შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
საკუთარი სწავლება ცოტა უფრო მოქნილი რომ გაეხადა, შვეიცარიელი რეფორმატორი ქადაგებდა, რომ ღვთის განგებულება ბედისწერის შესახებ მისი ყოვლისმჭვრეტელი ნიჭიდან მომდინარეობს: "ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო, ღმერთმა თავიდანვე იცოდა, მას არ შეიძლებოდა რაიმე არ სცოდნოდა, რადგან ყველაფერი მისგან და მისი ნებით შეიქმნა". მაგრამ ეს კორექტივა ბედისწერის მხოლოდ ფორმას ცვლის, არსი კი იგივე რჩება. კითხვაზე: რატომ ხდება ასე? კალვინი პასუხობს: "უფალმა თავის მარადიულ საბჭოში ერთხელ და სამუდამოთ დაადგინა, ვინ სურს გამოიხსნას და დასაღუპავად ვინ უნდა გაწიროს". როგორც ვხედავთ, მიზეზი გაურკვეველია და კალვინი იძულებული გახდა, ეს გაუგებრობა თვითონვე ეღიარებინა: "როდესაც კითხულობენ, რატომ იქცევა უფალი ასე, უნდა უპასუხო: იმის გამო, რომ მას ასე სურს", და "იმისათვის, რომ ადამიანი საკუთარ უსუსურობაში დარწმუნდეს, - განაგრძობს კალვინი, - ღვთაებრივი კანონები ადამიანისათვის მიუწვდომელი რჩება". ერთი სიტყვით, გამოდის, რომ პრობლემის შინაარსი შეუვალია. კალვინისტური თვალსაზრისით, ადამიანს არანაირი ნება არ გააჩნია და მის ნაცვლად ყოველგვარ არჩევანს თვითონ ღმერთი აკეთებს.

მაგრამ სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანის ბედისწერას სრულად უფალი განაგებს, სულ ახალ და ახალ გაუგებრობებს იწვევდა - თუ ყველაფერი ღვთის ნებითაა განსაზღვრული, მაშინ ბოროტების წარმოქმნის მიზეზიც ღმერთი ყოფილა და, შესაბამისად, ყველაფერზე, რაც ბოროტების არსებობის გამო ხდება, პასუხისმგებელიც ღმერთი გამოდის. ამ ლოგიკით - ადამიანის ცოდვის გამო გაჩენილი ბოროტების არსებობა ღმერთმა დროებით კი არ დაუშვა, არამედ ყველაფერი ღმერთის მიერ ოდესღაც წინასწარ განისაზღვრა და ბოროტების გაჩენა ადამიანის ნებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. შესაბამისად, ღმერთი ადამიანის მხოლოდ ბოროტების ტყვეობიდან გამოხსნის საშუალება კი არა, მისი დაღუპვის მიზეზიც ყოფილა და თურმე ბოროტება ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანის შედეგად კი არა, ღმერთის ნებით არსებობს, რადგან სწორედ ღმერთი აგზავნის მისთვის არასასურველ ადამიანებს ბოროტების ტყვეობაში. ამ პოზიციაში ბევრი მკვლევარი უკვე განვლილი გზის კონტურებს ხედავს, რადგან სამყაროში, როგორც ერთის, ისე მეორის, ანუ სიკეთისა და ბოროტების არსებობა თუ კალვინისტური ორსახოვანი ღმერთის ნებით განისაზღვრება, ეს უკვე დუალისტურ მსოფლმხედველობას ააღორძინებს.

იმისათვის, რომ აღედგინა აბსოლუტურად სრულყოფილი და სიკეთით აღსავსე ღმერთის შეულახავი ავტორიტეტი, კალვინი იძულებული გახდა შემოეტანა სიკეთისა და ბოროტების ახალი - შედარებითი გაგება. კალვინი ამტკიცებს, რომ ვინაიდან ღმერთი უსაზღვრო არსებაა და ყველაფერი მისი შემოქმედებითი ნიჭით არის შექმნილი, ამიტომ ის არ შეიძლება რაიმე კანონებს ექვემდებარებოდეს. ამიტომ იმას, რაც ჩვენი თვალსაზრისით შეიძლება ბოროტება იყოს, ღმერთისათვის არანაირი ზნეობრივი მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთი ყველა იმ კანონზე მაღლა დგას, რაც მან ადამიანებს აღსრულებისათვის დაუწესა. ღმერთისათვის არ არსებობს კანონი, ამიტომ მისთვის არც კანონის დარღვევა შეიძლება არსებობდეს.

მაგრამ ამ თვალსაზრისს თუ მივიღებთ, ღვთის ხატი საერთოდ უფერულდება. ჩვენ ვიცით, რომ "უფალი სიყვარულია" და სწორედ ის არის სიკეთის პირველწყარო, ხოლო კალვინი ღმერთს ზნეობის გარეშე თუ არა, ზნეობის მიღმიერ არსებად მაინც წარმოგვიდგენს. კალვინს თავისი მიმდევრები ახალაღთქმისეული ქრისტიანული აზროვნებიდან ძველ აღქმაში, ანუ იმ სივრცეში გაჰყავს, სადაც კანონი ზნეობაზე მაღლა დგას. იქ, იმ სინამდვილეში კი სიკეთე და ბოროტება თავის აბსოლუტურ ფასეულობას უკვე კარგავენ და ზეყოფითი კატეგორიიდან კანონის დროებით წარმოებულებად - დერივატივებად გადაიქცევიან. ძველაღთქმისეული აზროვნების ასეთი რეციდივი გაკვირვებას არ იწვევს, რადგან კალვინიზმი ებრაელთა ძველაღთქმისეული ისტორიით ყოველთვის გამორჩეულ დაინტერესებას იჩენდა.

კალვინისტთა ღმერთი მცირერიცხოვან რჩეულთა ჯგუფის მფარველი და შემწყალებელია. სხვათათვის კი კვლავ მკაცრი და დაუნდობელი მსაჯულია, იმ განსხვავებით, რომ თუ შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია შემცოდეების შეწყალებას კიდევ რაიმე ფორმით უშვებდა, კალვინის სწავლება ამ უკანასკნელ შესაძლებლობაზეც უარს აცხადებს და ქრისტიანების ღმერთის ნაცვლად ისეთ ნახევრად წარმართული განგების ძალას გვთავაზობს, რომელიც ადამიანს გაუგებარი დანაშაულისა და მიზეზის გამო დევნის. თუ ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია, არ შეიძლება მან უნებლიე ცოდვის გამო პასუხი აგოს, ამიტომ კალვინისტური თვალსაზრისით გაუგებარია და ამოუხსნელია, რატომ ისჯება ადამიანი, თუ მას ცოდვა თავისი თავისუფალი არჩევანით არ ჩაუდენია.

კალვინისტური ბედისწერა - ეს უკვე აღარ არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძვლების დეფორმირება, ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის პირდაპირი რღვევა და მისი მოძველებული, წარმართობასთან დაკავშირებული იდეოლოგიით ჩანაცვლება. კალვინი და კალვინისტები საკუთარი იდეოლოგიით, ნებსით თუ უნებლიეთ, ღვთის ქრისტიანულ ხატს და ადამიანის ქრისტიანულ შინაარს ებრძვიან, ამიტომ აღმოსავლურმა ეკლესიამ ამ "სიახლისადმი" საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა და 1672 წლის იერუსალიმის კრებაზე კალვინი მისი თანამოაზრეებით ანათემას გადასცა. კრებამ კალვინიზმის მქადაგებლებს "ორგულებზე უარესები" უწოდა. 1723 წლის "ეპისტოლე აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა მართლმადიდებლური რწმენის შესახებ" ასევე პირდაპირ აცხადებს, რომ "ღვთისმგმობელი ერეტიკოსები ამბობენ, თითქოს ღმერთი ყოველივეს წინასწარ განსაზღვრავს და განსჯის ისე, რომ არც კი ითვალისწინებს წინასწარგანსჯილთა მომავალ საქმიანობას. ეს თვალსაზრისი ჩვენ მიგვაჩნია გონების სიშლეგედ და უკეთურებად, რადგან, ამ შემთხვევაში, საღმრთო წერილი თავად დაუპირისპირდებოდა თავის თავს. ბიბლიის თანახმად, ამა თუ მორწმუნეს განამართლებს მხოლოდ სარწმუნოება და საქმენი თვისნი. ამასთანავე, ღმერთია ჩვენი ხსნის ერთადერთი საფუძველი. სწორედ იგი გვანიჭებს წინასწარ განმანათლებელ მადლს, რომლისგანაც შევიძენთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნების უნარს და სწავლა-მოძღვრებას, რათა შევიმოსოთ ხატება და მსგავსება ღვთისა (თუკი სურვილიც გვექნება ამისა). ამ მადლით ძალგვიძს ქმნა კეთილისა, რომელიც სათნოეყოფების ღმერთს და რომელიც მოგვმადლებს ხსნას, ოღონდ მოგვმადლებს იმგვარად, რომ არ დათრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას. იგი გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას: დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ ღვთის განზრახვას. და ყოველივე ამის შემდეგ განა უაზრობა და უსაფუძვლო არ იქნება იმის მტკიცება, თითქოს მსჯავრდადებულთა ხვედრი ღვთის სურვილია? და განა ეს ცილისწამება არ არის ღვთისა? ნიშნავს თუ არა ეს საშინელ უსამართლობას და გმობას ზეცისა? ღმერთი არ არის თანამდგომი არავითარი ბოროტებისა. მას ყოველი კაცის ხსნა თანაბრად სურს, მასთან არა აქვს ადგილი თვალღებას (მიკერძოებას). ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ღმერთი სამართლიანად სჯის მათ, ვინც დარჩენილა ცოდვის მორევში თავისივე გამრუდებული ნებითა და მოუნანიებელი გულით. არასდროს ვრაცხდით და არც შევრაცხთ სამუდამო სასჯელისა და ტანჯვის მიზეზად ღმერთს, მით უფრო - კაცთმოძულედ. მან ხომ თავად ბრძანა: სიხარული ისადგურებს ზეცად, ცოდვილთაგან ერთმაც რომ შეინანოსო. სხვაგვარ რწმენასა და ფიქრს ჩვენ არასდროს გავიკარებთ, სანამ ვაზროვნებთ. მათ კი, რომლებიც უკუღმართად ფიქრობენ და ქადაგებენ, ჩვენ გადავცემთ სამუდამო ანათემას და ვრაცხთ ურწმუნოთა შორის ურწმუნოდ".

ღმერთის ყოვლისმჭვრეტელობის მართლმადიდებლური თვალსაზრისი, მათ შორის ადამიანის ბედისწერის განგებულებაც, არასოდეს გამორიცხავდა ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვასა და საკუთარი ბედის განსაზღვრაში მისივე პიროვნული წვლილის მნიშვნელობას. ნეტარი ავგუსტინეს შესახებ საუბრის დროს წმინდა იოანე დამასკელმა ამ საკითხში გარკვევისათვის ბრწყინვალე განმარტება შემოგვთავაზა: "ღმრთი ყველაფერს წინასწარ ჭვრეტს, მაგრამ წინასწარ ყველაფერს არ განაგებს".

ამ სწავლების უკიდურესი უსამართლობა და წმინდა წერილთან დაპირისპირებულობა უკვე კალვინის თანამედროვეებისათვის იყო ნათელი, მაგრამ, ერთი მხრივ, არც ერთ კალვინისტურ განშტოებას ეს წინააღმდეგობა დღემდე არ უღიარებია და, მეორე მხრივ, მართლმადიდებელი იერარქების ანათემაც არავის გაუუქმებია. შესაბამისად, ეს სწავლება რეფორმაციის განვითარების პროცესის გარკვეულ ეტაპს ვერ მიგვანიშნებს, ნებისმიერი დაკვირვებული ამ სწავლებაში ადვილად დაინახავს, რომ მხოლოდ რწმენით გადარჩენის ღვთისმეტყველურ პოსტულატებს ისეთ კანონზომიერებამდე მიჰყავს ადამიანი, რომლებსაც უბრალოდ გაუგებრობა ჰქვია და ამ კანონზომიერებიდან გამომდინარე დასკვნები ერთმნიშვნელოვნად არაქრისტიანული, არაადამიანური და ლოგიკური თვალსაზრისით აბსურდულია.

რეფორმატობამ თავისი ძირითადი პრინციპები ასევე თანმიმდევრულად განავითარა ეკლესიის შესახებ სწავლების საკითხებში. მათ მიიჩნიეს, რომ ჭეშმარიტი ეკლესია უფლის განგებულებით ცოდვის ტყვეობიდან წინასწარ გამოხსნისათვის გამორჩეული ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოებაა. ამასთან, შვეიცარიულმა რეფორმაციამ ლუთერანობის მიერ ნაწილობრივად შენარჩუნებული ეკლესიური იერარქიული მოწყობაც მთლიანად გააუქმა და ეკლესიოლოგიურ-ადმინისტრაციული საწყისებიდან ყოველგვარი საკრამენტული და მისტიკური ბუნება გამოდევნა.

როგორც უკვე აღინიშნა, ევქარისტიული საკითხებისადმი სხვადასხვა მიდგომის გამო შვეიცარიული რეფორმაცია საბოლოოდ გამოეყო გერმანულს, რომელიც, თავის მხრივ, ლუთერანული ტრადიციებით საბოლოო ლოგიკურ სრულყოფილებამდე ვერ მივიდა. ერთი მხრივ, ღვთაებრივი მადლის მოქმედებაში ლუთერი ყოველგვარი გარეგნული ფაქტორის მნიშვნელობას უარყოფდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ევქარისტიული საიდუმლოს თანმიმდევრულ განმარტებაში ამ პრინციპს ვერ აღიარებდა. ლუთერს ესმოდა, რომ ეს საიდუმლო რეალური სუბიექტის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება, მაგრამ ამავე დროს, ევქარისტიული პროცესის განხორციელება უფლის წმინდა სისხლისა და ხორცის ობიექტურად მყოფობის გარეშეც შეუძლებელია.

კალვინმა, მისთვის ჩვეული თანმიმდევრულობითა და ბედისწერის მისეული გაგების საფუძველზე, ევქარისტიური საიდუმლო გამოათავისუფლა მადლის მიღებისათვის მისთვის უკვე გამოუსადეგარი ყოველგვარი ადამიანური ფაქტორისაგან და რეფორმატობამ მხოლოდ ორი - ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლო აღიარა. მათი აზრით, ისინიც ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენენ და მიაჩნიათ, რომ "ქრისტეს სხეული პურში არ იპოვება და ამ მიწიერ არსში უმიზნოდ უნდა ეძებნათ იგი; ასეთი სწავლების დანერგვა კი მზაკვრული ცრურწმენის გავრცელება იქნებოდა". ამრიგად, კალვინი ფიქრობდა, რომ ვინაიდან უფლის ხორცი და სისხლი ევქარისტიულ პურსა და ღვინოში არ არის, მორწმუნე მას რეალურად ვერ ეზიარება. მისი მიმდევრები ქადაგებენ, რომ კალვინისტები იესო ქრისტესაგან ზიარებას მხოლოდ სულიერად და ამიტომ უხილავად ღებულობენ. ისინი აცხადებენ: "მიუხედავად იმისა, რომ უფალი ზეცაშია, თავისი სულის გამოუთქმელი ძალით, თავისი სისხლითა და ხორცით გვკვებავს და ამ გზით მას სიცოცხლე შემოაქვს ჩვენში". მაგრამ ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, - კალვინისტებს მიაჩნიათ, რომ უფლის სულს მხოლოდ ჭეშმარიტად გამოხსნისათვის გამორჩეულები ეზიარებიან, ყველა დანარჩენისთვის ამ ზიარებას აზრი არ აქვს. ვერც გარდასახვას და ვერც ლუთერანულ თანამყოფობას რეფორმატულ ევქარისტიაში ვერ ვხედავთ. რეფორმატებისათვის პურიცა და ღვინოც თავის არსს ინარჩუნებს და მხოლოდ სიმბოლურ სახეს წარმოადგენენ, ხოლო უფალს ისინი სულიერად უერთდებიან.

რეფორმატობის მიერ აღიარებული მეორე - ნათლობის საიდუმლო მათ ლუთერის სწავლებასთან აახლოებს. კალვინს მიაჩნდა, რომ ამ საიდუმლოს ძალით მორწმუნე ღვთაებრივ ნიშანს ღებულობს და ღმერთთან მის ძეში მადლმოსილი კავშირით ერთიანდება.

რეფორმატული ეკლესია ქრისტიანული ცოდნის ერთადერთ წყაროდ წმინდა წერილს მიიჩნევს. თუ ლუთერანობა ეკლესიური ტრადიციების მიმართ კიდევ რაიმე პატივისცემას ავლენდა და თავად ლუთერი წმინდა მამების ავტორიტეტსა თუ საეკლესიო კრებების დადგენილებებს საკმაოდ ხშირად იშველიებდა, კალვინმა ყველაფერ ამაზე უარი განაცხადა და ყველა საკითხი ლოგიკისა და საკუთარი გონების თვალითა და გონივრული ანალიზის შესაბამისად შეაფასა.

მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს უდავო ბედისწერის სწავლების საფუძველზე აღორძინებული მიწიერი ასკეტიზმის პრინციპი, რომელმაც დასავლეთის მრავალი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესსა და მთლიანად დასავლეთის ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ერთი მხრივ, გარდაუვალი ბედისწერის დოქტრინამ საერთო რელიგიურ მოღვაწეობაზე დამთრგუნველი ზეგავლენა მოახდინა, რადგან ადამიანის ნებისმიერი რელიგიური სწრაფვა განგების ძალით იზღუდებოდა. მეორე მხრივ კი ბედისწერისა და განგებულების რწმენა ადამიანს აიძულებდა დაეჯერებინა, რომ ბედისწერა მას გამოხსნას და არა, დაღუპვას უმზადებს. ამ მისწრაფებას ადამიანი ეგრეთ წოდებულ ამქვეყნიურ ასკეტიზმამდე მიჰყავდა და საკუთარი პიროვნების გამოხსნა ადამიანს იმ მიღწევების ჭრილში შეიძლებოდა დაენახა, რაც მას ამქვეყნიურ ცხოვრებაში გააჩნდა. ამქვეყნიური ასკეტიზმის პრინციპი ადამიანს თავისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ავალდებულებდა, ამასთან, წარმატება პიროვნებას უფლის მიერ ბოძებულ კეთილი ნების გამოხატულებად უნდა მიეღო და საკუთარ მიღწევად არ უნდა ჩაეთვალა. შესაბამისად, ეს ღვთივბოძებული ნიჭი და საჩუქარი ადამიანს უნდა გაემრავლებინა და არ შეიძლებოდა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა. ასე ვითარდებოდა ადამიანში შემგროვებლობითი საკრალიზაცია. ამ ვითარებაში ადამიანს ერთადერთი რამ რჩებოდა - ამქვეყნიურ ცხოვრებაში აქტიურობა, რაც, თავისთავად, წმინდა შრომის შინაარსს იძენდა. ალბათ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რამდენად ძლევამოსილი იყო კაპიტალიზმის დამკვიდრების პერიოდში კალვინისტური მოტივაცია და შემთხვევითი არ არის, რომ ისეთ რადიკალურ კაპიტალისტურ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უდიდესი პოპულარობა სწორედ ამ რელიგიურმა მიმართულებამ მოიპოვა, მაგრამ ეს უკვე ცათა სასუფევლის არა საკუთარ თავში, არამედ პიროვნების გარშემო თვალსაწიერში ძიებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat