"მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"
"მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"
"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. და ჰპოოთ განსვენება სულთა თქუენთაი" (მათ.11:28-29). აღნიშნული სიტყვები თავად ღმერთკაცს - იესო ქრისტეს ეკუთვნის. იგი ადამიანებს სულთა განსვენებისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნული დაპირების აღსრულებას თავისი შინაგანი მდგომარეობის - სათნოებათა წარმოჩენით ცდილობს. როგორც წმიდა წერილიდან ვიცით: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი და მდაბალთა მოსცის მადლი" (იგავ.29:23). წმიდა მამები კი გვასწავლიან, რომ დავფაროთ საკუთარი სათნოებები და ისინი არ წარმოვაჩინოთ სხვათა წინაშე. ამიტომ, აღნიშნული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით შევეცადოთ ჯერ მაცხოვრის სიტყვების განმარტებას ჩავწვდეთ და შემდეგ პასუხი გავცეთ თითქოსდა ერთგვარ დილემას.

როგორც ვხედავთ, ქრისტეს პირველ რიგში იმის მინიშნება სურს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ამ ორ უდიდეს სათნოებას - სიმშვიდეს და თავმდაბლობას.

ამდენად, დღევანდელ დღეს კაცობრიობის წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის - სულიერი გაუწონასწორებლობის მოგვარების გზა მაცხოვარმა თავის ამ სწავლებაში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ შემოგვთავაზა. სულთა განსვენება, შფოთისგან განრიდება, შინაგანი იდილია - ყოველი ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, რასაც მრავალგვარი მიზეზის გამო ძნელად თუ ვახორციელებთ. ცხოვრება მაშინ არის სასიხარულო, როდესაც მიუხედავად ყოველგვარი გარემოებისა, შინაგან წონასწორობასა და უფლის მადლს ვინარჩუნებთ. ქრისტიანი ადამიანის მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ სულიერად იმდენად მომწიფდეს და ამაღლდეს, რომ გარემო ფაქტორებმა სულიერი შფოთი არ გამოიწვიოს, ხოლო საკუთარი ნებით განხორციელებულმა ქმედებებმა და ფიქრებმა - სინდისის ქენჯნა. აღნიშნული სულიერი მდგომარეობის მიღწევა, როგორც ქრისტემ მიგვითითა, ორი საშუალებით: მასთან მყოფობითა და მის მსგავს სათნოებათა - სიმშვიდისა და თავმდაბლობის შეძენითაა შესაძლებელი.

ამდენად, თუ რაიმე სახის სულიერ წარმატებას ვეძიებთ, ეს ორი გზა აუცილებლად გასავლელი გვაქვს. ამიტომ თითოეული გზა დაწვრილებით უნდა განვიხილოთ.

როგორ მოგვცემს ქრისტე სულთა განსვენებას? პირველი გზა მშვიდ და მდაბალ მაცხოვართან მიგვიყვანს, მაგრამ მარტოოდენ მისვლა საკმარისი იქნება? ვეცადოთ ამ კითხვების პასუხი ისევ წმიდა წერილში მოვიძიოთ. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ: ბევრნი უარს იტყვიან ქორწილში მისვლაზე, მაგრამ ვინც მივა, ყველა როდი იქნება მიღებული ბატონისგან: "ხოლო გეტყვი თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" (ლუკ.14:24). შესაბამისად, მარტო საქორწილო ნადიმზე მისვლა საკმარისი ვერ იქნება, თუ შესაბამის სამოსს არ შევიმოსავთ: "და ჰრქუა მას: მოყუასო! ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?" (მათ.22:12).

ამდენად, ქრისტეს მოწოდება, "მოვედ და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთაო", მარტოოდენ მისვლას როდი გულისხმობს, არამედ აღიღეთ უღელი ჩემი და მე მომბაძეთო. შესაბამისად, მორწმუნეთა ქმედება მხოლოდ ეკლესიაში სიარულით არ განისაზღვრება; ღვთაებრივი მსჯავრი შინაგან განწყობილებაზე გადის; არც ღმერთის წინაშე მლოცველი განისვენებს, ტაძარში მლოცველი ფარისევლის მაგალითისამებრ (ლუკ. 18); არც გარეგნულად მმარხველი, რადგან უფალი ამბობს: "არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, და იგი შეაგინებს კაცს" (მათ. 15:17-18); არც სასწაულმოქმედი და წინასწარმეტყველი, არამედ "რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი" (მათ.7:22). არამედ გულით მდაბალი და მშვიდი. ამიტომ, ახლა სწორედ ამ სათნოებათა განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, რომელთა გარეშეც ყოველგვარ მოღვაწეობას აზრი ეკარგება.

რატომ ანიჭებს უფალი უპირატესობას სულის ამგვარ მდგომარეობას, როდესაც მრავალი სხვა მცნება არსებობს? ამას ერთი საკმაოდ მკაფიო პასუხი გააჩნია: სულიერ ცხოვრებაში განვითარებას - მადლის მოძიებას, შესაბამისი ცოდნა სჭირდება, რომელიც მცნებათა მნიშვნელობის დიფერენციაციას მოახდენს უპირატეს მცნებებსა და მათი შესრულებისთვის აუცილებელ დამატებით მცნებებს შორის. თორემ ხშირად მორწმუნეები ყოველი მცნების აღსრულებას ერთნაირ სულიერ დატვირთვას ვანიჭებთ, რის გამოც მადლის მოძიების ნაცვლად ფარისევლად შეიძლება ჩამოვყალიბდეთ. მაგალითად, თუ გვინდა, რომ არავინ განვიკითხოთ და ამის დიდი მცდელობა გაგვაჩნია, პირველ რიგში, ჯერ უნდა დავმდაბლდეთ, რომ თავი არ გადავამეტოთ მოყვასს, თორემ სხვაგვარად განკითხვის ცოდვას გვერდს ვერაფრით ავუვლით. "ჭეშმარიტი მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა არის სულიწმიდის მოხვეჭა, ხოლო ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, მოწყალება და ყველა სხვა ქრისტესთვის გაწეული მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ საამისო საშუალებებია" - გვმოძღვრავს წმიდა სერაფიმ საროველი. მით უმეტეს, რაღა უნდა ითქვას გარეგნულ დადგენილებებსა და წესებზე, როდესაც მაცხოვარი ფარისეველთა მხილებას მუდმივად ამ მიმართულებით ახორციელებს: "შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის. ვინაიცა უფალ არს ძე კაცისაი შაბათისაცა" (მარკ.2:27-28). როგორც ვიცით, ღვთისაგან მოცემული ყოველი დადგენილება თუ მცნება ადამიანის სულის კურნებას ემსახურება. მათგან ზოგიერთი თავად მაცხოვრის მიერ უდიდეს მცნებებად არის სახელდებული (მარკ.12:28-34). ხოლო დანარჩენნი თავად ამ უდიდესი მცნებების შესაბამისი სულიერი მდგომარეობის მიღწევის საშუალებებს წარმოადგენს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სულიერ ცხოვრებაში მცნებებს მიზეზშედეგობრივი ხასიათი აქვს.

მაცხოვარმა პირველ ადგილზე სიმშვიდე დააყენა და ამით თითქოს მის უპირატესობას გაესვა ხაზი. ცხრა ნეტარებაში კი სულის სიგლახაკე - თავმდაბლობა დგას პირველ ადგილზე. ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე:

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნეტარების პირველ მუხლს ცხრა ნეტარების - ცხრა საფეხურის ჭრილში განვიხილავთ, სულის სიგლახაკე უპირველესად საკუთარი უღირსობის დანახვას მოიცავს და არა თავად თავმდაბლობას. ვინაიდან მხოლოდ უღირსობის დანახვა გულის მგლოვარების, სიმშვიდის, სიმართლის აღსრულების წყურვილის, გულის სიწმინდის ანუ ნეტარების სხვა მცნებების გარეშე თავმდაბლობად ვერ წარმოჩნდება. ხოლო ცალკეულად განხილული ნეტარების პირველი მუხლი უფრო მეტად თავმდაბლობასთან ასოცირდება, რადგან საკუთარი უღირსობის განცდა ყველაზე მეტად ასახავს თავმდაბლობის არსს. ამ შემთხვევაში სიმშვიდე ხომ არ არის ერთგვარი კიბე უფრო უპირატესი მდგომარეობის – თავმდაბლობის მოპოვებისთვის? სწორედ ამაზე საუბრობს წმიდა იოანე სინელი: "მზეს განთიადის ნათელი უძღვის წინ. ასევე, ყოველგვარ სიმდაბლეს წინ უძღვის სიმშვიდის სათნოება. მზის ამოსვლამდე ჯერ სინათლე უნდა ვიხილოთ, შემდეგ - მზე. როგორც შეუძლებელია მზის ხილვა სინათლის გარეშე, ისე შეუძლებელია სიმშვიდის გარეშე თავმდაბლობის მოპოვება".

სიმშვიდე, როგორც მრისხანების საწინააღმდეგო სათნოება, დაცულია ამ მავნე ვნების გამოვლინებებისგან, როგორებიცაა: შფოთი, სიძულვილი, ბოროტება, ჩხუბი, ავმეხსიერება. ხოლო როგორც წმიდა წერილი გვასწავლის: "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ.1:20). თუ მრისხანე კაცი ღვთის სიმართლეს ვერ აღასრულებს, მშვიდი - ღვთაებრივ მცნებათა აღსრულებას ბევრად წარმატებით ახერხებს. მხოლოდ მშვიდი ადამიანი იწყებს საღად და ემოციის გარეშე რეალობისა და საკუთარი თავის შეცნობას. ამის შედეგად, მცნებათა აღსრულების მცდელობა და სწორი განსჯის უნარი ადამიანს სულიერ თვალს აღუხელს და იწყება დამდაბლების საიდუმლო პროცესი.

ამრიგად, სიმშვიდისა და თავმდაბლობის ურთიერთკავშირი სულიერი ცხოვრების სწორად გააზრებისა და წარმართვის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული მოკლე და ნათელი სწავლება სულიერ ცხოვრებაში დამწყებთათვის ბრწყინვალე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. სიმშვიდე სწორედ თავმდაბლობასთან აღმყვანებელი კიბე და მისი მიღწევის საშუალებაა. ამავე დროს თავმდაბლობა თავის თავში უცვლელ სიმშვიდეს მოიცავს.

შესაბამისად, წმიდა წერილში თავმდაბლობის შესახებ სწავლებას მეტი უპირატესობა ენიჭება. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იგავ.29:23); ასევე მაცხოვრისეული სწავლება: "რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს" (ლუკ.14:11); "ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ" (მარკ.9:35);

საბოლოო ჯამში, შეიძლება ამგვარი დასკვნის გაკეთება: ყოველი სათნოება ღირებული და ფასეულია, მაგრამ თავმდაბლობაზე გადის გზა სასუფევლისკენ - ღვთის სიყვარულისკენ, რადგან ადამიანი სასუფეველს მაშინ მოიპოვებს, როდესაც მადლშია, ხოლო მადლი მარტოოდენ დამდაბლებულს ენიჭება. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე სინელი შემდეგ სიტყვებს ამბობს: "არ მიმარხულია, არ მიფხიზლია, არც მიწაზე მძინებია, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმა" (ფს.114:6).

სიმშვიდე დამდაბლების აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო დამდაბლება - მადლის მოძიების. ხოლო მადლი, როგორც უკვდავების წყალი, უფალს უხვად აქვს გამზადებული: "რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისადმდე, არამედ წყალი, რომელი მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ" (იოან.4:14).

ახლა კი ზემოთ აღნიშნულ დილემას გავცეთ პასუხი: უფალი, როგორც სიკეთეში ყოვლად მოუკლებელი, თავის თავს თამამად წარმოაჩენს, რათა სულის სრულყოფილების მაგალითი მოგვცეს. ხოლო სრულყოფილი თავმდაბლობა ზოგადად ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანში აღარაფერი იწვევს მის სულიერ დაკნინებას. "ვინც შინაგანად არის თავმდაბალი, მას ვერც საკუთარი ბაგეები გაქურდავს; რადგან რაც საგანძურში არ ძევს, მას ვერც კარიდან გაიტანენ" - გვმოძღვრავს წმიდა იოანე სინელი.

საკუთარი თავისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლის წარმოჩენას ეხმაურება პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვებიც: "არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ" (Iკორ.9:1-2). ასევე, სხვა ადგილას იგივე მოციქული შემდეგ სიტყვებს ამბობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (Iკორ.4:16).

თუკი მაცხოვარი ღმერთკაცია და თავის წარმოჩენით საკუთარ სიმდაბლეს არ ეწინააღმდეგება, საინტერესოა, რით აიხსნება პავლე მოციქულის ზემოთ აღნიშნული სიტყვები. ამაზე თავად პავლე მოციქული ორ პასუხს გვაძლევს: ერთი, რომ ყოველივე მის მიერ აღსრულებული კვლავ უფლის სახელის განდიდებას დაუკავშირა - "უფლისა მიერ" და, ხოლო მეორე - მიგვანიშნა, რომ ქრისტესადმი მსგავსებით ანუ, შეიძლება ითქვას, რწმენით "ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა" (მარკ.9:23). აღნიშნულ საკითხზე უფრო ნათელ პასუხს მოციქული სხვაგანაც გვთავაზობს: "რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?" (1კორ.4,7).

ამრიგად, ქრისტე საკუთარი თავის წარმოჩენით არათუ რაიმეთი ცარიელდება, ან როგორ შეიძლება ყოვლად სრული ღმერთი რაიმე სახის დანაკარგს განიცდიდეს, არამედ ჩვენთვის მაქსიმალური სარგებლობის მიზნით სულთა განსვენებასა და განსვენებისთვის აუცილებელი სულიერი მდგომარეობის შესახებ სწავლებას გვთავაზობს და მიგვანიშნებს, რომ სიმშვიდე არის საფუძველი დამდაბლებისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat