ღმერთი მხოლოდ ერთეულს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთობას
ღმერთი მხოლოდ ერთეულს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთობას
რა მნიშვნელობა აქვს სამების დოგმატს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
გთავაზობთ დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსის - კალისტეს (უეარი) ქადაგებას წმინდა სამების დოგმატისა და მისი იკონოგრაფიის შესახებ, რომელიც მან წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1997 წლის მაისში.

ეპისკოპოსი კალისტე დაიბადა ინგლისში, ქ. ბათში 1934 წელს. განათლება მიიღო ჯერ ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში. მას ეკუთვნის ნაშრომები: "მართლმადიდებელი ეკლესია" (1963), "მართმადიდებლობის გზა" (1979), "ბერძნული ეკლესია თურქეთის ბატონობის პერიოდში"(1964). არის ერთ-ერთი მთარგმნელი ბერძნულიდან ინგლისურ ენაზე ორი საღვთისმსახურო წიგნისა - საუფლო დღესასწაულები და მარხვანი. მისი თანამონაწილეობით ითარგმნა ფილოკალიის ოთხი წიგნი.

"ძვირფასო ქრისტესმიერო დებო და ძმებო, ჩემი საუბრის თემა დღეს იქნება ღმერთი როგორც ერთობა, ანუ სამების დოგმატის შინაარსი.

მინდა დავიწყო ყველაზე მთავარით: ჩვენი, როგორც ქრისტიანების, ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, რომ გვწამს ღმერთი როგორც სამება.

ებრაელებსა და მაჰმადიანებს სწამთ ერთი ღმერთი, ხოლო ჩვენ - ერთი ღმერთი, რომელიც ამასთანავე სამია: მამა, ძე და სულიწმინდა. ჩვენი რწმენით, ღმერთი არის ერთობა და ამასთანავე პიროვნული სხვადასხვაობა. ისმის კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას? რა მნიშვნელობა აქვს სამების დოგმატს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ გვეხმარება სამება საკუთარი პიროვნების შეცნობაში, სოციალური ურთიერთობების გაგებაში? სამების დოგმატი რაიმე თეორიული და განყენებული ცნებაა თუ იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არსს ასახავს?

უპირველესად, უნდა გავიხსენოთ, რომ სამების დოგმატი ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ესაა მისტერია.

რუსი ღვთისმეტყველი ვლადიმერ ლოსკი ამბობდა: "სამების დოგმატი ადამიანური აზროვნების ჯვარია, რადგან ვერანაირმა ფილოსოფიურმა განსჯამ ვერ მოახერხა სამების მისტერიის ახსნა".

რადგან სამება მისტერიაა, მასთან მიახლოების საუკეთესო გზაა ლოცვა, ღვთის განდიდება, სიჩუმე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამება მისტერიაა, ჩვენი აზროვნებისთვის იგი გასაგებია.

მაშ, როგორ უნდა მოვიაზროთ იგი ჩვენი ადამიანური ცნებებით? ნება მიბოძეთ, სამ ფრაზაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება:

1. "ღმერთი სიყუარულ არს", - ამბობს იოანე მახარებელი.

2. მღვდელი პავლე ფლორენსკი, ღვთისმეტყველი და აღმსარებელი, იტყვის: "სამებისა და ჯოჯოხეთის გარდა მესამე არჩევანი არ არსებობს".

3. XIX საუკუნის რუსი მართლმადიდებელი მოაზროვნე ნიკოლოზ ფიოდოროვი წერს: "სამება ჩვენი სოციალური პროგრამაა".

თუმცა ღმერთი სიყვარულია, ეს საკუთარი თავის სიყვარულს არ გულისხმობს, არ არის თავის თავში ჩაკეტილი, ეგოისტური თუ იზოლირებული. სიყვარულის მთელი სისავსით არსებობა გულისხმობს ურთიერთგაზიარებას, სწორედ იმას, რასაც სამების დოგმატი გვასწავლის. ღმერთი სიყვარულია, მაგრამ არა თავის თავში ჩაკეტილი სიყვარული, არამედ გაზიარებული. ღმერთი სამი პირის - მამის, ძისა და სულიწმინდის ურთიერთსიყვარულია.

როგორც გერმანელი ღვთისმეტყველი კარლ ბარტი ამბობდა, ქრისტიანული ღმერთი მარტოდმყოფი ღმერთი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სოციალურია. ღმერთთან თანაარსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენეული საზოგადოების გაგებას შეესაბამება. ღმერთის არსებობა არ შემოიფარგლება პიროვნულობით, არამედ სხვა პირებს მიემართება. ღმერთი მხოლოდ ერთეულს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთობას.

თანამედროვე ბერძენმა ღვთისმეტყველმა, პერგამონის მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) მართებულად შენიშნა, რომ ღვთის არსი მიმართებითი დამოკიდებულებითი არსია. ქრისტიანული ღმერთის დოგმატის გაგება შეუძლებელია პიროვნული ურთიერთობის, მიმართების, დამოკიდებულების ცნების გარეშე.

საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით, ღმერთი, როგორც გაზიარებული სიყვარული, აღინიშნება სიტყვით - ურთიერთგაჭოლვა.

იკონოგრაფიაში კარგადაა ასახული ის იდეა, რომ ღმერთი გაზიარებული სიყვარულია, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ანდრეი რუბლიოვის ცნობილ ხატს, სადაც წმინდა სამება სიმბოლურად წარმოდგენილია სამი ანგელოზის სახით, რომლებიც აბრაჰამს მოევლინნენ. ამ ხატის მიხედვით ანგელოზები ჩვენკენ სახით ერთ რიგად ჩამწკრივებული კი არ სხედან, არამედ რუბლიოვის უდიდესი ოსტატობის შედეგად, ერთსა და იმავე დროს ჩვენც გვიმზერენ და ერთმანეთსაც. სამი ანგელოზი ერთმანეთთან დიალოგშია ჩართული, რადგანაც ღმერთი - როგორც მიმართებითი დამოკიდებულებითი არსი - დიალოგურია. თუ ჩვენ ამ ხატზე დავაკვირდებით ანგელოზების ხელებსა და მხრებს, ფეხებსა და ტერფებს, დავინახავთ, რომ მათი კიდურები წრეს კრავენ. სამი ანგელოზის მიერ შეკრული წრე სწორედაც რომ მუდმივ ურთიერთგაჭოლვას გამოხატავს; ესაა მამის, ძისა და სულიწმინდის მიერ სიყვარულის მუდმივი ურთიერთგაზიარება.

სწორედ ასე მესმის მე ღმერთის სამების დოგმატის მნიშვნელობა: სიყვარული, გაზიარებული სიყვარული, ურთიერთსიყვარული. ღმერთი როგორც სამება წარმოდაგენს სოლიდარობას, ურთიერთგაცვლას, ურთიერთთავგანწირვას. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ზემოთქმულს ჩემი საკუთარი პიროვნების გაგებისთვის?

ჩვენ, ადამიანები, ღვთის ხატად, სახედ ვართ შექმნილი. მაშასადამე, თუ ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი სიყვარულია. თუ საღვთო არსი მიმართებითი დამოკიდებულებითი არსია, მაშინ ჩვენ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ადამიანიც მიმართებითი დამოკიდებულებითი არსებაა. თუ ვამბობთ, რომ ღმერთი სოლიდარობაა, ურთიერთგაცვლაა, ურთიერთთავგანწირვაა, მაშინ იმავეს თქმა შეგვიძლია ღვთის ხატის შესახებ, რომ იგი სოლიდარობაა, ურთიერთგაცვლა და ურთიერთთავგანწირვაა. რატომაა "დაბადების" პირველ თავში კაცის შექმნის აღწერისას ნათქვამი: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად?" რატომ არის მრავლობითი ფორმით ნათქვამი? იუდეური ეგზეგეტიკის მიხედვით, აქ ღმერთი მიმართავს ანგელოზებს ზეცაში. მაგრამ ქრისტიანული ეგზეგეტიკა უკვე მეორე საუკუნეში დაბადების ზემოხსენებულ მუხლს სამების თვალსაზრისით განმარტავს. ასე ესმის წმინდა ირინეოს ლიონელს დაბადების პირველი თავის 26-27-ე მუხლები: მამა ღმერთი მიმართავს ძესა და სულიწმინდას. ამგვარად, საღვთო ხატი ჩვენში სწორედაც რომ საღვთო სამების ხატია.

როდესაც ითქმება, რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, რასაკვირველია, აქ იგულისხმება ძე ღვთისა, ლოგოსი, ქრისტე, თუმცა, ამასთანავე, წმინდა სამებაც. შესაბამისად, ყოველივე, რაც ღმერთის შესახებ ვახსენეთ, კერძოდ, რომ იგი გაზიარებული სიყვარულია, ადამიანსაც მიესადაგება.

ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამქვეყნად განვახორციელოთ ურთიერთგაჭოლვა და გაზიარებული საღვთო სიყვარული. როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა საიდუმლო სერობისას: "მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რათა იყვნენ სრულ ერთობით" (იოანე 17:23), ვითარცა ცაზე, ეგრეცა ქვეყანაზე - აი, გასაღები ჩვენი ადამიანური პიროვნებისა. ვითარცა მამა, ძე და სულიწმინდა არიან ერთი ზეცად, ასევე ვართ ჩვენც მოწოდებულნი ერთიანობისკენ ამქვეყნად. მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობისას წარმოთქმული ეს ლოცვა არსებითია ჩვენი ხსნისთვის.

ბერძნულ ენაში პიროვნების აღმნიშვნელი სიტყვა ნიშნავს სახეს, პირს. მე იმ შემთხვევაში ვარ ჭეშმარიტი პიროვნება, თუ სხვა ადამიანებთან პირისპირ ვდგავარ, თუ მათთან ვურთიერთობ, თუ მათ თვალებში ვუყურებ, ხოლო ისინი მზერას მიბრუნებენ.

მაშასადამე, ადამიანი საღვთო არსის მსგავსად მიმართებითი დამოკიდებულებითი არსებაა. პიროვნება არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი დინამიკურ კავშირშია სხვასთან ან სხვებთან. პიროვნება განისაზღვრება სხვებთან მიმართებით. ჭეშმარიტი ადამიანი იბადება იქ, სადაც ორი ადამიანის ურთიერთმიმართება ჩნდება. ადამიანობა აუცილებლად ნიშნავს დიალოგურობას. მე შენ მჭირდები, რათა ვიყო საკუთარი თავი. პიროვნულობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იგი სოციალურია. ჭეშმარიტი პიროვნება ეგოცენტრული კი არ არის, არამედ ექსოცენტრული. მე პიროვნებად სხვებთან პირისპირ ვყალიბდები ჩვენ შორის არსებული ორმხრივი სიყვარულით.

XX საუკუნის რუმინელი ღვთისმეტყველი მღვდელი დიმიტრი სტანილოა წერდა: "თუ მე არავის ვუყვარვარ, საკუთარი თავისთვის შეუცნობელი ვრჩები".

თუ უსიყვარულოდ ვცხოვრობთ, პიროვნების რეალიზაცია ვერ ხდება. აი, რას გვასწავლის სამების დოგმატი ადამიანის პიროვნების შესახებ: ურთიერთსიყვარულს. ამიტომაა, რომ მამა პავლე ფლორენსკი ამბობდა: "სამებისა და ჯოჯოხეთის გარდა მესამე არჩევანი არ არსებობს".

ჟან-პოლ სარტრი წერდა, ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები არიანო. ეშლებოდა. ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები კი არ არიან, არამედ სხვებისგან მოკვეთილი, იზოლაციაში მყოფი, სიყვარულისგან განდგომილი "მე"-ა. ამის კარგი მაგალითია ეპიზოდი წმინდა მაკარის ცხოვრებიდან.

ერთ დღეს წმინდა მაკარი უდაბნოში მიდიოდა და გზაზე თავის ქალა იპოვა. იგი თავის ქალას ჯოხით შეეხო და იკითხა: "ვინ ხარ შენ?" თავის ქალამ მიუგო: "მე წარმართი მღვედლმსახური ვარ".

"სად ხარ შენ?" - ეკითხება წმინდა მაკარი.

"ჯოჯოხეთში", - პასუხობს წარმართი მღვდელმთავარი.

"როგორია ჯოჯოხეთი?" - კვლავ ეკითხება წმინდა მაკარი.

"ჩვენი მდგომარეობა ჯოჯოხეთში ასეთია: ჩვენ ერთმანეთის ზურგზე ვართ მიბმულნი და ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავთ", - პასუხობს მღვდელმთავარი.

აი, ასეთია ჯოჯოხეთის არსი, სადაც ჩვენ ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავთ, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეურთიერთებით, სადაც ერთმანეთი არ გვიყვარს. მაგრამ თუ სამების დოგმატს ჩვენი პიროვნების გაგებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, მას პრაქტიკული შედეგიც აქვს იმისათვის, თუ როგორ გვესმის ჩვენ საზოგადოება, ჩვენი სოციალური ერთიანობა, იქნება ეს ოჯახი, საწარმო, მრევლი, სკოლა თუ სხვა. ნებისმიერი სოციალური ერთეული ჩვენთვის სამების თავისებური ცოცხალი ხატი უნდა იყოს. რწმენა და სიყვარული ღმერთი-სამებისა, მიმართებითი დამოკიდებულებითი ღმერთისა, გაზიარებული სიყვარულისა ჩვენ განსაკუთრებულ ვალდებულებას გვაკისრებს.

მოციქული პავლე იტყვის, "ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", რადგან ღმერთი სამებაა. იესო ქრისტე ცხვრისა და თიკნის იგავში ამბობს: "ამინ გეტყვი თქუენ: "რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25:40), იმიტომ რომ ღმერთი სამებაა.

ვცდილობ, თქვენ გითხრათ ის, რაც საუკეთესოდაა გამოხატული საღვთო ჟამისწირვაში: "ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა".

გაზიარებული სიყვარულის გარეშე შეუძლებელია სამების რწმენა. ასე რომ, სამების დოგმატი თეორიული ღვთისმეტყველების ნაწილი კი არ არის, არამედ მას პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება საკუთარი პიროვნებისა და სიცოცხლის გააზრებაში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat