ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
"ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ"
უფლის ვარსკვლავის ხილვის დრო და მნიშვნელობა

მოგვებმა ქრისტეს შობა ციური სხეულების მიხედვით იწინასწარმეტყველეს. ეს არის გულწრფელი წარმართობის საუკეთესო მაგალითი. ჩვეულებრივ, წარმართები ცოცხალ ღმერთს არ ეძებენ და ღმერთის რწმენის გაღრმავებაზე არ ზრუნავენ. ტრადიციულად, ისინი ცდილობენ, ნებისმიერი ახალი ცოდნა თაყვანისცემის კონკრეტულ ობიექტს ანუ კერპს მოარგონ.

იმ დროს სჯეროდათ, რომ დიდი ადამიანის დაბადების შემთხვევაში ცაზე ახალი ვარსკვლავი უნდა გაჩენილიყო. მოგვებს მესიის მობრძანების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელებისგან ჰქონდათ. მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბალაამის წინასწარმეტყველებაც, სადაც ვკითხულობთ: "ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელ მოდგმას" (რიცხ. 24:17). აქ სიტყვა "მოაბი" მესიის მტრებს გულისხმობს. ამრიგად, მოგვებს სწამდათ, რომ მესიის გაჩენა ცაზე შესაბამისი სამხილით გამოვლინდებოდა. ბალაამის წინასწარმეტყველებაში ვარსკვლავი სულიერი თვალსაზრისით არის ნაგულისხმევი, მაგრამ იმისათვის, რათა ჭეშმარიტი ღვთის რწმენის მოზიარენი წარმართებიც გამხდარიყვნენ, უფალმა ზეცაზე მათთვის ნაცნობი ნიშანი გამოაჩინა. მოგვებმა რომ იხილეს იგი, მიხვდნენ, ქვეყანაზე ის ახალი მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელსაც ყველა ელოდა.

ეპიფანია (ბერძნ. - "გამოცხადება" ღვთისა) - ქრისტეს გამოცხადება წარმართებისთვის - ასე შეიძლება მოვიხსენიოთ უდიდესი მოვლენა, რომელსაც მოგვების მიერ აღმოსავლეთით გამოჩენილი ვარსკვლავის ხილვა უწოდეს (მათ. 2:2).

სამი პირველი ცნობა ღმერთის განკაცების შესახებ
ქრისტეს შობასთან დაკავშირებით სამი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცნობილი:

1. ხარება მარიამისა, რომელიც განცხადდა მთავარანგელოზის სიტყვებით: "გიხაროდეს, მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის" (ლუკ. 1:28). ამ სიტყვებიდან აშკარაა, რომ ეს უშუალოდ ქალწული მარიამის ხარებაა და დრომდე, ანუ ელისაბედთან მისვლამდე, მთელ სამყაროში ის მხოლოდ მისთვის - მარიამისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი;

2. ხარება მწყემსებისა. დაწერილია: "უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკ. 2:9-11). ამასთან, ცნობილია, რომ მწყემსების წინაშე "ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა" (ლუკ. 2:13-15).

მწყემსების ხარების შინაარსის შესახებ იესო ქრისტე თვითონ ბრძანებს: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის" (იოან. 10:11), და კიდევ: "მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე" (იოან. 10:14). შემდეგ მათეს სახარებაში მიქა წინასწარმეტყველის სიტყვებს ვკითხულობთ: "და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს" (მათ. 2:6). ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტემ სხვა მრავალი ისეთი მწყემსი ანუ მოციქული დაუტოვა კაცობრიობას, "რომლითაც იხარებს მთელი ხალხი".

ცხადია, მოგვებისთვის ასეთი გამოცხადება გაუგებარი იქნებოდა. მით უფრო, რომ არ შეიძლებოდა, უფალი წარმართი მოგვების მაცხოვარიც ყოფილიყო. იმისთვის, რათა ისინი უფლის სამწყსოს წევრები გამხდარიყვნენ, ჯერ მათ მწყემსი ანუ მქადაგებელი ესაჭიროებოდათ. წარმართული აზროვნების ტყვეობიდან განთავისუფლებამდე მოგვებისთვის ანგელოზის ენა მიუწვდომელი იქნებოდა და მწყემსების მსგავს დასკვნებსაც ვერ გააკეთებდნენ. ეს მხოლოდ ებრაელებისთვის, ღვთის რწმენასა და კანონში გამობრძმედილი ადამიანებისთვის იყო შესაძლებელი, რადგან სიტყვაში "ისრაელი" - "ღვთის მჭვრეტელი" იგულისხმება. წმინდა გადმოცემიდან ცნობილია, რომ პალესტინიდან შინ დაბრუნებული მოგვები ბეთლემში მომხდარი მოვლენების გააზრებას და განკაცებული ღმერთის საიდუმლოს შეცნობას წლების განმავლობაში ცდილობდნენ. მოგვიანებით ისინი თომა მოციქულს შეხვდნენ და მის მიერ მოინათლნენ, თავად გახდნენ მწყემსები, დაიწყეს ქადაგება და მოწამებრივი სიკვდილით აღესრულნენ. მათი წმინდა ნაწილები წმინდა ელენე დედოფალმა მოიძია და ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ მილანსა და კიოლნში იქნა გადაბრძანებული.

3. ხარება ელისაბედისა და წუთისოფლისა. მწყემსთა ხარებას წინ უსწრებდა ხარება ელისაბედისა და იგი ღვთისმშობლის ხარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ეს ხარება მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლისგან გაცხადდა. დაწერილია: "შევიდა (მარიამი) ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ" (ლუკ. 1:41-45);

ეს ქვეყნის, მთელი სამყაროს და ყველა იმ ადამიანის ხარება უნდა ყოფილიყო, ვისაც უფლის ნამდვილი მოლოდინი ჰქონდა, რადგან დაწერილია: "ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ". ელისაბედის ამ სიტყვების შემდეგ ქალწული მარიამის წინასწარმეტყველება არა რომელიმე კერძო პირის მისამართით, არამედ ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო მნიშვნელობითაა გამოთქმული. ყოვლადწმინდა ქალწული ბრძანებს: "წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი" (ლუკ. 1:51:53). ეს სიტყვები ეხება ყველა ჯურის ადამიანს, ვის ყურსაც შეუძლია მისწვდეს ამ საოცარ ამბავს და ვისაც ძალუძს, თავის გულში ასეთი მოლოდინი დაიტიოს.

ამგვარი მოლოდინი ჰქონდათ მოგვებსაც.

იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ მაინცდამაინც მოგვებს განეცხადათ ამ საოცარი მოვლენის შესახებ, წმინდა იოანე ოქროპირი წერს: იესო ქრისტეს განკაცების მიზანი ცხოვრების ძველი წესების შეცვლა და ღმერთის თაყვანისცემისთვის მთელი სამყაროს მოხმობა იყო. ებრაელები წინასწარმეტყველთაგან მუდმივად ისმენდნენ ღმერთის ამ ახალი გამოწვევის შესახებ და მათთვის ამ უდიდეს მოვლენას თავისი აქტუალობა დაკარგული ჰქონდა, მინავლული იყო მათი რწმენა ღმერთის განკაცების შესახებაც. იმისათვის, რათა იუდეველები გონს მოსულიყვნენ, უფალმა ახალდაბადებული მეფის ადგილსამყოფელის გამოსაკითხად იუდეაში უწინარესად წარმართები მოიხმო.

ღმერთის განკაცების საყოველთაო ნიშანი. როგორც უკვე აღინიშნა, თუ გავითვალისწინებთ სამზადისს და მანძილს გალილეის ნაზარეთიდან მთიან მხარემდე, სადაც მარიამი უნდა ჩასულიყო, ნათელი იქნება, რომ ის ელისაბედს ძველი სტილით აპრილის დასაწყისში, ხოლო ახალი სტილით აპრილის შუა რიცხვებში უნდა შეხვედროდა. ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეხვედრის დროს საყოველთაოდ განცხადდა განგებულება საიდუმლოსი ისე, როგორც დაწერილია: "განათლებად ყოველთა, რაი-იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა" (ეფ. 3:9). ამავე დროს, წმინდა წერილში მრავალჯერ არის დაფიქსირებული გამოთქმა: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს", ანუ ამ საიდუმლოს შეცნობისთვის შესაბამისი მზაობა იყო საჭირო.

სამყაროში იესო ქრისტეს მობრძანებისას სწორედ ეს უნდა ყოფილიყო საკვანძო მომენტი. შესაბამისად, ის, რაც კოსმოსში ციური სხეულების განლაგებით გამოვლინდა, ღვთის მომლოდინე მოგვებისთვის მიმანიშნებელი გახდა. ცხადია, მოგვები ღმერთის განკაცების შესახებ იოანე ნათლისმცემელზე ადრე, ანუ ქალწულ მარიამთან ერთად ვერ შეიტყობდნენ, რადგან იოანე ნათლისმცემელია "ხმა უდაბნოში მღაღადებლისა". მეორე მხრივ, ჩასახვა რომ უკვე განკაცებას ნიშნავს, ამის საბუთად ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის კომენტარს მოვიშველიებთ. კერძოდ, ჩასახვისა და განკაცების ერთდროულობაზე იგი ბრძანებს: იუდეველები ამბობენ, იესო ქრისტეს შესახებ დაწერილი სიტყვები - "შენგან გამოვიდეს" - სინამდვილეში ზორობაბელზე იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ აშკარად იტყუებიან და თავსაც იტყუებენ, რადგან ზორობაბელი ბეთლემში კი არა, ბაბილონში დაიბადა: "ზორო" ნიშნავს თესლს და შობას, ხოლო "ბაბელი" - ბაბილონს, ანუ ბაბილონში ჩასახულს ან გაჩენილს". როგორც ვხედავთ, ჩასახვა და გაჩენა ადამიანის ამქვეყანად მოვლინების თვალსაზრისით ტოლფასი მოვლენებია.

ამავე დროს კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. წმინდა წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოგვებმა აღმოსავლეთით ვარსკვლავი იხილეს. ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: "არ იფიქრო, რომ ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ცაზე ვხედავთ. არა, ეს ვარსკვლავის სახით მოვლენილი ღვთიური და ანგელოზებრივი ძალა იყო". ცხადია, ეს ძალა არ შეიძლებოდა რაიმე სახის ილუზია ყოფილიყო, - უფალს ილუზიები არ ახასიათებს და არ ესაჭიროება. შესაბამისად, ნიშანი, რომელიც მოგვებმა იხილეს, რაღაც არასტანდარტულ კოსმოსურ მოვლენაში უნდა ასახულიყო.

მიმანიშნებელი ციური მოვლენა, ანუ აღმოსავლეთის ვარსკვლავი. მოგვებისთვის კოსმოსი მრავლის მაუწყებელია. მოგვები ასტრონომები იყვნენ, მათ ზოდიაქოები კარგად იცოდნენ და ჰოროსკოპების შედგენაც შეეძლოთ. მათთვის ზეცა - ღმერთების სიტყვა, ხოლო ვარსკვლავები მომავლის მაუწყებლები იყვნენ. ეს რეალურად შესაძლებელია, რადგან ღვთის გზაზე მიმავალ ადამიანს ღმერთი დახმარებას ყოველთვის უწევდა. ცუდი ისაა, რომ თანამედროვე ასტროლოგები დღესაც იმ ცოდნით სარგებლობენ, ზოდიაქოს იმდროინდელ ნიშნებს იყენებენ და იმაზე სულაც არ ფიქრობენ, რომ ამით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვას აფერხებენ. დასრულდა წარმართული ნიშნებით ღმერთის ძიების დრო, ახლა ბოლო ჟამია, "ღმერთი (უკვე ყველასთვის - რ. ჩ.) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსთვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიტ. 3:16).

როდესაც მოგვებმა ცაზე ნიშანი იხილეს, მაშინვე ამოიცნეს მისი მნიშვნელობა და მიხვდნენ - სამყაროს მოევლინა მეფე! არაჩვეულებრივი მეფე! ყველა დროის, ყველა მეფეთა მეფე! მეფე, რომელმაც ყოველგვარი მეფობის ძალა გააუქმა. მრავალი ქრისტიანისთვის ეს ღვთაებრივი ნიშანი დღევანდლამდე აუხსნელ საოცრებად რჩება, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ყველაფერში გარკვევასა და ყველაფრის ახსნას ცდილობს, ვნახოთ, ამ მოვლენის შესახებ რას ფიქრობს თანამედროვე მეცნიერება.

აღორძინების ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ეს იყო კომეტა (წერილში გამოყენებულია მასალა სამეცნიერო-პოპულარული ფილმიდან "სამი მოგვის საიდუმლო"). სხვები მიიჩნევდნენ - ეს ზეახალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მთელი ზეცა ერთბაშად გაანათა. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მოგვებისთვის კომეტა სიკვდილის ნიშანია, ზეახალი ვარსკვლავი კი ახალი მეფის დაბადების მაუწყებელს არ წარმოადგენდა. ასტრონომი დევიდ ჰუგესი მიიჩნევს, რომ მოგვებისთვის მეფის დაბადების მაუწყებელი შეიძლებოდა პლანეტების გარკვეული განლაგება გამხდარიყო. მას მიაჩნია, რომ ამ ვერსიის მნიშვნელოვანი საბუთმტკიცება ლონდონის, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება: ეს არის ძველი ბაბილონის ტექსტით, ანუ მოგვების მშობლიურ ენაზე შემონახული თიხის ფირფიტები. მათგან ზოგიერთი ასტრონომიულ კალენდარს წარმოადგენს. ერთ-ერთ ფირფიტაზე აღწერილია ძვ. წ. აღ-ით 7 წელს პლანეტების სატურნისა და იუპიტერის მოძრაობა. ამ პლანეტებს მოგვებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. მეფეთა ჰოროსკოპებში ახალი პიროვნების გამეფებაში მთავარი როლი იუპიტერს მიეკუთვნებოდა. იუპიტერი ახალი მეფის მოსვლის სიმბოლო იყო, სატურნი კი ძველის სიმბოლოს წარმოადგენდა. მათი ურთიერთდაახლოება მმართველობის შეცვლას იუწყებოდა. თუ ისინი თევზების ზოდიაქოში იკვეთებოდნენ, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ეს ზოდიაქო ისრაელის სიმბოლო იყო, ცვლილებაც აქ უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს იუპიტერი და სატურნი თევზების თანავარსკვლავედში სამჯერ გადაიკვეთნენ, რაც ყოველ 820 წელში ერთხელ ხდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იესო ქრისტე ძვ. წ. აღ-ით 7 წელს დაიბადა.

მოგვიანებით მეცნიერებმა ახალი საბუთი აღმოაჩინეს: ასტრონომმა მაიკლ მოლნერმა ისეთ მტკიცებულებას მიაკვლია, რომლის გათვალისწინებით მნიშვნელობა აღარ აქვს, იყო თუ არა ისრაელის ზოდიაქო თევზები. მან იუდეის, ანუ იმ კუთხის ზოდიაქოს მიაგნო, სადაც იესო დაიბადა. მოლნერმა რომის მმართველობის პერიოდში იუდეაში მოქმედი ძველი მონეტა მოიპოვა, რომელზეც გამოსახულია ამ კუთხის მაშინდელი ზოდიაქოს ნიშანი - ვერძი. მონეტაზე გამოხატული ვერძი კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს და თან თვალს მის ზურგს უკან დარჩენილ ვარსკვლავს ადევნებს. შემდეგ მოლნერმა ფტოლომეოსის ასტროლოგიურ ენციკლოპედიას მიაქცია ყურადღება და აღმოაჩინა, რომ მასში იესო ქრისტეს ცხოვრების წლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია იყო. ფტოლომეოსს თავის მასალებში ქვეყნების შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები ორჯერ ჰქონდა ჩამოთვლილი და ამ ჩამონათვალითაც დასტურდება, რომ იუდეას ვერძის ნიშანი შეესაბამებოდა. ე. ი. უნდა ვიფიქროთ, რომ მოგვებმა კოსმოსური ნიშანი ვერძის ზოდიაქოში დაინახეს. აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღ-ით 7 წელს იუპიტერი და სატურნი ვერძის ნიშანში არ გადაკვეთილა.

მაგრამ საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ-ით 6 წელს, ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ისეთი ასტრონომიული მოვლენა განხორცილდა, რომელიც მოგვებს უეჭველად განაცვიფრებდა: პლანეტების მეფე იუპიტერი მთვარემ გადაფარა. მოგვებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო. ის იუწყებოდა, რომ იუდეაში უნდა დაბადებულიყო მეფეთ მეფე, რომლის სიმბოლოც ვერძი იქნებოდა. ეს ყველაფერი ხდებოდა აღმოსავლეთში, სწორედ ისე, როგორც მოგვიანებით წმინდა მათემ გვაუწყა. 2000 წლის წინ მოგვებისთვის ეს იქნებოდა ცისკრის ვარსკვლავი, რადგან ამ დროს იუპიტერი სწორედ აღმოსავლეთში იყო. მოლნერის აზრით, ის დღე, როდესაც იუპიტერი მთვარემ გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღი უნდა ყოფილიყო. სწორედ ასე ფიქრობენ ევროპელი მეცნიერები.

დაბადების თარიღი. მოგვები ჩვეულებრივი, ახალდაბადებული მეფის თაყვანისცემისთვის უცხო ქვეყანაში არ წავიდოდნენ. ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: "იმის გამო, რომ მოგზაურობაზე დიდი დრო უნდა დაეხარჯათ, ვარსკვლავი მათ უფლის შობამდე, წინასწარ გამოეცხადათ". ისინი სამყაროს მეფესთან მიდიოდნენ და ძღვენიც შესაბამისი უნდა მოეძიათ. პირდაპირი გზით რომ ევლოთ, მოგვებს დაახლოებით 750 კმ ჰქონდათ გასავლელი. ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ძღვენს ისინი სადმე სავაჭრო ცენტრში ან ბაზარზე არ იყიდდნენ, მათ მიერ მირთმეული ძღვენი უშუალოდ იქიდან უნდა ყოფილიყო აღებული, სადაც ის მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ გუნდრუკს და მურს აღმოსავლეთში - სპარსეთსა და ბაბილონში (საიდანაც მოგვები მოდიოდნენ) კი არა, სამხრეთში - საბაიაში (სხვაგვარად - შებაში) მოიპოვებდნენ. ვფიქრობთ, წმინდა წერილში ამიტომ არის ნათქვამი: "...არაბიასთა და საბაისათა ძღუენი მიართუან მას" (ფსალმ. 71:10).

მეფეთა მეფისთვის განკუთვნილ ძღვენს სპეციალური ჭურჭლის მომზადებაც ესაჭიროებოდა. ამასთან, ვინაიდან ისინი დედაქალაქში და შესაბამისად ჰეროდე მეფის კარზე მივიდნენ, საფიქრალია, რომ ახალ მეფეს ისინი არსებული მეფის შთამომავლად ან მის ახლო ნათესავად მიიჩნევდნენ. ვიზიტი გარეგნულადაც მეფისთვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც წერს ესაია წინასწარმეტყველი: "უამრავი აქლემი დაგფარავს, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ" (60:6-14).

იმ დროს ასეთი მოგზაურობისთვის სამზადისსა და თავად მგზავრობას თვეები სჭირდებოდა.

დავაზუსტებთ, რომ, თანამედროვე ასტრონომების გამოთვლებით, კოსმოსური ნიშანი მოგვებმა ძვ. წ. აღ-ით 6 წლის - ახალი სტილით 17 აპრილს, ხოლო ძველი სტილით 4 აპრილს, ანუ ღვთისმშობლის ხარებიდან 10 დღის შემდეგ იხილეს.

მაიკლ მოლნერის აზრით, ბეთლემის ვარსკვლავის - იუპიტერის მთვარით გადაფარვა იესო ქრისტეს დაბადების მაუწყებელი იყო. მას მიაჩნია, რომ მომხდარის შინაარსი მხოლოდ ისეთ ასტროლოგებს შეეძლოთ ამოეცნოთ, როგორებიც მოგვები იყვნენ. ზოდიაქოს ნიშანმა მოგვებს იუდეაზე მიუთითა. მოგვებმაც მოიპოვეს ძვირფასი საუნჯე და იუდეისკენ გასწიეს.

თავის მხრივ, მოლნერი და მისი კოლეგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს არც ძველი და არც ახალი სტილით არ დაბადებულა. მათი აზრით, უფალი სადღაც 17 აპრილის სიახლოვეს უნდა დაბადებულიყო. ვფიქრობთ, აღნიშნულ მეცნიერთათვის სასიხარულო იქნება გაეცნონ ზემოთ აღნიშნულ მართლმადიდებლურ თვალსაზრისს, სადაც დაბადება და ჩასახვა პრაქტიკულად გაიგივებულია. გამოდის, რომ მათ მიაკვლიეს მაცხოვრის დაბადების ჭეშმარიტ თარიღს: ძვ. წ. აღ-ით 6 წლის 25 დეკემბერს ძველი სტილით. და აი, რატომ:

1. წმინდა მამების მიერ მრავალგზის არის დადასტურებული მართლმადიდებლური ხარების, ანუ ღვთისმშობლის ხარების რიცხვი: ძველი სტილით 25 მარტი (ახ. სტ. 7.04);

2. ამასვე ადასტურებენ თანამედროვე ევროპელი მეცნიერები, რადგან, მათი გამოთვლებით, მოგვებისთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო იუპიტერის მთვარით გადაფარვა, რაც, ჩვენი აზრით, უნდა მომხდარიყო მარიამის ხარებიდან 10 დღის შემდეგ, იმ დღეს, როდესაც იესო ქრისტეს მუცლადღება შეიცნო და თავისი დედის ელისაბედის ბაგით სამყაროს განუცხადა თავად მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა. ეს მოხდა ძვ. წ. აღ-ით 6 წლის ძვ. სტ. 4 აპრილს (ახ. სტ. 17 აპრილს);

3. თუ ვიცით ხარების თარიღი - ძვ. სტ. 25 მარტი, რაც წმინდა წერილის, წმინდა გადმოცემისა და თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე დასტურდება, ნათელი ხდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სწორად აღნიშნავს იესო ქრისტეს დაბადების თარიღს: უფალი იესო ქრისტე ძვ. სტ. 25 დეკემბერს (ახ. სტ. 7.01) დაიბადა, შესაბამისად:

ძველი სტილით:

მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარება - 25 მარტია;

მუცლადღებული ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარება - 4 აპრილია;

იესო ქრისტე იშვა - ძვ. წ. აღ-ით 6 წლის 25 დეკემბერს (ძველი სტილით).

ახალი სტილით:

მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარება - 7 აპრილია;

მუცლადღებული ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარება - 17 აპრილია (ასტროლოგების გამოთვლებითაც ამ დღეს გადაიფარა იუპიტერი მთვარით, რაც მოგვებისთვის სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი უნდა ყოფილიყო);

იესო ქრისტე იშვა - ძვ. წ. აღ-ით 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით).


ტროპარი
შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაი შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat