შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
რეფორმაციის ეკლესიოლოგიური საფუძვლები
რეფორმაციის სწავლება ეკლესიის შესახებ მისი ძირითადი პრინციპების გადმოცემას წარმოადგენს. უწინარეს ყოვლისა, მასში აშკარად მოჩანს მხოლოდ რწმენით გადარჩენის იმედის ზეგავლენა. პროტესტანტული რწმენის აქტს, როგორც პიროვნული-სუბიექტური რელიგიური გამოცდილების გამოხატულებას, რომლის დროსაც პიროვნება იქმნის ილუზიას, რომ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, უშუალოდ ურთიერთობს ღმერთთან - სოლა ფიდე, ჭეშმარიტი ეკლესიის მადლმოსილ საიდუმლოებებში მონაწილეობისაგან განდგომამდე თავისთავად მიჰყავს ადამიანი. რეფორმაციის მეორე პოსტულატი - სოლა შცრიპტურა ეწინააღმდეგება ეკლესიის სარწმუნოებრივი გამოცდილების გამოყენებას და ყოველ ქრისტიანს სთავაზობს, როგორც მას შეუძლია, ანუ თავისებურად განმარტოს წმინდა წერილში მოცემული ჭეშმარიტებები. თუ კათოლიკური ეკლესია ადამიანსა და ღმერთს შორის იერარქიულ საშუამავლო აპარატს - ცნობილ კათოლიკურ პირამიდას ქმნის, რეფორმაციამ სწორედ ასეთი იერარქია უარყო და შემდეგ ადამიანის უფალთან პირისპირ დატოვებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. რეფორმაციის მამებმა მიიჩნიეს, რომ ვინაიდან ყოველ ქრისტიანს ღმერთთან ერთი შუამდგომელი – იესო ქრისტე ჰყავს, მორწმუნეს ამ ურთიერთობაში არ ესაჭიროება ისეთი შუამავალი, როგორიც ეკლესიაა. მათ სწამთ, რომ ქრისტიანობაში თვით განსწავლული ყოველი ადამიანი ნათელს უშუალოდ იესო ქრისტესგან ღებულობს და ყოველი განათლებული მორწმუნე თავისი რწმენით მუდმივ და უწყვეტ კავშირშია უფალთან.

ზოგადად ეკლესიის მიმართ პროტესტანტული შეხედულებები წარმოიქმნა და განვითარდა როგორც კათოლიკური ეკლესიოლოგიის არსებითი ნაკლოვანებების საპირისპიროდ გაჩენილი ისტორიული რეაქცია. კათოლიკური ეკლესიის სახით რეფორმატორები ისეთ იდეოლოგიურ ერთობას ხედავდნენ, რომელშიც სულიერი საწყისი იგნორირებული იყო და მორწმუნეებს ქრისტეს სხეულთან მხოლოდ საიდუმლოებების ფორმალურად აღსრულების პროცესი აკავშირებდა. ამიტომ, კათოლიკური ეკლესიის მიწიერ ხილულ ხატს რეფორმაციამ არამიწიერი ეკლესიის უხილავი ხატი დაუპირისპირა. ლუთერი წერდა: "წმინდა ქრისტიანული ეკლესია გვასწავლის: მრწამს ქრისტეს წმინდა ეკლესია, ხოლო პაპის ეკლესია კი გვეუბნება: ვხედავ ქრისტიანულ ეკლესიას. ქრისტე ამბობს, ეკლესია არც იქ არის და არც აქ - ეს კი ეკლესიას ხან აქ გვიჩვენებს და ხან იქ".

თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ თვალსაზრისებს, ეკლესიის სულიერი ხატისადმი პროტესტანტული მისწრაფება სავსებით გამართლებულად და ბუნებრივად წარმოგვიდგება. რეფორმაცია კათოლიკური ეკლესიურობის სულიერი დანაკლისის თავისებურად შევსებას ცდილობდა, მაგრამ საუბედუროდ მან ქრისტიანული სულიერი საწყისის ნამდვილი ბუნება თავიდანვე არასწორად განსაზღვრა. იმის ნაცვლად, რომ საიდუმლოებებში დაუნჯებული ერთიანი ეკლესიის აღდგენაზე ეზრუნა, რეფორმაციამ ყოველი ცალკეული ქრისტიანის ინდივიდუალურ რწმენაზე აგებული ეკლესიის ხატი დაამკვიდრა. მიწიერ ხილულ ეკლესიურ ერთობაზე უარის თქმის შემდეგ ლუთერმა ეკლესიური ცხოვრების ზეციურ, საკრამენტულ საწყისებს მიმართა და უკიდურესი კათოლიკური მიწიერების სანაცვლოდ, საპირისპირო და, მისი აზრით, მიწიერი ერთობის მაგიერი - ყოველი ცალკეული პიროვნების რელიგიური გამოცდილება ეკლესიურობად გამოაცხადა და ასეთ არამყარ ნიადაგზე ახალი რეფორმატორული ეკლესია დააფუძნა.

როგორც ვხედავთ, კათოლიკეების ეკლესიის გაობიექტურებული მიწიერი ხატი რეფორმაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს, მას რწმენის სუბიექტური საწყისი დაუპირისპირეს და ადამიანი, "რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა, ქრისტიანად მხოლოდ რწმენის ანუ სულის გარკვეული პირობითი მდგომარეობის გამო გამოაცხადეს. მათ ჩათვალეს, რომ სხეული, სხვაგვარად ადამიანის ის ნაწილი, რომლის საშუალებითაც პიროვნება ამა თუ იმ საქმეს ახორციელებს, ადამიანის გამართლების პროცესში არ მონაწილეობს". ე.ი. მათი აზრით, ადამიანი, რომელიც რეალურად სხეულის საშუალებით მოქმედებს, უერთდება ეკლესიას და მადლმოსილ ღვთაებრივ ძალას საიდუმლოებებში მონაწილეობის პროცესში კი არ იძენს, არამედ მადლი მასში მოქმედი სხეულისაგან განყენებულად - მხოლოდ მისივე რწმენის საშუალებით შემოდის. რეფორმატორებს მიაჩნდათ, რომ "ეკლესიის ერთიანობისათვის ადამიანთა მიერ შემოღებული წესები და საშუალებები... საჭიროებას არ წარმოადგენენ, გამოხსნა მხოლოდ რწმენით ხდება და ის არანაირ ცერემონიასთან არ არის დაკავშირებული". ისინი ამტკიცებენ, რომ ეკლესია იმის გამო კი არ არსებობს, რომ მასში გარკვეული საიდუმლოებები ხორციელდება, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიის წევრებს რწმენა აქვთ და ეკლესია "ერთიანი რწმენით გამთლიანებულ სულთა ერთობლიობაა". გამამართლებელი რწმენა ეკლესიაში მის უმთავრეს თვისებას, სიწმინდეს ამკვიდრებს, რადგან ვინც რწმენის ნიჭს ღებულობს, ამ ნიჭით იგი იწმინდება და თავისი სიწმინდით უხილავი ეკლესიის ნაწილი და მისი აღვსების წყარო ხდება.

მეორე ზოგადქრისტიანული პრობლემა, რომლის გადაჭრასაც რეფორმაცია უშედეგოდ ცდილობდა, არის ეკლესიის წევრთა ცოდვიანობა. მთელი ეკლესიის ისტორია და მით უმეტეს შუა საუკუნეები იმას მოწმობს, რომ ეკლესიაში ხშირად უღირსი ადამიანები იყრიდნენ თავს და მის წიაღში ამ ადამიანების არსებობა ეკლესიის სიწმინდეს აზიანებდა. როგორ შეიძლება, - კითხულობდნენ რეფორმაციის მომხრეები, - მიწიერი ცოდვიანობა ეკლესიის ღვთაებრივ წარმომავლობასთან შევათავსოთ? რეფორმაციის მამები თავიდანვე შეეცადნენ, უხილავი ეკლესიის შესახებ სწავლების საშუალებით ცოდვილები და მართალები ერთმანეთისაგან გაემიჯნათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ ადამიანთა შორის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევს და სხვებთან ერთად ხილული ეკლესიის სხეულს წარმოადგენს, ჭეშმარიტი ეკლესია უხილავად მოქმედებს და რომ ამ ჭეშმარიტ ეკლესიას რწმენით განწმენდილი მორწმუნეები, ანუ მართლები მიეკუთვნებიან. ამრიგად, მათი აზრით, "გარეგნულად თვალთმაქცი და ბოროტი (ცოდვილი) ადამიანებიც შეიძლება ეკლესიის წევრები არიან", მაგრამ ისინი ეკლესიის შინაგან, ნამდვილ ბუნებას არ შეესაბამებიან. ე.ი. უხილავი - მართალთა ეკლესია ეკლესიაში დროებით თავმოყრილი შემცოდეებისაგან ყოველთვის გამიჯნულია და ეს მიჯნა აშკარად მხოლოდ საშინელი სამსჯავროს დროს გაცხადდება. ისევე, როგორც ჭეშმარიტი რწმენაა შინაგანი და დაფარული, ეკლესიაც, რომელსაც ადამიანი რწმენით უერთდება, დაფარულია და ხილულად გამჟღავნების კანონებს არ ემორჩილება. ასეთია პროტესტანტისთვის ჭეშმარიტად უხილავი, მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებული ეკლესია და ეს ეკლესია მათთვის თვითონ ხდება რწმენის საგანი. როგორც დავინახეთ, რეფორმატორების მასწავლებლების აზრით, ჭეშმარიტი უხილავი ეკლესია მიწიერი ეკლესიის წიაღში ყოველთვის მოქმედებდა, და ეს "უხილავი ეკლესია ისევე მკვიდრობს ხილულში, როგორც სამშვინველი სხეულში". სულიერ და უხილავ ეკლესიას, თავისი განსაზღვრებით, მარტინ ლუთერი ყველაფერთან ერთად უფლის მიერ ქადაგებულ ღვთის სასუფეველთან აიგივებდა და ამავე დროს, რეფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ ეს უხილავი, სამშვინველთან და ცათა სასუფეველთან შედარებული ეკლესია რეფორმაციის ეპოქაში ხილულად გამოვლინდა.

ქრისტიანთა საერთო მასიდან განწმენდილთა გამოყოფის ეს პროტესტანტული მცდელობა საბოლოოდ ხილული მიწიერი ეკლესიის უარყოფაში გადაიზარდა, მაგრამ სულიერი უხილავი ეკლესიის ხილულად გამოვლინებისა და დამკვიდრების პირველივე ნაბიჯებმა მისი ავტორები აიძულა საკუთარი შეხედულებები შეეცვალათ და ამ იდეაზე უარი ეთქვათ. გაჩნდა საშიშროება უხილავ ეკლესიას ამოუცნობი, უარსო, იდუმალი სახე მიეღო და მორწმუნეთა თვალში საბოლოოდ არარსებულ ინსტიტუტად გადაქცეულიყო. როგორც კი რეფორმისტებმა კათოლიკური მიწიერი ეკლესიის სხეული ვირტუალურად დაანგრიეს, იძულებული გახდნენ საკუთარი ეკლესიის სიმრთელე გარეგნული ნიშნებით გაეძლიერებინათ და ამისათვის იგი ისეთივე ხილული ფორმებით შეემკოთ, როგორებსაც თავიდან დიდი მონდომებით თვითონვე უარყოფდნენ. რეფორმისტების აპოლოგეტებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ "ჭეშმარიტ ეკლესიას ისეთი გარეგნული ნიშნები გააჩნია, რომლების საშუალებითაც ჩვენ მისი შეცნობა შეგვიძლია: ჩვენ ვხედავთ, - აცხადებენ ისინი, - რომ უხილავი ეკლესია უეჭველად იქ იმყოფება, სადაც ღვთის სიტყვა შეუბღალავად იქადაგება და საიდუმლოებებიც ზუსტად ღვთის სიტყვის შესაბამისად აღესრულება".

სხვა საკითხია ხილული ეკლესიის საშუამავლო როლის უარყოფა, რასაც საფუძვლად კვლავ რწმენით გადარჩენის პოსტულატი დაედო. ეკლესიის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ პროტესტანტების რწმენაში, უწინარეს ყოვლისა, ტრადიციული ზეციური ეკლესიის მეოხება გააუქმა და მისი როგორც საკრამენტული, ისე იერარქიული საწყისი დაანგრია. თავის მხრივ, ამან პროტესტანტები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდანთა თაყვანისცემაზე უარის თქმამდე მიიყვანა.

იესო ქრისტეს მიერ აშენებულ ეკლესიაში (მათ. 16:18), სადაც საიდუმლოთა საშუალებით მორწმუნე ღვთის მადლს ეზიარება, საიდუმლოებებზე უარის თქმამ რელიგიური ცხოვრების შინაარსი მთლიანად შეცვალა. ახლა უკვე პროტესტანტული აზრებით შეპყრობილი ადამიანი საკუთარი პიროვნული რწმენით თავად მიმართავს უფალს და რადგან მას არანაირი მეოხი და დამხმარე არ გააჩნია, მისი ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმად სწამს და ესმის იმ მსხვერპლის შინაარსი, რომელიც მისთვის მაცხოვარმა გაიღო. თუ არ არის საჭირო ეკლესიური მსახურება, რომელიც ადამიანს ღმერთისაკენ მიმართავს, მაშინ თავის აზრს კარგავს ისეთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც საიდუმლოებების განხორციელების დროს მიმდინარეობს და რომლის დროსაც ღვთაებრივი მადლი უშუალოდ მორწმუნეზე გადმოდის. ირკვევა, რომ მხოლოდ რწმენით გამოხსნის სწავლებას, ლოგიკურად, საიდუმლოთა საშუალებით მადლის მიღების უარყოფამდე მივყავართ. ამ აზრს ნათლად გამოხატავს რეფორმისტული გამოთქმა: საიდუმლოებებს, ანუ "მათ მეტის მოცემა არ შეუძლიათ, რისიც გამამართლებელი რწმენით არის შესაძლებელი".

რეფორმატორების მიერ საიდუმლოთა უარყოფის მთავარი და საერთო მახასიათებელი პურითა და ღვინით განხორციელებული ევქარისტიის პროცესში უშუალოდ იესო ქრისტეს მონაწილეობისა და შესაბამისად, მის მიერ გაღებული მსხვერპლის უარყოფაა. ეს კი იმის აშკარა ნიშანია, რომ რეფორმაციული ცვლილებების განხორციელების შედეგად პროტესტანტული რწმენის ბუნება იმდენად შეიცვალა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ შეუძლია მისი მადლმოსილების აღიარება. მართლმადიდებლობისათვის რეფორმაციის შედეგად გაჩენილი აღმსარებლობა მხოლოდ ნაწილობრივი სრულყოფილებით ხასიათდება, ამიტომ ეკლესია მიიჩნევს, რომ პროტესტანტების მიერ მონათლული მორწმუნე სრულფასოვან ქრისტიანად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, თუ აღსარების შემდეგ მასზე მართლმადიდებლური მირონცხება განხორციელდება.

როგორც უკვე აღინიშნა, ეკლესიური მსახურების უარყოფა ეკლესიური ცხოვრებიდან საკრამენტული და იერარქიული საწყისების თანმიმდევრულად გამოდევნაში აისახა. რეფორმისტულმა მოძრაობამ შეცვალა ბუნებრივად ჩამოყალიბებული სამღვდელოების ერთიანი იერარქიული საწყისები და შესაბამისად მთელ ამ სისტემას თავისი საკრამენტული ღირსებაც თავისთავად ჩამოშორდა. ძველ აღქმაში მოხსენიებული კორეხის, დათანისა და აბირამის მსგავსად, რომლებმაც მოსეს განუცხადეს: "გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის" (რიცხ. 16:1-3), ლუთერი წერდა: "რადგან ყველა ჩვენგანი ქრისტიანია, ჩვენ ყველა მწყემსები ვართ, ჩვენ ყველას ერთი სახარება, ერთი რწმენა და ერთი სული გვაქვს... ამრიგად, ახალ აღთქმაში მღვდელმსახურება საერთოდ და ცალ-ცალკე ყოველი ჩვენგანის ერთიანი სულიერი და არა პიროვნული მონაპოვარია", "რატომ ვაძლევთ ეპისკოპოსებსა და კრებებს უფლებას მიიღონ ის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებიც მოესურვებათ? ღვთის სიტყვა ყველა ჩვენგანს ხელთ უპყრია: ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვასკვნიდეთ და არა ისინი, რა არის სწორი და რა არ არის სწორი - ისინი კი უნდა ისმენდნენ და ჩვენს სიტყვას მისდევდნენ". ამრიგად, რეფორმაციის მოძღვართა აზრით, ყოველი ქრისტიანი, წმინდა წერილის შესწავლის შედეგად, თვითგანსწვლული, ღვთაებრივი და საკუთარი პიროვნებისათვის თვითკმარი ავტორიტეტი ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე უფალთან პირად ურთიერთობაში მხოლოდ რწმენითა და წმინდა წერილის შესწავლის საშუალებით შედის და რადგან ყველა ერთი ნათელით მოინათლა, ეკლესიაზე ყველას ერთნაირი უფლება აქვს, ამიტომ: "ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ეკლესიური ცოდნის პიროვნული გამოცხადებაა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat