"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 4. ტერტულიანე
ტერტულიანე

ტერტულიანე იყო პირველი მნიშვნელოვანი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, რომელიც ლათინურ ენაზე წერდა. ქვემოთ ჩვენ ჩამოვთვლით იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ეკლესიის წმინდა მამათა შორის ტერტულიანე არ იხსენიება, მაგრამ როგორც საეკლესიო ისტორიული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით მისი თხზულებები დიდ ინტერესს იმსახურებს. წარმოშობით ტერტულიანე აფრიკიდან იყო და უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი აფრიკული ეკლესია საერთოდ საუცხოო მოვლენაა. აფრიკაში ქრისტიანობამ მეორე საუკუნეში შეაღწია და რომის დიდ ოლქში მაღრიბის (ახლანდელი ალჟირის, ტუნისისა და მაროკოს) ტერიტორიაზე - ძალიან სწრაფად გავრცელდა, აქ ლათინურ ენაზე მოლაპარაკე ფინიკიელები და კართაგენელები იყვნენ დასახლებული. აფრიკამ ახალგაზრდა ქრისტიანულ ეკლესიას რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი მისცა (მათ შორის - წმინდა კვიპრიანე და ნეტარი ავგუსტინე) და ხანმოკლე აღორძინების შემდეგ მუსულმანთა მიერ ტერიტორიის დაპყრობის შედეგად საერთოდ გაუჩინარდა.

ტერტულიანე 155 წელს შეძლებულ წარმართულ ოჯახში დაიბადა, იმ დროისათვის ტრადიციული საერო განათლება მიიღო და იურისტის სპეციალობას დაეუფლა. ტერტულიანემ ქრისტიანობა 193 წელს მიიღო, რის შემდეგაც იგი კართაგენში პრესვიტერად აკურთხეს. ძალიან მალე ტერტულიანე რომში გადასახლდა, სადაც მან ინტენსიური იურიდიული საქმიანობა დაიწყო. ამავე პერიოდში იგი ბევრს წერდა საღვთისმეტყველო საკითხებზე. მისი თხზულებები ყოველთვის აფრიკული მწერლობისათვის დამახასიათებელი - მკვეთრი პოლემიკური ტონით გამოირჩეოდა. ტერტულიანეს ცხოვრობდა რთული და ორიგინალური, ასკეტური ცხოვრების წესით, სამართლიანობისათვის ბრძოლის პროცესში მოწინააღმდეგეთა მიმართ ის მგზნებარე ბრძოლისუნარიანობითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა.

ტატიანესა და სხვა ექსტრემიზმისაკენ მიდრეკილი პიროვნებების მსგავსად, 207 წლიდან ტერტულიანე მართლმადიდებლური აზროვნებიდან მონტანისტური ერესისკენ გადაიხარა. დაიწყო იმის მტკიცება, რომ იესო ქრისტესგან ჩვენ სრული გამოცხადება არ მივიღეთ, ანუ გამოცხადება დასრულებული არ არის და სულიწმინდის დახმარებით ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. მონტანიზმი ეკლესიური ცხოვრების იერარქიულად მოწყობაზე უარს აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ მისი ორგანიზება თავისუფლად შეუძლიათ გამორჩეულ შთაგონებულ "წინასწარმეტყველებს" - ქარიზმატულ ადამიანებს. ასეთი მონტანისტური ჯგუფი ტერტულიანემ აფრიკაში თავად შექმნა, ტერტულიანიზმის სახელით მოქმედი ეს ჯგუფი იმდენად ცხოვრებისუნარიანი აღმოჩნდა, რომ მისი არსებობა მეხუთე საუკუნეშიც კი შეინიშნება.

ტერტულიანეს სამწერლობო მოღვაწეობა 193 წლიდან 220 წლამდე გაგრძელდა (გარდაიცვალა 220 წლის შემდეგ). ქრისტიანულ გადმოცემაში ტერტულიანეს მემკვიდრეობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ნიშანდობლივია, რომ მისი ზოგიერთი ნაწარმოები, რომლებიც მან მონტანიზმში გადასვლის შემდეგ დაწერა, პრაქტიკულად უნაკლო მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით გამოირჩევა: ეს იმის ნათელი მტკიცებულებაა, რომ მიუხედავად რომელიმე ერეტიკული სექტის წევრობისა ადამიანის გონებაში შეიძლება ჯანსაღი აზრებიც მოქმედებდნენ. ტერტულიანეს თხზულებები შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს (სია სრულ ჩამონათვალს არ წარმოადგენს):

1) ქრისტიანობის დაცვის მიზნით შექმნილი (აპოლოგეტიკური) თხზულებები. მათ რიცხვშია ტერტულიანეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები "აპოლოგეტიკური ტრაქტატი", რომელშიც ის ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მიერ ქრისტიანების დევნა თვით სახელმწიფოს კანონებს ეწინააღმდეგება. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ზომის ტრაქტატი რომის პროკონსულ სკაპულასადმი.

2) თხზულებები ერეტიკოსების წინააღმდეგ. ეს პოლემიკური ნაშრომები ძირითადად გნოსტიკოსების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. წიგნში "ერეტიკოსთა უარყოფა" ტერტულიანე იყენებს თავის საადვოკატო ცოდნას და ააშკარავებს ერეტიკოსთა სიცრუეს. ტერტულიანე არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ წმინდა წერილი ეკლესიის სრულიად ბუნებრივი კუთვნილებაა, ამიტომ ეკლესიის ამ სიწმინდით სარგებლობა ერეტიკოსებს არ შეუძლიათ; შესაბამისად, ვინაიდან ერეტიკოსების სწავლება წერილიდან არ მომდინარეობს, მათ ეკლესიასთან ურთიერთობის უფლებაც კი არ გააჩნიათ. ტერტულიანეს ეკლესიოლოგიური აზროვნებისათვის სწორედ ასეთი წრიული არგუმენტირებულობაა დამახასიათებელი.

ტრაქტატი "ნათლისღების შესახებ" - ჩვენამდე მოღწეულ უადრეს თხზულებად მიიჩნევა და ის დაწერილია კვინტილიანეს წინააღმდეგ, რომელიც თავისი სწავლებით ნათლობის საიდუმლოს საჭიროებას საერთოდ უარყოფდა. ტერტულიანე წერდა: როგორც აღთქმულ მიწაზე შესასვლელად იყო საჭირო წითელი ზღვის გამოვლა, ასევე ეკლესიის წევრობისათვის საჭიროა ემბაზის წყლის გავლა. წყალი აქ ახალი სიცოცხლის მომცემ სტიქიად განიხილება. ამასთან დაკავშირებით ტერტულიანესთან პირველად ვხვდებით მონოგრამა იხტის-ის განმარტებას, რომელიც შედგება ტიტულის (იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი) პირველი ასოებისაგან. სიტყვა იხტის ბერძნულად თევზს ნიშნავს, ხოლო "თევზი" წყალში ცხოვრობს. გარდა ამისა, როგორც ჩანს (სწორედ ამიტომ), ადრექრისტიანულ ხელოვნებაში თევზი იესო ქრისტეს სიმბოლოა. ასეთივე სიმბოლოს ხედავს ტერტულიანე სახარების სასწაულებრივი მესათხევლობის, ანუ მრავალი თევზის დაჭერის ეპიზოდში. შემდეგ ტერტულიანე ასაბუთებს, რომ ერეტიკული ნათლისღება უკანონო და არაფრის მომტანია, და იმ დროს უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს მარტვილობა მარტვილის "სისხლით ნათლისღებად" უნდა განიხილებოდეს.

ერეტიკოსთა წინააღმდეგ ტერტულიანეს სხვა ნაშრომთა შორის მნიშვნელოვანია პოლემიკური თხზულება "პრაქსეასის წინააღმდეგ", რომელიც ტერტულიანემ მაშინ დაწერა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი აღარ იყო. მიუხედავად ამისა, სამების შესახებ ტერტულიანეს მიერ ჩამოყალიბებული სწავლება ერეტიკულ ელემენტს არ შეიცავს. წიგნში "სულის შესახებ" ტერტულიანე ფილოსოფიის წინააღმდეგ ილაშქრებს. ღვთის ხატად შექმნილი სული თავისი ბუნებით "ქრისტიანია" და მისი არსებობა ადამიანისათვის ცალკეული ღვთაებრივი ატრიბუტების სავსებით ბუნებრივი გამოვლინებაა - წერს ტერტულიანე. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე ადამიანი სამშვინველის მასწავლებელი თავად ბუნებაა, ფილოსოფია და განათლება ადამიანისათვის საჭირო აღარ არის.

3) უკიდურესად მკაცრი მორალური და დისციპლინური მოთხოვნებით ხასიათდება ტერტულიანეს ზნეობრივი თხზულებები. მათ შორის ყურადღებას იქცევს ნაშრომები: "სანახაობათა შესახებ", "ქალთა სამოსის შესახებ", "წერილი ცოლისადმი", "უბიწობისკენ მოწოდება" და "მონოგამიის შესახებ".

ტერტულიანეს ღვთისმეტყველება
ეკლესიოლოგია. ტერტულიანეს ღვთისმეტყველება ისეთ გნოსტიკურ ერესებთან პოლემიკის პროცესში ყალიბდებოდა, რომლთა არსებობაც ეკლესიისათვის შიგნაგან საფრთხეს თავისთავად წარმოადგენდა. წიგნში "ერეტიკოსთა დამუნათება" (ან "ერეტიკოსთა უარყოფა") ჩვენ ვხედავთ, რომ ტერტულიანეს აზრები ეკლესიის შესახებ ძალიან ახლოსაა წმინდა ირინეოსის შეხედულებებთან. ერთიც და მეორე სწავლებაც ისეთ მყარ საფუძველზეა აგებული, როგორიც ეკლესიის წმინდა "სამოციქულო" გადმოცემაა:

...სამოციქულო ეკლესიის წიაღიდან გამოსული ყოველგვარი სწავლება, რომელიც თავისი არსით ისეთივე ძველია, როგორიც თავად ქრისტიანული რწმენა, ჭეშმარიტია. ეს სწავლება ეკლესიებმა მოციქულებისგან, მოციქულებმა - იესო ქრისტესაგან, იესო ქრისტემ - ღმერთისაგან მიიღო. შესაბამისად, ვერც ერთი არაეკლესიური სწავლება ვერ იქნება ჭეშმარიტი, რადგან ნებისმიერი სხვა, თავისი არსით, ჭეშმარიტების საწინააღმდეგო აზრის მქადაგებელი აღმოჩნდება... ამიტომ რჩება მხოლოდ იმის მტკიცებულების მოძიება, რომ ჩვენი სწავლება... მოციქულთაგან მომდინარეობს და აღმოჩნდება, რომ ყველა სწავლება, რომელსაც სხვა სათავე აქვს, თავისთავად ყალბია. ჩვენ მხოლოდ სამოციქულო ეკლესიებთან ვართ დაკავშირებული, ამიტომ ჩვენი სწავლება მოციქულთა სწავლებისაგან არაფრით განსხვავდება: ჩვენი მტკიცებულებაც სწორედ ეს არის.
("ერეტიკოსთა დამუნათება". 21)

ერესის წარმოქმნაში ტერტულიანე წარმართ ფილოსოფოსებს ადანაშაულებს. მსჯელობა ტერტულიანესთვის დამახასიათებელი უკომპრომისობითა და საკითხის ცალმხრივი ანალიზით გამოირჩევა, მისთვის უცხოა ნახევარტონები და ის ყველაფერს ან შავ, ან თეთრ ფერებში ხედავს. ტერტულიანე იყო პირველი ღვთისმეტყველი, რომელმაც ცნობილი და დღემდე დაუძლეველი წინააღმდეგობები: "ათენი - იერუსალიმი", აკადემია - ეკლესია, ფილოსოფია - ქრისტიანობა ჩამოაყალიბა და რომელსაც პაპმა ლეონ მეექვსემ თავისი ცნობილი წიგნი მიუძღვნა.

ერეტიკული სწავლება შეიძლება როგორც ადამიანური, ისე დემონური წარმოშობისა იყოს... სწორედ ფილოსოფიამ გამოავლინა უბოდიშობა და მოისურვა, ღმერთის ბუნება და მისი სვე-ბედი გამოეკვლია. შემდეგ ფილოსოფიის, როგორც მიწიერი სიბრძნის, უშრეტ წყაროდ გამოცხადებასაც სწორედ ეს სითამამე დაედო საფუძვლად და ეს წყაროა სათავე ყოველგვარი ერეტიკული მოძრაობისა... ის (მოციქული) ათენში იყო, სადაც ამ საერო ფილოსოფიას, რომლითაც იმის გამო ამაყობენ, თითქოს სიმართლეს ქადაგებენ, პირადად გაეცნო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ჭეშმარიტებას ამახინჯებენ და მრავალ სექტად დაყოფილები ერთმანეთს მტრობენ.

საინტერესოა, რა შეიძლება იყოს საერთო ათენსა და იერუსალიმს, აკადემიასა და ეკლესიას, ერეტიკოსობასა და ქრისტიანობას შორის. ჩვენი დასი სოლომონის კარიბჭესთან შეიქმნა და ღმერთის წრფელი გულით ძიება უშუალოდ იქ შევითვისეთ. ინტერესს იწვევს, რაზე ოცნებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ქრისტიანობა სტოიკური, პლატონისტური და დიალექტიკური ფილოსოფიის ჩარჩოებში მოექციათ.
(იქვე, 7-8)

შეუძლებელია ფილოსოფოსებისგან რაიმე სასიკეთო მიიღო. ფილოსიფია არის მიზეზი ყოველგვარი ერესისა და უბედურებისა. ჭეშმარიტების ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმი კი რწმენის კანონებია:

რა უნდა შევისწავლოთ მათგან, ვინც ნგრევის მეტი არაფერი იცის? რა ნათელს უნდა ვეძებდეთ სრულ სიბნელეში? ვეძიოთ ჩვენშიც და ჩვენებშიც, მაგრამ ვეძიოთ იმაში, რაც საკითხის გახსნას რწმენის კანონების დარღვევის გარეშე ემსახურება.
(იქვე, 12)

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, ტერტულიანეს რწმენის კანონები ისევე ესმის, როგორც წმინდა ირინეოსს.

აი რწმენის წესები, ანუ რწმენის სიმბოლო. ამ წესებს ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ. ჩვენ გვწამს ერთი სამყაროს შემოქმედი ღმერთი, რომელმაც თავისი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა დაბადებული სიტყვით ყველაფერი არარაობიდან შექმნა. ჩვენ გვწამს, რომ ეს სიტყვა არის ძე ღმრთისა, რომელიც ღმერთის სახელით მრავალჯერ გამოეცხადა პატრიარქებს, გაასულიერა და აღაფრთოვანა წინასწარმეტყველები, რომელიც გარდამოხდა ზეცით და სულიწმიდით ქალწულ მარიამში ჩაისახა, ხორცი შეისხა და მისგან იშვა; და ეს სიტყვა არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ახალ კანონს გვაზიარა და ახალი აღთქმით ცათა სასუფეველი აღგვითქვა. ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტემ მრავალი სასწაული მოახდინა, ჯვარს ეცვა და თავისი სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს აღდგა; ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა; რომ მან თავისი ეკლესიის განმანათლებლად და წინამძღოლად თავის ნაცვლად სულიწმინდა გამოგზავნა; რომ ბოლოს, თავისი წმინდანებისათვის მარადიული ცხოვრებისა და გამოუთქმელ ნეტარების მისანიჭებლად თავად ის დიდებით დაბრუნდება; ბოროტ ადამიანებს მარადიული ცეცხლისათვის განიკითხავს და სხეულებრივად როგორც ჩვენ, ისე სხვა ყველა ადამიანს აღადგენს.
(იქვე, 13)

ჩვენ ვხედავთ, რომ რწმენის ამ კანონს ისეთივე სტრუქტურა აქვს, როგორიც ჩვენს მრწამსს (რწმენის სიმბოლოს). და მართლაც, რწმენის სიმბოლოები იმ უძველესი კანონებიდან იღებს სათავეს, რომლებსაც კათაკმევლები კატეხიზაციური სწავლების პროცესში ღებულობდნენ. რწმენის კანონები, - წერს ტერტულიანე, - ჩვენ იმ მოციქულებისგან მივიღეთ, რომლებიც თავად იესო ქრისტემ დაადგინა:

მოწაფეებისგან, იმისათვის, რათა მათთან ერთად ეღვაწა და შემდეგ ისინი ხალხის მასწავლებლები გამხდარიყვნენ, იესომ თორმეტი აირჩია... მოციქულებმა (ეს სიტყვა თავისი შინაარსით "მოვლინებულს" და "დესპანს" ნიშნავს)... მიიღეს რა სულიწმინდისგან დაპირებული ნიჭი, "აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად" (საქმ. 2:4), ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ რწმენას ჯერ იუდეაში, ხოლო შემდეგ მთელი სამყარო გაინაწილეს, ბევრ ქალაქებში დაამკვიდრეს ეკლესიები და იმ რწმენისა და სწავლების შესახებ ყველა ხალხს ამცნეს, რომელიც იესო ქრისტემ დაგვიტოვა.

ამათგან, ამ ეკლესიებიდან სხვებმაც მიიღეს და დამკვიდრებიდან დღემდე მიღებული სწავლების თესლით საზრდოობენ. ამიტომ ეს უკანასკნელნიც, როგორც შვილები, მოციქულთა ეკლესიად იწოდებიან. ყოველივე, საჭიროების შესაბამისად, თავისი საწყისიდან მომდინარეობს, ამიტომ, მიუხედავად უამრავი ცნობილი ეკლესიის არსებობისა, ყველა ეკლესია ერთად - ერთი ეკლესიაა, ყველა სამოციქულოა, ყველა ყოველთაგან დედაეკლესიაა. მთელი ქვეყნის სამოციქულო ეკლესიები მორწმუნეების ძმობით და მეგობრობით გამთლიანებული ერთობლიობა და ერთიანი ეკლესიაა. ყოველივე ჩვენ მიერ თქმულს ერთიანი რწმენა და სწავლება უდევს საფუძვლად, ამ საფუძვლის მტკიცებულება კი ყოველი ჩვენი ეკლესიაა.
(იქვე, 20)

ამ ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ არავის არ შეუძლია თავისი კერძო სურვილით, ყოველგვარი მემკვიდრეობითობის გვერდის ავლით, რაც თავისთავად რწმენაში გაერთიანებას გულისხმობს, ახალი ეკლესია დააფუძნოს. ამ დებულებიდან კი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ის უმთავრესი პრინციპი გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც საერთო რწმენით გაერთიანებული ყველა ეკლესია ერთმანეთის მიმართ თანაბარია, არც უკეთესია არც ერთი და არც მაღლა მდგომია რომელიმე, და ფაქტობრივად არსებობს მხოლოდ ერთი - იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთიანი ეკლესია. სიმრავლე და მრავალფეროვნება კი მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ ეკლესიების არსებობის მტკიცებულებაა. ამიტომ, რაიმე გარეგანი ნიშნის გამო, სხვა ეკლესიებთან მიმართებით არც ერთ ეკლესიას არ შეიძლება ჰქონდეს პირველობის პრეტენზია.

ერთიანი ეკლესია ერთიან რწმენაზეა დაფუძნებული და ეს ერთიანობაა ჩვენი საჭურველი ყოველგვარი ერესის წინააღმდეგ:

ეს არის კიდევ ერთი ახალი დასკვნის წყარო ერეტიკოსების წინააღმდეგ. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ საქადაგებლად მხოლოდ თავისი მოციქულები გააგზავნა, ამიტომ ჩვენთვის უცხოა ყველა სხვა ცოდნის მქადაგებელი. "არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების" (მათ. 11:27), ხოლო ძემ ეს საიდუმლო მხოლოდ მოციქულებს გაუხსნა და ამ ცოდნის საქადაგებლადაც ისინი გააგზავნა... რას ქადაგებდნენ მოციქულები ან რა ცოდნა გადასცა მათ იესო ქრისტემ? მე შემიძლია დავასკვნა, რომ ჩვენ ამ ცოდნის შესახებ მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება შევიტყოთ, რომელსაც იგი ჯერ პირისპირ სწავლებით, ხოლო შემდეგ წმინდა წერილის საშუალებით გადაეცა.
(იქვე, 21)

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ტერტულიანე სამოციქულო მემკვიდრეობითობაზე ლაპარაკობს, ის სარწმუნოებრივ სწავლებას გულისხმობს. გრძელი და ზედმიწევნითი გენეოლოგიაც კი არ უშველის ერეტიკოს-გნოსტიკოსებს, რადგან ისიც კი საკმარისია მოვისმინოთ, თუ რას ქადაგებენ ისინი! (საქმე ის არის, რომ ამგვარი მიდგომა დღეისათვის არსებულ სწავლებას და პროტესტანტების მიერ მოწონებულ სხვადასხვაგვარ მიმართულებას განხილვის საგნადაც კი არ მიიჩნევს და ფორმალურ "სამოციქულო" წარმომავლობაზე მაღლა ეკლესიური ერთიანობის იდეას აყენებს).

დროსა და სივრცეში რწმენის ერთიანობა - ეკლესიათა შორის ურთიერთობისა და მათი ერთობის საწინდარია:

ეწვიეთ სამოციქულო ეკლესიებს, სადაც ჯერ კიდევ დგას მოციქულთა კათედრები, სადაც მოისმენთ მათ ორიგინალურ წერილებს, მათ შეიგრძნობთ, დაინახავთ და მათი ხმა ჩაგესმით...

დააკვირდით, რა შეიმეცნა და რას ქადაგებს რომის ეკლესია, განსაკუთრებით აფრიკულ ეკლესიასთან მიმართებით. მას სწამს ერთი ღმერთი სამყაროს შემოქმედი და ერთი ძე, იესო ქრისტე, ქალწული მარიამისგან შობილი. აღიარებს სხეულის მკვდრეთით აღდგომას და ძველ კანონებთან ერთად წინასწარმეტყველებს სახარებას და მოციქულთა წერილებს. აი, ეს არის წყარო, საიდანაც ეკლესიური რწმენა იღებს სათავეს: კვლავ შობს ემბაზის წყალში თავის შვილებს, მოსავს მათ სულიწმინდით, ასაზრდოებს ევქარისტიით, მოუწოდებს მარტვილობისკენ და უარყოფს ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ეკლესიური სწავლება.
(იქვე, 36)

მიუხედავად ასეთი საღი ეკლესიური აზროვნებისა, ბოლო წლებში ტერტულიანე თავად გახდა ერეტიკოსი და თვითონ შექმნა ერეტიკული სექტა. მაგრამ მაინც დიდია ტერტულიანეს წვლილი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ისტორიაში. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოვანეს მომენტებში ტერტულიანეს აზრები სრულიად ემთხვევა წმინდა ირინეოსის სწავლებას: მემკვიდრეობითობის პრინციპს როგორც დროში, ისე სივრცეში ორივე ღვთისმეტყველი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს; ორივესათვის ეს პრინციპი სამოციქულო სწავლებაში, რწმენაში, უწინარეს ყოვლისა, ერთიანობას გულისხმობს.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat