ მიმავალ გზას, რომელიც პირობითად ქვემოდან ზემოთ მიემართება სისრულისაკენ), წინსწრაფულად მიელტვიან მადლისმიერ გამოშუქებას "საყდართა" უწმინდესი დასები. ზეარსული მადლმოსილებით დაბეჭდულები შეუძრველად და მტკიცედ ჰგიებენ "ზენათელი ბრწყინვის" ელვარებაში.

მეორე მწყობრის პირველი იერარქები და უშუალოდ "საყდართა" მიერ "დუმილით ნაუწყები - საღვთო ხელმწიფების შემწყნარებელნი საკუთარ თავში არიან ღვთიურ "უფლებათა" დასნი. "უფალი უფლებათა" და "მეუფე მეუფებათა" იერარქიულად და კეთილსახოვნად ასახავს მათში ღვთივსახოვან ხატებას, რაც განაპირობებს კიდეც მათ ღვთივსათნო მდგომობას. საღვთო გამონაშუქით სათანადოთ აღვსებულნი მტკიცედ დგანან ღვთის მიერ დამყარებულ წესრიგზე და ვითარცა მამის მორჩილი შვილები, ისე ემორჩილებიან ყოველი არსის "მშობელს". არ არის მათში მიდრეკა, არცა "მარჯულ", არცა "მარცხულ", არამედ იცავენ "სამეუფო გზის" სწორხაზოვნებას. არიან რა შეძლებისდაგვარად დამტევნი საღვთო ხატებისა და მსგავსებისა, "უფლებათდასაბამობის - უხრწნელი ნათლის ღვთივშვენიერ ანარეკლს გადასცემენ "ძალთა" დასებს. მიებოძებათ რა ზემორე დასისაგან ღვთიური მადლი, ისინი მყისვე თავიანთ თავში იპყრობენ მას და მტკიცედ და შეურყევლად მაღლდებიან მთავარი ძალისაკენ, რამდენადაც ამის დატევნა ძალუძთ. ისინი განუშორებლად ჰგიებენ "ძალთა დასაბამობის" ძლიერებაში და შეძლებისდაგვარად ემსგავსებიან შემოქმედს. ყოვლადძლიერის ხელმწიფური ძალით გარემოცული "ძალთა" დასები (მადლის, - ზ.ც.) მბოძებელნი ხდებიან მათთვის, რომლებიც იწოდებიან "ხელმწიფებათა" დასებად. ეს დასები აბოლოებენ მეორე, საშუალო მწკრივს.

ხელმწიფურობის მიმნიჭებელის ხატებას აღიბეჭდავენ "ხელმწიფებათა" დასები და შეუმღვრეველი წესრიგის დამცველნი თავიანთ თავში შემოიკრებენ მაცოცხლებელ ნიავს საღვთო მადლისა, გარანტად მათი მდგომობისა, რომელსაც უშურველად ანიჭებს შემოქმედი იერარქიული გზის დაცვით. დაუზარებლად მსწრაფველნი საღვთო სიმწყობრისაკენ, არათუ თრგუნავენ ქვემორე დასებს, არამედ, პირიქით, დაუოკებელი სწრაფვით ამაღლებულნი ღვთიურობისადმი ზეაიზიდავენ მათაც.

მესამე მწყობრის პირველ იერარქიად დიონისე ასახელებს "მთავრობათა" დასებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, უფლის მიერაა ყოველივე მთავრობა ზეცაში და ქვეყანაზე. საღვთო მთავრობით ანგელოზთა მთავრებად ჩენილი ეს დასები მოთავეობითი მოშურნეობით ზეაღიწევიან საღვთო ძლიერებისაკენ და დატევნისებრ განიცდიან "მთავრობათა დასაბამობის" ღვთიური ენერგიის გამონაშუქს და მისი (ენერგიის, - ზ. ც.) შემწყნარებელნი მარად ჰგიებენ მთავრობითი წინამძღოლობის ბრწყინვალე არსად (ქმნილ არსად), ასაჩინოებენ რა თავიანთ ძალაში უზენაესის ზეაღმატებულ "წესდასაბამობას".

მომდევნო იერარქიულ მწყობრს განაგებენ "მთავარანგელოზთა" ღვთივშვენიერი თანამოწესე დასები. ეს დასები, ერთი მხრივ, ეზიარებიან "მთავრობათა" დასებს, აღიბეჭდავენ რა მსგავსებას საკუთარ თავში და ასევე უქვემოესებსაც - "ანგელოზთა" დასებს. ამით ბოლო დასებსაც მონაწილე ჰყოფენ ზეარსული დიდებისა. ეს იერარქიული ღვთივსახოვანი გზა "ანგელოზთა" დასებს მიუბოძებს შემოქმედის - "დიდისა ზრახვისა ანგელოზის" (ფს.9.6) კეთილსახოვან მშვენიერებას.

ცხრავე დასს, ცხრა იერარქიულ საფეხურზე მყოფს, სამ ტრიადულ ძალას ეკლესია ერთი საერთო - "ანგელოზის" სახელით მოიხსენებს. ამის მიზეზი, - როგორც წმინდა დიონისე ამბობს, გახლავთ ის, რომ ყველა ზემდგომი იერარქიული დასი მფლობელია ყველა იმ თვისებისა, რაც ზოგადად "ანგელოზთა" დასს განეკუთვნება.

დიონისე ყურადღებას ამახვილებს სიმბოლურ-სახისმეტყველებით მოსწავებებზე, რასაც ანგელოზთა სახელდებისას ვხვდებით, ანუ რატომ ეწოდებათ მათ ძლიერი მებრძოლები; რატომ ვახსენებთ მათთან მიმართებით ადამიანის სხეულისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ნიშანს, მაგ: ზურგს, ფეხებს, მკერდს და ა. შ. ანდა რას ნიშნავს მამაკაცური აღნაგობა, ცეცხლოვანი სახით და ალმოდებული ეტლით გამოჩენა; ცეცხლისმფრქვეველი კაცი, ან კიდევ მოტყინარე მახვილით ხელში ცხადჩენილი ანგელოზი და სხვა.

მხედველობითი უნარი ნიშნავს საღვთო ნათლის ხილვასა და მის დაუბრკოლებელ შემწყნარებლობას; სხვადასხვა სუნის გარჩევის ნიჭი ღვთაებრივი კეთილსურნელების სხვათაგან გამორჩევასა და აღმატებული კეთილსახოვნებით დამჭირვას (შენახვას, დაცვას); სმენის ნიჭი ზეარსული მობერვის მიღებას და მის შემეცნებას; გემო, შეხება, საღვთო საზრდელით აღვსებასა და სასარგებლოს გარჩევის უნარს; ქუთუთო და წარბები - ღვთისმჭვრეტელობითი (ღვთისმხილველობითი, - ზ. ც.) საიდუმლოების პყრობას; მოზარდი და ახალგაზრდული ასაკი სიმბოლოა მათი (ანგელოზთა) მარად მოძრაობისა, სულიერი სინორჩისა და აღორძინებითი ძალისა. მამაკაცური სახით ხილვა ნიშნავს საღვთო ნების აღსრულების მზაობას. თუმცა ეს სახე-სიმბოლოები მხოლოდ ჩვენთან მიმართებით გამოიყენება, რათა ადვილად მისაღები გახდეს მათი (ანგელოზთა) ცხადჩენა, რადგან არავინ იქნება გონიერთაგან, რომელიც იფიქრებს, რომ თითქოს ანგელოზთა უსხეულო ძალები შემოსილნი არიან ჩვენეული სხეულებრივი ასო-ნიშნებით.

***
ყველა მათი ცხადჩენა საღვთო ნების გამომხატველია. ისინი ემსახურებიან ადამიანთა გამოხსნის საღვთო საქმეს. თუმცა ბოლომდე ვერ ჭვრეტენ ამ საიდუმლოს არსს. მუდამ კეთილისაკენ მსწრაფველნი ეს საღვთო მწყობრნი ადამიანთა მოდგმის გამოსასწორებლად იღვწიან. ასევე სჯიან ურჩთ. უწინამძღვრებენ ერებს, იფარავენ ბოროტი ძალისაგან და აღძრავენ მათ საღვთო მშვენიერებისაკენ.

წმინდა დიონისეს თხზულებათა კორპუსს, რომელსაც მეცნიერება ერთი ზოგადი სახელით, "არეოპაგიტიკით" მოიხსენებს, განმარტებით კომენტარებს ურთავს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი (თუმცა, უნდა ითქვას, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან ერთად, ამას აკეთებს წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი და წმინდა იოანე სკვითოპოლელი). წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან შეინიშნება მცირეოდენი განსხვავება ანგელოზთა დასის პირველი სამეულის ადგილთა განაწილებაში. წმინდა მაქსიმე ამბობს, რომ უპირატესნი არიან "საყდარნი", შემდეგ "ქერუბიმნი" და ბოლოს "სერაფიმნი" და ამ შეხედულებას ავითარებს წმინდა პავლე მოციქულზე დაყრდნობით, რომელმაც თავის მხრივ, ისარგებლა რა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნებში აღწერილი მოვლენებით, ანგელოზთა იერარქიის პირველმპყრობლად დაასახელა "საყდარნი". წმინდა მაქსიმე ამბობს (დავიმოწმებთ ძველ ქართულ თარგმანს): "უპირატესობაი პირველისა ამის სამობით შემკობილისა დასისაი, რომელ არიან საყდარნი, ქერობინნი და სერაფიმნი, მრავალგონიერებით და ღირსად ღმრთისა გულისხმა-ყო მოციქულმან, სიტყუათაებრ წმიდათა წერილთაისა, ვითარ-იგი ეზეკიელ უპირატესად იხილნა საყდარნი, რომელთა ზედა მჯდომარეყოფაი ღმრთისაი ეჩუენა მას და მყის გარემო მისსა მდგომარედ ქერობინნი, ხოლო ესაიას მიერ წინაშე მდგომად იხილვნეს სერაფიმნი წმიდანი, რომლითა იცნობა უმაღლესობაი ღმრთისა უმახლობელესობაი სამთა ამათ დასთაი. ხოლო უგანცხადებულესად-რე ამათ პირთათვის ესრეთვე მოესწავების გამოცხადებასა შინა წმიდისა იოანე მოციქულისა და მახარებელისა და ღმრთისმეტყველისასა". წმინდა მაქსიმე აქ საუბრობს იმის შესახებ, რომ პავლე მოციქულმა, როცა კოლასელებს ეპისტოლით მიმართა, ანგელოზთა პირველიერარქად მოიხსენია "საყდართა" დასი, რომელზეც, როგორც ტახტზე, დაბრძანებული იყო უფალი, რომელიც აღწერილია წმინდა წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში. თუმცა წმინდა მაქსიმე აღმსარებლი აქვე ამატებს, რომ ამ სამ დასს შორის ღმერთთან სიახლოვის მიხედვით არ გამოიყოფა განსხვავება. წმინდა მამა, დიონისეს მიერ ანგელოზთა დასის პირველი სამეულის ამგვარ განაწილებისას (სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი), განმარტავს, რომ წმინდა დიონისემ ათვლა დაიწყო სერაფიმთაგან და ისე გადმოგცა ხსენებული სწავლება. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ეს მოსაზრება, რა თქა უნდა, არ ეწინააღმდეგება ზოგად სწავლებას "ანგელოზთა შესახებ", რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთმნიშვნელოვნად დააკავშირა წმინდა დიონისე არეოპაგელთან და უცვლელ მოძღვრებად გადმოგვცა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანგელოზთა დასის იერარქიულ განაწილებას, ისე, როგორც ეს საეკლესიო სწავლებით და ტრადიციით შეუცვლელად უპყრია ერთს, წმინდას, კათოლიკე, ანუ საყოველთაო, და სამოციქულო ეკლესიას: "სერაფიმნი", ქერუბიმნი", "საყდარნი", "უფლებანი", "ძალნი", "ხელმწიფებანი", "მთავრობანი", "მთავარანგელოზნი", "ანგელოზნი".

წმინდა დიონისემ, მიზეზად იმისა, რომ თანმიდევრულად არ აღწერა ყველა ანგელოზური ძალა და მათი არსებობის წესი, ასახელებს უმეცრებას, რადგან თვლის, რომ იმისათვის, რათა ადამიანმა შეიძინოს ცოდნა ანგელოზთა შესახებ, სჭირდება ნათლის მოძღვარი - ქრისტე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat