შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება. ეკუმენისტური მოძრაობები
XX საუკუნეში დასავლეთის ქრისტიანულ ცხოვრებაში ეკუმენისტურმა მოძრაობამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. საერთოდ, ასეთი მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა ქრისტიანული სამყაროს არაბუნებრივად დაქსაქსულობის შეგრძნების ფონზე აღმოცენდა. იდეა რომ პროტესტანტულ გარემოში გაჩნდა, არ არის საკვირველი, რადგან ყველაზე მწვავედ ეკლესიურობის უკმარისობა და მსოფლიო ეკლესიის მთლიანობისაგან განაპირება სწორედ პროტესტანტულ სამყაროში შეიგრძნობა.

სხვა საკითხია, რომ ამ ქრისტიანული დაქსაქსულობის გადალახვის მცდელობისათვის პროტესტანტებმა მხოლოდ მათი სარწმუნოებისათვის მისაღები ერთადერთი ფორმა "განშტოების თეორია" (სხვაგვარად, "განტოტვის თეორია") შეარჩიეს. ამ თავისებური სწავლების მიხედვით, უძველესი დროიდან არსებული ერთიანი ეკლესია თავისი განვითარების პროცესში მრავალ მიმართულებად, შტოებად ან ტოტებად დაიყო და ყოველი მათგანი თანაბრად არის დაკავშირებული იმ პირველქრისტიანულ საწყისთან (ღეროსთან), რომელიც ამ ხის ძირითად სხეულს წარმოადგენს. მათი აზრით, ქრისტიანული სივრცის დაქუცმაცება კანონზომიერი მოვლენაა და თავისთავად არანაირ თავშეუდგმელობას და ნაკლოვანებას არ გულისხმობს. მათ მიაჩნიათ, რომ, პირიქით, ქრისტიანული ცხოვრების მრავალფეროვნება და სისრულე სწორედ აქ გამოჩნდა, ამიტომ კარსმომდგარ ქრისტიანულ ერთიანობაში ყველა სახის მრავალფეროვნება უნდა იქნეს მიღებული და გაერთიანებული, რადგან ყოველი ტოტი თუ შტო ერთიანი ქრისტიანული მემკვიდრეობის სრულფასოვანი ნაწილია.

დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ერთიანი ეკლესიური სწავლებიდან განდგომილი კონფესიების ლეგალიზაციის ამგვარი მცდელობა ვერც მართლმადიდებლური და ვერც კათოლიკური ეკლესიებისგან ვერასოდეს მოიპოვებდა აღიარებას. საერთოდ ეკუმენისტურ მოძრაობასთან მართლმადიდებლური კავშირის საფუძველს სიტყვები: "რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში" (იოან. 17:21), ასევე წმინდა წერილის სხვა ფრაგმენტები და წმინდა მამათა მრავალი მოწოდება წარმოადგენს. ერთიანობისადმი მოვალეობის გრძნობა და შინაგანი მოთხოვნილება უწინარეს ყოვლისა მართლმადიდებელ ქრისტიანს გააჩნია და ქვეყნიერების წინაშე ჩვენი სრულფასოვანი რწმენის მტკიცებულებაც სწორედ ეს არის. წინააღმდეგობის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ სახარებისეული ერთიანობის პრინციპები არ ეთანხმება იმ საღვთისმეტყველო შეხედულებებს, რომლების საფუძველზეც განდგომილ ეკლესიებს გაერთიანება სურთ და მათ მიერ შემოთავაზებულ გაერთიანებას და შეხედულებებს სახარებისეული მცნებების აღსრულებისაკენ კი არა, უარყოფისაკენ მივყავართ, ამიტომ შეუძლებელია ერთიანობის სურვილის გამო ჭეშმარიტი მოძღვრება ფუჭ სწავლებას ანაცვალო. მართლმადიდებლობას არ შეუძლია არ ილტვოდეს ქრისტიანთა ერთიანობისაკენ, მაგრამ იგი ვერც ისეთ ერთიანობას მიიღებს, როგორსაც მას თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობა სთავაზობს. მართლმადიდებლური ეკლესიების ეკუმენისტურ მოძრაობასთან ურთიერთობის საწყისების არსი პრინციპულად განსხვავდება პროტესტანტული ეკუმენიზმის საფუძვლებისგან. მართლმადიდებლობის მიზანი ჭეშმარიტების მოწმობა და დაშავებულ რწმენაში მყოფთა მართალ სარწმუნოებაზე მოქცევაა, ხოლო არამართლმადიდებლური სწავლების მიზანი - ნებისმიერ ფასად გაერთიანებაა.

ეკუმენისტური მოძრაობის პირველ ნაბიჯად 1910 წელს ედინბურგში მოწვეული მსოფლიო მისიონერული კონფერენცია მიიჩნევა. ის, რომ ერთობის პირველი ნაბიჯები მისიონერულ საკითხთან იყო დაკავშირებული, სავსებით გასაგებია, რადგან ედინბურგის კონფერენციის საწყისი მიზანი მისიებს შორის გაჩენილი წინააღმდეგობების დაძლევა იყო. როდესაც კოლონიალურ ქვეყნებში სხვადასხვა ჯურის პროტესტანტი მისიონერები ერთმანეთის კრიტიკას ეწეოდნენ, სავსებით ბუნებრივად, ისინი მოწინააღმდეგეები ხდებოდნენ და მათი მისიები ძალას კარგავდა. ამრიგად, ეკუმენისტური მოძრაობის უპირველეს საქმეს ამ პროცესების მოგვარება წარმოადგენდა.

ედინბურგის კონფერენციაში მონაწილეობა ბევრმა მომავალში ისეთმა გამოჩენილმა მოღვაწემ მიიღო, როგორიც ჯ. მოტი და უ. ტემპლი იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების პარალელურად ქრისტიანების გაერთიანების სურვილი ამერიკელებსაც გაუჩნდათ. იმავე 1910 წელს ამერიკის საეპისკოპოსო ეკლესიასთან რწმენისა და ეკლესიური მოწყობის საკითხების განხილვის მიზნით მსოფლიო კონფერენციის მოსამზადებლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

ეკუმენისტური მოძრაობის შემდგომ განვითარებას ხელი პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა. მეორე მხრივ, ომით გამოწვეულმა რყევებმა ქრისტიანთა გაერთიანების ახალი სტიმული გააჩინა. 20-იან წლებში გაფორმდა ეკუმენისტური მოძრაობის ორი ახალი მიმართულება, ესენი იყო: "რწმენა და ეკლესიური მოწყობა", რომელსაც სათავეში ინგლისელი ეპისკოპოსები ჩარლზ ბრენტი და უ. ტემპლი ჩაუდგნენ და "ცხოვრება და მოღვაწეობა", რომლის პირველ ხელმძღვანელადაც ნ. სედერბლომი აირჩიეს. ამ მოძრაობებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებშიც კი, თუ რა გზით უნდა მიღწეულიყო ქრისტიანული ერთიანობა, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ეს განსხვავება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან თავისი შინაარსი ეკლესიების ერთიან მსოფლიო საბჭოში გაერთიანების შემდეგაც შეინარჩუნა.

მოძრაობა "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" მიიჩნევდა, რომ ეკუმენისტური მოძრაობის მთავარი ამოცანა ყველა ქრისტიანის ერთ მრწამსში გაერთიანება და შემდგომში დანარჩენი გაუგებრობების მხოლოდ ამ საფუძველზე გადალახვაა. თუ ჩვენ რაიმეს თქმა შეგვიძლია მართლმადიდებლობის ეკუმენისტურ მოძრაობასთან ურთიერთობის შესახებ, ეს ურთიერთობა უწინარესად სწორედ "რწმენასა და ეკლესიურ მოწყობას" უკავშირდებოდა.

მოძრაობა "ცხოვრება და მოღვაწეობა" თავისი იდეოლოგიით იმ დებულებიდან გამოდიოდა, რომ რწმენაში ერთიანობის მიღწევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ საჭიროა ყველა ქრისტიანის ძალისხმევა პრაქტიკული საქმეებით გაერთიანდეს, რადგან უთანხმოებების დაძლევა მხოლოთ ამ გზით არის შესაძლებელი. როგორც "ცხოვრება და მოღვაწეობის" ლოზუნგზე წერია: "რწმენა ყოფს, საქმე კი აერთიანებს". სხვაგვარად რომ ვთქვათ, "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" შედარებით ღვთისმეტყველური, ხოლო "ცხოვრება და მოღვაწეობა" უფრო პრაქტიკული მოძრაობა იყო. ამ ორ მიმართულებას შორის თანხმობის გზების ძიება მსოფლიო ომებს შორის ორი ათწლეულის მანძილზე მიმდინარეობდა.

ეკუმენისტური მოძრაობის გაფართოების პირველი პრინციპული მცდელობები მეოცე საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. ეს იყო სურვილი, პროტესტანტულ ორგანიზაციათაშორისი მოძრაობა საერთოქრისტიანულ მოძრაობად გადაქცეულიყო. 1919 წელს ეკუმენისტურად განწყობილი ამერიკელი პროტესტანტების დელეგაცია ვატიკანს ესტუმრა, მაგრამ ეს ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. რომის კათოლიკური ეკლესიის საერთო დამოკიდებულება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ფრთხილი და მომლოდინე იყო. პოზიცია მხოლოდ 1928 წელს პაპ პიუს XI-ის ენციკლიკში "მოკვდავთა სულებში" დაფიქსირდა. კერძოდ ის წერდა: "კათოლიკეებს არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ, ყალბ თეორიებზე აგებული მცდელობები დადებითად შეაფასონ და დაასკვნან, რომ მეტ-ნაკლებად ყველა რელიგია კარგია და დაუზიანებელია... ეკლესიას პანქრისტიანულ ღონისძიებებში მონაწილეობა რომ მიეღო, თავის დანიშნულებას უარყოფდა... არანაირი სახით არ შეიძლება კათოლიკეებმა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ და არაფრით არ შეიძლება ხელი შეუწყონ ასეთი ღონისძიებების არსებობას".

ეკუმენიზმისადმი მართლმადიდებლური სამყაროს დამოკიდებულება თავიდანვე ორი ძირითადი თავისებურებით გამოირჩეოდა: ერთი მხრივ, ეს იყო ქრისტიანული ერთიანობისათვის გულწრფელი ხელისშემწყობი და, შესაძლოა, პროტესტანტულ სამყაროში მართლმადიდებლური რწმენის შეტანის გულუბრყვილო იმედებზე აგებული მცდელობები; მეორე მხრივ, ეკუმენისტური მოძრაობისადმი ძალიან ხშირად ურთიერთგამომრიცხაობით გამორჩეული მართლმადიდებლური დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამ არათანმიმდევრულობამ დამღუპველად იმოქმედა როგორც ჩვენს ქრისტიანულ ავტორიტეტზე, ისე შიდამართლმადიდებლურ ურთიერთობებზე.

ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამოხატულება იყო 1920 წლის კონსტანტინოპოლის პატრიარქის ცნობილი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე. როგორც წესი: მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა არამართლმადიდებლური კონფესიებისადმი ყოველთვის დოგმატურობით იყო განპირობებული, ნებისმიერ ურთიერთობაში, უწინარეს ყოვლისა, იგი სამოძღვრო მსწავლებლური პოზიციებიდან გამოდიოდა (ამ თვალსაზრისით მართლმადიდებლობას "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" ეხმიანება), მაგრამ საუბედუროდ 1920 წლის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე მინიმუმ იმის მაგალითია, თუ რას ნიშნავს ასწლეულების მანძილზე მოქმედი წესისადმი ორაზროვანი დამოკიდებულება. ტექსტში ვკითხულობთ: "ქრისტიანულ ეკლესიებს შორის არსებული დოგმატური სხვადასხვაობა არ გამორიცხავს მათ ურთიერთობას და დაახლოებას. ასეთი სიახლოვე, როგორც ყველა ადგილობრივი ეკლესიისათვის, ისე ქრისტიანული მთლიანობისათვის სასარგებლოა... ასევე საჭიროა ნიადაგის მომზადებისათვის, რათა ადვილად მოხდეს... საღვთისმეტყველო გაერთიანება". შემდეგ ვკითხულობთ: "რადგან თუ ძველი განწყობების, მიკერძოებებისა და ჩვევების გამო აღიძვრება ისეთი სირთულეები, რომლებიც წარსულში მრავალგზის ხელს უშლიდა ურთიერთკავშირის საქმეს, ისინი გადაულახავ წინააღმდეგობას აღარ უნდა წარმოადგენდნენ". ეს დოკუმენტი ერთობ გაორებულ განწყობას ქმნის და ვერანაირად ვერ შევადარებთ პირველი საუკუნის აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქების ეპისტოლესთან მართლმადიდებლური რწმენის შესახებ. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ წერილში მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიის თვალსაზრისია გადმოცემული და ის მთელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთის შეხედულებას არ გამოხატავს...

რამდენიმე წლის შემდეგ, 1927 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთმა ფრთამ "რწმენა და ეკლესიური მოწყობამ" ჩაატარა კონფერენცია, რომლისთვისაც შედარებით თანმიმდევრულად იქნა ჩამოყალიბებული ეკუმენისტურ მოძრაობასთან მართლმადიდებლობის თანამშრომლობის ძირითადი საფუძვლები. ამ წერილს ხელი თითქმის ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოაწერა. მასში ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ "რწმენისა და რელიგიური თვითშეგნების საკითხში მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებელია", და "სადაც არ არის ერთიანი რწმენა, არ შეიძლება იყოს ერთიანობა საიდუმლოებებში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat