ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
იონას და ადამის მოდგმას ღვთის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი რომ არ შეეპაროს, ღვთის ნებით, იონა სამ დღესა და ღამეს ვეშაპის სტომაქში ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას

"კარგია უფალი ყველას მიმართ" (ფსალმ. 144:9)
იონას წიგნი. ძვ. წელთაღრიცხვის დაახლოებით 957 წელს სოლომონ მეფემ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა დაასრულა (ნახე: 3 მეფ. 3:6). ებრაელებმა სანუკვარი ოცნება აიხდინეს - უფალს "სახლი" აუშენეს. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთი საბოლოოდ ებრაელი ხალხით შემოიფარგლა.

მაგრამ ამ მოვლენის შემდეგ ორი საუკუნეც არ იყო გასული და სამყაროს იონა წინასწარმეტყველის წიგნით ღვთის სიტყვის უფრო ღრმა შინაარსი ეუწყა (4 მეფ. 14:25, მათ. 12:39, ლუკ. 11:29-30).

იონას წიგნში მოთხრობილი ამბის ისტორიულ ფონს იერობოამ II-ის მეფობის ხანა წარმოადგენს. "მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე...…ისრაელს დაუბრუნა დამასკო და ხამათი..." (4 მეფ. 14:25-28). ერთი სიტყვით, იერობოამმა ისრაელის ჩრდილოეთი სოლომონის მეფობის დროს არსებულ საზღვრებამდე გააფართოვა (3 მეფ. 8:65). სწორედ ამ და სხვა სამხედრო წარმატებების გამო ეს მონარქი ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ მხედართმთავრად შევიდა. იერობოამის, ისევე როგორც იუდეის მეფის ყუზიას (792-740 ძვ. წ. აღ.), დროს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, გაფართოვდა ისრაელის ტერიტორიები, გამოცოცხლდა წარმოება, განვითარდა ვაჭრობა; დადგა სიმშვიდის, მატერიალური კეთილდღეობისა და სხვა ხალხებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დრო.

სხვაგვარ სურათს ხედავდნენ ოსია და ამოს წინასწარმეტყველები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ისრაელში არსებული სოციალური უსამართლობისა და რელიგიური სინკრეტიზმის გამო მოსახლეობის ერთიანობა ირღვეოდა, სამეფო უფსკრულისკენ მიექანებოდა. მათ მიაჩნდათ, რომ უფლის მიერ დადგენილი კანონების უგულებელყოფა ქვეყანას აუცილებლად დააქცევდა და საბოლოო განადგურებამდე მიიყვანდა (ნახე: ოს. 1:2-8, 2:1-13, 4:1-5, 14; 6:1-6, 7:11-16, 8:1-9, 17; 11:1-11, 12:3-8; ამოს. 2:6-16, 3:9-15, 5:21-24, 7:7-17). მათგან განსხვავებით, იერობოამისგან შემდგომ გაძლიერებასა და სირიის ტერიტორიების ხარჯზე ისრაელის გაფართოებას მოელოდა თავგადაკლული "პატრიოტი" იონა და თავის წინასწარმეტყველურ ნიჭს ქვეყნის პოლიტიკური ამბიციების წახალისებისთვის იყენებდა.

მიუხედავად აღნიშნულისა, იონას წიგნი, უწინარეს ყოვლისა, მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთის შესახებ მოგვითხრობს. საკუთარი თავის შესახებ იონა ასე საუბრობს: "ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა" (1:8). ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ღმერთისგან სიკეთე და ხსნა მხოლოდ მისმა ხალხმა - ებრაელებმა უნდა მიიღონ. მისი აზრით, არც ერთი სხვა ხალხი ღმერთისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. მოგვიანებით ამგვარი "მგზნებარე პატრიოტიზმის" გამო პავლე მოციქული კითხულობს და კითხვას თავადვე პასუხობს: "ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც" (რომ. 3:29). იონამ ეს არ იცოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პერიოდში იონა და მისი თანამოაზრეები საკუთარი გამორჩეულობითა და ერთადერთობით იყვნენ შეპყრობილნი. მაგრამ იონამ თავისი წიგნით უნებლიეთ მთელ კაცობრიობას ამცნო, რომ ღმერთი მხოლოდ ებრაელი ხალხის კუთვნილება არ ყოფილა, და თურმე მზრუნველობასაც იგი ყველა ხალხის მიმართ ერთნაირად იჩენს. ამიტომ იონას მრავალი სიახლის მიმანიშნებელი თავგადასავალი როგორც თავად იონასთვის, ისე მაშინდელი პატრიოტი ებრაელისთვის რთული და ძნელად მისაღები გაკვეთილი უნდა ყოფილიყო.

იონას არ სურს ღვთის ნება აღასრულოს და ნინეველები გააფრთხილოს, რათა მათ ბოროტების გზა დაივიწყონ და ცოდვები მოინანიონ. გადაწყვიტა ისეთ მხარეში გახიზნულიყო, სადაც ღმერთის სიტყვა არც კი სმენიათ: "ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო" (1:3). იონა გემის ბანქვეშ შეეცადა გაუჩინარებას. ეს უფრო საიმედო სამალავად მიიჩნია, მაგრამ უფალს მაინც ვერ დაემალა (1:5). გემი დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეზღვაურებმა "ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა?" (1:8). წარმართთა ინტერესების საპირისპიროდ, იონამ მათი ყურადღება მხოლოდ საკუთარ რწმენაზე გაამახვილა, თავისი წარმომავლობის დასახელებას თავი აარიდა და უპასუხა, რომ ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთის მოშიში იყო.

იონას წიგნიდან ჩანს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მას შეუძლია ზღვა ააღელვოს ან დააწყნაროს (1:4,13,15); გაფანტოს ღრუბელი და თაკარა მზით დასიცხოს დედამიწა (4:8); პატარა მცენარეებიც (4:6) და მეზღვაურებიც მისი ჩანაფიქრის შესაბამისად მოქმედებენ (1:15).

იმისთვის, რათა იონასა და ადამის მოდგმას ღვთის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი არ შეეპაროთ, ღვთის ნებით, იონა სამ დღესა და ღამეს ვეშაპის სტომაქში ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას. იონა საბოლოოდ რწმუნდება, რომ სამყაროში არაფერია ისეთი, რაც უფლის თვალს შეიძლება გამორჩეს ან მიეფაროს (2:1); ღმერთი ყველაფერს ხედავს, ის არის: ცათა ღმერთი, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა (1:9). იონამ მანამდეც იცოდა უფლის ლმობიერების, რისხვაგვიანობის, მრავალმოწყალების შესახებ, მაგრამ მიაჩნდა, რომ მისი ადგილსამყოფელი შეიძლებოდა უფალს ვერ შეემჩნია. ფიქრობდა, რომ ღმერთი განშორებულ წარმართულ სივრცეს ყურადღებას არ მიაქცევდა. მისი აზრით, უფალი მხოლოდ ნათელს, ანუ თავის ხალხს, ხედავდა, ახლა კი გაიგო, რომ ღმერთი თავად არის ნათელი და მისთვის არაფერია დაფარული.

დამალვას იონა იმის გამო ცდილობდა (4:2), რომ ნინეველების ებრაელებთან შეტოლება არ სურდა. მას ესმოდა: თუ ნინეველები ბოროტების გზაზე უარს იტყოდნენ და თავის ცოდვიანობას შეიგრძნობდნენ, უფალი წარმართი ნინეველების მიმართ ისეთ შემწყალებლობას გამოიჩენდა, როგორსაც, იონას აზრით, მხოლოდ ებრაელები იმსახურებდნენ. იონას ადამიანები ორ ნაწილად ჰყავს დაყოფილი: მისთვის არსებობს ღვთის რჩეული ერი - ებრაელები და დანარჩენები, ანუ ისინი, ვინც ებრაელები არ არიან. იონა ღრმადაა დარწმუნებული, რომ: "ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!" (2:9). მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სადაურები იყვნენ მეზღვაურები, არსადაა ნახსენები არც გემის პატრონის, არც კაპიტნის და არც ასირიელთა მეფის სახელი. ხალხს, რომელსაც იონა თავისი წინასწარმეტყველებითა და ქადაგებით მიმართავს, ასირიელებადაც კი არ იხსენიებს. ამ ადამიანებს იონა ნინეველებს უწოდებს. მისთვის არც ადამიანების სოციალურ მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა. ის იმ ისტორიული ცოდვების შესახებაც კი არაფერს ამბობს, რომლებიც ახასიათებდა ასირიელთა მხედრობას და იმდროინდელმა ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი რწმენისა და ხალხის სიდიადის გვერდით იონას არაფრის დაყენება არ სურს.

შეიძლება ითქვას, იონას წინასწარმეტყველება პირველი წიგნია, სადაც ისრაელის ღვთივგამორჩეულებაც კი არაა ხაზგასმული. იონას ეს საჭიროდ არ მიაჩნია. ის ებრაელების შესადარსა და ტოლფასს ვერავის ხედავს. იონას წიგნი არ განმარტავს იმ განსხვავებას, რომელიც იუდეველებსა და წარმართებს შორის არის. წინასწარმეტყველი გულისტკივილით გვესაუბრება იმის შესახებ, როგორ ინანიებენ ცოდვებს წარმართები და რა დამოკიდებულებას იჩენს მათ მიმართ ღმერთი. ამ წიგნში, იონას ნებით თუ მისგან უნებლიეთ, ვხედავთ წარმართთა სინანულის ძალას. აქცენტები პირდაპირ სინანულსა და ადამიანის ღმერთთან ურთიერთობაზეა გადატანილი. მართლაც, ღმერთი ნინეველთა სინანულს ყურადღებით ეკიდება. დაწერილია: "იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!" (3:5-9). მართლაც, სამაგალითო მარხვაა, მეფეც კი ჯვალოთი შეიმოსა და ნაცარზე დაჯდა. იონას თითქოს უნდა გახარებოდა ღმერთისადმი ასეთი რწმენის გამოვლინება. მოხდა კი პირიქით: "ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა" (4:1).

ისტორიიდან ვიცით, რომ ქალაქმა კიდევ ორასი წელი იარსება.

სამზადისი. იონას წიგნი ნათლად გვიჩვენებს, უფალი იმას კი არ ცდილობს, ვინმეს თავის მიერ შექმნილი და ბოძებული სიცოცხლე წაართვას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ყველას სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მას ეცოდება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანები და საერთოდ ყოველი ცოცხალი არსება. წიგნში ნაჩვენებია, რომ უფალი არა მხოლოდ არსთა განმწესებელია, არამედ სიცოცხლის პროვიდენციული დამცველიცაა!

რაც შეეხება ადამიანს და მის დამოკიდებულებას სიცოცხლისადმი: უფალმა შეუნდო შეცოდებები, არ დასაჯა ნინეველები, და ამან იონას უკმაყოფილება გამოიწვია. იონას უფლის ქმნილება პირადი მიზნების განსახორციელებლად და სურვილების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება. იგი იმანაც აღაშფოთა, რომ უფალმა იმ აყიროს გახმობა დაუშვა, რომელიც იონას მცხუნვარე მზისგან იფრავდა. "უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია" (4:10-11).

მეორე მხრივ, ბუნებით წარმართ ადამიანებს არ ესმით და არ ცნობენ უფლის კანონებს. ღმერთის სიტყვას ისინი მხოლოდ შიშისა და სასჯელის სახით აღიქვამენ. იერემიას წინასწარმეტყველებაში უფალი ბრძანებს: "ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას, მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი" (იერ. 18:7-10). იონას წიგნიდან და ამ სიტყვებიდან აშკარად ვხედავთ, როგორ უპირისპირდება ადამიანი ჯერ უფალს და მერე საკუთარ ინტერესებს:

1. უფალს სურს, ადამიანმა, ამქვეყნიური ცხოვრების შედეგების შესაბამისად, ცხონება მიიღოს, მაგრამ ადამიანი თვითგადაგვარებას, საკუთარი ცხოვრებისა და სულის დამახინჯებას იწყებს;

2. როდესაც თავისი საქციელის გამო ადამიანმა სასჯელი უნდა მოიმკოს, უფალი მას მონანიების ძალასა და შესაძლებლობას აძლევს. მოინანიებს ადამიანი, ძალას შეიგრძნობს და ისევ სცოდავს;

3. იონას წიგნში აშკარად ჩანს, რომ დადგება დრო, როდესაც პიროვნების ან ხალხის სოციალურ მდგომარეობას, წარმომავლობასა და ფორმალურად კანონმორჩილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება. ღმერთი ყველა ხალხს მონანიებისა და მადლის მოხვეჭის ერთნაირ შესაძლებლობას მისცემს;

4. შესაბამისად, ახლოვდება ყოველი ცალკეული ადამიანისა და ყველა ხალხის ღმერთთან შეხვედრის დრო. უკვე იონას წიგნში აშკარად მოჩანს, რომ დაწყებულია უფალთან შეხვედრის საყოველთაო სამზადისი.

ეს სამზადისი სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც უფალმა ადამიანს ცოდვისგან დახსნის აღთქმა მისცა და ეშმაკს უთხრა: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15). წინასწარმეტყველთა წიგნები კი გვიჩვენებენ, რომ ადამიანი ადამიანს ან სრულყოფილად ვერ უხსნის ღვთის სიტყვას, ან ერთი ადამიანი არ ღებულობს ღვთის სიტყვას მეორისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა შინაგანად ცოცხალ ღმერთთან შესახვედრად ემზადება. იონას წიგნში ჩანს, ადამის მოდგმა უახლოვდება დროს, როდესაც ყველასთვის შესაძლებელი უნდა გახდეს ჯერ კიდევ ფსალმუნში გამოთქმული სიტყვების შინაარსის გაცნობიერება და დაჯერება: "გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე" (ფსალმ. 144:8-9). ამის ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ღმერთს უნდა შეხვდეს, რადგან დადგა დრო ჭეშმარიტი ღმერთის სიახლოვისა, დრო იესო ქრისტეს დედაკაცისგან შობისა.
ბეჭდვაელფოსტა
11.07. 2017
ზვიადი
მადლობა სტატიის ავტორს
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat