"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 2
ბრძოლა გნოსტიციზმთან. წმინდა ირინეოს ლიონელი

მეორე საუკუნეში ახალფეხადგმულ ქრისტიანობას როგორც გარე, ისე შიდა მტრების წინააღმდეგ უხდებოდა ბრძოლა. გარედან ქრისტიანებს რომის იმპერიის მთავრობა ემუქრებოდა, რომელიც დროდადრო დევნის უკიდურესად სასტიკ ფორმებს იყენებდა, ხოლო შიგნით მორწმუნეთა შორის მოქმედებდნენ არაეკლესიურად "მოაზროვნე ქრისტიანები" - გნოსტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ ქრისტიანული სწავლების შინაარსი საკუთარ მიკვლევებზე მოერგოთ და ამიტომ ყოველმხრივ იდეოლოგიურ წინააღმდეგობას უწევდნენ ჯერ კიდევ საზოგადოების ფართო წრეებისათვის მიუწვდომელ - ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას. გნოსტიციზმი რაიმე ერთიანი იდეოლოგიური მიმართულება არ იყო. გნოსტიკოსები ადამიანთა იმ წრეებს წარმოადგენდნენ, რომლებიც რაღაც გამორჩეული ფსიქოლოგიური და ღვთისმეტყველური მიმართულებებით იყვნენ გატაცებული. გნოსტიკოსთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თავად აწუხებდათ ფანტასტიკური იდეები და ყოველგვარი საიდუმლოთი და მისტიკურით შეპყრობილ საკუთარ თანამედროვეებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ.

ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ რაღაც უმაღლეს, პრივილეგირებულ ცოდნას - გნოზისს ფლობდნენ. ერთი შეხედვით მათი თვალსაზრისი ქრისტიანობასთან დაახლოებულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, საიდან იღებს ცოდნას ერთი მხრივ ქრისტიანი, ხოლო მეორე მხრივ გნოსტიკოსი, დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელის მთავარი წყარო პირადი ჭვრეტები და არჩევანია, ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანული ცოდნა ყოველთვის ერთიანი ეკლესიისა და ეკლესიური სწავლების ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, სწავლების შინაარსში არსებული ფუნდამენტური განსხვავება რწმენიდან მომდინარე არჩევანს ეფუძნება. საქმე ის არის, რომ გნოსტიკოსები ძირითადად ქრისტიანულ მასალას იყენებდნენ, მაგრამ ქრისტიანულ ნიადაგს მოწყვეტილები, ქრისტიანულ ფაქტებს და დებულებებს როგორც აღმოსავლური, ისე ელინური სიბრძნის გამოყენებით ამუშავებდნენ.

ქრისტიანობასა და გნოსტიკურ "გნოზისს" შორის განმასხვავებელი ზუსტი კრიტერიუმების დადგენა ყველა დროის მწვავე კამათის თემა იყო. ადრექრისტიანულ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა სწორედ ამ კრიტერიუმების დადგენას ენიჭებოდა, რადგან ქრისტიანობასთან შეგნებულად დაპირისპირებული გნოსტიკოსები სერიოზულ პრობლემებს და გაუგებრობებს არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედან მომზირალი თვალისათვისაც ქმნიდნენ. საშიშროება დიდი იმის გამოც იყო, რომ ახალგაზრდა ეკლესიას ჯერ კიდევ არ გააჩნდა თვითგამოკვლევისათვის საჭირო სერიოზული კრიტერიუმები: ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ახალი აღთქმის კანონი, არ იდგა მსოფლიო კრებების ჟამი, არ იყო დამკვიდრებული ეკლესიის კათოლიკე ავტორიტეტი - ერთი სიტყვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარეგნულად კიდევ ერთ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისათვის ეკლესია მზად არ იყო.

გნოსტიციზმად ქრისტიანულ ფაქტებსა და სწავლებაზე დაფუძნებული რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების ერთობლიობა იწოდებოდა. უფრო მეტიც, გნოსტიკოსები ცდილობდნენ საკუთარი მოძღვრებების საფუძვლად უშუალოდ იესო ქრისტესგან რომელიმე კერძო პირისთვის და სხვა ყველასათვის მიუწვდომელი რაღაც საიდუმლო სწავლება წარმოედგინათ. მათი გნოსტიკური თეორიების უმრავლესობა თავის საფუძველს მარიამ მაგდალინელისგან იღებს, რომელსაც თითქოს იესო ქრისტემ თავისი აღდგომის შემდეგ უამრავი საიდუმლო გაანდო. გნოსტიკოსების აზრით, მარიამისგან ეს ეზოთერული ცოდნა სულიერად რჩეული - ელიტარული პიროვნებების საშუალებით მომდევნო თაობებში განდობილ პიროვნებებს გადაეცემოდათ და უბრალო მოკვდავთათვის გნოზისი მუდმივად მიუწვდომელი რჩებოდა.

ამ ნიადაგზე უამრავი გნოსტიკური სწავლებაა და ყოველი მათგანი ორი არსებითი თავისებურებით ხასიათდება. უწინარეს ყოვლისა, ყველა გნოსტიკური თეორია დუალისტურ მსოფლმხედველობას ეფუძნება. მაგრამ მანიქეველობისაგან განსხვავებით, რომელიც ორი უდავოდ დამოუკიდებელი საწყისის - კეთილისა და ბოროტის არსებობას ეყრდნობა, გნოსტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არსებობს ორი ღვთაება: უზენაესი - ტრანსცენდენტური და ქვემორე - დემიურგი, რომელიც ჩვენს სამყაროს მართავს. ამ დაბალ საფეხურზე მდგომ ღმერთს ისინი ძველ აღთქმაში მოქმედ უფალთან აიგივებენ, საიდანაც მათ მიერ ძველი აღთქმის პირდაპირი უარყოფა ან მისი უბრალოდ უგულებელყოფა გამომდინარეობს - ეს არის გნოსტიციზმის მეორე არსებითი თავისებურება. წმინდა წერილისადმი ასეთი დამოკიდებულება ნათლად ჩანს ვალენტინის, ვასილიდესა და მარკიონის სწავლებებში.

ვალენტინი ორი ღმერთის არსებობას ქადაგებს, მისი აზრით: ერთი ღმერთი მთელ შესაქმეს ქრისტეს სახით გამოეცხადა და თავისი არსით კეთილ უზენაეს ღვთაებას წარმოადგენს. ის არის ჭეშმარიტად ყველაფერი იმის დასაბამი, რის შესახებაც ქრისტეს მოსვლამდე არავინ იცოდა. მეორე ღმერთი ძველი აღთქმის უფალია, რომელიც უმაღლესი ღვთაების საიდუმლო მესვეურობით მთელ ქმნილებას ორგანიზებას უწევს, განკარგავს და თავისი შინაარსით პლატონისეულ დემიურგს უახლოვდება. ვალენტინის აზრით, ეს ქვემორე ღმერთი წვრილმანი, ანჩხლი და ჭირვეულია, არსით ანთროპომორფულია, ანუ ადამიანის მსგავსია და ეთიკური თვალსაზრისით, ნეიტრალურია. მის ხელთ არსებული მატერიალური სამყარო ძირითადად სულმდაბლობით, სიბეცითა და სიავით გამოირჩევა. ამგვარი მსოფლწესრიგი ქრისტიანობის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი ერთია და თავისი ქმედებით ძველი ისრაელის ისტორიაში ის არაერთხელ განცხადებულა, პირდაპირი გამოწვევა იყო. ღმერთისადმი ამგვარი გნოსტიკური დამოკიდებულების გამო ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების წინაშე დადგა საკმაოდ რთული ამოცანა: მათ საზოგადოებისათვის ძველი აღთქმა, ანუ გამოხსნის ისტორიის პირველი ნაწილი ჭეშმარიტი სახით უნდა წარმოედგინათ, და უნდა დაესაბუთებინათ, რომ უფალი ხალხს ღვთის განკაცებისათვის ამზადებდა.

ვალენტინის სისტემის მოქმედების სხვა ნიშანი ტრიადებით გატაცებაა. სამობა მასთან ყველა დონეზე გამოსჭვივის: სამ "ღმერთს" (უზენაეს ღმერთს, დემიურგსა და ეშმაკს) ანთროპოლოგიურ დონეზე სამშვინველი, სული და სხეული შეესაბამება. ასევე მის კოსმოლოგიაში სამი "სამყაროა": უმაღლესი სფერო - ოგდოადი, რომელიც უზენაეს ღმერთს ემორჩილება; ებდომადი - ბიბლიური ღმერთის მორჩილებაშია და დედამიწა, რომელიც ეშმაკის იურისდიქციაშია და რომელსაც "მთავარნი იგი ამის სოფლისანი" განკარგავენ. ისტორიაში ვალენტინის სამობა იმაში ვლინდება, რომ მთელი კაცობრიობა, წარმოშობის შესაბამისად, სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. ელიტას სეითის შთამომავლები წარმოადგენენ და მათ ვალენტინის მიმდევრები მიეკუთვნებიან. ჩვეულებრივი ქრისტიანები - აბელის, ხოლო წარმართები მკვლელი კაენის შთამომავლები არიან.

გნოსტიციზმის კიდევ ერთი მეტად საინტერესო მაგალითია ვასილიდე, რომელმაც საკუთარი კომენტირებული სახარებაც კი შეადგინა. ვასილიდეს სისტემაში რეალობა რაღაც მრავალფენოვან სფეროდაა წარმოდგენილი. იერარქიის უმაღლეს დონეზე იესო ქრისტეს დაუსაბამო მამა - უმაღლესი ღმერთი იმყოფება. ამ უმაღლესი ღმერთისგან იშვა გონი, რომელმაც თავის მხრივ შვა სიტყვა-ლოგოსი. სიტყვისაგან გაჩნდა უმანკოება, ხოლო უმანკოებისგან გაჩნდა სიბრძნე და ძლიერება. შემდეგ სიბრძნე და ძლიერება დაქორწინდნენ და მათგან არსებათა მთელი მრავალფეროვნება წარმოიქმნა. ამ არსებებს ადამიანები "ციურ ძალებად" მოიხსენიებენ. იერარქიულ კიბეზე უფრო დაბლა 365 ცა იმყოფება. მოციქული პავლე მხოლოდ მესამე ცამდე იქნა აყვანილი, ხოლო გნოსტიკოსები უფრო მაღალ სფეროებს სწვდებიან. ყოველ ცას შესაბამისი ანგელოზი განკარგავს, ხოლო ყველაზე დაბალი ცის განმკარგველი ბიბლიური ღმერთია. ასეთი მსოფლმხედველობა ბუნებრივად ხდებოდა ასტროლოგიური ჭვრეტის საფუძველი და ამ პრაქტიკას გნოსტიკურ წრეებში დიდი გასაქანი ჰქონდა.

როგორც ვხედავთ, ვასილიდეს სისტემაში ქრისტეს დედამიწაზე მამის მიერ გამოგზავნილი გონის ადგილი ეთმობა. ამასთან, განკაცებულს ვასილიდესეულ ინტერპრეტაციაში დოკეტისტური სახე აქვს, ანუ განკაცებული მასში მოჩვენებად გვევლინება. ვასილიდე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ შეიძლებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის თანმდევი ვნებები რეალურად განეცადა, მას მიაჩნდა, რომ ჯვარს იესო ქრისტეს ნაცვლად ვინმე კაცი სვიმონ კვირინელი ეცვა, ხოლო ქრისტე ჯვარცმის დროს "შორიახლოს ხალხის ბრბოში იდგა და იცინოდა".

ვასილიდე ასევე მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი გნოზისი ადამიანს 365 ცის გადალახვისა და უმაღლეს სფეროში შესვლის საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარეობს ვასილიდესეული თეორია მარტვილობის მნიშვნელობის უარყოფის შესახებ, ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რჩეული, რომლისთვისაც ჭეშმარიტების საიდუმლო გაიხსნა, ნეტარებას ყოველგვარი უსიამოვნო განსაცდელის გარეშეც მიაღწევს.

გნოსტიციზმის მესამე წარმომადგენელი, რომელიც ისეთი ფანტასტიური იდეებით არ არის შეპყრობილი, როგორც ვალენტინი და ვასილიდე, მარკიონი იყო. ორგზის განკვეთის (პირველად იგი საკუთარმა ეპისკოპოსმა მამამ განკვეთა) შემდეგ მარკიონი ეკლესიას გამოეყო და ქრისტიანობის საკუთარი ვარიანტის ქადაგება დაიწყო. მარკიონმა ძველ აღთქმაზე საერთოდ უარი განაცხადა, ხოლო ახალი აღთქმიდან მხოლოდ ლუკას სახარება და მოციქული პავლეს ათი ეპისტოლარული წერილი აღიარა. მარკიონი წმინდა წერილში კატეგორიულად უარყოფდა იმ ადგილებს, რომლებიც მის სწავლებას არ შეესაბამებოდა (ასეთ სიაში იესო ქრისტეს შობა და ბავშვობასთან დაკავშირებული სახარებისეული ისტორიები შედიოდა). მარკიონი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იესომ მსახურება გალილეაში დაიწყო, ის მაცხოვარი და ძე ღმრთისა კი არა ჩვეულებრივი ებრაელი რაბინი იყო და მისი სწავლება ყველაზე უკეთ მოციქულმა პავლემ ჩამოაყალიბა. ისევე როგორც ყველა გნოსტიკური ერესის, მარკიონიზმის საფუძველსაც შესაქმის ორი საწყისი და ძველი აღთქმის უარყოფა წარმოადგენს.

* * *
სწორედ ასეთი ჭკუაბრგვილობის და განვრდომილების წინააღმდეგ იყო მიმართული მეორე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი ღვთისმეტყველის წმინდა ირინეოს ლიონელის მოღვაწეობა.

წმინდა ირინეოსი დაიბადა მეორე საუკუნის შუა წლებში (140 და 160 წლებს შორის) მცირე აზიაში. ის იყო წმინდა პოლიკარპე სმირნელთან დაახლოებული პიროვნება და შესაბამისად მის შემოქმედებაში მცირეაზიური საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციებია ასახული, რაც თავის მხრივ წმინდა იოანე ღვთისმეტყველისგან იღებს სათავეს. ხუცესად კურთხევის შემდეგ წმინდა ირინეოსი დასავლეთში იქნა გაგზავნილი, სადაც 190 წლიდან უკვე გალიის ქალაქ ლიონის (ლათ. ლუგდუნუმის) ეპასკოპოსია. ცნობილია, რომ წმინდა ირინეოსი, ისევე როგორც მისი მასწავლებელი წმინდა პოლიკარპე - პასექის დღის დადგენასთან დაკავშირებულ დისპუტში მონაწილეობდა და ცდილობდა რომის ეკლესიის კალენდარი მცირეაზიურთან თანხვედრაში მოეყვანა. ევსები კესარიელის თანახმად, დაახლოებით 202 წელს წმინდა ირინეოსი, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.

სავალალოდ, წმინდა ირინეოსის ნაშრომების უმრავლესობას ჩვენამდე არ მოუღწევია და ისინი ჩვენთვის მხოლოდ ფრაგმენტებისა და უძველესი ისტორიკოსების მასალებშია დაფიქსირებული. მთლიანობაში ჩვენ ხელთა გვაქვს მხოლოდ: 1) "გაცხადება სამოციქულო სწავლებისა" (მასში გადმოცემულია ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი არსი), ეს არის მცირე ზომის ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ სომხურ თარგმანში შემოგვრჩა და იგი პირველად 1907 წელს იქნა გამოქვეყნებული. 2) ხუთწიგნი, რომელიც ცნობილია სათაურით, "წვალებათა წინააღმდეგ", ეს უკანასკნელი არის ქრისტიანული აზრის გავითარების ისტორიისათვის ძველთაგანვე კარგად ცნობილი და მეტად მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც ლათინური თარგმანის სახით ჯერ კიდევ ტერტულიანესათვის იყო ცნობილი. ამ წიგნის სრული სახელწოდებაა - "მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა". პირველად ეს წიგნი გამოიცა 190 და 198 წლებში, უფრო გვიან, 1526 წელს იგი დაიბეჭდა ერაზმ როტერდამელის მიერ.

ნაშრომის "წვალებათა წინააღმდეგ" I წიგნში განხილულია ვალენტინის გნოსტიკური სწავლების შინაარსი და ამ გნოსტიკოსის შესახებ ჩვენი ცოდნის ძირითად წყაროს სწორედ ეს წიგნი წარმოადგენს. ნაწირმოებში არსებული მონაცემების სისწორე 1950 წელს ეგვიპტეში ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკაში ნაპოვნი მასალებით იქნა დასაბუთებული. II, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვან ნაშრომში, "გონივრული არგუმენტებით" უარყოფილი და დამხობილია გნოსტიკოსების სწავლება. III წიგნში განხილულია მეტად მნიშვნელოვანი, საეკლესიო გადმოცემასთან დაკავშირებული საკითხები და ნაჩვენებია ის ძირითადი ქრისტოლოგიური თავისებურებები, რომლებითაც ყოველგვარი გნოსტიკური სწავლება ქრისტიანული ღვთისმეტყველებისგან გაიმიჯნება. IV წიგნში მოცემული სწავლება წმინდა წერილთან მიმართებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება და ამიტომ ჩვენთვის ეს წიგნიც მეტად მნიშვნელოვანია. მასში ავტორს ხშირად მოჰყავს ციტატები ახალი აღთქმიდან და ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ წიგნებს იყენებს, რომლებიც მოგვიანებით კანონიკურად იქნება აღიარებული. V წიგნში ხორციელად აღდგომასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული: გნოსტიკოსების ცალმხრივ შეხედულებას, მხოლოდ სულიერი აღდგომის შესახებ, წმინდა ირინეოსი ქრისტიანულ ანთროპოლოგიას უპირისპირებს, სადაც ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება ერთობლიობადაა განხილული. ამ თვალსაზრისის საფუძველზე ირინეოს ლიონელი ასაბუთებს, რომ აღდგომაში ერთიანი ადამიანის, ანუ სულისა და ხორცის აღდგომა იგულისხმება.

საერთოდ, წმინდა ირინეოს ლიონელის ანთროპოლოგია უფრო საგულდაგულო დაკვირვებას საჭიროებს, რადგან მასში მოცემული ცოდნა როგორც მსოფლმხედველობითი, ისე საღვთისმეტყველო თვალსაზრისი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ირინეოსი ადამიანს ერთ ისეთ სისრულედ და მთლიანობად განიხილავს, რომელშიც ფიზიკური და სულიერი საწყისი ურთიერთგანუყრელია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ერთიან ადამიანში ირინეოსი მაინც ერთგვარ სამ "პოლუსს" - სულს, სამშვინველს და სხეულს განასხვავებს. საერთოდ ქრისტიანი ანთროპოლოგებისათვის ადამიანზე ამგვარი ტრიქოტომიური შეხედულებაა დამახასიათებელი და ამ დამოკიდებულებას ჩვენ უკვე მოციქულ პავლესთან ვხედავთ. ამავე დროს, ეკლესიის მრავალი მამა დიქოტომიურ შეხედულებას იზიარებს, ისინი ადამიანში ორ ელემენტს - სამშვინველსა და სხეულს განასხვავებენ. ერთი შეხედვით ეს თვალსაზრისი პლატონისტურ ანთროპოლოგიას მოგვაგონებს, მაგრამ პლატონისტების მასწავლებლები სამშვინველსა და სხეულს ერთმანეთს უპირისპირებენ და მათ სხვადასხვა ეთიკურ რეალობასთან აკავშირებენ: სამშვინველს - კეთილ საწყისად და შესაბამისად გადასარჩენად, ხოლო სხეულს - უვარგის საწყისად და შესაბამისად განადგურებისათვის განწირულად მიიჩნევენ. ქრისტიანულ (ასევე წმინდა ირინეოსისა და სხვა მამების) თვალსაზრისში სამშვინველსა და სხეულს შორის ასეთ დაპირისპირებას ვერ ვხედავთ, მათ სწავლებაში ადამიანი შექმნილია, როგორც სამშვინველისა და სხეულის ერთიანობა, ამასთან ერთიცა და მეორეც, რადგან ღვთის მიერაა შექმნილი, "კარგია" და ორივე ღმერთის მორჩილებაშია:

"როგორც ვაჩვენე, სრული კაცი შედგება სამი ნაწილისაგან: ხორცის, სამშვინველისა და სულისაგან (აქაც პნევმა ანუ სული გამოყოფილია ფსიხესგან ანუ სამშვინველისგან არა ბუნებითად, არამედ პირობითად, მისი განსაკუთრებული ღირსების გამო). ერთი მათგანი, სული, იცავს და სახეს აძლევს კაცს, მეორე კი ხორცი შეერთებულია მასთან (სულთან) და მისგანვე სახემიღებულია; კიდევ სხვა, რომელიც მათ შორის არის - სამშვინველი - ზოგჯერ მაღლდება სულის მიერ, რაჟამს მიჰყვება იგი ამ უკანასკნელს, ზოგჯერ კი ხორცს ემოყვსება და ეცემა ხორციელ ვნებებამდე. ამიტომ, ყველა ისინი, რომლებიც არ ფლობენ "დამცველსა" და "დამსახველს" (ე.ი. სულს, ე.ჭ.) და არც ერთობას, ასეთები წარმოჩნდებიან უთუოდ ხორცად და სისხლად და ამგვარადაც უნდა ეწოდოთ მათ, რადგანაც შიგნით არა აქვთ მათ სული ღვთისა" (5,9,1).
("წვალებათა წინააღმდეგ". V. 9:1).

ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა ირინეოსის მიერ წარმოდგენილი სქემა ძალიან დინამიურია, მისში არსებულ ყოველ ელმენტს საკუთარი ფუნქციური დატვირთვა გააჩნია: სული სხეულის განმკარგველია, ხოლო სამშვინველი მათ შორის მოქმედებს; რაც უფრო მეტად "ეზიარება" სულს სამშვინველი, მით მეტად "მაღლდება" და ღმერთს უახლოვდება ადამიანი, რაც უფრო მეტად "დამძიმდება" და "დამდაბლდება" სამშვინველი, მით უფრო მეტად ეცემა და ადამიანი ცხოველს ემსგავსება.

ხშირად წმინდა ირინეოსის ტექსტებში სიტყვა სული დიდი, გამორჩეული "ს"-თია ჩაწერილი და ამით გასაგები ხდება, რომ ამ სიტყვაში ადამიანის სული კი არა, ღმერთის სულია ნაგულისხმევი. ყურადსაღებია, რომ ირინეოსი ამ ტერმინს შეგნებულად ისე იყენებს, რომ ორივე შემთხვევაში მათ შორის ნათლად გამოკვეთილი საზღვარი მკითხველისათვის თვალში საცემი არ არის. ასეა თუ ისე, წმინდა ირინეოსისათვის არ არსებობს ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ასახვასთან დაკავშირებული რაიმე სიძნელე. მის შემოქმედებაში ნათლად ჩანს, რომ სული, რომელსაც ირინეოსი ადამიანში არსებულად მოიხსენიებს, ღმერთის სულია:

მამის ხელებით, ანუ ძითა და სულით, ღმერთის მსგავსებად ადამიანის ნაწილი კი არა, ადამიანი შეიქმნა. ამიტომ სამშვინველი და სული მხოლოდ ადამიანის ნაწილებად, და არა ადამიანად შეიძლება იქნეს მიჩნეული; სრული ადამიანი კი მამის სულისგან მიღებული სამშვინველის და მამის ხატად ქმნილი ხორცის შეკავშირებაა.
("წვალებათა წინააღმდეგ". V. 6:1)

ეს ღმერთთან ურთიერთობისა და "ზიარების" ამსახველი სწავლება ადამიანის სხეულის მნიშვნელობის უარმყოფელი გნოსტიკოსების წინააღმდეგაა მიმართული. წმინდა ირინეოსის სწავლების მიხედვით ღმერთში "დამკვიდრება" მხოლოდ "სრულ" ადამიანს შეუძლია, და თუ არა ხორცით, რით უნდა "დამკვიდრდეს" ადამიანი. "ხატება და მსგავსება" უბრალო ანარეკლის ან სურათის სახით კი არ უნდა წარდგეს ღვთის წინაშე, არამედ ღმერთის ცხოვრებაში მონაწილეობით და ღმერთთან ურთიერთობით, მასთან ერთობის კატეგორიებში უნდა დამკვიდრდეს. ადამიანის ღმერთთან სულიწმინდით ურთიერთობაში ამგვარი მყოფობა თანამედროვე ღვთისმეტყველებაში "თეოცენტრულ ანთროპოლოგიად" იწოდება. თეოცენტრული ანთროპოლოგიის მთავარი პრინციპი იქიდან გამომდინარეობს, რომ, რადგან ადამიანი ღვთის მიერ მასში შთაბერილი სულის მეშვეობით შეიქმნა, სული ღვთისა ადამიანის "ბუნებრივი" ნაწილია, და მასში ამ ღვთაებრივი სულის მკვიდრობის გარეშე ადამიანი ცხოველის მსგავსებად გადაიქცევა. ამგვარი ანთროპოლოგია სავსებით შეუსაბამო და მიუღებელია დასავლეთში გავრცელებული ქრისტიანული თვალსაზრისისათვის, რადგან ისინი ქადაგებენ, რომ ცოდვით დაზიანების შემდეგ ადამიანის ბუნებას გამორჩეული ღვთაებრივი დახმარება ესაჭიროება, ანუ ადამიანს არ შეუძლია სპეციალური დამატებითი ღვთაებრივი მადლის გარეშე საკუთარი პიროვნების ცოდვიდან გამოხსნაში, ანუ იმაში, რასაც მისთვის უფალი ახორციელებს, თავისი ნებით თანადგომა.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ წმინდა ირინეოსის ანთროპოლოგიული შეხედულებები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. მაგალითად, ღვთისმეტყველთა მომდევნო თაობები იმის შესახებ ბჭობდნენ, "სული სიცოცხლისა", რომელიც ადამიანს ღმერთმა შთაბერა (დაბ. 2:7), უქმნელი იყო თუ ქმნილი. როდესაც ირინეოსი ადამიანის სულს ახსენებდა, წმინდა სამების მესამე პირს გულისხმობს თუ ნიჭს სულიწმინდისას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდა ირინეოსის ანთროპოლოგია "საკეტურია" ადამიანის განკაცებასთან და გამოხსნასთან დაკავშირებული მისი სწავლებისა. წმინდა ირინეოსის მიხედვით, ცოდვით დაცემის არსი იმაშია, რომ ადამიანმა უგულებელყო საკუთარი სულიერი საწყისი და ცხოვრების ერთადერთ კრიტერიუმად თვითშემეცნება და საკუთარი ნება მიიჩნია. შესაბამისად, ღვთის განკაცება და ადამიანის გამოხსნა ადამიანის ბუნების ქრისტეში ჰარმონიულად მყოფობის აღდგენას გულისხმობდა, წმინდა ირინეოსი ბრძანებს:

...მხოლოდშობილი სიტყვა მუდამ კაცთა მოდგმასთან ჰგიეს, მან მამის ნებით ხორცნი შეისხნა და განკაცდა. სწორედ ეს არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენს გამო ეწამა, ჩვენთვის აღდსგა და კუალად მომავალ-არს მამის დიდებად, რათა ყოველი ხორცი გამოხსნით აღადგინოს... ამრიგად, ერთია მამა ღმერთი... და ერთია ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელი მოვალს ყველას განსჯად და მართალთა მასში აღდგომად. ღვთის ქმნილება - კაცი კი ქვეყნად ყველგან და ყველაფერშია: ამიტომ, კაცის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნისთვის თავად უხილავი სიტყვა ხილვადი და ხორციელ იქმნა, გარეშემოუწერელი შემოისაზღვრა, უვნებელმა ივნო. ყოველივეს აღმდგენელად აქ, თავის ეკლესიაში და კაცთა შორის ისევე დაემკვიდრა, როგორც ცათა სასუფევლის უხილავ სულთა სივრცეში, სიტყვა - მეუფე იქმნა ეკლესიისა, რომელშიც დადგენილი დროისათვის ყოველს შემოიკრებს და მოიმუშაკებს.
(იქვე III, 16:6)

ეს ტექსტი გნოსტიკოსების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ადამიანი ქვემორე ღვთაებამ - დემიურგმა შექმნა და არა უფალმა. ისინი სწორედ ამით ხსნიდნენ ადამიანის ღმერთისგან დაშორებულ საწყალობელ მდგომარეობას და დაცემულობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat