"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1

თავი 5. კვიპრიანე კართაგენელი
წმინდა კვიპრიანე რომის ეკლესიას, როგორც "საწყისს" ან თავდაპირველს, დიდი მოწიწებით იხსენიებს და როგორც დასავლეთის ეკლესიების მაგალითსა და ცენტრს, სათანადო პატივსაც მიაგებს. თუმცა ეს დამოკიდებულება ეკლესიოლოგიურ ტერმინოლოგიაში უნიკალურობად არ შეიძლება იქნეს წარმოდგენილი და იგი უნდა განვიხილოთ როგორც რომის ისტორიულ-პოლიტიკური მდგომარეობის გამოხატულება და დასავლური (კერძოდ, აფრიკული) ქრისტიანობის საწყისი. რომის ან სხვა რომელიმე ეკლესია მხოლოდ იმდენად შეიძლება იყოს "უცდომელი", რამდენადაც მის სწავლებაში ერთიან კათოლიკე რწმენასთან შესაბამისობა იქნება დაცული. ამ საკითხს უკავშირდება ერეტიკოსთა ნათლისღების საკითხთან დაკავშირებული წმინდა კვიპრიანესა და რომის პაპ სტეფანეს შორის დაპირისპირება, რომელიც 254 წელს წამოიჭრა. სტეფანე ერეტიკოსთა მიერ განხორციელებულ ნათლობას აღიარებდა, კვიპრიანე მათ მღვდელმსახურებას უარყოფდა და ერეტიკოსთა მონათვლას აუცილებლად მიიჩნევდა:

საყვარელო ძმებო, კრებაზე ჩვენ თქვენს წერილს ერთად გავეცანით. გვეკითხებით: საჭიროა თუ არა ერეტიკოსთა და სქიზმაში მონაწილეთა მიერ მონათლულების კვლავ მონათვლა, თუ მათ მიერ მონათლულები ერთიან კათოლიკე ეკლესიას მიმართავენ? ჩვენ მოგაწვდით ჩვენს შეხედულებას და აქ ახალი არაფერია, რადგან ყოველივე ჩვენი წინამორბედების მიერ არის განსაზღვრული. თქვენს მსგავსად ყოველივეს ჩვენც მათთან თანხვედრაში აღვასრულებთ. ჩვენ ვფიქრობთ და გვწამს, რადგან წმინდა ეკლესიაში ერთი ნათლისღებაა აღიარებული, არავის აქვს უფლება ეკლესიის მიღმა ინათლებოდეს...
(ეპისტოლე 57)

კვიპრიანე მიიჩნევდა, რომ სტეფანე ერეტიკოსთა მონათვლის საჭიროების უარყოფით ორი ეკლესიის არსებობას აღიარებდა:

დაბოლოს, თუ ჩვენ ერეტიკოსებისა და სქიზმების ნათლობას დავთანხმდებით, მათ ნათლისღებას ვაღიარებთ... (ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა გვახსოვდეს - რ.ჩ.), ვისაც ნათლისცემა ძალუძს, მის მიერ სულიწმინდა გადაიცემა. მაგრამ ვისაც სულიწმინდის გადაცემა არ ძალუძს, რადგან ეკლესიის წიაღში არ იმყოფება და სულით არ არის, მაშინ მას ნათლისღებაც არ შეუძლია, რადგან ნათლისღებაც და სულიწმინდაც ერთია, ასევე თავისი საწყისითაც და წესითაც ერთია ეკლესიაც და იგი უფლის მიერ პეტრეზეა (ანუ ერთზეა - რ.ჩ.) დამკვიდრებული. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი, რაც მათთანაა დაკავშირებული, კნინობითობითა და სიყალბით ხასიათდება, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ მიერ განხორციელებული ვაღიაროთ და ჭეშმარიტად მივიჩნიოთ... პირიქით, რადგან მათ მიერ განხორციელებულში უფლის საწინააღმდეგო ქმედება და ანტიქრისტეს საქმე გამოსჭვივის, ჩვენ იგი უნდა უარვყოთ, უარვყოთ და ბოროტებად მივიჩნიოთ; ჩვენ გვმართებს ისინი, ვინც მოექცევა და მწვალებლობას ჩამოცილებული ეკლესიისკენ შემობრუნდება, ღვთაებრივი მადლის საიდუმლოს და ჭეშმარიტების ერთიან რწმენას ვაზიაროთ.
(იქვე)

ერეტიკოსების ნათლისღების შესახებ დავას სერიოზული საღვთისმეტყველო გამოძახილი მოჰყვა. როდესაც პაპმა სტეფანემ ერეტიკოსთა ნათლობის აუცილებლობის შესახებ აფრიკის კრების გადაწყვეტილება დაგმო, წმინდა კვიპრიანემ 87 აფრიკელი ეპისკოპოსი დაუყოვნებლივ მოიწვია კართაგენში. ეს უკვე ამ პრობლემებთან დაკავშირებული მესამე კრება იყო და კრების მსვლელობის დროს, როგორც სტეფანეს შეხედულებების, ისე მისი საქციელის მიმართ უკმაყოფილება გამოითქვა:

ყოველმა ჩვენგანმა თავისი ნაფიქრალი უნდა გამოთქვას, სხვისი უფლება არ შეზღუდოს, არ შეაფერხოს სათქმელად განმზადებული სხვისი აზრები. არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს სხვა ეპისკოპოსზე მეტი პატივი, არც ერთს არ ძალუძს იყოს ტირანი, იმორჩილებდეს თავის მოძმეებს; რადგან ყოველი ეპისკოპოსი თავისი უფლებებით სხვაზე იმდენივე უპირატესობას ფლობს, რასაც სხვა მასზე, სწორედ ამიტომ მათი განკითხვაც თანაბარია. ჩვენი ვალია, რომ მოველოდეთ სამსჯავროს ღვთისას, რადგან მისგან გვაქვს ჩვენი ეკლესიის მართვის უფლება. პასუხიც მისგან მოგვეთხოვება.
(კართაგენის კრების კანონებიდან)

ამ მონაკვეთში შეიგრძნობა ეპისკოპოსთა შორის გამორჩეული ავტორიტეტის მოსურნე "ძმის" სტეფანესადმი გამოთქმული შეფარული საყვედური. რომის პაპის შეუწყნარებელი დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ჩვენ ვხედავთ ფრთხილ მინიშნებებს იმის შესახებ, რომ მხოლოდ ის არ არის ღვთის ნებით აღზევებული ეპისკოპოსი და რომ ღვთის ნება მხოლოდ საერთო თანხმობაში შეიძლება გამოიხატოს, და მხოლოდ ღმერთს ძალუძს განარჩიოს მტყუან-მართალი. "ნუ დაიჟინებს ერთი ეპისკოპოსი თავის სამართალს", - ნათქვამია კართაგენის ადგილობრივი კრების 121-ე კანონში. ხოლო სხვა პაპის - ცელესტინეს მიმართ აფრიკის კრების ეპისტოლეში პირდაპირ არის ნათქვამი:

განა მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაიჯეროს, რომ ჭეშმარიტი სამართალის შეცნობის უნარს ღმერთი მხოლოდ ერთ რომელიმე ჩვენგანს შთაბერავს და კრებაზე შეკრებილ ყველა დანარჩენ უამრავ სასულიერო პირს ამ ცოდნის გარეშე დატოვებს?

დავამ ერეტიკოსთა ნათლობის შესახებ მეტად სერიოზული სახე მიიღო და წმინდა კვიპრიანემ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებულ დავაში რწმენის სიმტკიცე გამოავლინა:

ეკლესია ერთია და რადგან ის მხოლოდ ერთია, არ შეიძლება იგი შიდა და გარე ეკლესიად დაიყოს. თუ ეკლესია ნოვაციანესთანაა, მაშინ ის პაპ კორნელისთან ვერ იქნება. თუ ეკლესია კონელისთან იყო, რაც მან სრულიად კანონიერად მიიღო ფაბიანესგან და კორნელი სამღვდელო პატივთან ერთად უფალმა მოწამებრივი პატივითაც შეამკო, მაშინ ნოვაციანე ეკლესიის მიღმა ყოფილა და ყველა, ვინც ნოვაციანეს მსგავსად უარს აცხადებს და არ მიჰყვება სახარებისა და მოციქულთა გადმოცემის გზას, თვითწარმოქმნილი ეპისკოპოსია. საკუთარი პიროვნებიდან არ შეიძლება წარმოიქმნას ეპისკოპოსი, არ შეიძლება ასეთს ეკლესია გააჩნდეს და ეკლესიაში ხელდაუსხმელი არ შეიძლება იყოს ეკლესიაში.
(წერილი მაგნუსს)

"საკუთარი პიროვნებიდან წარმოიქმნა" - ასე მოიხსენიებს წმინდა კვიპრიანე ნოვაციანეს. მეორე მხრივ, ეჭვს არ იწვევს, რომ ნოვაციანე ეპისკოპოსების მიერ იყო ხელდასხმული. მაგრამ ამის შემდეგ მან ერეტიკოსები შემოიკრიბა და ახალ ეკლესიას ჩაუყარა საფუძველი. ასე წარმოიქმნა საკუთარი პიროვნებიდან ნოვაციანე. ნათელი ხდება, რომ მთავარი არ არის, ვის მიერ იყო განახორციელებული ხელდასხმა, არამედ მთავარია, ნათლობა ხელდასხმულის მიერ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდეს და პროცესი მის გარეთ არ მიმდინარეობდეს.

...ანდა როგორ უნდა განახორციელოს ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა იმან, ვისაც არ შეუძლია ეკლესიის გარეთ არ დატოვოს მის მიერ მონათლული? ეს ჭეშმარიტება მოჩანს თავად შეკითხვაში, რომელიც ნათლობის დროს დაისმის. როდესაც ჩვენ ვამბობთ ქართულად: "შეუდგები ქრისტესა?", ხოლო რუსულად: "веришь ли в жизнь вечнуюи во остовление грехов через святую Церковь?", იგულისხმება, რომ ცოდვების მიტევება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი და ერეტიკოსებს, რომლებიც ეკლესიის მიღმა არიან ეს შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამრიგად, ის, ვინც ამტკიცებს, რომ ერეტიკოსებს ძალუძთ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება, ან უნდა შეცვალონ საკითხის შინაარსი, ან აღიარონ ჭეშმარიტება - რა თქმა უნდა, თუ იმ ადამიანებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნათლობის უფლება გააჩნიათ და სინამდვილეში ეკლესიის წევრებად არ მოიაზრებიან.
(წერილი იანუარიუსს, 57)

როგორც ვხედავთ, წმინდა კვიპრიანე ცდილობს საკითხი ლოგიკურად ახსნას, ის მიიჩნევს, რომ: ვინც თვითონ არ არის ეკლესიაში, ვერავის აქცევს ეკლესიის წევრად. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ყოველივე ეს სინამდვილეში, ანუ როგორ განვსაზღვროთ, ვინ არის ეკლესიის წევრი და ვინ იმყოფება მის ფარგლებს გარეთ. კვიპრიანეს არგუმენტები მიზანმიმართულად ცირკულარული ხასიათის მატარებელია, მისი აზრით: ეკლესია მოიცავს ყველას, ვინც იზიარებს მისი ერთიანობის რწმენას. ცხადია, ასეთი განმარტებით ყველა შემთხვევისათვის მკაფიო ფორმალური კრიტერიუმების ჩამოყალიბება შეუძლებელია. თავად კვიპრიანეს მოცემულ სიტუაციაში საქმე ეპისკოპოს ნოვაციანესთან ჰქონდა. ნოვაციანე თავის ადგილობრივ ეკლესიას შეგნებულად ანადგურებდა. კვიპრიანეს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ მეოთხე საუკუნეში არიანული ერესი უზარმაზარ ტერიტორიებზე გავრცელდებოდა და თითქმის მთელ ქრისტიანულ სამყაროს მიიტაცებდა. ის ვერ გაითვალისწინებდა, რომ 350 წელს მთელ აღმოსავლეთში ერთადერთ არაარიანელ ეპისკოპოსად (დევნილებაში მყოფი) ათანასე დიდი დარჩებოდა და კონსტანტინე დიდს მებრძოლი არიანელი ევსები ნიკომიდიელი მონათლავდა. წმინდა კვიპრიანეს არ შეეძლო ეფიქრა, რომ თავად კაბადოკიელი მამებიც მონათლულნი და ხელდასხმულნი იმ ეპისკოპოსების მიერ იქნებოდნენ, რომლებიც ფორმალურად არიანულ ან ნახევრად არიანულ რწმენის სიმბოლოს იყენებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ერეტიკოსთა ნათლობასთან დაკავშირებული წმინდა კვიპრიანეს გადაწყვეტილება იმ დროისათვის ერთმნიშვნელოვნად სწორი იყო, მაშინ ნათელი იყო - ერეტიკოსი ეკლესიას ვნებდა. შემდგომში ეკლესიის მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. მეოთხე საუკუნეში არიანელობა დაძლეულ იქნა და მეორე მსოფლიო კრებამ მართლმადიდებლური მრწამსი დაამტკიცა. მანამდე ნათლობის საიდუმლოს თითქმის მთელ საქრისტიანოში არიანელი სასულიერო პირები აღასრულებდნენ. ახალი მდგომარეობიდან გამომდინარე ამ დროისათვის წმინდა კვიპრიანე თანადროული ლოგიკით მოქმედება, ანუ ყველა ქრისტიანის გადანათვლის განხორციელება შეუძლებელი და სამოძღვრო თვალსაზრისით არასწორი იქნებოდა. როგორც ირკვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოტანა მაინც შეუძლებელია: აუცილებელია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს საიდუმლოს განხორციელების მიზანი. თუ საიდუმლოს შესრულების მიზანი ეკლესიაში განხეთქილების შემოტანა და მისი ერთიანობის დარღვევაა, მაშინ საიდუმლო აღსრულებულად და "განხორციელებულად" არ შეიძლება ჩაითვალოს. თუ საიდუმლო სათნო რწმენაში კეთილი ზრახვით, კეთილსინდისიერად და ეკლესიის განმტკიცების მიზნით არის აღსრულებული, მართლმადიდებლური კანონიკური სივრცის მიღმაც რომ იყოს, ის შეიძლება ავთენტურად (ანუ პირველწყაროზე აგებულად - რ.ჩ.) ჩაითვალოს.

ამრიგად, საღვთისმეტყველო დონეზე შეიძლება ვისარგებლოთ ეკლესიური აღმშენებლობის (იკონომიის) პრინციპით და ამა თუ იმ საკითხის ჭეშმარიტი შინაარსი ყოველი კონკრეტული შემთხვევის სამართლიანად განხილვის გზით გამოვიკვლიოთ. ასე მაგალითად, ერეტიკოსები, რომლებსაც წმინდა კვიპრიანე გულისხმობდა, ნამდვილად ცდილობდნენ ეკლესიაში განხეთქილება შემოეტანათ. სწორედ ასევე, XVIII საუკუნეში თურქების მიერ ოკუპირებულ საბერძნეთში იეზუიტებმა საფრანგეთის საელჩოს დახმარებით სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა დაწესებულებების გახსნასთან ერთად მართლმადიდებლებისთვის საიდუმლოს აღსრულების უფლება მოიპოვეს. ნათელი იყო, რომ ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას ცდილობდნენ და მათ მიერ შესრულებული ყველა წესი ბათილად ჩაითვალა. აგრეთვე ძალადაკარგულად გამოცხადდა რუსული ე.წ. განმაახლებლური ("Обновленческий") ეკლესიის მიერ განხორციელებული ყველა ხელდასხმა.

წინასწარ ძნელია ზუსტად განისაზღვროს, "რამდენი" ერესია საჭირო იმისათვის, რათა ეკლესიას თავისი ჭეშმარიტი შინაარსი ამოეწუროს და აღსრულებული საიდუმლო ძალადაკარგული აღმოჩნდეს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკითხი თავად ეკლესიამ უნდა განსაზღვროს. ცხადია, რომ სული საკუთარი ბუნების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ამიტომ ეკლესიის საზიანოდ მიზანმიმართულად განხორციელებული ნათლისღება ლოგიკურად შეუძლებელი და აბსურდულია. და პირიქით, კეთილი განზრახვით განხორციელებულ ნათლისღებას, მიუხედავად არსებული პირობებისა, ადამიანი ეკლესიაში შეჰყავს და ასეთ შემთხვევაში კვლავ განხორციელებული ნათლობა ღვთის გმობას შეიძლება გაუტოლდეს. საგულისხმო ილუსტრაციას წარმოადგენს ევსების მიერ "ეკლესიის ისტორიაში" წარმოდგენილი მაგალითი, რომელიც ეპისკოპოს დიონისეს მიერ ეპისკოპოს ქსისტეს მიმართ გაგზავნილ წერილშია მოცემული:

"ძმაო, ნამდვილად მჭირდება რჩევა და შენგან ვითხოვ აზრს. ასეთი საქმე შემემთხვა მე და მეშინია, არ შევცდე, რადგან შეკრებილ ძმათა შორის არის ერთი მორწმუნე, რომელიც ითვლება ძველად და ჩემი ხელდასხმის უწინარესად, ვგონებ, ნეტარი ჰერაკლასის დადგინების უწინარესადაც. როდესაც კრებულის ღვთისმსახურებაზე მონაწილეობდა, ახლახან ნათელღებულებთან აღმოჩნდა და მოისმინა შეკითხვები და პასუხები, ჩემთან მოვიდა გოდებითა და ცრემლით და დაეცა ჩემს ფეხებთან, აღიარებდა და იფიცებოდა, რომ ნათლობა, რომლითაც მწვალებლებთან მონათლულა, ასეთი არ ყოფილა, არც ჰქონია რაიმე საერთო მასთან, რადგან უღმერთო იყო იგი და გმობით აღსავსე. ამბობდა, რომ ახლა მთელი სული დამწუხრებული ჰქონდა და არ გააჩნდა კადნიერება, თვალები აღეპყრო ღვთის მიმართ იმ უწმინდური სიტყვებისა და საქმეებისაგან აღძრულს, და ამის გამო ითხოვდა, რომ მიეღო ეს უწმინდესი განწმენდა, შეთვისება და მადლი. ამის შესრულება მე ვერ გავბედე და ვთქვი, რომ ამისთვის საკმარისი იყო მისი ხანგრძლივი თანაზიარება. რადგან ვერ გავბედავდი იმ კაცის თავიდან განწესებას, ვინც ისმენდა ევქარისტიას და წარმოთქვამდა "ამინს", ტრაპეზთან იდგა და წმინდა საზრდოს მისაღებად ხელებს იწვდიდა და ღებულობდა, ჩვენი უფლის სხეულსა და სისხლს ეზიარებოდა. მაგრამ შევაგონებდი, რომ მხნედ ყოფილიყო, მტკიცე რწმენითა და კეთილი იმედით მიახლებოდა სიწმინდეთა ზიარებას. მაგრამ იგი არ წყვეტს ჩივილს, ძრწოლით მიეახლება ტრაპეზს და მოწვევის მიუხედავად ძლივს ბედავს თანამდგომელებთან ერთად ლოცვებზე დადგომას".
(ევსები, "ეკლესიის ისტორია",
წიგნი 7, თავი 9. გამოყენებულია ზურაბ ჯაშის მიერ ძველი
ბერძნულიდან თარგმნილი ტექსტი)

სადავო შემთხვევებში, როდესაც საკითხი უჩვეულო გარემოებებში აღსრულებულ საიდუმლოთა ნამდვილობას ან რომელიმე ერესის დაგმობას ეხება, ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანი თვითკმაყოფილებაში ჩავარდეს. ასეთი მდგომარეობა კი არასწორი და საშიშია. ღმერთს ყოველი ადამიანის გამოხსნა უნდა, ხოლო ეკლესიას ყოველთვის ღვთისმოშიში, ღია, ჩვენი ცოდვებისადმი შემწყნარებლური და ღვთის წყალობის მომლოდინე მდგომარეობა ეკავა.

დაბოლოს, საჭიროა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ "გადანათვლა" როგორც ასეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა". უკვე განხორციელებული ნათლისღების ბათილად ცნობა ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც გულისხმობს, რომ აღსრულებულ საიდუმლოში ქრისტიანული არაფერი ყოფილა. რა თქმა უნდა, ისეთ ერთმნიშვნელოვან შემთხვევებში, როგორიც არის უნიტარების, მორმონების, იეღოვას მოწმეების და სხვათა "ნათლობა", ეჭვს არ იწვევს, რომ საიდუმლო არ არის აღსრულებული. მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა სიფრთხილე, რათა საკითხის ზედმეტად გამარტივება არ მოხდეს... კიდევ ერთი არასასურველი უკიდურესობა რელიატივისტური (რწმენა, რომ არსებობს არა ერთი, არამედ მრავალი, მოხერხებული, სასარგებლო და დამაჯერებელი ჭეშმარიტება - რ.ჩ.) დამოკიდებულებაა, რომლის დროსაც თითქმის ცინიკურობამდე მისაღებია ყველაფერი. ცოცხალ ადამიანებთან მიმართებით ცოცხალი ეკლესია, ქრისტეს ცოცხალი სხეულით, სინამდვილის მიმართ ცოცხალ, დინამიკურ დამოკიდებულებას ავლენს და არა განკითხვისათვის, არამედ ადამიანური ბუნების არსში წვდომისა და გულმოწყალებისთვისაა მოწოდებული...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat