"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
თავი 5. კვიპრიანე კართაგენელი
სხვა აფრიკელი ღვთისმეტყველის, კართაგენის ეპისკოპოსის წმინდა კვიპრიანეს შემოქმედებაში დაახლოებით იმავე პრობლემების ანალიზს ვხედავთ, რასაც ტერტულიანესთან. წმინდა კვიპრიანე საღვთისმეტყველო მემკვიდრეობასთანაც თავისი შემოქმედებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კართაგენის ეპისკოპოსი ტერტულიანეს მსგავსი უკიდურესობებითა და მგზნებარე ტემპერამენტით არ გამოირჩევა.

ცეცილიუს კვიპრიანე დაიბადა 200-210 წწ. აფრიკის დედაქალაქ კართაგენში, მსხვილ სავაჭრო და ინტელექტუალურ ცენტრში, სადაც ყვაოდა კოსმოპოლიტური კულტურა. კვიპრიანეს ბიოგრაფია ჩვენთვის მისივე წერილებიდან და ტრაქტატებიდან არის ცნობილი. ამასთან შემორჩენილია ოფიციალური ანგარიში მისი დაპატიმრების, საქმის გამოძიებისა და მოწმებრივი აღსრულების შესახებ. კვიპრიანე მდიდარ და ავტორიტეტულ წარმართულ ოჯახში იზრდებოდა, შესაბამისად მან კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ასწავლიდა რიტორიკას და ჰქონდა წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა. უკვე შუა ხნის ასაკში, დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, კვიპრიანე მოინათლა, ძალიან მალე იგი მღვდლად აკურთხეს და შემდეგ მთელი კართაგენის ეკლესიის მრევლის მოთხოვნით ეპისკოპოსად აირჩიეს. არჩევნებში მისი კონკურენტი ხანდაზმული და ავტორიტეტული პრესვიტერი ნოვატი იყო, მარცხმა მასში უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც შემდეგ კვიპრიანესა და ნოვატის ურთიერთობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

კვიპრიანეს ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ - ძალიან მალე - 250 წელს იმპერატორმა დეკიუსმა ქრისტიანთა დევნა გამოაცხადა. ოცწლიანი სიმშვიდისა და წარმატებული ეკლესიური ცხოვრების შემდეგ ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა, რის გამოც დევნამ უფრო მძიმე და მტკივნეული სახე შეიძინა. დეკიუსის მიერ გამოცხადებული დევნა იმით გამოირჩეოდა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც კარპშეწირვას რომის იმპერიის ყველა მოქალაქეს აიძულებდნენ. ბევრს მიაჩნდა, რომ ასეთი რიტუალი წმინდა ფორმალობას წარმოადგენდა და ამიტომ განდგომილთა რიცხვი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვა წინა დევნულობების დროს.

დევნით გამოწვეული მძიმე გარემოებების გამო კვიპრიანე საიმედო ადგილზე მიიმალა და იქიდან შეუდგა თავისი მრევლისა და სამღვდელოების მართვას. სიფრთხილე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რომის პაპი ფაბიანე მოწამებრივად აღესრულა, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ "არასაკმარის გმირობად" შეფასდა და კვიპრიანე სიმხდალეში დაადანაშაულეს.

251 წელს დევნა შეწყდა. დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა მიეღოთ "დაცემულთა" მიმართ: შესაძლებელი იყო თუ არა მათი ეკლესიაში დაბრუნება და თუ ეს შესაძლებელი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო განჩინება. იმ დროს დევნულობაში სისუსტის გამოჩენა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა და ბევრი ფიქრობდა, რომ დაცემულთა ეკლესიაში დაბრუნება შეუძლებელი იყო. კვიპრიანეს ძველი მოწინააღმდეგე ნოვატი მიიჩნევდა, რომ ეკლესიის წიაღში მხოლოდ "აღმსარებლები", ანუ ის ადამიანები შეიძლება დაბრუნდნენ, რომლებმაც დევნულობა დაითმინეს, რწმენა არ უარყვეს და ამა თუ იმ მიზეზის გამო მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულნენ (დევნა დასრულდა ან რომელიმე ჩინოვნიკმა დაინდო და ა. შ.), სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ღიად განაცხადეს მზადყოფნა რწმენისთვის მომკვდარიყვნენ, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.

ქრისტიანების სხვა კატეგორია მხარს იმ ადამიანებს უჭერდა, ვინც რომის მთავრობამ ვერ შეიპყრო და შესაბამისად არ დაეცა, ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეპისკოპოსი კვიპრიანე. მიაჩნდათ, რომ უნდა გაესამართლებინათ ყველა, ვინც სისუსტე გამოიჩინა და ისე დაებრუნებინათ ეკლესიაში. კვიპრიანეს კი მიაჩნდა, რომ მხოლოდ მას, როგორც ეპისკოპოსს, უნდა აეღო ყოველი ქრისტიანის ეკლესიის წიაღში დაბრუნების პასუხისმგებლობა. საპასუხოდ აღმსარებელთა პარტიამ კვიპრიანე სიმხდალეში დაადანაშაულა და ეპისკოპოსს ღიად დაუპირისპირდა. 251 წელს კართაგენის ადგილობრივ კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა "დაცემული" (თუნდ სიკვდილის წინ) დაქვემდებარებოდა სინანულს და მხოლოდ სინანულის გამოხატვისა და საეპისკოპოსო განჩინების შემდეგ დაბრუნებოდა ეკლესიას. პრესვიტერი აღმსარებლების მთელი ჯგუფი ნოვატის ხელმძღვანელობით გაემიჯნა ამ გადაწყვეტილებას. დაცემისა და ეკლესიიდან განდგომის საკითხებს მიეძღვნა წმინდა კვიპრიანეს ორი უძირითადესი ნაშრომი "დაცემულთა შესახებ" და "ეკლესიის ერთიანობის შესახებ" ან "ეკლესიის ერთობის შესახებ".

255 წელს წმინდა კვიპრიანემ ერთ მნიშვნელოვან დავაში მიიღო მონაწილეობა. საკითხი ერეტიკოსთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ეხებოდა. როგორც ტერტულიანე, ისევე კვიპრიანე მიიჩნევდა, რომ ერეტიკოსების მიერ განხორციელებული ნათლობა არ შეიძლებოდა აღსრულებულად ჩათვლილიყო, რადგან თვითონ ერეტიკოსი ეკლესიის გარეთ იყო და მის მიერ მონათლული არ შეიძლებოდა ეკლესიის წევრად მიჩნეულიყო. ეს დებულება კართაგენის სამ კრებაზე (255-256 წწ.) იქნა მოწონებული, მაგრამ რომის პაპმა სტეფანემ არ მოიწონა და მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად დაუპირისპირდა. დავა სერიოზულ ფაზაში გადავიდა, თუმცა ყველა უკმაყოფილებას და გაუგებრობას წერტილი მალე დაესვა. 258 წელს იმპერატორ ვალერიანეს მიერ ქრისტიანთა წინააღმდეგ გამოიცა ედიქტი. დევნის ამ ახალი ტალღის დროს წმინდა კვიპრიანეც და წმინდა პაპი სტეფანეც მოწამებრივად აღესრულნენ.

წმინდა კვიპრიანეს მემკვიდრეობა შეიძლება ორ ძირითად - აპოლოგეტიკურ და ეთიკურ ნაწილებად დავყოთ. ცალკე უნდა იქნეს განხილული უკვე ხსენებული წიგნები "დაცემულთა შესახებ" და "ეკლესიის ერთიანობის შესახებ". წმინდა კვიპრიანეს აპოლოგეტიკური თხზულებები დაწერილია ტერტულიანეს აპოლოგიური ტრადიციების მიხედვით და მკაცრი მაქსიმალიზმით გამოირჩევა. ჩვენამდე მოღწეულია ტრაქტატის ფორმის სამი წერილი, წერილში "დონატუსისადმი" აღწერილია, თუ როგორ მოინათლა კვიპრიანე და ნათლობა დახასიათებულია როგორც ქრისტიანული რწმენით აღსავსე სულიერად მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებაში შესვლის პროცესი. წერილში "დემეტრიანუსისადმი" გაკიცხულია ვინმე წარმართი დემეტრიანუსი, რომელიც ომს, შიმშილს, გვალვას და ყოველგვარ დაბრკოლებას თუ ზარალს ქრისტიანებს აბრალებდა, მას მიაჩნდა, რომ ყველა უბედურება მათ იმის გამო დაატყდათ, რომ ქრისტიანებს არ სურთ კერპებს მსხვერპლი შესწირონ. წერილი "კვირინიუსისადმი" მეტად საინტერესოა იმ ისტორიკოსებისათვის, რომლებიც ბიბლიის ლათინურ ტექსტს სწავლობენ, რადგან მასში მრავლადაა თავმოყრილი ციტატები ძველი აღთქმის ადრეული ლათინური თარგმანიდან. ეს ციტატები, შესაბამისი სათაურებით, თემატურადაა დალაგებული.

კვიპრიანეს მიერ ეთიკურ თემებზე შექმნილ ნაწარმოებებშიც შეიგრძნობა ტერტულიანეს ზეგავლენა. ჩვენთვის ცნობილი რამდენიმე ტრაქტატიდან გამორჩეულ ინტერესს იმსახურებს: "ქალწულთა შესამოსელის შესახებ", "კეთილმოთმინების შესახებ" და "შურისა და ღვარძლის შესახებ". მცირე მიცულობის წიგნში "მოკვდავობის შესახებ", რომელიც დეკიუსის დევნულობის ჩაცხრომის შემდეგ, შავი ჭირის ეპიდემიის დროს დაიწერა, კვიპრიანემ სიკვდილის მიმართ ქრისტიანული შეხედულება ჩამოაყალიბა. სიკვდილი ისეთივე მოვლენაა ქრისტიანისთვის, როგორიც წარმართისთვის, განსხვავება მხოლოდ სულით ძლიერებაშია, რაც ქრისტიანს საშუალებას აძლევს შიშით კი არ იყოს შეპყრობილი, არამედ ცხოვრების მოახლოებულ აღსასრულს მშვიდად შეხვდეს და სიკვდილს, როგორც ცხოვრების გაგრძელებას, შეეგებოს. კვიპრიანე უარყოფს მიცვალებულის გამოტირების დამკვიდრებულ ტრადიციას, ის ამტკიცებს, რომ მიწიერ სიკვდილს ქრისტეს მორწმუნე ადამიანი უკვდავებაში მიჰყავს და რწმენის საზღაურს იგი მარადისობაში ღებულობს, სადაც იგი თავის ჭეშმარიტ სამშობლოში საუკუნო სიკეთეს ეზიარება:

გამოვავლინოთ ჭშმარიტი მორწმუნეობა: ჩვენი ძმების გარდაცვალების გამო ნუ ვიგლოვებთ, და როდესაც თავად ვიქნებით წარდგინებული, ურყევად და კეთილგონივრულად მივენდოთ უფალს. საყვარელო ძმებო, გულისხმავყოთ, რომ ჩვენ ვთმობთ სოფელს როგორც მწირნი, ყარიბნი და სტუმარნი ამა ქვეყნისანი. ვმადლობდეთ იმ დღეს, რომლითაც დასრულდება ამქვეყნიური ჩვენი ყოფა და ყოველი ჩვენგანი თავის მშობლიურ სავანეს დაუბრუნდება. ვინ იმყოფება იძულებით უცხო მხარეში და არ მიილტვის სამშობლოსაკენ? ჩვენი სამშობლო ცათა სასუფეველი და სამოთხეა, რად არ უნდა ვისწრაფოდეთ სამშობლოსაკენ, რატომ არ უნდა გვიხაროდეს იქ ახლობლების შემოგებება?.. ამიტომ მივისწრაფვით ჩვენ მათკენ უზომო სიყვარულით... და ძალიან სწრაფად ერთიანი გულმხურვალებით, მათთან ვიქნებით და ჩვენც წარვდგებით მათთან ერთად ქრისტეს წინაშე.
("მოკვდავობის შესახებ")

ამავე ნაწილს მიეკუთვნება ქრისტიანობის ისტორიაში "მამაო ჩვენოს" (ან "წიგნი საუფლო ლოცვის შესახებ") ყველაზე ადრეული კომენტარები, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც აღმოსავლეთში ორიგენეს მიერ ასეთივე კომენტარები შეიქმნა. ეს მცირე მოცულობის ტრაქტატი ეკლესიის ერთიანობის იდეისა და მისი ბუნების თემური ხასიათიდან გამომდინარეობს:

უწინარეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროს წინამძღოლსა და ერთიანობის მასწავლებელს, არ სურდა, ლოცვა ინდივიდუალური და კერძო ყოფილიყო, ანუ მლოცველი მხოლოდ საკუთარი პიროვნებით ყოფილიყო დაკავებული. დაუკვირდით, ჩვენ არ ვლოცულობთ: "მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა, პური ჩემი არსობისა მომეც მე დღეს"; ყოველი ჩვენგანი მხოლოდ საკუთარ თანანადებთა პატიებას არ ითხოვს, არ ლოცულობს მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ არ აღმოჩნდეს განსაცდელში და მხოლოდ თვითონ იყოს გამოხსნილი ბოროტისაგან. ჩვენი ლოცვა საზოგადო და საერთოა, და როდესაც ვლოცულობთ, კერძოდ ვინმეს კი არ ვგულისხმობთ, არამედ მთელი ხალხისთვის ვლოცულობთ, რადგან ჩვენ - ხალხი ერთ მთლიან ერთობას წარმოვადგენთ. ღმერთი მთელ ქვეყანას მშვიდობისაკენ, თანხმობისაკენ და ერთიანობისაკენ მოუწოდებს და ისევე როგორც უფალი თავად ტვირთულობს ყოველ ჩვენგანს, მას სურს, ყოველმა ცალკეულმა მორწმუნემ ყველასათვის ილოცოს.
("მამაო ჩვენო" ან "წიგნი საუფლო ლოცვის შესახებ")

ერთიანობის თემა წმინდა კვიპრიანეს მთელ ეკლესიოლოგიას გასდევს.

თხოვნა: "მოვედინ სუფევა შენი" კვიპრიანეს მიერ ესქატოლოგიური თვალსაზრისით არის განმარტებული:
ცათა სასუფევლის მოსვლას იმავე აზრით ვითხოვთ, როგორც მისი წმინდა სახელის ჩვენში დამკვიდრებას, რათა მისი სიწმინდე ჩვენში სუფევდეს. რადგან, როდის ყოფილა, რომ უფალი არ მეუფებდა, ანდა რა შეიძლება იყოს მისი მეუფების დასაბამი, რადგან ის მეუფე ყოველთვის იყო და არასოდეს წყდება მისი მეუფება. უფალს ვთხოვთ, ჩვენშიც დამკვიდრდეს მეუფება, რომელიც თავისი ვნებებითა და სისხლით იესო ქრისტემ ჩვენთვის მოიპოვა; ვთხოვთ ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ იესოს მიერ აღთქმულ მეუფებაში ვიყოთ უფალთან...
(იქვე)

"პური ჩვენი არსობისა", კვიპრიანეს მიხედვით, ევქარისტიას შეეხება:

ვაგრძელებთ ლოცვას და ვამბობთ: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს", ეს შეიძლება როგორც სულიერი, ისე ჩვეულებრივი აზრით გვესმოდეს, რადგან თუ ღვთის მიერ არის ბოძებული, ერთიც და მეორეც ჩვენი გამოხსნის საშუალებაა. ცხოვრების პური ქრისტეა და ეს პური ყველას არ ეკუთვნის, ის მხოლოდ ჩვენი - ქრისტიანებისაა... ამ პურს ჩვენ ვითხოვთ ყოველდღიურად, რათა ჩვენ, ქრისტეში მყოფნი და მის სხეულს ზიარებულნი, ცოდვამ ზეციურ პურს არ განგვარიდოს, არსობის საზრდოს არ დაგვაშოროს... ამიტომ ვითხოვთ, და ღვთიური პური იმისთვის გვეძლევა, რათა ვიცოცხლოთ და არ მოგვაკლდეს არც კურთხევა და არც ქრისტეს ხორცი.
(იქვე)

ასეთი განმარტება გვეხმარება გავიგოთ, ლიტურგიაში ზიარებამდე რატომ წარმოვთქვამთ საუფლო ლოცვას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად ზიარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ ლიტურგია ყოველდღიურად უნდა აღესრულებოდეს. აქ იგულისხმება ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წმინდა ძღვენი სახლში მიჰქონდათ და ამიტომ შესაძლებელი იყო ყოველდღე აღსრულებულიყო ზიარება.

ამავე წიგნში წმინდა კვიპრიანე მოგვიწოდებს ლოცვა დღეში შვიდჯერ აღვავლინოთ. ეს ძველი აღთქმის ტრადიცია იყო და შემდეგ, ქრისტიანულ ეკლესიაში, საყოველთაოდ ცნობილი შვიდგზის ლოცვის სახით დამკვიდრდა.

საეკლესიო გადმოცემასთან მიმართებით წმინდა კვიპრიანეს დამსახურება "დაცემულთა" შესახებ სწავლებასა და ამ საკითხის კათოლიკე ეკლესიის ბუნებაში დამკვიდრებას უკავშირდება. სიტყვა "კათოლიკე", რომელიც თავის დროზე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილმა შემოიღო ("სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაა"), წმინდა კვიპრიანეს დროს მყარად იყო დამკვიდრებული და არა გეოგრაფიული, არამედ ყოველი საეკლესიო თემის განუყოფლობის თვალსაზრისით გამოიყენებოდა. ამ ტერმინის შინაარსი იმდენად სპეციფიკური იყო, რომ ლათინთა მრწამსში უთარგმნელად, ბერძნული ფორმით შევიდა.

წიგნში "დაცემულთა შესახებ" განიხილება საკითხი იმის შესახებ, თუ რა განჩინება უნდა იქნეს გამოტანილი მათ მიმართ, რომლებმაც დევნის დროს კერპებს მსხვერპლი შესწირეს, მაგრამ შემდეგ სინანული დაეუფლათ და ეკლესიაში დაბრუნება გადაწყვიტეს. კვიპრიანე მიიჩნევდა, რომ დევნულობა ეკლესიას ქრისტიანთა ცოდვების გამო დაატყდა, რადგან მესამე საუკუნის შუა წლებში დამკვიდრებული თავისუფლება მათ ღირსეულად არ გამოიყენეს, რაც რწმენაში უყურადღებობასა და უზნეობაში გამოვლინდა:

...ვინაიდან ხანგრძლივმა სიმშვიდემ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებულ სწავლებას დიდი ზიანი მიაყენა, ჩვენი მიძინებული რწმენა თავად ზეციურ განგებულებას უნდა აღედგინა... ამასთან ყოვლადმოწყალე ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დევნა უფრო გამოცდა ყოფილიყო, ვიდრე ტანჯვა. ჩვენ ხომ საერთოდ დავივიწყეთ, როგორ იქცეოდნენ მორწმუნეები მოციქულთა ეპოქაში და ამიტომ ყველა ჩვენგანი მემკვიდრეობით მიღებული ქონების გამრავლებას შეუდგა. მოძღვრების შინაარსის გადმოცემაში დავკარგეთ კეთილსინდისიერება, გაგვიქრა მოკრძალება რწმენის მიმართ, აღარ გაგვაჩნია საქმეში მოწყალება და ზნეობაში ღვთისმოსაობა. მამაკაცებმა საკუთარი წვერ-ულვაში შეურაცხვყავით, დედაკაცებმა სახე ფერუმარილით მოიხატეს... გახშირდა ქორწინება წარმართებზე და ქრისტეს სხეულით მათთან სარეცელს ვიზიარებთ, უგუნურად ვიფიცებთ და ფიცს მოურიდებლად ვტეხთ. ქედმაღლურად დავყურებთ ეკლესიის წინამძღოლებს, მოშხამული ბაგეებით ცილს ვწამებთ ერთმანეთს, არეულობის მოწყობაში ერთმანეთს მწარე სიძულვილით ვეჯიბრებით. ბევრ ეპისკოპოსს, სხვისთვის მაგალითს რომ უნდა წარმოადგენდნენ, აღარ აფიქრებს ღვთაებრივი, და მიწიერზე ზრუნვით არის დაკავებული: ტოვებენ კათედრებს, მიუწვდომელი არიან ხალხისთვის, გადახვეწილი არიან და დაძრწიან სხვის ტერიტორიებზე, ცდილობენ არ გამოტოვონ ბაზრობები, მომგებიანი მოლაპარაკებები და როდესაც სულიერი ძმა მშიერია, მომხვეჭელობით დაკავებული ხელი სხვისი ქონებისკენ გაურბით, ფულს გასცემენ და დიდ მოგებას ელიან. მოდით დავფიქრდეთ, რა სასჯელს ვიმსახურებდით ასეთი ცოდვიანობის გამო?..

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat