შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი III. რომის კათოლიკური ეკლესიის სარწმუნეობრივი მოძღვრება
(გაგრძელება)

კათოლიკური სწავლება ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ
როგორც აღინიშნა, კათოლიკური ეკლესია მიიჩნევს, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა ადამიანი პირველქმნილი უბიწოების მადლს ჩამოაშორა. რომის ეკლესიის სწავლება ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება. ნებისმიერი რელიგიური სისტემა, რომელიც პირველქმნილი ცოდვის არსებობას აღიარებს, არ შეიძლება ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის საშუალებად მხოლოდ განყენებულ თეორიულ მსჯელობას მიიჩნევდეს. საკითხი კონკრეტულად იმას უნდა ეხებოდეს, რა უნდა აკეთოს ადამიანმა არსებულ სინამდვილეში, რათა იმ ტვირთისგან განთავისუფლდეს, რომელიც ცოდვით დაცემას მოჰყვა. პატრიარქი სერგი წერდა: "პიროვნების ცოდვისგან გამოხსნა არ შეიძლება მხოლოდ თეორიული ამოცანა იყოს; ეს არის საკითხი, რომელიც უშუალოდ თვითგამორკვევასა და თვითდამკვიდრებას შეეხება".

კათოლიკური სწავლების მიხედვით, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის მიმართ ღმერთის დამოკიდებულება შეიცვალა და პიროვნების ცოდვისგან გამოხსნის თავისებურებებიც სწორედ ამ ახალი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. კათოლიკეების აზრით, მას შემდეგ, რაც ადამიანმა შესცოდა, ღმერთმა იგი პირველქმნილი უბიწოების მადლის გარეშე დატოვა. ამ დასკვნის შედეგად, კათოლიკურ აზროვნებაში მაცხოვრის მიერ წარმოდგენილი სიყვარულის ხატი მიინავლა და დაიწყო შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კლასიკური შეხედულების განვითარების პროცესი, სადაც უფალი ადამიანზე ცოდვის გამო განაწყენებულ ძველი აღთქმის დროინდელ მოსამართლე ღმერთს დაემსგავსა.

გამწყრალი ღვთაების ამ მცდარმა ხატებამ, ცხადია, ღმერთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაც შეცვალა. იმის ნაცვლად, რომ მაცხოვრის სისხლსა და ხორცთან ზიარებულ ადამიანს ღმერთს მიმსგავსების სურვილი გასჩენოდა, მის სულში ღვთისადმი მუდმივმა შიშმა დაისადგურა. წარმოიქმნა ისეთი გზების ძიების სურვილი, ადამიანის მიმართ ღვთაებრივი ურყევი სამართლით გამოწვეული რისხვის შემსუბუქებას რომ წაადგებოდა. როგორც ანსელმ კენტერბერიელი წერდა: "ნებისმიერი ცოდვა უნდა იზღოს ან შემცოდე რაიმე ფორმით დაისაჯოს". მაგრამ საქმე ის არის, რომ ადამიანს თვითონ არ ძალუძს ჩადენილი ცოდვის სანაცვლო საზღაურის გაღება, მხოლოდ განკაცებულმა ღმერთმა, იესო ქრისტემ, თავისი სიკვდილით შეძლო ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა და მისთვის დაკარგული მადლის დაბრუნება. კათოლიკეები ფიქრობენ, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ პიროვნებას ეს მადლი თავისთავად არ დაუბრუნდება, "მისი მიღება ადამიანს მხოლოდ გარკვეული დამსახურებების შემდეგ შეუძლია".

ცხადია, პირველქმნილი ცოდვის წყლულებისგან განთავისუფლებას როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური ნათლობის საიდუმლოც გულისხმობს. მაგრამ კათოლიკური სწავლება ღვთაებრივი სამართლიანობის დასაკმაყოფილებლად ადამიანისგან დამატებით კეთილ საქმეებსაც მოელის. მათი აზრით, ნათლობის შემდეგ პირველქმნილი ცოდვის შედეგებისგან განთავისუფლება არ ნიშნავს პირველქმნილი უბიწოების მადლში დაბრუნებას. კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღმერთი მონათლული ადამიანისგან ჯერ კიდევ განრიდებულია და ადამიანი პირველქმნილი უბიწოების მადლის გარეშე კვლავაც მხოლოდ წმინდა ბუნებრიობის მდგომარეობაში (სტატუს პურორუმ ნატურალიუმ) იმყოფება. მართლაც, თუ ასეთ თვალსაზრისს გავიზიარებთ, რით უნდა შეძლოს ადამიანმა ამ ცოდვიანი მდგომარეობიდან თავის დახსნა, თუ არა კეთილი საქმეებით? კათოლიკეები ფიქრობენ, რომ სიკეთის ქმნაა ის საზღაური, რომლითაც ადამიანმა ცოდვიანობას თავი უნდა დააღწიოს, ხოლო მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი საწყისი და საფუძველია გადარჩენისა.

ღვთაებრივი სამართლიანობის დაკმაყოფილების თვალსაზრისის საწყისების კვლევას ანტიკურ რომში მივყავართ. თავის დროზე ამ სათავით დასავლეთის ქრისტიანობამ ისარგებლა, ხოლო ადამის ცოდვასა და უცოდველობას გამორჩეული ყურადღება 380 წელს შოტლანდიიდან რომში ჩამოსულმა მონაზონმა, ერესიარქმა პელაგიოსმა მიაქცია: მისი აზრით, პირველქმნილი ცოდვა ადამის პირადი ცოდვაა და ის საზოგადოდ კაცობრიობასა და კერძოდ ყოველი ადამიანის ბუნებაზე არ ვრცელდება. ამიტომ ადამის ყოველმა შთამომავალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს: მამამთავრის კვალს გაჰყვება თუ თვითგანვითარებისა და იესო ქრისტეში სრულყოფის გზას აირჩევს. XI საუკუნეში ღვთაებრივი სამართლიანობის კეთილი საქმეებით დაკმაყოფილების შესახებ გამორჩეული სწავლება პირველმა ანსელმ კენტერბერიელმა ჩამოაყალიბა. XIII საუკუნეში თომა აქვინელმა ეს სწავლება სრულყო, ხოლო XVI საუკუნეში ტრიდენტის კრებამ იგი დასავლეთის ეკლესიის სავალდებულო სახელმძღვანელო მოძღვრებად ჩათვალა და დაამტკიცა. მომდევნო წლებში ამ სწავლებამ ზეგავლენა რუსული საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებაზეც მოახდინა. ერთი შეხედვით ასეთ ლოგიკურად გამართულ მოძღვრებას ადამიანის გამოხსნის პროცესი უფრო გასაგები უნდა გაეხადა, მაგრამ მოხდა პირიქით, ამ სწავლებამ მორწმუნე ადამიანის თვითშეგნებასა და შუა საუკუნეების კათოლიკურ ეკლესიაზე დამანგრეველი ზეგავლენა იქონია. წარმოიქმნა უკურეაქცია, გაჩნდა ცოდვიდან გამოხსნის მხოლოდ უმოქმედო რწმენაზე დამყარებული რეფორმაციული სიახლე.

მართლმადიდებლური აზროვნებისთვის უცხოა ისეთი მსაჯული ღმერთი, რომელსაც, თუ შესაბამისი საზღაურით არ დააკმაყოფილებ, არც ერთი ცოდვის პატიება არ სურს და არ შეუძლია. ნიშანდობლივია, რომ ღმერთის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ კათოლიკეები გარკვეულ სქოლასტიკურ აზროვნებასა და უშუალოდ ღმერთისგან დამოუკიდებელი ფატალური ძალის მორჩილებაში გადაიყვანა. მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა თავად ღმერთის იდეაა. ღმერთი ყოვლადკეთილია, მისი სიკეთე აღემატება შემეცნების ადამიანურ შესაძლებლობებს. უფალი დანაშაულის გამო არც დასჯას და არც ჩადენილი ცოდვის საზღაურს არ მოითხოვს. ჩადენილი ცოდვის გამო სასჯელის წყარო არც ღვთის შეუვალი სამართალი და არც ამ სამართლით გამოწვეული სასჯელია. მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის დამღუპველია თავად იმ ცოდვის ძალა, რომლითაც იგი დაიწყევლა, რომელსაც იგი შეეხო, შეეყარა, შეერია, უფალს განუდგა და სიკვდილს ეზიარა.

კათოლიკურ სწავლებას კეთილი საქმეების სანაცვლოდ ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ სერიოზული გაუგებრობა შემოაქვს ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობაში. გამოდის, რომ ღმერთსა და ადამიანს ერთგვარი საქმიანი ურთიერთობა აქვთ, უფალსაც და მის ქმნილებასაც ურთიერთმომგებიანი მიზნები ამოძრავებთ. ამ ურთიერთდამოკიდებულებაში ზნეობრივი პრინციპებიც კი არ ფიგურირებს. აქ ორ სუბიექტს შორის მხოლოდ ჩვეულებრივი, "სამართლებრივი კავშირია". ადამიანმა ღვთის რისხვა რომ აირიდოს, კეთილ საქმეებს აკეთებს, ხოლო ღმერთი საკუთარი სამართლიანობის გრძნობას ამ კეთილი საქმეებით იკმაყოფილებს. გამოდის, რომ "კათოლიკური სწავლების მიხედვით, ადამიანი შინაგან სრულყოფასა და სულიერ განწმენდას კი არ ელტვის, არამედ ყურადღებას განწმენდილობის გარეგნულ გამოხატულებაზე ამახვილებს და მისი გამართლება ღვთის ნებით განხორციელებული საქმეების შესაბამისად ხდება", - წერს პატრიარქი სერგი. ღმერთსა და ადამიანს შორის ასეთი ურთიერთობა აკნინებს სიკეთის სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებს. თუ სიკეთე ცოდვის საზღაურად კეთდება, ის თვითგვემის კატეგორიაში გადადის და კანონის ზნეობრივად გულგრილ პასუხად გადაიქცევა. ის უბრალო მსხვერპლშეწირვაა და განხორციელებულ სიკეთეს ადამიანის ბუნების გამაჯანსაღებელი ძალა არ გააჩნია.

ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ კათოლიკური სწავლების რელიგიური და ზნეობრივი ნაკლი კიდევ ის გახლავთ, რომ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში იმ უმთავრესი ცვლილების მნიშვნელობა კნინდება, სადამდეც ღვთის ზრუნვითა და მადლით მივიდა ადამიანი და რომელსაც ცხონება ჰქვია. კათოლიკურ თვითშეგნებაში ღვთაებრივი გადამრჩენი სამართლის დაკმაყოფილება იმისთვის ხდება, რათა ადამიანისადმი ღმერთის დამოკიდებულება შეიცვალოს, ცოდვით დაცემულმა ადამიანმა ღვთის რისხვა აიცილოს და პირველქმნილი უბიწოების მადლი დაიბრუნოს. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის ჭეშმარიტი აზრი ადამიანის ღმერთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში მდგომარეობს, კათოლიკური სწავლების მიხედვით, ადამიანის ბუნებაში განხორციელებულ ცვლილებას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ღმერთს ადამიანისადმი ყოველთვის კეთილი დამოკიდებულება აქვს. ადამიანი თავად უნდა იცვლებოდეს, რათა ამ სიკეთის მიღება შეძლოს.

როგორც დავინახეთ, კათოლიკურ სწავლებაში ღმერთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება და პიროვნების სულიერი განვითარების ხარისხის მნიშვნელობა მეორე პლანზე გადადის. ხსნა, კათოლიკეების სწავლების მიხედვით, არა ცოდვისადმი მიდრეკილებისგან განთავისუფლებას, არამედ შეცოდებით დამსახურებული სასჯელის აცილებას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში ხსნა არ მოითხოვს პიროვნებაში შინაგანი ცვლილებების განხორციელებას, რადგან აქ მთავარია ღმერთმა შეცვალოს ადამიანისადმი დამოკიდებულება. როგორც პატრიარქი სერგი წერდა: "გამოხსნა, კათოლიკურად, ღვთის რისხვის ღვთის წყალობით შეცვლაა... მათი თვალსაზრისიდან გამომდინარეობს, რომ ცვლილება მხოლოდ ღმერთის ცნობიერებაში ხდება და ადამიანის სულიერების ხარისხი არ იცვლება".

მაგრამ თუ ხსნის პროცესთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ ღმერთში მიმდინარეობს, როგორ უნდა დამკვიდრდეს ეს გარდაქმნა პიროვნებაში და რა ადგილი უნდა დაიკავოს ცვლილების შედეგმა ადამიანის ცნობიერებაში? როგორც ვხედავთ, კათოლიკურ რელიგიურ აზროვნებაში ცოდვის შედეგებიდან გამოხსნასთან ადამიანს პირდაპირი შინაგანი დამოკიდებულება არ გააჩნია და ეს პროცესი ღვთის მიერ გაღებული მადლით ხდება: "ღვთის ნებით, ადამიანში შემოდის თვითმოქმედი პირველქმნილი უბიწოების მადლი და პიროვნების შესაძლებლობის მიუხედავად, მისი ბუნებისთვის შეუსაბამოდაც კი, თვითონ იწყებს მოქმედებას". გამოდის, რომ, კათოლიკეების აზრით, ღმერთის განმწმედელი მოქმედება ადამიანის სულიერ მზადყოფნას არ მოითხოვს, ის მხოლოდ კეთილი საქმეების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ადამიანის გარდაქმნა მისი ბუნების, თვითსრულყოფისა და შინაგანი ზნეობრივი ძალისხმევის გარეშე ხდება. მაგრამ "შემცოდის გამართლების საფუძველი სრულყოფილი ზნეობა უნდა იყოს და არა რაიმე მაგიური ზეგავლენა". უფალი ადამიანისგან კეთილი საქმეების რაოდენობას არ ელის, მისთვის მნიშვნელოვანი უძღები შვილის სასუფეველში დაბრუნებაა, ანუ ადამიანის როგორც სულიერი, ისე ზნეობრივი გაჯანსაღება და ღმერთისადმი დამოკიდებულების შეცვლა.

ეს არ გულისხმობს, რომ კათოლიკური სწავლება პირველქმნილი ცოდვის შედეგებიდან გამოხსნაში ადამიანის ზნეობრივ განვითარებას მნიშვნელოვნად და აუცილებლად არ მიიჩნევს. მსჯელობის საგანი ის არის, რომ მართლმადიდებლურისგან განსხვავებით კათოლიკურ სწავლებაში აქცენტები სხვაგვარადაა დასმული. მათი აზრით, პირველადი ამოცანა ღვთის რისხვის შერბილება და ღვთის სამართლის კეთილი საქმეებით დაკმაყოფილებაა, ხოლო ადამიანის გარდაქმნა და შინაგანი სრულყოფა ამ მიზნის მიღწევისთვის განხორციელებული საქმეების შემდეგაა მნიშვნელოვანი.

კათოლიკური ღვთისმეტყველების ეს აშკარა წინააღმდეგობრივი თავისებურება თავის დროზე, რეფორმაციის ეპოქაში, მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. დავამ ცოდვის შედეგებიდან გამოხსნის საქმეში ღმერთისა და ადამიანის წვლილის შესახებ ტრადიციული კათოლიკური იურიდიული კონცეფციის მომხრეები გარკვეულ ცვლილებებამდე მიიყვანა. რეფორმატორებმა კათოლიკეები იესო ქრისტეს როგორც სრული ადამიანის მიერ გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობის დაკნინებაში დაადანაშაულეს. ამ ბრალდების გასაბათილებლად კათოლიკურ ეკლესიაში გაჩნდა ეგრეთ წოდებული სწავლება ადამიანში ღვთაებრივი "მადლის ჩაღვრის" (ინფუსიო გრატიაე) შესახებ. მათი აზრით, ეს მადლი პიროვნებაში ღვთის მიერ შეწირული ზებუნებრივი ძღვნის მსგავსად მოქმედებს. ეს ძალა ადამიანში უბიწოების გამომხსნელ სიწმინდეს აღვივებს და პიროვნების სულზე იმის მიუხედავად მოქმედებს, აქვს თუ არა ადამიანს კათოლიკური სწავლების შესაბამისი დამსახურებები.

კათოლიკურ აზროვნებაში გაჩენილი ამგვარი ღვთაებრივი ზეგავლენა კაცობრიობასა და ყოველ ცალკეულ პიროვნებაზე ისე მოქმედებს, როგორც განგებულება და ბედისწერა. ერთნი ხსნისთვის შეირჩევიან, ხოლო მეორენი ამ მადლს მოკლებულნი არიან და მათ საკუთარ ბედ-იღბალში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. ადამიანში მხსნელი მადლის ჩაღვრის შესახებ სწავლებამ პიროვნებას მოუსპო საკუთარ გამოხსნაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა და ადამიანის ნების მიუხედავად, ღვთაებრივმა დახმარებამ კათოლიკეები საბოლოოდ მაინც განკერძოებული ღვთაებრივი მადლის აღიარებამდე მიიყვანა.

კვლავ უპასუხოდ დარჩა კითხვა: რა არის ადამიანის დამსახურება, თუ საკუთარი უბიწოების აღდგენის საქმეში ის მხოლოდ ღვთის ნების ზეგავლენის სუბიექტია? ადამიანს საკუთარ გამოხსნაში წვლილის შეტანა არ შეუძლია, ამიტომ დაუძლეველი რჩება კათოლიკური უფლებრივი მსოფლმხედველობის ძირითადი შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც: "რაც უფრო მეტად იზრდება ადამიანის პირადი წვლილის მნიშვნელობა, მით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება თავად იესო ქრისტეს დამსახურება". კათოლიკურ აზროვნებას თრგუნავს პელაგიანური შიში იმის გამო, რომ ადამიანმა თავისი ძალისხმევით ღმერთი არ ჩაანაცვლოს. საბოლოოდ ეს პრობლემა ნებით სიკეთის კეთებაშიც წინააღმდეგობად იქცევა. დასავლური ქრისტიანული აზროვნების ასეთი ლოგიკური თანმიმდევრობა აზრს უკარგავს კეთილი საქმეების კეთებას. გარდაუვალი ხდება სიკეთის ქმნის არაპირდაპირი უარყოფა. ღვთაებრივი მადლის ჩაღვრის შესახებ პატრიარქი სერგი წერს: კათოლიკური სწავლების მიხედვით, "ადამიანს საქმის კეთება და გამოხსნისთვის გამამართლებელი ძალების მოპოვება არ ესაჭიროება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat