შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი III. რომის კათოლიკური ეკლესიის სარწმუნეობრივი მოძღვრება

რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლება საწყისი უცოდველობისა და პირველქმნილი ცოდვის შესახებ

პირველქმნილი ცოდვისადმი კათოლიკური ღვთისმეტყველების დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის ბუნების მიმართ მათი მიდგომის თავისებურებებიდან გამომდინარეობს. კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამიანმა - სქოლასტიკოსების ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ღვთისგან ბოძებული მადლმოსილებით აღვსილი, "წმინდა ბუნებითი მდგომარეობა" დაკარგა. მათ სწამთ, რომ ამის მიზეზი ადამიანური ბუნების საწყისი წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იყო (გარკვეული თვალსაზრისით, ეს დაჩივლება სამოთხეში ადამის იმ სამდურავებს გვაგონებს, რომლებიც მან ღმერთის მისამართით გამოთქვა: "უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე" - რ.ჩ.). კათოლიკეები ფიქრობენ, რომ სული, რომელიც ღვთის ხატად შეიქმნა, დასაბამიდან შემოქმედისკენ მიილტვოდა, მაგრამ ადამიანს ასევე ფიზიკური საწყისი გააჩნია და ის, თავისი ქვენა გრძნობებით, ღვთისკენ სწრაფვას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

პირველ ადამიანებში ასეთი თანდაყოლილი ორობითობის დაძლევა ღვთის ზემოქმედებით ხდებოდა. ამ შემწეობას კათოლიკეები "პირველქმნილი უბიწოების მადლს" უწოდებენ. გამოდის, რომ უფლის ქმნილებისთვის ხატება და მსგავსება საკმარისი არ იყო და მას საწყისი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, "პირველქმნილი უბიწოების მადლიც" ესაჭიროებოდა. მადლის ზემოქმედებით ადამიანში სულიერი და ხორციელი საწყისის გაწონასწორება უნდა მომხდარიყო, რათა ორი საწყისის ურთიერთობაში თავიდანვე ჩადებული წინააღმდეგობრივი პროცესი შემდგომში არ განვითარებულიყო და გაძლიერებულიყო. ამდენად, კათოლიკეების აზრით, სამოთხეში მყოფი ადამიანის სრულყოფილება მისთვის ბუნებრივი არ ყოფილა და მის ამგვარ მდგომარეობას ღმერთი თავისი ზებუნებრივი "პირველქმნილი მადლის" ზეგავლენით იცავდა.

ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი ღვთის მადლის გარეშე დარჩა, დამძიმდა და ტრაგიკული გახდა მისი სულიერი მდგომარეობა. ადამიანური ყოფის ასეთმა შეგრძნებამ შუა საუკუნეების კათოლიკურ ღვთისმეტყველებაზე მეტად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთი ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი კარდინალი ბელარმინო წერდა: "სრულყოფილება პირველი ადამიანის ბუნებრივ თავისებურებას არ წარმოადგენდა, ეს ზებუნებრივი მდგომარეობა იყო და ადამიანს იგი ღვთისგან დამატებით ჰქონდა მიმადლებული". ესე იგი კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია, ღვთის სრულყოფილი მადლი ნახევრადცოდვილი ადამიანების ბუნებრივი ნაწილი ყოფილიყო, კათოლიკეებისთვის ღვთის მადლის მოქმედება პიროვნებისგან განკერძოებული, მისი ნებისგან დამოუკიდებელი პროცესია. მათ სწამთ: რადგან ადამიანში "პირველქმნილი უბიწოების მადლის" შემოსვლა არაბუნებრივია, იგი ადამიანის სულში იმპლანტირების გზით ხვდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მადლის ასეთი ხელოვნური ჩანერგვა ადამიანის ბუნებას ხარისხობრივად ვერ ცვლის და ამ დახმარებას მხოლოდ ადამიანის ხორცისა და სულის ურთიერთდაპირისპირების პროცესის დროებით შეკავება შეუძლია (ცხადია, ის, რაც დროებითია, მუდმივი ვერ იქნებოდა - რ.ჩ.).

პირველქმნილმა ცოდვამ ადამიანის ბუნება ამ შემაკავებელ მადლსაც ჩამოაშორა და ადამიანი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში, ანუ სულისა და ხორცის გარდაუვალი დაპირისპირების პროცესში აღმოჩნდა. ამრიგად, ადამიანს განერიდა მისთვის არაბუნებრივი ღვთაებრივი მადლი. მადლის დაკარგვის გამო ადამიანის მუდმივი თანამგზავრი ცოდვა და ცოდვის გამო ღვთის რისხვა გახდა. შესაბამისად, კათოლიკეების თვალსაზრისით, მადლის გარეშე დარჩენილი ადამიანისთვის ეს სავსებით ბუნებრივი საწყისი მდგომარეობა ყოფილა. რამდენადაც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება არ შეიცვალა, მას მხოლოდ ზებუნებრივი მადლი ჩამოშორდა, უცოდველი და ცოდვით დაცემული ბუნება ერთმანეთისგან ისევე განსხვავდება, როგორც შიშველი და შემოსილი ადამიანი, - წერდა უკვე ნახსენები რობერტო ბელარმინო.

ცოდვისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ კათოლიკურ ღვთისმეტყველებაზე, უწინარესად კი სოტერიოლოგიაზე (ეკლესიური სწავლება ცხონების შესახებ), მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. როგორც აღინიშნა, კათოლიკური მსოფლმხედველობის მიხედვით, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ღმერთისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა. პირიქით, ჩადენილი ცოდვის გამო უფალი თავის ქმნილებაზე განაწყენდა და მის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა. ცოდვის გამო უფალმა ადამიანი განიკითხა და იგი "პირველქმნილი უბიწობის მადლის" გარეშე, "წმინდა ბუნებრიობის მდგომარეობაში" დატოვა (სტატუს პურორუმ ნატურალიუმ). ამის შემდეგ ღმერთისგან ადამიანი პირველქმნილი მადლმოსილების სიკეთეს ვეღარ იღებს და ის მხოლოდ განიკითხება. ამგვარად, კათოლიკეები ღმერთის ძველაღთქმისეულ ხატს დაუბრუნდნენ და ისეთ წარსულში აღმოჩნდნენ, სადაც უფალი განმკითხავ მსაჯულად გვევლინება და სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა "განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ" (დაბ. 3:24). პირველქმნილი ცოდვის ამგვარი გაგებით მათ აზროვნებაში ძველი აღთქმის საწყისები აღორძინდა და, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით სავსებით სამართლიანია მათ მიმართ რეფორმატორების საყვედური, როდესაც ისინი კათოლიკეებს ახალი აღთქმის ძველი აღთქმით ჩანაცვლების გამო აკრიტიკებდნენ.

მართლმადიდებლური აზროვნებისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ღმერთის ადამიანისადმი განაწყენებაში ან მით უმეტეს - მტრობაში დადანაშაულება. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ღმერთი არასოდეს მტრობს. ღმერთი არ მტრობს ადამიანს, პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ღმერთის წინააღმდეგ". ღმერთი კი არ ემიჯნება ადამიანს, ადამიანი განერიდება უფალს და იგი, უძღები შვილის კვალდაკვალ, "შორსა სოფელსა" მიეშურება; ღმერთი კი არ ამკვიდრებს ძველი აღთქმის თვალით დანახულ მტრობას ადამიანთან, ადამიანი უარყოფს მის მიმართ ღმერთის უცვლელ სიყვარულს. როგორც პატრიარქი სერგი ბრძანებდა: "ცოდვა ღმერთს კი არ განაშორებს ადამიანისგან, არამედ ადამიანს განაშორებს ღმერთისგან".

პირველქმნილი ცოდვის კათოლიკური თვალსაზრისი თავის საწყისს ჯერ კიდევ ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაში იღებს, მაგრამ სრულყოფილი სახე ამ მოსაზრებამ სქოლასტიკურ ეპოქაში ანსელმ კენტერბერიელისა და იოანე დუნ სკოტის შემოქმედებაში შეიძინა. პირველქმნილი ცოდვისა და უბიწოების მადლის შესახებ მათ მიერ ჩამოყალიბებული სწავლება განვითარდა და საბოლოო სახე ტრიდენტის კრების დეკრეტში მიიღო, ხოლო შედეგ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატში იჩინა თავი.

პირველქმნილი ცოდვის ბუნების ამგვარი გაგება თავისი არსით კათოლიკურ ეკლესიაში დღემდე მოქმედებს. "კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში" ვკითხულობთ: "ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, "პირველქმნილი სიწმინდითა და უბიწოებით" იყვნენ შემოსილნი... ადამიანის შინაგანი პიროვნული ჰარმონიულობა... თავისთავად გულისხმობს მდგომარეობას, რომელსაც პირველქმნილი უბიწოება ჰქვია... ჩვენი წინაპრების ცოდვით დაცემის შედეგად სწორედ ეს - ღმერთის მიერ ადამიანისთვის გათვალისწინებული პირველქმნილი უბიწოების ჰარმონია დაიკარგა".

პირველქმნილი ცოდვის შესახებ მართლმადიდებლური შეხედულება იმით ხასიათდება, რომ მასში ადამიანი იმთავითვე ღმერთის ისეთ სრულ ქმნილებად მოიაზრება, რომლისგანაც ყოველგვარი ცოდვიანობა და სულის სხეულთან დაპირისპირება შორს დგას. ამასთან, ადამიანი ედემში ურთიერთობდა და სრულ ჰარმონიაში იყო ღმერთთან. პირველქმნილმა ცოდვამ ადამიანი არა მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობას ჩამოაშორა, არამედ დაზიანდა ადამიანის ბუნებრივი სრულყოფილება, მასში დაიჩრდილა ღვთის ხატება და ცოდვით დაცემული პირველი ადამიანების შთამომავლობა საკუთარი წინაპრების ცოდვიანი ბუნების მემკვიდრე და მოზიარე გახდა. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ დაცემამდე ადამიანში არ იყო ცოდვისკენ ლტოლვა, პირველი ცოდვა ადამიანმა უწლოვანების და უმწიფრობის გამო ჩაიდინა. უფალი ბრძანებს: "არღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათვის კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8:21). ადამიანში ცოდვისკენ მიდრეკილება ცოდვასთან ზიარებამ წარმოშვა. დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მომხდარის შედეგად ადამიანს ხრწნადობა და სიკვდილი დაეუფლა, მოკვდავ სხეულს კი მასში მყოფი უკვდავი სული დაუპირისპირდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat