შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივიმოძღვრება
რეფორმაციის წინაისტორია და იდეური საწყისები.
"რეფორმატორები რეფორმაციის დაწყებამდე", XV საუკუნის საყოველთაო მოძრაობა
არ იქნებოდა სამართლიანი, XVI საუკუნეში ევროპის დიდ ნაწილში საერთო უკმაყოფილებისა და რეფორმაციული პროცესების დაწყების ერთადერთ მიზეზად დასავლეთის ეკლესიაში დაგროვილი ხარვეზები და სამღვდელოების ზნეობრივი დაცემა მიგვეჩნია. დასავლეთის ქრისტიანობაში მომხდარი განხეთქილება იყო კათოლიკური ეკლესიის დოგმატური ქმედითუნარიანობის დაქვეითების, მსოფლიო ეკლესიიდან გასვლის, ჭეშმარიტი სახარებისეული რწმენისა და ცხოვრების წესიდან გადახვევის გამო წარმოქმნილი ისტორიული კანონზომიერების შედეგი. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უკანასკნელ ათასწლეულში განვითარებული უდიდესი რყევებისა, აღმოსავლეთის ეკლესიაში არასოდეს მომხდარა ისეთი დიდი განხეთქილება და შიდა გაყოფა, როგორიც დასავლეთის ეკლესიაში განხორციელდა. როგორც ა. ხომიაკოვი წერდა: "პროტესტანტიზმმა პაპიზმს მომხრეების ნახევარი ჩამოაცილა... და მართლმადიდებლობის მისადგომებთან გაირინდა". შემდეგ ამ აზრს ხომიაკოვი თვითონვე ასრულებს: "ჩვენ არ შეგვიძლია რეფორმასთან რაიმე საერთო გვქონდეს, რადგან ჩვენი ნიადაგი სრულიად სხვაა..." აღმოსავლეთის ეკლესიის შინაგანი სიმრთელე ქრისტიანული სწავლების ურყევ და დაუზიანებელ ძირზეა დამკვიდრებული, სავალალოდ, იგივე არ ითქმის დასავლეთის ქრისტიანობაზე.

გადახრები, რომელიც ცოცხალი რწმენის საფუძვლებიდან მოხდა, განუწყვეტლივ აზიანებდა და ასუსტებდა ქრისტიანული დასავლეთის რელიგიური საწყისების ცხოვრებასთან კავშირს. XVI საუკუნეში ამ პროცესს მთელი რიგი ისტორიული გარემოება დაემთხვა და ამ თანხვედრამ ხელი შეუწყო და საბოლოოდ განაპირობა დასავლეთის ეკლესიაში განხეთქილების გარდაუვალობა. განზოგადებულად თუ განვიხილავთ, რეფორმაციის წინაპირობები შეიძლება დაიყოს შინაგან, რომელშიც აისახა კათოლიკური თვითშეგნება, და გარეგან საწყისებად, რომელშიც გამოვლინდა დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი განვითარების ისტორიული თავისებურებები.

რეფორმაციის შიდა მიზეზებში კიდევ ორი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოიკვეთოს.

ერთი მხრივ, რომის ეკლესიაში არსებული ხარვეზები და ცდომილებები იმ ადამიანებში, ვისაც "რეფორმაციამდელ რეფორმატორებს" უწოდებენ, სავსებით სამართლიან კრიტიკას იწვევდა. მათი თავისებურება ის არის, რომ ისინი რომის ეკლესიაში არსებულ ხარვეზებს ხედავდნენ, მიუღებლად მიიჩნევდნენ, მაგრამ ისეთ თვალსაზრისებს აყალიბებდნენ, რომლებიც აშკარად სცილდებოდა კათოლიკური სწავლების ჩარჩოებს. შემდეგ ეს შეხედულებები პროტესტანტიზმის ორგანულ ნაწილად გადაიქცა. როგორც წესი, ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ და მუდმივ კონფლიქტში იყვნენ კათოლიკურ ეკლესიასთან, როგორც, მაგალითად, ჯონ ვიკლიფი.

მეორე მხრივ, ამ ხარვეზებისა და ცდომილებების სიცხადე სულ უფრო აუცილებელს ხდიდა ეკლესიურ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას. თავად რომის კათოლიკურ ეკლესიაშიც მრავლად იყო შიგნიდან ისეთი ცვლილებების შეტანის მცდელობა, რომლებიც რწმენისა და ეკლესიური ცხოვრების ძირითად პრინციპებს არ დაარღვევდა. საუბედუროდ ასეთი განახლების ინიციატორებიც ეკლესიასთან ურთიერთობაში მწვავე კონფლიქტამდე მიდიოდნენ, როგორც იერონიმე სავონაროლა, მაგრამ რეფორმაციაში ამ ადამიანების მონაწილეობა ისტორიული იყო და არა დოგმატური. მიმდინარე საეკლესიო ცხოვრების კრიტიკოსები და ეს "პრაქტიკული ოპოზიცია" კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს ობიექტურად ასუსტებდნენ, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების გარდაქმნის მათი პროგრამა თავისი შინაარსით არ იყო პროტესტანტული, უფრო მეტიც, ხანდახან მას მართლმადიდებლური ელფერიც კი დაჰკრავდა.

რაც შეეხება რეფორმაციის საღვთისმეტყველო წინაპირობებს, მათი ძირითადი პოსტულატები, ამა თუ იმ ფორმით, გასული საუკუნეების დავებში უნდა ვეძებოთ.

უწინარეს ყოვლისა, გავიხსენოთ პირველ საუკუნეებში ევქარისტიის საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება, რამაც შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა წმინდა საიდუმლოებების შესახებ პროტესტანტული აზრის ჩამოყალიბებაზე...

831 წელს გამოქვეყნდა თხზულება, რომელშიც ევქარისტიის საკითხებზე ბერი პასხაზი რადბერტის შეხედულებები იყო ჩამოყალიბებული. ის მაცხოვრის ხორცისა და სისხლის გარდასახვის საკითხს მხოლოდ ნივთიერი თვალსაზრისით განიხილავდა. იგი მიიჩნევდა, რომ "ევქარისტიის პროცესში გარდასახული სისხლი და ხორცი უშუალოდ ის სხეულია, რომლითაც მაცხოვარი ყოვლადწმინდა მარიამისაგან იშვა".

საწინააღმდეგო თვალსაზრისი გამოთქვა ვინმე რატრამნმა, რომელიც აშკარად მეორე, აბსტრაქციულ უკიდურესობაში აღმოჩნდა, მან ევქარისტია აბსოლუტურად განყენებულ პროცესად მიაჩნდა. ის წერდა: "საიდუმლოში მაცხოვრის სისხლი და ხორცი მხოლოდ სულიერად შეიჭმება, დანარჩენი ზიარებულის რწმენის ძალაზეა დამოკიდებული". ამ თვალსაზრისთან ძალიან ახლოსაა ლუთერის გვიანდელი სწავლება. საერთოდ, რატრამნის გავლენას დასავლურ ღვთისმეტყველებაზე ისიც ადასტურებს, რომ თავის დროზე მას ბევრი საეკლესიო მოღვაწე უჭერდა მხარს, და შემდეგაც, XI საუკუნის ევქარისტიული დავების მეორე ფაზაში, მის მიმართ კვლავ გაჩნდა სერიოზული ინტერესი. ამ პოლემიკის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე ბერენგარ ტურელი იყო, ის მიიჩნევდა, რომ "დიდებით შემოსილი უფლის სხეული ზეცად ამაღლდა; და თუ ეს ასეა, ზიარება... მხოლოდ სულიერი შეიძლება იყოს, რადგან შეუძლებელია მორწმუნე ფიქრობდეს, რომ ის თავისი ბაგით ჭამს დიდებით შემოსილ სასუფეველში მყოფ უფლის სხეულს". ბერენგარ ტურელის ეს სწავლება XI საუკუნის შუა წლებში რამდენიმე კრებაზე იქნა დაგმობილი, მაგრამ საფრანგეთში XII საუკუნეშიც სარწმუნო თვალსაზრისად მიიჩნეოდა.

შემდგომში სწავლება მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან სულიერად ზიარების შესახებ ყოვლად უსარგებლოდ, მაგრამ ნომინალისტურ (რომლის მიხედვითაც გაგებათა სახელები ადამიანის მიერაა შექმნილი, ხოლო უნივერსალები მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებობენ) საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ ტრადიციაში მაინც ვითარდებოდა, საბოლოოდ კი, როგორც გაირკვა, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამან განაპირობა რეფორმაციის ნიადაგის ჩამოყალიბება.

ევქარისტიული დავების თანადროულად ბედისწერის შესახებ სწავლების განვითარება დაიწყო, რამაც ლოგიკურ სისრულეს შვეიცარიულ რეფორმაციაში მიაღწია. უკვე IX საუკუნეში ბერმა გოტშალკმა ჩამოაყალიბა ახალი თეორია ორმაგი ბედისწერის შესახებ. აქ იგულისხმებოდა მართალთა ბედისწერა, რომელთაც გადარჩენა ელით და ბედისწერა ცოდვილთა, რომლებიც უეჭველად დაისჯებიან. ისევე, როგორც საერთოდ რეფორმატორებმა, თავისი შეხედულებები გოტშალკმა ნეტარი ავგუსტინეს სწავლებაზე ააგო. მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტინეს მიხედვით ბედისწერა ძირითადად ადამიანის ხსნისკენ არის მიმართული და ის "ცოდვილთა ბედისწერას მხოლოდ გარკვეულ გამონაკლისად მიიჩნევს", გოტშალკმა ნეტარი ავგუსტინეს შეხედულებებს საკუთარი ინტერპრეტაცია შესძინა და განაცხადა: "მე მწამს, რომ მოწყალე უფალმა წინასწარ განსაზღვრა რჩეულთა ხვედრი და ისინი მარადიულ ცხოვრებას ეზიარებიან, მაგრამ ასევე მწამს მისი სამართლიანი სამსჯავროსი და ვიცი, რომ ცოდვილები მარადიულ სასჯელს მიითვლიან". მიუხედავად იმისა, რომ ეს სწავლება თავის დროზე დაგმობილ იქნა, როგორც ჩანს, მას მაინც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, რადგან ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ IX საუკუნეში ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრებამ იგი საეკლესიო სწავლებად აღიარა.

რეფორმაციის კიდევ ერთი ძირითადი პოსტულატი იყო შოლა შცრიპტურა, რომელიც ვალდესების მოძრაობაში გამოვლინდა და მთელი ევროპა მოიცვა. წმინდა წერილის მიმართ მათი გამწვავებული ყურადღება, გარკვეული თვალსაზრისით, წმინდა წერილის მოსმენის სურვილით იყო გამოწვეული, რასაც ისინი რომის კათოლიკურ ეკლესიაში აშკარად მოკლებულნი იყვნენ.

ამასთან, ვალდესების შეხედულებებში ჩვენ ვხედავთ უხილავი ეკლესიის იდეას, რომელიც შემდეგ ლუთერმა განავითარა. თუმცა ისტორიულად ეს უხილავი ეკლესია "ნეტარი ავგუსტინეს უხილავ ეკლესიას გვაგონებს, რომელიც მისივე წევრების, ანუ მართალთა ბედისწერის თეორიის შესაბამისად, წარმოადგენს ცხონებისათვის გამზადებული მადლის მოლოდინში მყოფ მორწმუნეთა შესაკრებელს... რომლის წევრებიც ამ თავისებურებით მკვეთრად განსხვავდებიან ხილულ ეკლესიაში თავმოყრილი მასებისაგან".

გარდა ამისა, ვალდესების სწავლებაში აშკარად გამოსჭვივის მომავალი რეფორმაციისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, მხოლოდ ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისა და ღვთისმშობლის, წმინდანებისა და ხატთა თაყვანისცემაზე უარის თქმის შესახებ.

ერთ-ერთი ცნობილი "რეფორმაციამდალი რეფორმატორი" XIV საუკუნის ინგლისელი ღვთისმეტყველი, წმინდა წერილის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი ჯონ ვიკლიფი იყო.

მან ბედისწერასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა და პრინციპი Sola Scriptura დაასაბუთა. ყველა ამ საკითხში, ვიკლიფის სწავლების მიხედვით, უმაღლეს კრიტერიუმს წმინდა წერილი წარმოადგენდა, ის წერდა: "ასმა პაპმა რაიმე აზრი რომ გამოხატოს, ყველა ბერი რომ კარდინალად იქცეს და პაპების საერთო მოსაზრებას მიემხროს, არ უნდა დავიჯეროთ, თუ ეს აზრი წმინდა წერილს არ ეფუძნება". ასევე ვიკლიფმა წმინდა ძღვნის გარდასახვის შესახებ ერეტიკული სწავლება ჩამოაყალიბა, რამაც შემდგომში პროტესტანტულ ღვთისმეტყველებაზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა. ვიკლიფი პურისა და ღვინის გარდასახვას უარყოფდა და ევქარისტიის დროს წმინდა ძღვენში მხოლოდ იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის თანამყოფობას აღიარებდა. აგრეთვე ის საეკლესიო იერარქიის კრიტიკასთან ერთად ხელს უწყობდა ეკლესიაზე საზოგადოებრივი ზეგავლენის გაძლიერებას.

კათოლიკურმა ეკლესიამ 1382 წელს ჯონ ვიკლიფის სწავლება დაგმო. თვითონ ვიკლიფი უდიდესი პოპულარობისა და მთავრობის მხარდაჭერის გამო სიკვდილით დასჯას გადაურჩა, მაგრამ მისმა შეხედულებებმა პროტესტანტული ღვთისმეტყველების ჩამოყალიბებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ინგლისში ვიკლიფის ასკეტურმა ქადაგებებმა, უწინარეს ყოვლისა, უდიდესი ზეგავლენა პურიტანულ მოძრაობაზე (სახარებისეული სიწმინდის აღდგენისათვის მებრძოლი სექტა) მოახდინა, ხოლო ევროპაში მისი უახლოესი მემკვიდრე იან ჰუსი იყო.

იან ჰუსი ცხოვრობდა XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე და უწინარეს ყოვლისა ცნობილია, როგორც ეკლესიურ ცხოვრებაში არსებულ მანკიერებათა უკომპრომისო კრიტიკოსი და მოწამე. იან ჰუსს ინდულგენცია მაცხოვნებელი მადლის შეურაცხყოფად და შებღალვადაც მიაჩნდა. ამავე დროს იგი თავგამოდებით ებრძოდა საეკლესიო ქონების დაგროვების ტრადიციას. საერთოდ იან ჰუსი აცხადებდა, რომ საკუთრებას მხოლოდ სამართლიანი ადამიანები უნდა ფლობდნენ, რადგან მდიდარს, რომელიც უსამართლოა, ქონება უეჭველად მოპარული აქვს. პრინციპში თავისი საღვთისმეტყველო შეხედულებებით ჰუსი არც ისე შორსაა კათოლიკური აღმსარებლობისგან, როგორც ჯონ ვიკლიფი. ჰუსი ვიკლიფს მხოლოდ წმინდა წერილის მნიშვნელობისა და ბედისწერასთან დაკავშირებულ საკითხებში ეთანხმებოდა. გარდა ამისა, ჰუსი ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად ასწავლიდა, რომ მიწიერი ხილული ეკლესიის გარდა არსებობს თვალისთვის უხილავი ჭეშმარიტად იესო ქრისტეს ეკლესია, რომელსაც თავად მაცხოვარი განაგებს და ცხონებისათვის რჩეულნი ამ ეკლესიის წევრები არიან. სავსებით შესაძლებელია, ფიქრობდა ჰუსი, რომ ხილული, ანუ მიწიერი ეკლესიის წინამძღოლები - პაპები და ეპისკოპოსები განკითხულთა შორის არიან და მაშინ გამოდის, რომ მათ ძალაუფლება უზურპირებული აქვთ და ისინი ცრუ მოძღვრებად გვევლინებიან. იან ჰუსი არ იზიარებდა ევქარისტიის შესახებ ვიკლიფის შეხედულებას, ის მხოლოდ, ისევე როგორც ეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხორციელდება, ორივე ძღვნით მოითხოვდა ზიარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ის ვიკლიფის მსგავსად ერეტიკულ შეხედულებებს არ ქადაგებდა, კონსტანცის საეკლესიო კრებაზე ჰუსი დაგმეს და როგორც ერეტიკოსს, ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს. ერაზმ როტერდამელი წერდა, ის დაწვეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს, რადგან ჰუსის სიკვდილმა ხელი შეუწყო ჰუსისტური მოძრაობის განვითარებას, რომლის წინაშეც მთელი კათოლიკური ევროპა უსუსური აღმოჩნდაო.

XV საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკურ ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებების კრიტიკას ახალი ძალით იერონიმე სავონაროლა შეუდგა. სავონაროლა საფრანგეთში ცხოვრობდა. ძნელია მას "რეფორმაციამდელი რეფორმატორი" დაარქვა, რადგან ის არ უარყოფდა კათოლიკური ეკლესიის ტრადიციულ პრინციპებს. ის მხოლოდ რომის ეკლესიის ეპისკოპოსების ძალაუფლებით ჩადენილ ცოდვებს ააშკარავებდა და მათში არსებული უზნეობის ფაქტებს ებრძოდა. იერონიმე სავონაროლა კალვინის წინამორბედი იყო და მისმა ავტორიტეტმა დიდი როლი ითამაშა ეგალიტარული (ეკონომიური თანასწორობის) საზოგადოებრივ-რელიგიური გარდაქმნების განხორციელებაში, რასთანაც თავისი მკაცრი ფანატიზმით კალვინი პირდაპირ იყო დაკავშირებული. სავონაროლა ინკვიზიციამ სიკვდილით დასაჯა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ კათოლიკურმა ეკლესიამ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat