"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 2
ბრძოლა გნოსტიციზმთან. წმინდა ირინეოს ლიონელი


ღმერთის შესახებ არსებულ გნოსტიკურ თვალსაზრისს წმინდა ირინეოს ლიონელი ადამიანისა და სამყაროს შემოქმედი ცოცხალი ღმერთის სწავლებას უპირისპირებს. სიტყვით და სულით - თითქოს ღვთის "ხელებით" - ღვთაებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის თავის ხატად და მსგავსად შექმნა უფალმა ადამიანი. მართალია, ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანში ღვთის მსგავსება გაქარწყლდა და ღმერთთან კავშირი დაირღვა, მაგრამ მასში ღვთის ხატება არ ჩამქრალა. გამოხსნის არსი მთელი მსოფლწესრიგის განახლებაში, ადამის მოდგმაში ღვთის მსგავსების აღდგენასა და იესო ქრისტეში მეორედშობილი ადამიანების თავმოყრაში მდგომარეობს. ამგვარი კვალად გება ადამიანს ქრისტეში სულით ამკვიდრებს, რადგან ღმერთი, - თავად სულის საწყისი, - სულით ხდება ადამიანის პირველქმნილ სისრულეში დაბრუნების, მარადიული სიცოცხლისა და ღმერთთან ზიარების წყარო:

...ადამიანის სულთან ზიარებით და სულის ადამიანში შთანერგვით უფალი თავად გახდა ადამიანის თავი და სულის სათავე, რადგან ჩვენ მხოლოდ სულით შეგვიძლია ვხედავდეთ, სულით შეიძლება გვესმოდეს და სულით შეგვიძლია ვმეტყველებდეთ.

("წვალებათა წინააღმდეგ", V.20:2)
აღდგენის იდეასთან ერთად წმინდა ირინეოსის შემოქმედებაში ძველი ადამის ახალ ადამთან - ქრისტესთან, - და ძველი ევას ახალ ევასთან, - ქალწულ მარიამთან ახალაღთქმისეულ ტიპოლოგიურ თანაქცევას ვხედავთ. ასევე, გამოხსნის ისტორიის ამსახველ ქრისტიანულ ლიტერატურაში ლიონის ეპისკოპოსთან პირველად ვხვდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამორჩეული მნიშვნელობის ხაზგასმას:

...უფალი თავისიანებთან მოვიდა... და ურჩობა, რომელიც ადამიანში ხის ნაყოფის გამო მოქმედებდა, ხეზე, ანუ ჯვარზე მორჩილებით გამოისყიდა: და ამპარტავნება, რაც ქმართან უკვე დაწინდულმა ქალწულმა ევამ თავის არსში მიიღო, მაცხოვარმა ჭეშმარიტების ძალით გაანადგურა, რის შესახებაც იოსებთან დაწინდულ ქალწულ მარიამს ანგელოზისგან წინასწარ ეცნობა. ამრიგად, როგორც ურჩობის გამო ანგელოზის მიერ პირველი ქალწული იქნა განდევნილი ედემიდან, ისე ამ მოვლენის საპირისპიროდ, ღვთისადმი მორჩილების გამო, ანგელოზმა მეორე ქალწულს ახარა და აუწყა, რომ მასში ღმერთი ჩაისახა და განხორციელდა. და როგორც პირველი ქალწული ეურჩა ღმერთს და შესცოდა, ისე ამ ურჩობის საპირისპიროდ ქალწულმა მარიამმა მორჩილება გამოავლინა და ქალწულ ევას გამოენაცვლა. და როგორც ადამის შთამომავლობას პირველი ქალწულის გამო ხრწნილება დაეუფლა, ისე ამ დამართების საპირისპიროდ ხწნილებისგან კაცთა მოდგმის გამოხსნა ქალწული მარიამის მიერ გამოვლენილი მორჩილებით დაიწყო. პირველქმნილი ცოდვის მსჯავრი პირმშომ გამოისყიდა, ხოლო გველის ცბიერება ქალწული მარიამის მტრედის უმანკოებით იქნა დაძლეული და ასე დაიმსხვრა ადამის შთამომავლობის სიკვდილსმიმბმელი ბორკილები.

(იქვე, V.19:1)
ამ მონაკვეთში ჩვენ ვხედავთ: ერთი მხრივ, ჯვრის ძელის და მეორე მხრივ, კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის, გველისა და მტრედის, ადამისა და ევას ურჩობისა და ქრისტესა და ღვთისმშობლის მორჩილების, ბოლოს კი სიკვდილისა და სიცოცხლის ტიპოლოგიური დაპირისპირების საყოველთაოდ ცნობილ მაგალითებს. საინტერესოა, რომ ადამიანის დაცემული და განახლებული ცხოვრების დაპირისპირება, დანაშაულისა და სასჯელის (რაც მომდევნო საუკუნეებში დასავლური ღვთისმეტყველებისათვის იყო დამახასიათებელი) გამომხატველი სიტყვების ნაცვლად, სიცოცხლისა და სიკვდილის, ადამიანში ერთადერთი ცხოვრების წყაროს - ღვთაებრივი "სიცოცხლისმიმნიჭებელი" სულის მყოფობის გამომხატველ ტერმინებშია წარმოდგენილი.

საიდუმლოთა წმინდა ირინეოსისეული გაგება მისივე ანთროპოლოგიიდან და სოტეროლოგიიდან (სწავლება გამოხსნის შესახებ) გამომდინარეობს:

უგუნურია, ვისაც სძულს ღმერთის შესაქმე, ვინც ხორცის გამოხსნას, ხორცით აღდგომას უარყოფს და მიიჩნევს, რომ გვამის უხრწნელება არ იქნება. თუ გვამი არ გამოიხსნება, მაშინ უფალსაც არ გამოვუსყიდივართ თავისი სისხლით. ევქარისტიის ბარძიმიდან მის სისხლს არ ვეზიარებით და ჩვენთვის განტეხილი პური ქრისტეს ხორცად არ გარდაიქმნება. სისხლი მხოლოდ სისხლძარღვებიდან და ხორციდან მოედინება, რაც არსობაა კაცისა. ამ არსობად ღვთის სიტყვა განხორციელდა და მან თავისი სისხლით და ხორცით ჭეშმარიტად გამოგვისყიდა. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "რომელმან მიხსნნა ჩუენ ხელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა, რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოხსნაი და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი" (კოლ. 1:13-14). ამრიგად, ჩვენ, როგორც მისი ნაწილნი, მისი ქმნილებით ვსაზრდოობთ და საზრდოსაც უშუალოდ მისგან ვღებულობთ. ის თავად განკარგავს მზესა და წვიმას, როგორც მოისურვებს, საკუთარ სისხლს მან "სასუმელი ესე ჩემგან" უწოდა და ეს "სასუმელი" მომრწყველი საზრდოა ჩვენი სისხლისა, ხოლო პურად, რომლიც ამყარებს ჩვენს სხეულს, მოიხსენია თავისი ხორცი და ბრძანა: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი".

(იქვე, V,2:2)
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ევქარისტიის საფუძველს ის განკაცება და აღდგომა წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ადამიანი რეალურად, ფიზიკური თვალსაზრისით ღვთის მოზიარე სრულად ხდება და ამდენად, ირინეოსი ამტკიცებს, რომ ევქარისტიაში მონაწილეობა სხეულისა და ყოველგვარი მატერიალურის უარმყოფელი გნოსტიკოსების უგუნურების უდავო მტკიცებულებაა. მათთვის, მხოლოდ სულიერების მოტრფიალეთათვის, ევქარისტიის აღსრულება დროის ფუჭად აღსრულებაა. ირინეოსის ღრმა რწმენით, ევქარისტიის საშუალებით არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ღვთის მთელი ქმნილება ეზიარება მის შემოქმედსა და მაცხოვარს. ამ დებულებიდან გამომდინარეობს, როგორც ადამიანის სხეულისადმი, ისე ღმერთის მიერ ქმნილი ბუნებისა და ყოველი არსისადმი ღრმა ქრისტიანული პატივისცემა და კეთილდამოკიდებულება. ყოველი ქმნილი ღმერთის ქმნილებაა: ის, რაც ღმერთმა შექმნა, მისსავე ცხოვრებაში ბრუნდება და ღმერთს "ეზიარება". შესაბამისად, ჩვენ არ გვეკუთვნის ღმერთის ქმნილება (მით უმეტეს - ჩვენი სხეული) და მისი განკარგვის უფლებაც ღმერთის ნებასთან შეუთანხმებლად არ გაგვაჩნია:

ვაზის ახალნერგი და ნოყიერ ნიადაგში ხორბლის ხრწნილი მარცვალი ღვთის შემწეობით, თავის დროზე, მრავალრიცხოვან მონაგარს მოიტანს. ეს ნაყოფი ღვთის სიტყვაში ღმერთის სიბრძნით სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. ევქარისტიის საიდუმლოში მაცხოვრის ხორცთან და სისხლთან ზიარებული ჩვენი სხეული მისით საზრდოობს და მასში მკვიდრდება. სიკვდილის შემდეგ მიწაში დაფლვით ისიც ხრწნილდება და თავის დროზე, ღვთის შემწეობით, აღდგომის ძალით, როგორც ხორბალი, ოღონდ უკვე უხრწნელ სხეულად აღორძინდება... ეს ცოდნა ჩვენში უნდა ცხოვრობდეს, რათა გვესმოდეს, სიცოცხლის წყარო ჩვენ კი არა ვართ, ჩვენი ღმერთია... რაც ვიცით მასზე, მისგან ვიმეცნებთ, მისით ივსება ჩვენი ბუნება... არასდროს უნდა გადავუხვიოთ მისგან ბოძებულ ჭეშმარიტებას, ვჭვრეტდეთ მას როგორც ერთარსს მამისას, ვფიქრობდეთ ძეზე - ჩვენს საცხონებლად განკაცებულზე.

(იქვე, V,3:3)
ასეთივე ახალაღქმისეული ხატისკენ აღმავალ ევქარისტიულ სიმბოლიკას ვხედავთ წმინდა ეგნატეს შემოქმედებასა და "მოციქულთა განწესებაში": ხორცის სიკვდილი მიწაში ჩავარდნილი იმ ხორბლის მარცვლის ხრწნას ემსგავსება, რომლიდანაც ახალი სიცოცხლე იბადება. ამით ვლინდება შესაქმის სიმრთელე და ყოველი ქმნილისა და ადამიანის ურთიერთწვდომა და შეღწევადობა.

ხუთწიგნის - "წვალებათა წინააღმდეგ", სხვაგვარად "მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა" - მესამე წიგნი ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ისეთ მნიშვნელოვან სადღეისო საკითხს შეეხება, როგორიც წმინდა, ანუ სათნო გადმოცემაა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ როგორც მართლმადიდებლები, ისე გნოსტიკოსები მუდმივად მიმართავენ საკუთარი სწავლების ისტორიულ საუძვლებს. გნოსტიკოსები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მათი სწავლება თაობიდან თაობას პირისპირ გადაეცემოდა და ეს ცოდნა თავის სათავეს იმ საიდუმლოდან იღებდა, რომელიც იესო ქრისტემ მარიამ მაგდალინელს და სხვა ავტორიტეტულ პიროვნებებს დაუტოვა. ამდენად, გნოზისი, ანუ ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ განდობილთათვის შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი.

მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკეობის დაცვისა და ქრისტიანობისადმი ასეთი ელიტარული დამოკიდებულების უარსაყოფად წმინდა ირინეოსმა ჭეშმარიტად განსჯის ორი უმთავრესი კრიტერიუმი წამოაყენა და გამოიყენა. უწინარეს ყოვლისა, ეს იყო ოთხი სახარების ერთიანი დოგმატური შინაარსი და მეორე - დამოკიდებულება წმინდა გადმოცემისადმი, რომელშიც ყველაფერი ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. პირველთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ ახალი აღთქმის კანონი ირინეოსის დროს ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისი ეკლესიური "ალღოთი" ირინეოსი ზუსტად იმ ოთხ სახარებას მიუთითებდა, რომელიც შემდგომში კანონიკურად იქნა მიჩნეული და ეს უცნაურობა სავსებით სამართლიანად შეგვიძლია საოცრებადაც მივიჩნიოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა ირინეოსს არც ლექსიკონები გააჩნდა და იგი არც თანამედროვე კრიტიკული მეთოდოლოგიით სარგებლობდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი გზამკვლევი მხოლოდ სულიწმინდა შეიძლებოდა ყოფილიყო. ირინეოსმა უარი თქვა ყველა გნოსტიკურ სახარებაზე და ეკლესიისათვის სათნოდ მხოლოდ მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს წიგნები გამოაცხადა. ერთმნიშვნელოვანია, რომ მისთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ეკლესიის რწმენა იყო. წმინდა ირინეოსის მტკიცებით, მხოლოდ ის სახარებებია ჭეშმარიტი, რომლებშიც ჩვენი ეკლესიური რწმენის მტკიცებულებებია მოცემული, რადგან ეკლესიის მრევლში დაუნჯებული რწმენა მოციქულებიდან იღებს სათავეს. ამრიგად, მახარებლური დოგმატური ერთიანობით ხორცშესხმული სწავლება ჭეშმარიტების "კანონია" და ეს კანონი განუყოფელია წმინდა ეკლესიური გადმოცემისაგან.

ამიტომ წმინდა ირინეოსმა ჭეშმარიტების მეორე და ძირითად კრიტერიუმად წმინდა გადმოცემა გამოაცხადა. გადმოცემა გნოსტიკოსებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათთვის იგი კერძო და საიდუმლოებით მოცულ ხასიათს ატარებდა. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგი იყო წმინდა ირინეოსი. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი საიდუმლოდ, გამორჩეული ადამიანებისათვის არაფერს აკეთებს, უფალმა სრულიად კაცობრიობა და მასთან ერთად მთელი ქმნილი სამყარო გამოისყიდა. ამრიგად, ეკლესიას და წმინდა გადმოცემას ირინეოსისათვის უნივერსალური და საყოველთაო მნიშვნელობა აქვს:

"ეკლესიამ, რომელიც გავრცობილია მთელ მსოფლიოში დედამიწის კიდეებამდე, მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან მიიღო სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე მათ შორის; და ერთი იესუ ქრისტესი, ღვთის ძისა, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის; და ერთი სულიწმიდისა, რომელიც წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებდა წინაგანგებას ღვთისას, მის მოვლინებას, ქალწულისაგან მის შობას, ვნებას, მკვდრეთით აღგომას, და ჩვენი უფლის, საყვარელი იესუ ქრისტეს ცათა მიმართ ხორციელ ამაღლებას, შემდეგ ცათაგან მის მოვლინებას მამის დიდებით, რომ "შემოკრიბოს ყოველივე" (ეფეს. 1,10), რომ აღადგინოს მთელი კაცობრიობის ყოველი სხეული, რომ "მოდრკეს ყოველი მუხლი ზეციურთა, მიწიერთა და ქვესკნელის მკვიდრთა და ყოველმა ენამ აღიაროს იგი", ქრისტე იესუ, უფალი ჩვენი და ღმერთი, მაცხოვარი და მეუფე, სათნოყოფითა უხილავისა მამისა, რომ ქმნას მან განსჯა მართალი ყოველთა შორის, რომ მარადიულ ცეცხლში წარგზავნოს უკეთური სულები, გაუკუღმართებული და განდგომილებაში მყოფი ანგელოზები, უღმერთონი, უსამართლონი, ურჯულონი, ავმეტყველნი კაცთა შორის, ხოლო მათ, რომლებიც მართალნი, წმიდანი, მისთა მცნებათა დამცველნი არიან და მის სიყვარულში მკვიდრობენ - ზოგნი თავიდანვე, ზოგნი კი სინანულის გზით - ყველა მათგანს ცხოვრება მიანიჭოს, უხრწნელება მიმადლოს და სამარადისო დიდება შესძინოს.

ეს სწავლება შეიწყნარა ეკლესიამ და თუმცა იგი მთელ ქვეყანაზე გავრცობილია, მაინც გულმოდგინედ იცავს ამ სარწმუნოებას, როგორც ერთ სახლში დამკვიდრებული. სწამს მას ყოველივე ეს, როგორც ერთი სულისა და ერთი გულის მქონეს და ერთხმობით, თითქოსდა ერთი პირით ქადაგებს, ასწავლის, გადასცემს ყოველივე ამას. ამქვეყნიური ენებიც არამსგავსია, მაგრამ ერთი და იგივეა თავად გადმოცემის ძალა. არ სწამთ სხვადასხვაგვარად ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანიაში, იბერთა შორის თუ კელტებში, აღმოსავლეთის მხარეებში თუ ეგვიპტეში, ლიბიაში თუ ქვეყნის შუაში, - არცთუ სხვადასხვაგვრად გადასცემენ ისინი რამეს, არამედ ისევე, როგორც მთელ ქვეყანაზე ერთია მზე, ქმნილება ღმრთისა, ასევე, მოძღვრება ჭეშმარიტებისა ყოველგან ნათობს და ნათელყოფს ყოველ კაცს, ვინც კი ესწრაფვის შეიმეცნოს ჭეშმარიტება. თუნდაც რომ იყოს ვინმე ფრიად მახვილმესიტყვე ეკლესიის წინამძღვართაგან, ამათ გარდა (იგულისხმება ირინეოსის მიერ გადმოცემული დოგმატები) სხვას არას იტყვის (რადგანაც არავინ არის უპირატესი მოძღვრისა), არც ენაბრგვილი დაამცირებს ამ გადმოცემას. ერთი და იგივე რწმენა ჰგიეს, რომელსაც ვერ განავრცობს ვერც მის შესახებ მრავალმესიტყვე და ვერ დაამცრობს ვერც სიტყვაძუნწი" (1.10.1-2; ცოლ. 549-553).

გნოსტიკური სწავლების სხვა სიყალბე იმით დასტურდება, რომ, ერთი ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლებისგან განსხვავებით, რომელიც "მოციქულთა გადმოცემიდან მომდინარეობდა და მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა", გნოსტიკოსებს მრავალი სხვადასხვაგვარი გადმოცემა ჰქონდათ. მოციქულთა ამ ერთმნიშვნელოვან გადმოცემას ნებისმიერი ეკლესია ინახავს და ამ შემთხვევაში მაგალითად წმინდა ირინეოსი რომის ეკლესიას ასახელებს:

მაგრამ ვინაიდან მეტად გრძელი სიის წარმოდგენა მომიწევდა, ყველა ეკლესიის წინამძღოლთა რიგის ჩამოთვლას არ შევუდგები. რომის ეკლესიამ ეპისკოპოსთა თანმიმდევრული მემკვიდრეობითობით მოციქულთა სწავლება ჩვენამდე უცვლელად მოიტანა, ამიტომ მხოლოდ დიდებული პეტრესა და პავლეს მიერ დაფუძნებული უძველესი და საყოველთაოდ ცნობილი ეკლესიის მაგალითს მოვიყვან. და დავგმობ მათ, რომლებიც ყოველგვარი კუდაბზიკობით, ქედმაღლობით, სიბრმავით და უკანონო თვითნებურობით კრებენ ხალხს, ხოლო სხვა ეკლესიები, აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხებს რომის სამოციქულო ეკლესიასთან ათანხმებენ, რადგან, როგორც ითქვა, მოციქულთა გადმოცემის სიმრთელე მასში სრულად არის შემონახული.

(იქვე, III, 3:2)
დღეს ამ ტექსტს რომის ეკლესია ხშირად თავისი პირველობის დამადასტურებელ არგუმენტად იყენებს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ამ ტექსტის ბერძნული ორიგინალი აღარ არსებობს, ხოლო ლათინურად თარგმნილი ტექსტის შინაარსი პრაქტიკულად გაუგებარია და უმნიშვნელოვანესი ფრაზა - "...აუცილებლობის შემთხვევაში საკითხებს ამ ეკლესიასთან ათანხმებენ..." - მხოლოდ კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული. ამასთან, წმინდა ირინეოსს მოციქულთაგან მოღწეული გადმოცემის სიმრთელესთან დაკავშირებულ მაგალითად მხოლოდ რომის კი არა, ეფესოს და სმირნას ეკლესიაც მოჰყავს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ეკლესიაში ერთი და იგივე ცხოველმყოფელი მოციქულებრივი რწმენა დღემდე სრულად და სრულფასოვანი სახით არის წარმოდგენილი.

(იქვე, III,3:3)
შემდეგ წმინდა ირინეოსის შემოქმედებაში ჩვენ პირველად ვხედავთ მოციქულთა დროიდან მოყოლებული კურთხევის, ანუ სამოციქულო ხელდასხმისა და მონაცვლეობითობის შესახებ სწავლებას. რომის ელკესიის შესახებ წმინდა ირინეოსი წერს:

დაფუძნებისა და მოწყობის შემდეგ ნეტარმა მოციქულებმა ღვთისმსახურების საქმე გადასცეს ეპოსკოპოს ლინოსს, რომელსაც მოციქული პავლე ტიმოთესადმი ეპისტოლეში იხსენიებს (2 ტიმ. 4:21). შემდეგი იყო ანაკლიტოსი; მესამე, რომელსაც მოციქულებთან პირადად ჰქონდა ურთიერთობა, კლიმენტი იყო, მოციქულების ქადაგება მოსმენილი ჰქონდა კლიმენტის მომდევნოს - ევარესტს... (აქ კიდევ სხვა შვიდი ეპისკოპოსია ჩამოთვლილი ), დღეს კი მოციქულთაგან მეთორმეტე ეპისკოპოსია ელეფთერი. საეკლესიო გადმოცემამ და ჭეშმარიტების ქადაგებამ ჩვენამდე ასეთი თანმიმდევრობითობისა და მონაცვლეობითობის შედეგად მოაღწია.

(იქვე, III,3:3)
მოტანილ ფრაგმენტში ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე უნდა გავამახვილოთ. წმინდა ირინეოსის ტექსტის მიხედვით, არც წმინდა პეტრე, არც წმინდა პავლე და საერთოდ არც ერთი მოციქული ეპისკოპოსი არ ყოფილა, ამ სიტყვის სრული გაგებით: მათი მისია ქრისტიანობის გავრცელება იყო, რაც მათგან ერთი დასახლებიდან მეორეში მუდმივ გადაადგილებას მოითხოვდა. როგორც აღინიშნა, რომის პირველი ეპისკოპოსი ლინოსი იყო, მეორე - ანაკლიტოსი, მესამე - კლიმენტი და ა.შ. ამიტომ ტერმინ "მოციქულებრივ მიმღეობას" ერთგვარი სპეციალური განმარტება ესაჭიროება.

ჩვენს დროში მოციქულებრივი მიმღეობა და მონაცვლეობითობა ერთი პირიდან მეორისათვის ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს. ამ აღმავალ ხაზს უშუალოდ მოციქულებამდე და მათგან ხელდასხმამდე მივყავართ. მოციქულებრივი მიმღეობისა და ხელდასხმის მხოლოდ ასეთი თვალსაზრისით შემოფარგვლა სხვა საიდუმლოებების შინაარსსაც ერთგვარად მექანიკურ და "ფორმალურად" მოქმედ პროცესად აქცევს. ეს კი ისეთივე ვიწრო გაგებაა საიდუმლოსი, როგორითაც დასავლეთის ეკლესია ხასიათდება.

ცხადია, მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა მოციქულთაგან მიმღეობის იდეა, მაგრამ მართლმადიდებლური თვალსაზრისით ეს მიმღეობა ყოველთვის ერთიანი ეკლესიური რწმენით არის განპირობებული. ეპისკოპოსის განწესება ხდება ერთი რომელიმე საადგილმამულო ეკლესიის მწყემსმთავრად. მიმღეობა ეკლესიის გარეთ არ შეიძლება მოქმედებდეს, რადგან მიმღეობა ერთიანი ეკლესიური რწმენის ნიშანია და არა რომელიმე ეპისკოპოსის პიროვნული "მაგიური" თვისება. წმინდა ირინეოსი საუბრობს კონკრეტულ ეკლესიებში კონკრეტული ეპისკოპოსების კონკრეტულ მომღეობაზე. ეპისკოპოსების მიერ საკუთარი მემკვიდრის ხელდასხმა არ ხდება. ყოველ ეკლესიაში შესაბამის დროს ერთი ეპისკოპოსის ნაცვლად მეორეს ირჩევენ, ხოლო ხელდასხმას სხვა ეკლესიის ეპისკოპოსები ახორციელებენ. ამგვარად, მიმღეობა მთელ ეკლესიაში, როგორც ერთ მთლიანობაში და არა ისე, როგორც გნოსტიკოსებში, რომელიმე ცალკეული პიროვნების დონეზე ფუნქციონირებს. ჭეშმარიტება მთელი ეკლესიის კუთვნილებაა და საუბარი მოციქულებრივი ჭეშმარიტების მიღმა ერთ რომელიმე ეკლესიაში სულიწმინდით მართულ მოციქულებრივ მიმღეობაზე აბსოლიტურად შეუძლებელია.

წმინდა ირინეოსისათვის ასევე დამახასიათებელია იმ "სამოციქულო" ეკლესიების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბარი, რომელთა საშუალებითაც ქრისტიანობა თვით წმინდა მოციქულებმა დაამკვიდრეს. მისთვის ეს ეკლესიები წმინდა გადმოცემის მიმღეობის ნამდვილ და ცოცხალ სახეს წარმოადგენენ. საინტერესოა, რომ თავდაპირველად დასავლეთის ქრისტიანთა შორის, სადაც მხოლოდ ერთი - რომის ეკლესიაა სამოციქულო, ეს იდეა დიდი (ძალიან გამორჩეული) პოპულარობით სარგებლობდა. ამ თავისებურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რომის პაპის უდავო უპირატესობების ფორმირების საქმეში. ამ დასავლური თავისებურებისაგან განსხვავებით აღმოსავლურ საქრისტიანოში მრავალი "სამოციქულო" საყდარია და ამიტომ მათ მიმართ გამოჩენილი პატივი გამორჩეულობის პრეტენზიების აღძვრის მიზეზად არასოდეს გადაქცეულა. ამ ეკლესიების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მწყემსმთავრობას ერეტიკოსი ეწეოდა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ესა თუ ის ეკლესია მოციქულის მიერ იქნა დაფუძნებული, არასოდეს არავისზე არანაირ გამორჩეულ ზეგავლენას არ ახდენდა.

ეკლესიის შესახებ სწავლების საკითხებში წმინდა ირინეოსი ძირითადად წმინდა ეგნატეს მიმდევარია. მის ეკლესიოლოგიაში ევქარისტიის მომლოდინე ყოველ საადგილმამულო ეკლესიას სათავეში ეპისკოპოსი უდგას და ამგვარად მიმდინარეობს მორწმუნეთა "ევქარისტიული კვლავდაბადება". ისევე როგორც ეგნატეს, ევქარისტიის რეალურად შეგრძნება ირინეოსსაც ახასიათებს: მხოლოდ ეპისკოპოსებს გააჩნიათ უფლიდან გამოსული "ჭეშმარიტების მიმადლების ნიჭი", რომელიც მხოლოდ მართალთა ევქარისტიული კრების კონტექსტში ვლინდება. სწორედ ეს "ჭეშმარიტების ნიჭი" არის წმინდა გადმოცემა, რის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით და რომლის უდიდესი მტკიცებულებაც მასში ერთობა და ერთადერთობა, ანუ დროსა და სივრცეში ეკლესიების თავისთავადი თანახმიანობა და თანა-არსობაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat