შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი II
დასავლეთის ქრისტიანული ტრადიციების განვითარება უძველეს ეკლესიაში. განრიდების წინაპირობები და ეკლესიის გაყოფის ისტორია. დავა ბუნებისა და მადლის შესახებ V საუკუნეში

რომის ეკლესიაში უკვე V საუკუნეში საღვთისმეტყველო დავების საგანს ცოდვისგან გამოხსნის საკითხი, ანუ ადამიანის ბუნებასა და ღვთის მადლს შორის მიმართება წარმოადგენდა. ეკლესიის გაყოფამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორც ზოგადად დასავლეთის ეკლესიის განვითარებაზე, ისე კერძოდ კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის ტრადიციებზე ამ მოვლენამ მაინც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. დავის დასაწყისი დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მამის ავგუსტინეს სახელს უკავშირდება. თავის დროზე ნეტარ ავგუსტინეს ბრიტანელი ერესიარქი ბერი პელაგიანე უპირისპირდებოდა, და სწორედ პელაგიანობის გამო გაჩნდა დასავლეთში აზრთა ის პრინციპული სხვადასხვაობა, რომელმაც საბოლოოდ ადამიანის ბუნებისა და ღვთის მადლის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული უსასრულო დავები და გაუგებრობები გამოიწვია.

თავის მხრივ, პელაგიანობა ქრისტიანული ცხოვრების წესის ზედმეტად გამიწიერების გამო გამოწვეული რეაქცია იყო. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფომ აღიარა, ეკლესია არა მხოლოდ სუსტი რწმენის მქონე, არამედ ზნედაცემული ადამიანებითაც აივსო. ეგრეთ წოდებული მორწმუნეები საკუთარი ცოდვიანობის გამართლებას ადამიანის ბუნების სისუსტით ხსნიდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ცოდვით დაზიანებულ ბუნებას ძალა არ შესწევს მასში აღძრული პირველქმნილი ცოდვის შედეგებს შეებრძოლოს. მათ საპირისპიროდ, ვინც თავისი სისუსტეებისა და სიძაბუნის გამო ცოდვასთან ბრძოლას და ზნეობრივ განვითარებას თავს არიდებდა, პელაგიანე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანს სრული თავისუფლება და შესაძლებლობა აქვს იცხოვროს ცოდვის გარეშე, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: "ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და შეცოდების ან არშეცოდების თანაბარი შესაძლებლობა".

ამ მოსაზრების შემდგომმა განვითარებამ პელაგიანე იქამდე მიიყვანა, რომ საბოლოოდ პირველქმნილი ცოდვის არსებობაზეც კი უარი განაცხადა. პელაგიანემ იმის მტკიცება დაიწყო, რომ პირველქმნილი ცოდვა, თავისი ტრადიციული გაგებით, არ განხორციელებულა და ადამიანის ბუნება ცოდვით არ დაზიანებულა. "ახალშობილის ნორჩი ბუნება უცოდველობის გვირგვინითაა შემკული", - წერდა პელაგიანეს ერთ-ერთი მიმდევარი ცელესტიანე. ის გულისხმობდა, რომ პირველ ადამიანებსა და მის თანამედროვეებს შორის არავითარი განსხვავება არაა; აქედან გამომდინარე, ადამის ცოდვით დაცემას ადამიანის ბუნების დაზიანება არ მოჰყოლია. ადამიანი დღესაც ისეთივე უცოდველი იბადება, როგორიც ცოდვით დაცემამდე იყო. მისი აზრით, ადამის დაცემა - ეს უბრალოდ ძალიან ცუდი საქციელია, რომლის მსგავსს ადამიანი აღარ უნდა იმეორებდეს, მით უმეტეს, ახლა, როცა კაცობრიობას მაცხოვრის ცოცხალი მაგალითი აქვს. ღმერთის განკაცების შემდეგ ყოველ ადამიანს თავისი კეთილი საქმეებით თავისუფლად შეუძლია ღვთისკენ მიისწრაფოდეს. როგორც ვლადიმერ სოლოვიოვი წერდა: "ადამიანისგან ღმერთი შეუძლებელს არასოდეს მოელის, შესაბამისად, თუ კაცი ღვთის მიერ განცხადებული ნეტარებებით უნდა ცხოვრობდეს, მაშინ მას ღმერთის მიერ ბოძებული ბოროტების მოძულე კანონების აღსრულების უნარიც აქვს და ამიტომ ის სიკეთისკენ სრულიად ბუნებრივად უნდა მიილტვოდეს".

ცოდვით დაუზიანებელი ბუნების მქონე ადამიანის ცხონებისთვის ღვთისკენ ლტოლვას პელაგიანელები სრულიად საკმარისად მიიჩნევდნენ და ამ მიზნისთვის ღვთაებრივ მადლს აუცილებელ საშუალებად არ თვლიდნენ. მადლში ისინი მხოლოდ ღვთის მიერ ადამიანის ბუნებაში დასაბამიდან ჩადებულ იმ მრავალმხრივ სიკეთეებს გულისხმობდნენ, რომლებიც ადამიანს ყველა სხვა არსებისგან გამოარჩევს და მისი ბუნების მუდმივ თანამდევ ნაწილად იგულისხმება. პელაგიანელები იესო ქრისტეს სახარებისეულ სწავლებასაც ადამიანებისთვის თავიდანვე მადლით ბოძებულ სიკეთედ მიიჩნევდნენ, ანუ, მათი შეხედულებით, მადლი რეალობა კი არა, უფრო მეტად გონებათჭვრეტითი ცნებაა, რომელსაც ადამიანმა მაცხოვრის მოსვლის შემდეგ მიაგნო. აქედან გამომდინარეობს იდეა, რომ ღმერთი ადამიანის პიროვნული ცხოვრებიდან განდგომილია და მისი გამოხსნის საქმეში არ მონაწილეობს. პელაგიანიზმში ადამიანური ბუნების სრულყოფილებისა და თავისუფლების გამო ღმერთისთვის მოქმედების საჭიროება აღარ არსებობდა. ასეთი პოზიციის გამო ნეტარი იერონიმე მათ საყვედურობდა და ბრძანებდა: პელაგიანელების წარმოდგენით, კაცობრიობის ისტორია ღმერთმა დროის მსგავსად ერთხელ აამოქმედა და შემდეგ სამუდამოდ მიატოვაო.

ადამიანური ბუნების პელაგიანური გაგების მთავარი მოწინააღმდეგე ნეტარი ავგუსტინე იყო. მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის მსჯელობაში არსებულმა ზოგიერთმა პოლემიკურმა უკიდურესობამ მოგვიანებით პელაგიანობის საპირისპირო ცდომილებები გამოიწვია. რჩება შთაბეჭდილება, რომ, გამომდინარე მისი პირადი რელიგიური გამოცდილებიდან, ნეტარ ავგუსტინეს პირველქმნილი ცოდვით იმდენად დაზიანებულად მიაჩნდა ადამიანის ბუნება, რომ მას საკუთარი ნებით ღვთისკენ ლტოლვის სურვილიც კი აღარ გააჩნდა. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ადამიანში ღვთაებრივი წმინდა ნება მისივე პიროვნული ცოდვიანებით არის ჩანაცვლებული და ამიტომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში პიროვნება ფაქტობრივად ცოდვის მონის მდგომარეობიდან მოქმედებს. ნეტარ ავგუსტინეს მიაჩნია, რომ გულისთქმა ადამიანს უდავოდ ცოდვისკენ მიაქანებს და მას არ ძალუძს განსაზღვროს, რა არის მისთვის სასიკეთო. ადამიანი ცოდვისგან გამოხსნის საქმეში საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ ეხმარება, მას არ შეუძლია თანადგომა იმაში, რასაც მისთვის ღვთაებრივი მადლი ახორციელებს.

მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: თუ ადამიანის ცოდვიდან გამოხსნისთვის მხოლოდ ღმერთი მოქმედებს, მაშ, რაში მდგომარეობს ადამიანის ფუნქცია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობამ ნეტარი ავგუსტინე ნელ-ნელა ბედისწერის აღიარებისკენ გადახარა და საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა მისი სწავლების უმთავრესი ნაკლი და შემდგომში რეფორმაციის ყველაზე დიდი ცდუნება. დასაწყისში ნეტარი ავგუსტინე გამოხსნის საქმეში ადამიანის მონაწილეობას გარკვეულწილად აღიარებდა. ის მიიჩნევდა, რომ ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ღვთისგან მადლს. მაგრამ შემდეგ ნეტარი ავგუსტინე მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანი, მისი დაცემული ბუნებით, ცოდვამ იმდენად დაიმონა, რომ თუ საწყისი მადლი არ მიეცა, ის ამ უბედურების მარწუხებიდან ვერასოდეს განთავისუფლდება. ცხადია, თავად ღვთის რწმენა და სასოება ღვთის განგებულებით ბოძებული მადლია და ამ ნიჭის მოხვეჭაში ადამიანს არავითარი წვლილი არა აქვს, მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს თეორიაში სხვა საკითხებზეა საუბარი.

პელაგიანეს სწავლება უარყოფილ იქნა რამდენიმე ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, ხოლო 431 წელს ეფესოს მსოფლიო კრების მიერ საბოლოოდ დაიგმო. ასევე დაგმობილ იქნა სწავლება ბედისწერის შესახებ. ამ თვალსაზრისით მართლმადიდებლური პოზიცია საბოლოოდ წმინდა იოანე დამასკელმა ჩამოაყალიბა. ის ბრძანებს: "ყველაფრის წინასწარ მცოდნეა ღმერთი, მაგრამ არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი". ამრიგად, უარყოფს რა მართლმადიდებლური ეკლესია ადამიანის პირადი ნებით ცოდვიდან გამოხსნის შესახებ პელაგიანეს მიერ შემოთავაზებულ სწავლებას, ამავე დროს მიიჩნევს, რომ ადამიანს საკმარისი ნება გააჩნია, თავად გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ღვთის მიერ ბოძებული მადლი, დაადგეს თუ არა სიკეთის გზას. ამ ნებას ნეტარი ავგუსტინე უარყოფდა.

დავა მადლისა და ბედისწერის შესახებ V საუკუნეში არ დასრულებულა. XIII საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ამ საკითხმა თომა აქვინელისა და სქოლასტიკოსების, მაგალითად, დუნს სკოტის იდეოლოგიაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, დავამ ახალი ძალა შეიძინა. ამავე ასწლეულში დავაში ორი ურთიერთდაპირისპირებული ორდენის: დომინიკელებისა და ფრანცისკელების წევრები ჩაერთნენ. პირველები მკაცრად იდგნენ ნეტარი ავგუსტინეს პოზიციაზე, მეორენი იმ პოზიციას იზიარებდნენ, რომელიც იმ დროს რომის კათოლიკურ ეკლესიას ეკავა. ნეტარი ავგუსტინეს პოზიციამ იმის შესახებ, რომ ადამიანის ნება მისი ცოდვიდან გამოხსნის საქმეში პრაქტიკულად არ მონაწილეობს, რეფორმაციის პერიოდში ახალი ძალა შეიძინა. ეს იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი დოგმატური საფუძველი და მან უკიდურესად მკაცრი სახე კალვინის სწავლებაში მიიღო.

ურთიერთგანრიდების წინაპირობები და ეკლესიის გაყოფის ისტორია
ქრისტიანობის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებად დაყოფას წინ მრავალი ისეთი მოვლენა უძღოდა, რაც წლების მანძილზე თავს იყრიდა და ეკლესიის ერთიანობის სულ უფრო მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო ძალის სახეს იღებდა. ეს პროცესი მანამდე იკრებდა ძალას, სანამ ეკლესიების უკანასკნელი გამაერთიანებელი ძაფი საბოლოოდ არ გაწყდა. მიუხედავად მიზეზთა სიმრავლისა, შესაძლებელია ორი ძირითადი ჯგუფის გამოყოფა, ესენია: რელიგიური და ეთნო-კულტურული მიზეზები.

რელიგიური მიზეზებიც შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: რომის ეკლესიის მღვდელმთავართა საქრისტიანოზე სრული ძალაუფლების მოპოვების დაუცხრომელი სურვილი და კათოლიკე სწავლების დოგმატური პრინციპებიდან გადახვევა. ამ უკანასკნელთა შორის პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე ჩამოყალიბებულ სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ჩანამატს - ფილიოკვეს ((ლათ. ფილიო - ძე) - კათოლიკური ეკლესიის სწავლება სულიწმინდის გამომავლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სულიწმინდა გამოვალს როგორც მამისგან, ისე ძისგან). ეს ჩანამატი პირდაპირ ეწინააღმდეგება III მსოფლიო კრების მე-7 კანონს, რომლის მიხედვითაც, არავის აქვს სულიწმინდის მიერ შეკრებილი წმინდა მამების მიერ მიღებულ მრწამსში რაიმე ცვლილების შეტანის უფლება.

შემდეგ მოვლენების ისეთი ჯგუფი უნდა გამოიყოს, რომელიც ერთიანობას მაშინაც კი უშლიდა ხელს, როდესაც ეკლესია ჯერ გაყოფილი არ იყო. ეს ის სხვადასხვა ნაციონალური და კულტურული პირობებია, რომლებშიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ვითარდებოდა.

ვერც ერთი ეკლესია ვერ გადაურჩა ამ პირობების ზეგავლენას. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ ორი უდიდესი - ელინური და რომაული - ტრადიციის ურთიერთდაპირისპირებაზე. ამ ორმა განსხვავებულმა ეთნო-კულტურულმა მიზანსწრაფვამ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში უდიდესი ზეგავლენა იქონია ქრისტიანული ჭეშმარიტებების აღქმის პროცესებზე. ეკლესიების განრიდება ამ ორი კულტურის სიღრმეებში ნელა დაიწყო, მაგრამ რადგან პროცესი ორი სხვადასხვა ეთნიკური ბუნებით იყო გამოწვეული, ის მუდმივად და განუწყვეტლივ ვითარდებოდა. ამ პროცესმა თავისი საბოლოო, რეალურად მოქმედი სახე XI საუკუნეში მიიღო. მიზეზი უკვე არა მხოლოდ პაპის მიერ დამატებითი უფლებების მოთხოვნა იყო, არამედ ისიც, რომ ეს ორი ეკლესია ამ დროისთვის რეალურად სხვადასხვაგვარად ცხოვრობდა და ვითარდებოდა.

ელინურ სამყაროში ქრისტიანობა გაგებულ იქნა როგორც ღვთის მიერ განცხადებული მეტაფიზიკა და ეთიკა, როგორც ზნეობრივი სრულყოფის, ხსნისა და ღვთის შემეცნების ერთადერთი გზა. ამით აიხსნება დაუცხრომელი აღმოსავლური საღვთისმეტყველო ძიებები, რასაც ერთი მხრივ ღვთის შემეცნების სიღრმეებში მიჰყავდა ჭეშმარიტების მაძიებლები, ხოლო მეორე მხრივ ამ ძიებების შედეგად გაჩენილ ერეტიკულ გადახვევებთან ბრძოლა ასუსტებდა და ქანცავდა აღმოსავლური ეკლესიის მრავლისმხილველ სხეულს.

ის, რაც ვ. ბოლოტოვმა "რომანული სტილის ქრისტიანობაზე ზეგავლენად" მოიხსენია, ეკლესიური ცხოვრების მშვიდი და მეთოდური შენება იყო. რომაელებმა, როგორც მსოფლიოში ყველაზე სახელმწიფოებრივმა და სწავლული სამართლის შემოქმედმა ხალხმა, ქრისტიანობაში ღვთისგან ბოძებული საზოგადოებრივი მოწყობის პროგრამა დაინახეს... შესაბამისად, იქ, სადაც აღმოსავლეთი ფილოსოფიურ და მორალურ იდეებს ხედავდა, დასავლეთმა კარგად ორგანიზებული ინსტიტუტი მოაწყო...

ჯერ კიდევ ერთიან ეკლესიაში სწავლების ორი მიმართულებით განვითარება და განსხვავებული გამოცდილების დაგროვება უკვე იმაზე მეტყველებდა, რომ დასავლეთს თავისი გზა უნდა აერჩია. ეკლესიის გაყოფაში სწორედ ეს არჩევანი დაფიქსირდა და ა. ხომიაკოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგ ეს პროცედურა "აღმოსავლეთის სრულიად დაუმსახურებელ განკვეთაში გადაიზარდა". საერთო დოგმატურ სწავლებაში რაიმე "სიახლის" შეტანა აღმოსავლეთის ეკლესიას არასოდეს უცდია. 1054 წელს დასავლეთმა, სრულიად თვითნებურად, ეს პროცესი საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანით დაიწყო და მოგვიანებით დაწყებული "საქმე" განხეთქილებით დაასრულა. მოვლენების შემდგომი განვითარება მხოლოდ ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას. აღმოსავლეთის ეკლესიას დღემდე არც ერთი კანონი არ შეუცვლია. ამის საპირისპიროდ, განვლილი საუკუნეების მანძილზე დასავლეთის ეკლესიაში მრავალი ისეთი სიახლე გამოვლინდა, რამაც ისინი ერთიან მემკვიდრეობას უფრო მეტად ჩამოაშორა.

გაზრდილმა თავისთავადობამ, გადამეტებულმა თვითკმარობამ მსოფლიო ეკლესიის ერთიანობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ განხეთქილება გარდაუვლად ახლოვდებოდა. დასაწყისში განხეთქილების თავიდან აცილება მსოფლიო კრებების მოწვევითა და სადავო საკითხების მისი მსვლელობის პროცესში განხილვით ხერხდებოდა. მსოფლიო კრებების ეპოქის დასრულების შემდეგ კი ეს შესაძლებლობებიც აღარ არსებობდა, რადგან დასავლეთის ეკლესიის თვითნებობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა და ერთიანი მსოფლიო კრების მოწვევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

IX საუკუნის შუა წლებში, როდესაც ბიზანტია ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ხატმებრძოლობის შოკიდან, დამარცხებულთა წინააღმდეგ ორი ჯგუფი გამოიკვეთა: "ზილოტების", რომლებიც ერეტიკოსთა მიმართ დაუნდობელი ბრძოლის ლოზუნგით გამოდიოდა და "იკონომისტების".

ამ ორ პარტიას შორის შეტაკება კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ფოტისა და ეგნატეს შორის დაუნდობელ დავაში გადაიზარდა. ბრძოლაში ყველაზე უფრო აქტიურად რომი მონაწილეობდა. ბრძოლის მთავარი შედეგ ის იყო, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს გაშორიშორდა და 879-780 წლებში წმინდა სოფიის კრების შემდეგ მათ შორის ურთიერთობა შეწყდა. პაპის ელჩების - ლეგატების გარდა კრებას აღმოსავლეთის პატრიარქების წარმომადგენლები და ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ. მათი რიცხვი 383-ს აღწევდა. ამრიგად, თუ არ ჩავთვლით ქალკედონს, ეს იყო ეკლესიის ისტორიაში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი კრება.

კრებაზე რომის პაპის ლეგატების მონაწილეობით მიიღეს დადგენილება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მრწამსში ფილიოკვე არ შეიძლება იქნეს შეტანილი. კვლავ იქნა დაგმობილი რომის ეკლესიის ეპისკოპოსის (პაპის) ყველა სხვა ეპისკოპოსზე აღმატებულებისა და უპირატესობის არასწორი გაგება. ამავე დროს კრების ერთ-ერთ კანონში ხაზი გაესვა რომის პაპისა და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთა სრულ თანასწორობას. კრებაზე კვლავ რწმენის სიმბოლო წაიკითხეს და მიიღეს დადგენილება, რომ მრწამსის ტექსტსა და მსოფლიო ეკლესიის მართვის საქმეში რაიმე ცვლილების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმინდა სოფიის კრება ხშირად მსოფლიო კრებად მიიჩნეოდა და XII საუკუნემდე მას დასავლეთის ეკლესიაც ასეთად აღიარებდა. ამ კრებას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიო ეკლესიის მართვისა და დოგმატურ საკითხებში დასავლურ ცდომილებათა მიმართ აღმოსავლეთის ეკლესიების მამათა ერთიანი დამოკიდებულება პირველად სწორედ მისი მსვლელობის პროცესში დაფიქსირდა.

დიდ განხეთქილებას წინ უძღოდა ათწლეულები, რომლებშიც კარგადაა ასახული ორ ეკლესიას შორის მოქმედი "ნაძალადევი მშვიდობა". ეს მშვიდობა არცთუ იშვიათად ირღვეოდა და ბოლოს "კეთილი ჩხუბითა" და განხეთქილებით დასრულდა.

ვასილი ბოლოტოვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ერთმანეთისგან განრიდების გზის შესახებ შთამბეჭდავი სტატისტიკა მოჰყავს. მილანის ედიქტის (312 წელი) მიღებიდან ხუთას ორმოცდაათი წლის მანძილზე ეკლესიები ნორმალურად მხოლოდ 300 წელს ურთიერთობდნენ. 200- ზე მეტი წელი სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ურთიერთობა უბრალოდ არ მოქმედებდა.

არსებობს ეკლესიის ისტორიკოსთა აზრი, რომლის მიხედვითაც, რომი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობას შეგნებულად ამწვავებდა და ცდილობდა, საქმე განხეთქილებამდეც მიეყვანა. ასეთ მიზნებს რომისთვის თავისი საფუძველი ჰქონდა. როგორც მართლმადიდებელი ისტორიკოსი ბორის მელიორანსკი წერს: "აღმოსავლეთი დასავლეთის მორჩილებაზე უარს ამბობს და დასავლეთს თავისი მიზნების განხორციელების არავითარი ძალა არ გააჩნია; ამიტომ ის აცხადებს: ჭეშმარიტია მხოლოდ ის ეკლესიები, რომლებიც რომის მორჩილებაში იმყოფებიან".

საბოლოო განხეთქილების საბაბი პაპ ლევ IX-სა და პატრიარქ მიხეილ კერულარის შორის 1054 წლის ივნისში საეკლესიო საზღვრების გამო დაწყებული კონფლიქტი გახდა. რომი უკანასკნელად შეეცადა, აღმოსავლეთი უსიტყვო მორჩილებაში მოექცია და როდესაც გასაგები გახდა, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, პაპის ლეგატებს, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ: "მობეზრდათ პატრიარქ მიხეილის წინააღმდეგობის ატანა", მივიდნენ წმინდა სოფიის ტაძარში და ტრაპეზზე დემონსტრაციულად დადეს პაპის ბულა - ეკლესიის განდგომის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო: "წმინდა და განუყოფელი სამების ძალით მოქმედი მოციქულთა კათედრა, რომლის ელჩებსაც წარმოვადგენთ, შვიდი მსოფლიო კრების ყველა წმინდა მართლმადიდებელი მამის და კათოლიკე ეკლესიის სახელით და ჩვენი ხელის მოწერით ვადასტურებთ ანათემას, რომელიც ჩვენმა ყოვლადღირსმა პაპმა მიხეილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის გამოაცხადა, თუ ისინი გონს არ მოეგებოდნენ". მომხდარ აბსურდს ისიც ემატებოდა, რომ პაპი, ვისი სახელითაც ლეგატებმა გამოაცხადეს ანათემა, უკვე მიცვალებული იყო. ეს ხდებოდა ივნისში, პაპი კი აპრილში გარდაიცვალა.

ლეგატების გამგზავრების შემდეგ პატრიარქმა მიხეილ კერულარიმ კრება მოიწვია და საკითხის განხილვის შემდეგ "ბიწიერი წერილი" ანათემას გადაეცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრებას, კარდინალ ჰუმბერტის მსგავსად (რომელმაც მთელი აღმოსავლეთის ეკლესია მოიხსენია), ანათემისთვის არ გადაუცია მთელი დასავლეთის ეკლესია. ბულასთან ერთად კრებამ მხოლოდ მასზე ხელისმომწერი ლეგატები მოიხსენია. ამასთან, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსი და ძალა არ დაუკარგავს 867 და 879 წლების კრებების გადაწყვეტილებებს, რომლებშიც დაგმობილი იყო რომის პაპის ყველა სხვა ეპისკოპოსზე უპირატესობის არასწორი გაგება და მრწამსში ფილიოკვეს შეტანის ყოველგვარი მცდელობა.

ამ ამბების შესახებ წერილები დაეგზავნა და ეცნობა აღმოსავლეთის ყველა პატრიარქს. მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი ყველა გარშემომდებარე ეკლესიამ დაუჭირა, რის შემდეგაც აღმოსავლეთის ეკლესიური ურთიერთობა რომთან შეწყდა. აღმოსავლეთში რომის პაპის საპატიო პირველობას არავინ უარყოფდა. ეს იყო ტრადიცია, რომელიც თავის დროზე წმინდა მამათა მიერ დამკვიდრდა, მაგრამ არავის შეეძლო ეღიარებინა და მიეღო რომის პაპი როგორც ქრისტიანობის უმაღლესი საჭეთმპყრობელი. აღმოსავლეთის პატრიარქთა ერთიანობა რომის მიმართ განმტკიცდა ანტიოქიის პატრიარქის პეტრე III-ის მაგალითით - მან თავის დიპტიქებზე (დასაწერად გამზადებულ ორად მოკეცილ გასანთლულ ფიცრები) პაპის სახელი ჯერ კიდევ დიდ განხეთქილებამდე ამოშალა. ცნობილია ერთიანობის აღდგენის შესახებ მისი მიმოწერა რომთან, საიდანაც მან ისეთი პასუხი მიიღო, რომ წერილი დაუყოვნებლივ პატრიარქ მიხეილს გადაუგზავნა და თან ასეთი წერილი მიაყოლა: "ეს ლათინები, მიუხედავად მათი უხეშობისა, უზრდელობისა, მიკერძოებულად აზროვნებისა, ბოლოს და ბოლოს მაინც ჩვენი ძმები არიან".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat