შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
რეფორმაციის წინაისტორია და იდეური საწყისები. "რეფორმატორები რეფორმაციის დაწყებამდე".
XV საუკუნის საყოველთაო მოძრაობა
(გაგრძელება)
კათოლიკური ეკლესიის მესვეურები ბრწყინვალედ ხედავდნენ, რა საშიშროება უახლოვდებოდა მის ერთიანობას და არსებული მდგომარეობიდან გარკვეული გამოსავლის მოძიებას ცდილობდნენ. ეს მცდელობები XV საუკუნის დასაწყისის რიგ საეკლესიო კრებაში აისახა. მათ მოგვიანებით საკათედრო ან მოძრავი კრებები ეწოდა. სავალალოდ კრებების გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ განხორციელდა, რის გამოც რომმა საფასური ეკლესიაში მომხდარი განხეთქილებით გადაიხადა.

XIV საუკუნეში პაპისტური აბსოლუტიზმის მკვეთრი კრიტიკით სქოლასტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი უილიამ ოკამი გამოვიდა. თავის ტრაქტატში "პაპის ძალაუფლებასთან დაკავშირებული რვა შეკითხვა" მან ჩამოაყალიბა რიგი დებულებები, რომლებიც შემდეგ მოძრავ კრებებში იქნა გამოყენებული. არსი ამ საკითხებისა იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა სამღვდელოებამ საერო ძალაუფლებაზე უარი თქვას, რადგან მისი საქმე მხოლოდ ადამიანთა სულების გადარჩენაა. ამასთან, მას მიაჩნდა, რომ სასულიერო პირები და ეკლესია არანაირ ქონებას არ უნდა ფლობდნენ და ისინი ჩვეულებრივად საერო კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ. პაპის ძალაუფლებას არც საღვთო კანონში და არც წმინდა წერილში, რომელიც, მისი აზრით, სარწმუნოების ერთადერთი წყაროა, არანაირი საფუძველი არ გააჩნია და სადავო საკითხები, რომელიც ეკლესიაში ჩნდება საეკლესიო კრებამ და არა პაპის პიროვნულმა სამართალმა უნდა გადაწყვიტოს.

მოძრავ კრებებში მნიშვნელოვანი როლი პარიზის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლამ ითამაშა. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ყველა, ვინც ცდილობდა, საეკლესიო ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შეეტანა, პირველ რიგში უტევდა კათოლიკური ეკლესიოლოგიის მთავარ დასაყრდენს - სწავლებას პაპის ძალაუფლების შესახებ, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ეკლესიისათვის საზიანო ყოველგვარი თვითნებობა. რომის პაპის სუვერენული ძალაუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ იმდროინდელი ისეთი ცნობილი ღვთისმეტყველები, როგორებიც იყვნენ: იოანე პარიზელი, მარსელ პადუელი, სიმონ დე კრამო. მწვავე კრიტიკით გამოდიოდა პარიზის უნივერსიტეტის კანცლერი, მომავალი კარდინალი და კრებების აქტიური მონაწილე პიერ დ"ალი. თავის ტრაქტატში "De Ecclesia" დ"ალი წერდა: "ეკლესიის პაპისადმი მორჩილება შემთხვევამ მოიტანა. უცოდველი მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაა და ამიტომ როგორც რომის, ისე ყველა სხვა ცალკეული ეკლესია შესაძლებელია ცდებოდეს. არ არის აუცილებელი მსოფლიო ეკლესიის მღვდელმთავარი რომის პაპი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველობა რომის კათედრას ანტიოქიის ეკლესიისგან გადაეცა. პაპი შეიძლება ცდებოდეს, რაც უკვე არაერთხელ მოხდა... საუბედუროდ, პაპი შეიძლება ერეტიკოსიც აღმოჩნდეს". ასეთივე შეხედულებები ჰქონდათ პარიზის სკოლის სხვა ცნობილ წარმომადგენლებსაც, მაგალითად, ჟან შარლეს. ამ საკითხს "პაპის ეკლესიიდან გაყვანის შესახებ" მან მთელი ტრაქტატი მიუძღვნა. ჟან შარლე ამტკიცებდა, რომ "პაპი როგორც პაპი ჩვეულებრივი ადამიანია და ამიტომ შეიძლება სცოდავდეს, ასევე როგორც ადამიანი შეიძლება ცდებოდეს... ამიტომ საეკლესიო კრება მასზე ღირსებითაც და მდგომარეობითაც მაღლა დგას. კრებას თვითონ პაპიც უნდა ემორჩილებოდეს... რადგან კრებას როგორც შეკვრის, ისე დახსნის ძალა გააჩნია. უფრო მეტიც, მარსელ პანდუელი მიიჩნევდა, რომ საჭიროა ეკლესიაში რომის პაპის ან პრელატის (ლათ. Praelatus), რომლებსაც კარდინალები ირჩევენ, გადაყენება ან მათი უფლებრივი შეზღუდვა".

1309-1378 წლებში ავინიონში გადასახლებისა და 1378-1417 წლების დიდი განხეთქილების პერიოდშირომის ეკლესიისა და პაპის ავტორიტეტი იმდენად შეილახა, რომ ეკლესიაში გარკვეული შინაგანი ცვლილებების განხორციელება გარდაუვალი გახდა. 1408 წლის ივლისში 13-მა კარდინალმა განაცხადა, რომ ისინი პაპის ტახტისათვის ურთიერთდაპირისპირებული პრეტენდენტების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ და გადაწყვეტილი აქვთ ორ პაპს შორის გაყოფილი ლათინური ეკლესია გააერთიანონ. ფაქტობრივად, დასავლეთის ეკლესიის ისტორიაში ძალაუფლება პაპის ნაცვლად კარდინალების ხელში პირველად გადავიდა. 1409 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პიზის კრების მოწვევის შესახებ. ეს განზრახვა არც პაპს და არც იმპერატორს არ ეკუთვნოდა, ინიციატორები კარდინალთა კოლეგიის წევრები იყვნენ. კრებამ კონკურენტები ბენედიქტ VII და გრიგოლ XII დამხობილად გამოაცხადა, მათ მიერ მიღებულმა ყველა განკარგულებამ ძალა დაკარგა. რომის პაპის ტახტი ვაკანტური აღმოჩნდა.

კრების ძალაუფლების გაძლიერების პროცესი 1414 წელს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე გაგრძელდა. მასზე მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც პაპი, როგორც ყველა სხვა სასულიერო პირი, რწმენის საკითხშიც კი კრებას უნდა დაემორჩილოს. დადგენილებაში წერია: "მიუხედავად იმისა, რომ რწმენის საკითხში უპირატესი უფლებები აქვს და მისი დეკრეტები ყველა ეკლესიას ეხება, მის მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოდ მაინც ეკლესიის მიერ უნდა განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს". საეკლესიო ცხოვრებაში კრების მნიშვნელობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც კრებები რეგულარულად უნდა იქნეს მოწვეული და კრებებს შორის შუალედი ათ წელს არ უნდა აღემატებოდეს. კრების მიერ არჩეულმა პაპმა მარტინ V-მ კრების ყველა დადგენილება აღიარა და ფიცი დადო, რომ კრებას დაემორჩილებოდა.

კონსტანცის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებმა შემდგომი განვითარება 1431 წელს ბაზელის კრებაზე მიიღო. რომის პაპს ჩამოერთვა კრების მუშაობის შეწყვეტისა და კრების ჩასატარებელი ადგილის შერჩევის უფლება. ჰუსიტებს, ანუ იან ჰუსის მიმდევრებს ორი ძღვნით ზიარების უფლება მიეცათ. პაპმა ევგენი მეოთხემ ამ გადაწყვეტილებების მიღებას წინააღმდეგობა გაუწია და პაპი კრების მიერ დამხობილ იქნა. პარიზის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები თავიანთ წერილში კრების მსვლელობაში მონაწილე მამებს არწმუნებდნენ, რომ "პაპისთვის ისეთივე წინააღმდეგობა გაეწიათ, როგორც თავის დროზე წმინდა პავლე წმინდა პეტრეს ეწინააღმდეგებოდა".

XV საუკუნის მომდევნო პერიოდში პაპებმა კვლავ აღიდგინეს ძალაუფლება, შესაბამისად, დასავლეთის ეკლესიაში შინაგანი განახლების სურვილი არ ჩაქრა და ბრძოლა რეფორმის განხორციელებისთვის არ დაცხრა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ლატერანის საეკლესიო კრება, რომელიც 1512-1517 წლებში ჩატარდა. კრებაზე პირველ საკითხად რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმირება წამოაყენეს, მაგრამ დასავლეთმა ამ შესაძლებლობის გამოყენება ვერ შეძლო.

XV საუკუნეში რეფორმის მომხრეები, უწინარეს ყოვლისა, ცდილობდნენ აბსოლუტური კათოლიკური მონარქია შეზღუდულ მონარქიამდე დაეყვანათ, მათ სურდათ, რომის ძალაუფლება შეეზღუდათ და გაეძლიერებინათ ნაციონალური საეპისკოპოსოები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პაპს, როგორც მღვდელმთავარს, გარკვეული უპირატესობები უნდა ჰქონოდა, მაგრამ ნაციონალურ ეკლესიებში ეპისკოპოსების ძალაუფლებას უნდა ემოქმედა, ხოლო საერთო ეკლესიური პრობლემები კრებებზე უნდა გადაწყვეტილიყო, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული უმაღლესი ძალაუფლება.

რეფორმაციამდელ კრებებზე გამოიკვეთა და ნათელი გახდა, რომ დასავლეთის ეკლესიაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, უწინარეს ყოვლისა, ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების წესის უგულებელყოფიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, განხეთქილების თავიდან აცილებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ დასავლეთი მართვის იმ წესებს დაუბრუნდებოდა, რაც აღმოსავლეთის ეკლესიაში იყო შემონახული. მოძრავმა კრებებმა გვიჩვენა, რომ კათოლიკური ეკლესიის საუკეთესო მასწავლებლები კრიზისის გადალახვის საშუალებად ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრების წესის აღდგენას ხედავდნენ. მართლაც, დ"ალის, ჟან შარლეს და სხვათა გამონათქვამებში აშკარად ჟღერდა მართლმადიდებლური მოწოდებები და დასავლეთის ეკლესიის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ საეკლესიო გარდაქმნების in capite et membris მცდელობები, წარუმატებლად დასრულდა.

საუბედუროდ, რეფორმების ნაცვლად რეფორმაცია განხორციელდა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც კათოლიკური ეკლესია არანაირ საშუალებას არ ერიდებოდა. რეფორმის მომხრეების დიდი ნაწილი რეფორმაციის მხარეთა ბანაკში გადავიდა. ამიტომ XV საუკუნეში დაწყებული საეკლესიო კრების უფლებების აღდგენისათვის ბრძოლის გაგრძელება ასი წლის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რელიგიური რეფორმების მცდელობისა და განხეთქილებასთან ბრძოლის ეპოქაში კათოლიკურ წინა პლანზე იეზუიტების ორდენი და მისი ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია გამოვიდა.

ამ დროისათვის რეფორმაციული ღვთისმეტყველების წინაპირობებს რელიგიური რაციონალიზმის შემდგომი განვითარება დაემატა. მაგალითად, პიერ აბელარი, რომელმაც ცნობილ თეზისს "მწამს, რათა შევიმეცნო" დაუპირისპირა "შევიცნო, რათა ვიწამო". არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს იმაზე მსჯელობა, რომ ღვთისადმი ამ ეჭვმა და უნდობლობამ ოთხი საუკუნის შემდეგ მეცნიერების ყველა სფეროში და მათ შორის რელიგიურ აზროვნებაშიც რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

რაციონალიზმთან ერთად რეფორმაციის განვითარებას შუა საუკუნეების მისტიკამაც შეუწყო ხელი, თუმცა ამ უკანასკნელს შუამდგომლის ფუნქცია ჰქონდა. ეკლესიის გაბატონებული პოზიციისადმი უტყვი ოპონირების გარდა შუა საუკუნეების მისტიკურ ტრადიციას რეფორმაციულ შეხედულებებთან ღმერთის მიმართ უშუალო ურთიერთობის იდეაც აკავშირებდა და მოგვიანებით სწორედ ეს გახდა პროტესტანტული ღვთისმეტყველების მთავარი დასაყრდენი. რეფორმაციის სამშობლო - გერმანია შუა საუკუნეების მისტიკური შეგრძნებების მასაზრდოებელ სივრცედ გადაიქცა. მის ზეგავლენას დასავლეთის ისეთი ავტორიტეტებიც კი აღიარებდნენ, როგორიც "გარმანული თეოლოგიის" უცნობი ავტორი ან კიდევ დიტრიხ ეკარტი იყო.

რეფორმაციის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჰუმანიზმის აღორძინებამ. ჰუმანიზმსა და რეფორმაციას შუა საუკუნეების კათოლიკური იდეოლოგიის სახით საერთო მტერი ჰყავდა. ამასთან, ერთსაც და მეორესაც რაციონალური და ინდივიდუალური საწყისების სახით ერთგვარი საერთო დასაყრდენი ჰქონდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს კავშირი წმინდა ტაქტიკურ ხასიათს ატარებდა, თუმცაღა რეფორმაციის სამზადისზე ჰუმანისტურმა იდეებმა შესამჩნევი გავლენა იქონია. კერძოდ მის ბელადებზე დიდი ზეგავლენა ერაზმ როტერდამელის შეხედულებებმა მოახდინა.

რეფორმაციის განვითარებას ხელი შეუწყო მთელმა რიგმა ისტორიულმა ფაქტორებმაც. შუა საუკუნეებში დამკვიდრებული მსოფლწესრიგის დაშლამ ეკლესიურ ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის იდეამ, რომელსაც ყველა მისი მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს, აშკარად აჯობა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე ეკლესიის სუვერენიტეტს. ამ დროისათვის ევროპაში უკვე დასრულებული იყო ძირითადი ნაციონალური კულტურული ერთეულების ფორმირება და ამან ხელი შეუწყო პაპის ძალაუფლებისადმი ნაციონალური ეკლესიების დაპირისპირებას. ნაციონალურ-ეკლესიურ მოძრაობებს მხარს ადგილობრივი მთავრობებიც უჭერდა, ისინი რომის მხრივ დამოუკიდებლობის ჩვეულებრივი აღიარებით უკვე აღარ კმაყოფილდებოდნენ. რეფორმაციაში სახელმწიფო ძალაუფლება ეკლესიის საქმეებში ჩარევისა და მისი დიდი სიმდიდრის განკარგვის უტყუარ შესაძლებლობას ხედავდა.

რეფორმაციის ორგანული კავშირი მის წარმომქმნელ კათოლიკურ სინამდვილესთან როგორც კათოლიკობის, ისე რეფორმაციის შინაგანი უკმარობა და წარუმატებლობა აღმოჩნდა. დასავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი განახლება მის საფუძვლებთან, მსოფლიო განუყოფელ ეკლესიურ საწყისებში დაბრუნება იქნებოდა. მაგრამ რომთან ბრძოლაში ჩაბმული პროტესტანტიზმი თავად რომაული ბუნებით გაჟღენთილი აღმოჩნდა და რომის ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებები ვერ გამოასწორა. პროტესტანტიზმმა ისინი საპირისპირო ნაკლოვანებებით ჩაანაცვლა და ქრისტიანობის დეფორმირებულად გაგების ის უკუპროექციის სახე შეიძინა, რომელიც დასავლეთში XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა. თუ კათოლიკობა მედიატორული ეკლესიური გამოცდილების აუცილებლობას ამკვიდრებდა, პროტესტანტიზმმა მას სუბიექტური, პიროვნულად თვითკმარი გამოცდილება დაუპირისპირა. ცალკეული პიროვნების მოუწესრიგებელმა რელიგიურმა უფლებებმა და ამასთან რეფორმაციაში გაჩენილმა სტიქიურმა პროტესტმა არა მხოლოდ კათოლიკური ცდომილებები და გაუგებრობები წალეკა, არამედ პროტესტანტიზმში თავად ქრისტიანული რწმენის საფუძვლებიც მოსპო. როგორც ეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი) წერდა: "პროტესტანტიზმმა კი არ აღადგინა ძველი ქრისტიანობა, ერთი სახის უმსგავსობა მეორით ჩაანაცვლა და ახალი სიყალბე ძველზე უფრო მწარე აღმოჩნდა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat