"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
თავი 5. კვიპრიანე კართაგენელი
გაგრძელება

ასეთი შესავლის შემდეგ წმინდა კვიპრიანემ ქრისტიანთა დაცემასა და დაცემის მრავალფეროვანი ვარიანტების წარმოქმნის მიზეზები ჩამოაყალიბა და მოვლენის შინაარსი ეტაპობრივად განიხილა. უწინარეს ყოვლისა ეპისკოპოსი იმ ქრისტიანების შესახებ საუბრობს, ვინც წარმართულ კერპებს მსხვერპლი მანამდე შესწირა, სანამ მათ ვინმე აიძულებდა და იმ მშობლებს შეეხო, ვინც ყოველგვარი საჭიროების გარეშე საკუთარ შვილებს მსხვერპლშეწირვაში მიაღებინა მონაწილეობა. წმინდა კვიპრიანეს განსაკუთრებული აღშფოთება იმ ადამიანებმა გამოიწვიეს, ვინც საკუთარ რწმენაზე უარი ქონების დაკარგვის შიშით განაცხადა:

ბევრი ჩვენგანი მემკვიდრეობით მიღებული ქონების ბრმა სიყვარულმა დაატყვევა: ისინი სულიერად მზად არ აღმოჩნდნენ საკუთარი სიმდიდრე მიეტოვებინათ და მიმალულიყვნენ. სიმდიდრე გადაიქცა ხუნდებად, რამაც მათი გულოვანება დაატყვევა, სძლია მათ გონებას, ჩააცხრო მათი რწმენა, და ეს მიწიერებას მიჯაჭვული ადამიანები გველის საჭმელად აქცია, რადგან უფალმა გველის მიმართ ბრძანა: "მკერდსა ზედა და მუცელსა ხვიდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა" (დაბ. 3:14).
"დაცემულთა შესახებ"

საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დაცემულებმა, წმინდა კვიპრიანემ ერთმნიშვნელოვნად მოაგვარა, მან განაცხადა: მხოლოდ უფალს ძალუძს დაუბრუნოს ეს ხალხი ეკლესიას და ამიტომ, შემორიგება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც უფალი სუფევს, ანუ მხოლოდ ეკლესიაში:

არც არავინ განადიდოთ საკუთარი თავი და არც არავინ აცდუნოთ. მხოლოდ ღმერთს ძალუძს შეწყალება; მხოლოდ უფალს შეუძლია მის მიმართ ჩადენილი ცოდვების მიტევება, რადგან მან იტვირთა ჩვენი ცოდვები... უფალმა უნდა მიიღოს ჩვენი აღსარება... და უფლისგან უნდა ველოდეთ შეწყალებას. ჩვენ გვწამს, რომ მსაჯულის წინაშე ბევრს ნიშნავს წამებულთა და მართალთა ღვაწლი, მაგრამ ეს მადლმოსილი ძალა მაშინ ამოქმედდება, როდესაც ჟამთა აღსასრულს, ქრისტეს სამსჯავროზე მთელი ერი წარდგება. ამასთან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავისი გაუაზრებელი, უადგილო აჩქარებით და წმინდა მცნებების უგულებელყოფით ცოდვების შენდობამ ვინმეს შეიძლება სიკეთე მოუტანოს, ძალიან ცდება, რადგან სინამდვილეში ის ამით დაცემულს კი არ ეხმარება, არამედ მისთვის ზიანიც კი მოაქვს, რადგან ასეთი უკანონო მოქმედებით აბრკოლებს ამ ადამიანების ნებაყოფლობით სინანულს.
(იქვე)

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაცემულები ეკლესიაში გმირებმა და აღმსარებლებმა კი არა, საიდუმლოებათა აღმსრულებელმა ეპისკოპოსებმა უნდა დააბრუნონ, რადგან აქ საქმე პიროვნულ დამსახურებებს არ ეხება: ევქარისტიის საიდუმლოს აღმსარებელი კი არა, ერთიანი ეკლესია ახორციელებს, რომელსაც სათავეში, მიუხედავად მისი საქციელისა და ადამიანური ღირსებებისა, ეპისკოპოსი უდგას. "ზოგიერთი პრესვიტერის მიერ დევნის დაცხრომამდე და ეპისკოპოსთან შეუთანხმებლად, დაცემულთა ბრმად შენდობის გამო სამღვდელოებისადმი მიწერილ წერილში" წმინდა კვიპრიანე აღმსარებლებს შემდეგნაირად კიცხავს:

განა ყოველ ჩვენგანს უფლის შეურაცხყოფის გამო შიშის გრძნობა არ უნდა ეუფლებოდეს, როდესაც ხედავს, რომ ზოგიერთ პრესვიტერს არა მხოლოდ სახარება, საკუთარი დანიშნულებაც კი დავიწყებია და არც მომავალ სამსჯავროზე ფიქრობს, არც თავისი დღევანდელი წინამძღოლი ახსენდება, და ისეთ საქციელს სჩადის, რაც ჩვეში არავის განუხორციელებია - იმას ითვისებს, რაც არ ეკუთვნის და ამავე დროს წინამძღოლსაც სიძულვილით იხსენიებს? ღვთისმოსაობა ქრისტიანს უფრო მცირე ცოდვის გამოც აიძულებს მონანიებას და მხოლოდ აღსარების შემდეგ, ეპისკოპოსისა და სამღვდელოების ხელდასხმით განემზადოს ზიარებისთვის. ახლა კი, ამ ძნელ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ირგვლივ დევნა მძვინვარებს, როდესაც მშვიდობა ჯერაც არ მკვიდრობს ეკლესიაში, მათ - ამ ცოდვილებს - ლოცვებში იხსენიებენ, სინანულის, აღსარებისა და ხელდასხმის გარეშე სთავაზობენ ევქარისტიას... მაგრამ ამ შემთხვევაში ის კი არ სცოდავს, ვინც დაარღვია წმინდა მცნებები (1 კორ. 11:27), - სცოდავს მოძღვარი, ვინც არ ურჩია მცნებების დამრღვევს ღვთის შიშით აღასრულოს მონანიება, მიჰყვეს სწავლებას...
(წერილი მე-9, "სამღვდელოებას")

ამავე აზრს აგრძელებს წმინდა კვიპრიანე, როდესაც ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

...ქრისტეს არ განუდგება ეკლესია, რადგან ის თავისი მოძღვრის ერთგული ხალხისაგან შედგება და ეს ისეთი სამწყსოა, რომელიც ყოველთვის თავისი მწყემსის ერთგულია. აქედან შენ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთო და დაინახო, რომ ეპისკოპოსი - ეკლესიაშია და ეკლესია - ეპისკოპოსში, ხოლო თუ ვინმე ეპისკოპოსთან არ არის, ის არც ეკლესიაშია. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ ყალბ მაამებლობას ეწევა ყველა, ვინც სამღვდელოებასთან ჰარმონიული ურთიერთობის გარეშე და მათი გვერდის ავლით, შეფარულად ცდილობს ზოგიერთი პიროვნების კეთილგანწყობა დაიმსახუროს: კათოლიკე ეკლესია ერთია - მისი არც გახლეჩა შეიძლება და არც გაყოფა. ის მუდამ უნდა იყოს სრული, ერთიანი, განუყოფელი და მის წიაღში მოქმედ მოძღვართა ერთობით განმტკიცებული.
(წერილი 54)

ამ გზავნილებაში, ისევე როგორც სხვა წერილებში, წმინდა კვიპრიანე, უწინარეს ყოვლისა, ეკლესიის აბსოლუტურ ერთიანობას და ყოველგვარი განხეთქილების მიუღებლობას ასაბუთებს. ზუსტად ასეთივე ცენტრალური აზრია გატარებული მის მეორე ცნობილ წიგნში "ეკლესიის ერთიანობის შესახებ". ამ თხზულების ძირითადი თემაც დაცემულთა ეკლესიის წიაღში დაბრუნებაა და ამ საქმეში იმ მტკიცებულებათა განცხადებაა - რომლებშიც ნათლად მოჩანს ეპისკოპოსების პრეროგატივები. პირველი სამი შესავალი თავი ეკლესიის ერთიანობის, ერესებისა და განხეთქილებების გამო წარმოქმნილ საშიშროებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობა. წმინდა კვიპრიანე მიიჩნევს, რომ ეს საცდურები უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე დევნულობა, რადგან ისინი სპობენ რწმენას, ამახინჯებენ ჭეშმარიტებას და არღვევენ ეკლესიის ერთიანობას. ყოველი ქრისტიანი მოვალეა იყოს ერთიანი, ერთადერთი კათოლიკე ეკლესიის წევრი და ნაწილი იმ ეკლესიისა, რომელიც პეტრეზეა დაფუძნებული:

უფალი ეუბნება პეტრეს: "და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათ. 16:18)... შემდეგ კვლავ პეტრეს მიმართავს და ეუბნება: "მწყემსე ჩემი ცხვრები" (იოან. 21:16). ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტემ თავისი ეკლესია ერთ პირზე (ერთ ქვაზე - რ.ჩ.) დააფუძნა, თუმცა აღდგომის შემდეგ უფალმა ყველა მოციქულს (მათ შორის წმინდა პეტრეს - რ.ჩ.) თანაბარი ძალაუფლება მიანიჭა. დაწერილია: "კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოან. 20:21-23). ამრიგად, იმისათვის, რომ ეკლესიის ერთიანობის გარდაუვალობა ეჩვენებინა, ერთით დაიწყო, მაგრამ ვინაიდან ყველა მოციქული, მათ შორის პეტრეც, ღირსებითა და ძალაუფლებით ეთმანეთის თანასწორია, ეს თანასწორობაც ნათლად წარმოადგინა. დასაწყისში კი ხაზი ეკლესიის ერთიანობას გაუსვა.
("ეკლესიის ერთიანობის შესახებ")

აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთიანობაში წმინდა კვიპრიანე,ეპისკოპოსის მეთაურობით განხორციელებულ, ეკლესიის საკრალურ მთლიანობას გულისხმობს: დაცემულთა ეკლესიაში დაბრუნება პეტრეს (ანუ ეპისკოპოსის) მიერ და არა რწმენისათვის წამებულთა მიერ ხორციელდება.

წიგნის საყოველთაოდ ცნობილ მეოთხე თავში, რომელსაც ვატიკანის პირველი კრების შემდეგ ლათინები ყოველ ნაბიჯზე მიუთითებენ, მსჯელობა "წმინდა პეტრეს კათედრის" შესახებ მიმდინარეობს. საკითხავია, როდესაც ამ საკითხზე საუბრობდა, რას გულისხმობდა თავად წმინდა კვიპრიანე. ჩვენს სინამდვილეში, მკვლევართა უმრავლესობა, მათ შორის რომის ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი, იმაზე თანხმდება, რომ როდესაც წმინდა კვიპრიანე "წმინდა პეტრეს კათედრას" ერთიანი და სრული ეკლესიის საფუძვლად მოიხსენიებს, მხედველობაში რომის კათედრა არ ჰქონდა. ის ზოგადად საეპისკოპოსო ეკლესიის პრინციპული თავისებურებების შესახებ ბრძანებდა, ხოლო კონკრეტულად, ცხადია, წმინდა კვიპრიანე კართაგენის ეკლესიას, ანუ თავის საეპისკოპოსოს გულისხმობდა და არა რომს. თუ წმინდა ეგნატესა და წმინდა ირინეოსისგან მოყოლებულ ეკლესიოლოგიურ ტრადიციებს მთლიანობაში გავადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ ყოველ ადგილობრივ ეკლესიაში მთელი სისრულით აღვსილი ერთიანი კათოლიკე ეკლესია იგულისხმება: ეს ლოგიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესია - სრული ეკლესიაა და არა ნაწილი ან ნაკვეთი მთლიანობისა.

ეპისკოპოსის ერთპიროვნულობას წმინდა კვიპრიანე სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს. როგორც მოციქულები არიან პეტრეს, ანუ ერთიანობის გარშემო, ისე არიან ერთიანობის, ანუ ეპისკოპოსის გარშემო პრესვიტერები - ყოველი მათგანი თანაზომიერი ძალაუფლებით ხასიათდება და ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ყოველი მათგანი უსაჩინოდ იმყოფება. ეპისკოპოსობა ყველგან ერთია, მას არც არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება. ამდენად, ყოველი ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსს ძალაუფლების ნაწილი კი არ აქვს, არამედ ის სრულად ფლობს მთელ საეკლესიო ძალაუფლებას:

ასეთი ერთიანობა უნდა დავიცვათ და იმისათვის, რომ ეპისკოპატის განუყოფლობა გამოჩნდეს, ამ ერთიანობასთან ერთად უფრო მეტად იმ ეპისკოპოსებს უნდა დავუჭიროთ მხარი, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ეკლესიაში თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებენ... ეპოსკოპატი ერთია და ყოველი ეპისკოპოსი ამ ეპისკოპატის სრულფასოვანი ნაწილია. ეკლესიაც ერთიანია, თუმცა იგი გამორჩეული ნაყოფიერებით ხასიათდება. მას აქვს ნამატი და ის მუდმივად მრავლდება. მზესაც ხომ მრავალი სხივი აქვს, მაგრამ ნათელი ერთი აქვს; ხესაც მრავალი ტოტი აქვს, მაგრამ ამ ტოტებს ძლიერ ფესვებზე მდგარი სხეული ერთი აქვს; ერთი წყაროსთვალიდან ბევრი წყარო შეიძლება იღებდეს სათავეს... ასევე ღვთაებრივი ნათლით არის გაბრწყინებული ეკლესია, მთელ ქვეყანაზე ვრცელდება ეს ბრწყინვალება და არ ირღვევა ერთიანობა. მისი ტოტები მთელ დედამიწაზეა გაშლილი... დიდი სივრცეები იფარება მისი უხვნაკადებით: ყველაფრის სათავე კი ერთია, ერთია საწყისი, ერთია მშობელი და უხვია მისი ნაყოფი.
("ეკლესიის ერთიანობის შესახებ")

წიგნის დარჩენილი ნაწილიც ეკლესიის ერთიანობას ეძღვნება. არსად არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რომის შესახებ და ეჭვსაც კი არ იწვევს, რომ ყველაფერი, რაც წმინდა პეტრეს მიმართ არის დაწერილი, ადრექრისტიანული იდეების გამოხატულებაა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსის მიერ მართული ყოველი ადგილობრივი ეკლესია უშუალო მემკვიდრეა წმინდა პეტრესი, რომელიც მთელი ეკლესიის სიმრთელის ცენტრად, საფუძვლად და სახედ ითვლება. ეს იდეა არც ლეგალისტიკურ პრინციპზე და არც ეპისკოპოსების პირად თვისებებზე არ იყო აგებული, მასში ჩვეულებრივად აისახა ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოების ბუნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება", - ბრძანებდა წმინდა კვიპრიანე.

"წმინდა პეტრეს კათედრასთან" დაკავშირებული საკითხი უფრო დაწვრილებით განხილვას საჭიროებს. როგორც ითქვა, წმინდა კვიპრიანეს ყურადღება წიგნში "ეკლესიის ერთიანობის შესახებ" მიპყრობილია კართაგენის და არა რომის საეპისკოპოსოზე, როგორც ამის წარმოდგენა სურდათ პაპიზმის მომხრეებსა და ვატიკანის პირველი კრების ღვთისმეტყველებს. მათი განმარტებით, რომის ეკლესია მთელ სამყაროს მოიცავს და ერთადერთი "ჭეშმარიტი ეპისკოპოსი" რომის პაპია, ამიტომ ყველა დანარჩენი მას უნდა ექვემდებარებოდეს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ "წმინდა პეტრეს ძალაუფლება" არ შეიძლება რომელიმე ადგილობრივ ევქარისტიულ ერთობას ეკუთვნოდეს და ის მხოლოდ ერთი პირის - მსოფლიო ეკლესიის წინამძღოლის კუთვნილებაა. ეს აზრი პრინციპულად ეწინააღმდეგება წმინდა კვიპრიანეს შეხედულებებს ეპისკოპატის შესახებ. ყოველი ეპისკოპოსი, - ამტკიცებს წმინდა კვიპრიანე, - სრულად ფლობს ეპისკოპოსისათვის მინიჭებულ ავტორიტეტსა და ძალაუფლებას. ასევე არ შეესაბამება კვიპრიანეს შეხედულებებს ლათინების აზრები წმინდა პეტრეს როლის შესახებ; აღნიშნულის საილუსტრაციოდ დავაკვირდეთ ქვემოთ მოყვანილ მეტად მნიშვნელოვან ტექსტს:

ჩვენმა უფალმა, ვის სწავლებას და მცნებებსაც უნდა ვიცავდეთ, როდესაც თავისი ეკლესიის მართვის პრინციპებს და ეპისკოპოსის ღირსებას განსაზღვრავდა, მიუგო პეტრეს და უთხრა მას: "და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც" (მათ. 16:18-19). აქედან თანმიმდევრულობითა და უწყვეტობით მომდინარეობს ეპისკოპოსების ძალაუფლებისა და ეკლესიის მართვის პრინციპები (ანუ აქ წმინდა პეტრე ეპისკოპოსობის გამოხატულებაა - რ.ჩ.), ისე რომ ადგილობრივი ეკლესია დგას ეპისკოპოსზე და მისი ყოველი ქმედების გამგებელიც იგივე ეპისკოპოსია... ხოლო ეკლესია, თავის მხრივ, სუფევს ეპისკოპოსში, სასულიერო პირებში და ყველაში, ვინც რწმენაშია დამკვიდრებული...
("დაცემულთა შესახებ")

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა კვიპრიანეს სურს გვიჩვენოს, რომ უფალი პეტრესთან საუბრის პროცესში აყალიბებდა და ამკვიდრებდა საეპისკოპოსო მსახურების წესს და არა რომის პრიმატს. ზემოთ მოყვანილი ტექსტი, როგორც ლათინებს სურთ, ისე ვერანაირად ვერ განიმარტება და არ გამოვა, თითქოს ყველა დაცემული, ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად, რომში უნდა წავიდეს და იქ რომის პაპის წინაშე გამოხატოს სინანული. ამრიგად აშკარაა, რომ წმინდა კვიპრიანეს მსჯელობა ზოგადად ეკლესიის სტრუქტურის საკითხებს უკავშირდება და ეს შემდეგ ტექსტშიც სრულიად თვალსაჩინოდ ვლინდება:

მშვიდობას ვერ მოიტანენ ისინი, ვინც თავად არ არის მშვიდობის მატარებელი. დაცემულებს შენდობას და ეკლესიაში დაბრუნებას ის ადამიანები ჰპირდებიან, რომლებიც თავად ჩამოშორდნენ ეკლესიას: ერთია უფალი და ერთია ქრისტე, და ერთია ეკლესია და ერთია კათედრა, რომელიც მაცხოვრის სიტყვით კლდეზე არის დაფუძნებული (მათ. 16:18). არ შეიძლება დაიდგას სხვა საკურთხეველი და არ შეიძლება სხვა სამღვდელოება იქ, სადაც ერთი საკურთხეველი და ერთი სამღვდელოებაა.
("წერილი ხალხს")

როგორც ვხედავთ, როდესაც წმინდა კვიპრიანე "ერთი სამღვდელოების" შესახებ ბრძანებს და როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ისე ნებისმიერ სხვა ეპისკოპოსზე და არა რომის ეკლესიაზე გვესაუბრება.

"წმინდა პეტრეს კათედრის" კონცეფცია უკვე ხსენებული მათეს სახარების 16:18 ციტატის შინაარსიდან გამომდინარეობს. მათეს სახარება იუდეა-ქრისტიანული თემისათვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა, რომ ოთხი სახარებიდან მხოლოდ მათესთან ვხვდებით სიტყვას "ეკლესია". ასევე ცნობილია, რომ პირველი საეკლესიო ერთობა იერუსალიმში ჩამოყალიბდა. როგორც "მოციქულთა საქმე" გვაუწყებს, პირველი წინამძღოლი იერუსალიმის ეკლესიისა სწორედ წმინდა პეტრე იყო და ეს ეკლესია დაახლოებით ათი წელი მოქმედებდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაცხოვრის მიერ პეტრესადმი ნათქვამ სიტყვებში სწორედ ეს იგულისხმებოდა: იერუსალიმის ადგილობრივ ეკლესიას პირველი წმინდა პეტრე ჩაუდგა სათავეში. იერუსალიმში პირველ ევქარისტიულ პროცესს სწორედ წმინდა პეტრე მეთაურობდა. ამრიგად, მოციქულთა შორის პირველი ეპისკოპოსი სწორედ პეტრე იყო. "წმინდა პეტრეს კათედრა" ყოველთვის იყო, არის და იქნება საკურთხევლის სიღრმეში ზეამაღლებული სავარძელი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat