სიქადულო ჩემო მართლმადიდებლობაო!
სიქადულო ჩემო მართლმადიდებლობაო!
საკუთარი სიკეთის წარმოსაჩენად მართლმადიდებლობას სხვასთან ბრძოლა არ სჭირდება
ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ყველაფერი თავის მოტყუებაა
ღვთის წყალობაა მართლმადიდებლურ გარემოში დაბადება. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჭეშმარიტების ძიებაში გრძელ და დახლართულ გზას გადის, ჩვენ კი ყველაფერი მზამზარეული მოგვეცა. ჩვენი სახელოვანი წინაპრები ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდნენ, ეს სარწმუნოება თითქოს უკვე ჩვენს გენთანაა შეჭიდული, მაგრამ ათეისტური რეჟიმგამოვლილი საზოგადოებისთვის არც ისე ადვილია ქრისტესთვის გულის კარის ბოლომდე გაღება, ყოველგვარი ეჭვისა და ინტელექტუალური ძიების გარეშე. თუკი ვინმე ფიქრობს, მართლმადიდებლობას ჭეშმარიტ რელიგიას იმიტომ ვუწოდებთ, რომ ჩვენია, ყველა რელიგიას კი თავი ჭეშმარიტი ღმერთის მქადაგებელი ჰგონია, თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქრისტიანობის სხვა დიდ მიმდინარეობებთან - კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმთან - შედარების მეშვეობით ჩვენი სასიქადულო სარწმუნოების უპირატესობას დაანახვებს:

- საკუთარ ადამიანობას ადამიანი ცნობიერების გაჩენისთანავე ხვდება, თუმცა ზოგი ისე ბერდება და კვდება, ადამიანობის მნიშვნელობას ვერ იგებს. თუ ეს ეხება ადამიანობას, რანიც ნამდვილად ვართ, რაღა ითქმის ჩვენს ქართველობასა და მართლმადიდებლობაზე?! ქართველობა მეტ-ნაკლებად თანდაყოლილია, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრება ხომ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

საქართველოში უმრავლესობა ამაყად იტყვის, მართლმადიდებელი ვარო, მაგრამ მის მნიშვნელობას ნაკლებად აცნობიერებს. "ორთოდოქსია" ბერძნულიდან მართლად ანუ სწორად დიდებად ითარგმნება. "დოქსა" დიდების გარდა ცოდნის მიღებას, შემეცნებას ნიშნავს. შესაძლოა, "ორთოდოქსია" სწორ შემეცნებად ვთარგმნოთ - სწორი შემეცნება ღვთისა. მაგრამ ყველა ენაზე დიდებად თარგმნეს და ბერძნულადაც ამ მნიშვნელობით მოიაზრება. რატომ? იმიტომ, რომ ცოდნა შესაძლოა მხოლოდ ცოდნად ანუ თეორიად დარჩეს, ხოლო დიდება აუცილებლად გარკვეულ ცხოვრების წესს გულისხმობს. თუ ეს ცხოვრების წესი არ გვაქვს, არც მართლმადიდებლები ვართ. დღევანდელი ქართველობის ცხოვრების წესში, სამწუხაროდ, რელიგიური რიტმი ნაკლებად შეინიშნება, არა მხოლოდ მართლმადიდებლური, საზოგადოდ ქრისტიანულიც კი.

ცხოვრების მართლმადიდებლური წესი განსხვავდება სხვა რელიგიური, ფილოსოფიური თუ არარელიგიური წესისგან. დასავლეთში თვლიან, რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ხშირად მას, შეუვალობის, აგრესიის, ფანატიზმის გაგებით, ფუნდამენტალიზმთან აიგივებენ. გარდა ამისა, დღევანდელ ქართულ რეალობასა და შესაძლოა ევროპაშიც მართლმადიდებლობა ქრისტიანობის რუსულ ტრადიციასთან იგივდება. მას ხშირად კათოლიციზმს უპირისპირებენ, რომელსაც უაღრესად დემოკრატიულ და თავისუფლების მიმნიჭებელ რელიგიად მიიჩნევენ და მის ფონზე მართლმადიდებლობას დამყაყებულ, კონსერვატიულ, დესპოტურ, ავტორიტარულ მიმდინარეობად თვლიან. მართლმადიდებლობას პროტესტანტიზმსაც უპირისპირებენ.

- როგორ განსაზღვრავდით მართლმადიდებლობის ცნებას?

- მართლმადიდებლობა არც ფუნდამენტალიზმია, არც აგრესიულობისა და ფანატიზმის შემცველი რელიგია, არც ანტიდემოკრატიული ან ავტორიტარული მიმდინარეობა; მართლმადიდებლობა არის მოციქულთა მოძღვრება, არც მეტი, არც ნაკლები. მოციქულები კი არც დიქტატორები ყოფილან, არც ანტიდემოკრატები; ნებისმიერ საკითხს კრებით წყვეტდნენ.

ფანატიზმი სიკვდილს ნიშნავს. რა კავშირი აქვს მართლმადიდებლობას ფანატიზმთან? ფანატიზმი სხვის სიკვდილს განაპირობებს. ვიცით, ფუნდამენტალური და ფანატიკური სექტები რა საშინელებებს სჩადიან სხვა აღმსარებლობის მიმდევართა მიმართ. მსგავსი რამ ქრისტიანობას არ ახასიათებს. ქრისტიანობა მოციქულებმა არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ საკუთარი სისხლით, ღვთის სიტყვის უანგარო ქადაგებით გაავრცელეს, საკუთარი თავი სამსხვერპლოზე მიიტანეს, რის მაგალითიც თავად უფლისგან აიღეს, რომელიც ჯვარცმისას მტრებისთვის ლოცულობდა. სხვათა შორის, როდესაც მტრები აშკარა უსამართლობას სჩადიან, მიტევება და მათთვის ლოცვა გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კერძოდ, არასწორია, როცა უსამართლობას არ ალაგმავ, წინააღმდეგობას არ გაუწევ, მისი ჩამდენისთვის კი ლოცვას იწყებ. ყველა რომ ასე მოიქცეს, უსამართლობა იბოგინებს დედამიწაზე. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი საოცარ რამეს ამბობს: უსამართლობის, ბოროტების ჩამდენს დანაშაული რომ აპატიო, ამის უფლება გჭირდებაო. იეღოველები, ზოგიერთი ინდუისტური სექტის წევრები ბოროტებას არ ეწინააღმდეგებიან. იეღოვას მოწმეები ომშიც არ მიდიან. ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ - ბოროტებას რომ არ შეეწინააღმდეგო, ამას ღვთისგან მონიჭებული უფლება სჭირდება. ისიც უნდა იცოდე, ბოროტებას როდის აღუდგე წინ და როდის - არა, რასაც მართლმადიდებლობა ზუსტად ასწავლის. მოციქულები საკუთარ თავს რომ არ იცავდნენ, ქადაგებდნენ და ბოროტებას არ ეწინააღმდეგებოდნენ, ამის უფლება თავად მაცხოვრისგან მიიღეს. გავიხსენოთ წმინდა სტეფანე პირველმოწამე, რომელმაც სიკვდილის წინ ჯვარცმული უფლის სიტყვები გაიმეორა: "მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკა 23:34).

ამგვარად, მართლმადიდებლობას არაფერი აქვს საერთო ფანატიზმთან, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას უყვარს, ფანატიზმს კი არა. ამის დასტური მრავალია ეკლესიის ისტორიაში: ალექსანდრიაში წარმართები ქრისტიანობას დასცინოდნენ, ქრისტიანებს ზემოდან უყურებდნენ, დევნიდნენ და ხოცავდნენ. როდესაც ამ მხარეში შავი ჭირი გაჩნდა და მოსახლეობას მუსრს ავლებდა, ახლობლები ავადმყოფებსა და მიცვალებულებს ტოვებდნენ და გარბოდნენ, ქრისტიანები კი რჩებოდნენ და პატრონობდნენ - სნეულებს უვლიდნენ, მიცვალებულებს მარხავდნენ... შემდეგ თვითონაც ავადდებოდნენ და იხოცებოდნენ - თავს წირავდნენ მტრებისთვის. სად არის აქ ფანატიზმი, რომელიც მხოლოდ სიძულვილს გულისხმობს?

მართლმადიდებლობამ თავი წარმოაჩინა როგორც ჰუმანურმა და სიყვარულის ხორცშემსხმელმა რელიგიამ. მართლმადიდებლობამ სამყაროს ცნობიერება, მისი კულტურული ფასეულობები შეცვალა. დასავლური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაც მართლმადიდებლობის დამსახურებაა, რადგან XI საუკუნემდე, ვიდრე მას კათოლიციზმი გამოეყოფოდა, სამყარო უკვე შეცვლილი იყო. X-XI საუკუნეების ევროპა აღარ ჰგავდა II-IV საუკუნეების ევროპას; რომის იმპერია ქრისტიანული იყო, ბიზანტიაც, როგორც რომის იმპერიის მემკვიდრე, ინარჩუნებდა ქრისტიანობას. მაგრამ როცა დასავლეთ რომის იმპერია დაიშალა და მისი ტერიტორია წარმართმა ტომებმა დაიპყრეს, მათ იქ წარმართული სულისკვეთება შეიტანეს. აღმოსავლურ ქვეყნებში ქრისტიანობას არ ახასიათებდა მიწიერი კეთილდღეობისკენ სწრაფვა; ეს ტენდენცია იმ წარმართი ტომების "დამსახურებაა", რომლებიც, მართალია, გაქრისტიანდნენ, მაგრამ ვერ დაიტიეს ქრისტიანობა, თავიანთი დაუტევნელობა იურიდიზმს შეუერთეს და კათოლიციზმი მიიღეს.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, თუნდაც რუსეთს, მან მაშინ მიიღო ქრისტიანობა, როდესაც დასავლეთმა ის, ფაქტობრივად, დაკარგა. საქართველო კი IV საუკუნეში გაქრისტიანდა, თუმცა მოციქულებმა I საუკუნეშივე იქადაგეს, რის შემდეგაც ჩვენში მოციქულთა თემები გაჩნდა.

სასაცილოა შეხედულება, თითქოს მართლმადიდებლობა რუსული მოვლენაა. რუსეთი ფიზიკურად ძლიერი სახელმწიფოა და წარმოაჩენს კიდეც საკუთარ ძალას. თუ რუსეთი იმუქრება, განა მართლმადიდებლობაა საშიში? მართლმადიდებლობა ქართული მოვლენა უფროა, ვიდრე რუსული. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად თითქმის ბიზანტიის თანადროულად, IV საუკუნეში გამოცხადდა - საქართველომ და ბიზანტიამ, როგორც ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა, ერთდროულად დაიწყეს არსებობა. გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ მართლმადიდებლობა რუსულ მოვლენად. თუ ეთნიკურ მხარეს ითვალისწინებენ, ის ბერძნული, ქართული და კიდევ სხვა ერების მოვლენად უნდა მიიჩნიონ და არა რუსულად.

- მამაო, ბრძანეთ, რომ მართლმადიდებლობა მოციქულთა სწავლებაა. თუმცა მართლმადიდებლობის დღევანდელი ფორმები განსხვავდება მოციქულთა დროინდელისგან...

- ფორმების ცვლილება მართლმადიდებლობის არსს არ ცვლის. ფორმები მოციქულთა დროსვე იცვლებოდა. მოციქულთა წერილების ყურადღებით წაკითხვისას დავინახავთ, რომ ისინი მსახურების ფორმებს საჭიროების მიხედვით თავიანთ სიცოცხლეშივე ცვლიდნენ. ეს ეხებოდა უმთავრეს საიდუმლოებას - ევქარისტიას და სხვა კანონიკურ საკითხებს. ცხადია, დღევანდელი ფორმებიც განსხვავებული იქნება. ამას მხოლოდ ის ფაქტიც გამოიწვევდა, რომ პირველი სამი საუკუნე ქრისტიანები იდევნებოდნენ და ამიტომ კატაკომბებში აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. როდესაც სამი საუკუნის შემდეგ მიწაზე ამოსვლის უფლება მიეცათ, ფორმები თუნდაც იმის გამო შეიცვლებოდა, რომ ტაძრებს ააშენებდნენ.

თავდაპირველად ტაძრები მეფის სასახლის მსგავსი იყო. სახელწოდება "ბაზილიკაც" აქედან მომდინარეობს. ქრისტიანებმა სასახლის ფორმა გადმოიღეს და სიმბოლური დატვირთვაც მიანიჭეს - ბაზილიკას ნავის ფორმა აქვს და ეკლესიაც ნავია ამსოფლიურ ოკეანეში. ხუროთმოძღვრება განვითარდა და ტაძარმა ჯვრის ფორმა მიიღო - ჯვარგუმბათოვანი გახდა.

იცვლებოდა ღვთისმსახურების ფორმებიც. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უამრავი ახალი წმინდანი ჩნდება, იწერება მათი ტროპარ-კონდაკები, საკითხავები, ახალი ლოცვები... უფალმა "მამაო ჩვენო" გვასწავლა, მანამდე კი ფსალმუნებს კითხულობდნენ. როგორც ვაშლის პატარა თესლიდან ამოდის დიდი ხე, ასევე აღმოცენდა ამ ლოცვის მარცვალი. ქრისტემ ეკლესია დააარსა, მაგრამ ის ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ ეკლესია აღორძინდა და განვითარდა. იგივე ითქმის ლოცვაზეც - "მამაო ჩვენო" ჩანასახია, რომლიდანაც ყველა ის ლოცვა განვითარდა, რაც ამ 2000 წლის განმავლობაში შექმნილა.

ფორმებს სულიწმინდა ქმნის. ამის შესახებ უფალმა მაშინ გვამცნო, როდესაც ამაღლებასა და სულიწმინდის მოვლინებაზე საუბრობდა: სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამსო (იოან. 14:26). უფალმა ყველაფერი თქვა, რაც ჩვენი ცხონებისთვის არის საჭირო, მაგრამ ერთია, როდესაც ადამიანს რაღაცას ეტყვი, და მეორე, როცა ის სკოლაში მივა და იმავეს ისწავლის. ასეთი განსწავლის პროცესი დღესაც მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ აღარ გვყვანან ისეთი დიდი წმინდა მამები, როგორებიც ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი და სხვანი არიან, ღვთისმეტყველება, როგორც მეცნიერება, სხვა მეცნიერებათა მსგავსად ვითარდება. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ მართლმადიდებლობა ვითარდება როგორც ღვთისმეტყველება. ეს მეცნიერება ცოცხალ ღმერთს ეხება და ამიტომ სიწმინდეს უკავშირდება. მაგრამ, მეორე მხრივ, მას აქვს განვითარების უნარიც. რაკი დიდი წმინდანები აღარ გვყვანან, იგი ინტელექტის, გამოცდილებისა და სულიწმინდის მადლის მიერ ვითარდება, რომელიც ეკლესიაში ყოველთვის იყო და ახლაც არის.

ეკლესიაში აუცილებელია ცოცხალი სიტყვა. რუსეთში იფიქრეს, რაღაAჩვენ ვიქადაგოთ, როდესაც არსებობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომლის ნაშრომებიც მქადაგებლობის მწვერვალიაო. ყოველ კვირას ამბიონიდან მის საკითხავებს კითხულობდნენ, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს; ქადაგება მსმენელთა გულებამდე არ მიდიოდა. საოცარია მისი ნაწერების კითხვა, მაგრამ ამბიონიდან მრევლი ცოცხალ სიტყვას ელის. მე განა იოანე ოქროპირზე უკეთ ვისაუბრებ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ის დიადია, მაინც არ არის თანამედროვე და დღევანდელ სინამდვილეს მოწყვეტილია. ამიტომ მუდამ უნდა ვითარდებოდეს ღვთისმეტყველება, მქადაგებლობა როგორც ღვთის სიტყვის გავრცელების ფორმა. ყველაფერი უნდა ვითარდებოდეს და ასეც ხდება, რადგან ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. მართლმადიდებლობა ცოცხალი სწავლებაა, მუდამ მზარდი ორგანიზმია, მუდამ თანამედროვე, და თუ დღევანდელი ფორმები ძველს არ ემთხვევა, არ უნდა გაგვიკვირდეს.

სხვათა შორის, პროტესტანტების ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ თავდაპირველ ფორმებთან დაბრუნება მოინდომეს. ეს იმას ჰგავს, ხეხილის ბაღში ყველაფერი გავჩეხოთ, ეზოში თითოეული ხის თესლი დავდოთ და ვთქვათ - ახლა კი იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავიო. მაგრამ ეს ხომ განვლილი ეტაპია. ჩანასახიდან აქამდე მოვედით, შენ კი ამხელა ნაყოფს ანადგურებ. თავიდან გინდა ეკლესიის დაარსება? არაფერი გამოგივა. ჩანასახი ამხელა ხედ რომ ქცეულიყო, წმინდა მამებმა სისხლი და ოფლი დაღვარეს, სულიერი ენერგია დახარჯეს, შენ კი, XVIII საუკუნის ბურჟუაზიული აზროვნების ადამიანი, რომელსაც არავითარი სულიერება აღარ გაქვს, ამას ხაზს უსვამ და გსურს, ყველაფერი საკუთარი ძალებით შექმნა.

ასეთი შეცდომა დაუშვეს ლუთერმა და მისმა მიმდევრებმა. კათოლიციზმს ბევრ რამეში სწორად დაუპირისპირდნენ, მაგრამ ამ საკითხში შეცდნენ. დაპირისპირება კათოლიციზმის იურიდიულ სულთან იყო საჭირო, რომელიც, სამწუხაროდ, თავადაც მიიღეს.

მართლმადიდებლობა შორს დგას გადარჩენის იურიდიული გაგებისგან. მისთვის უცხოა სხვასთან ბრძოლა, საკუთარი ჭეშმარიტების მტკიცება სხვების დაკნინების ხარჯზე. ის იმდენად დიადია, რომ სხვისი ლანძღვა არ სჭირდება. სხვაა, როდესაც სხვა რელიგიებს ვადარებთ, რათა განსხვავებების საფუძველზე წარმოჩნდეს, რას ფლობს მართლმადიდებლობა.

- რა იგულისხმება იურიდიულ გაგებაში, იურიდიულ სულში?

- იურიდიული გაგების მაგალითად გავიხსენოთ კათოლიციზმში არსებული სიმახინჯეები: ადამიანის კოცონზე დაწვა და ინდულგენციები. ისინი რომელიმე კარდინალის ან პაპის ახირება არ ყოფილა, არამედ კათოლიციზმის სწავლებიდან გამომდინარეობდა. თითქმის დოგმატის რანგში იყო აყვანილი, რომ ცოდვისგან ადამიანი ტანჯვით და სიკეთის ქმნით თავისუფლდება. ტანჯვის ყველაზე საშინელი სახე კოცონზე დაწვა იყო. როდესაც ადამიანს ჯადოქრობას დასწამებდნენ, წვავდნენ და მიაჩნდათ, რომ ამით მარადისობაში ხვედრს უმსუბუქებდნენ. სხვა საკითხია, იყო თუ არა ბრალდებული ჯადოქარი.

ასეთი სწავლება უცხოა ქრისტიანობისთვის. საიდან მოიტანეს, რომ ფიზიკური ტანჯვით ადამიანებს ცოდვები უმსუბუქდებათ?! არც ინდულგენციის პრინციპია (როცა ადამიანი სიკეთეს სჩადის და ფიქრობს, ამით ცოდვები მომეტევაო) შენდობის ქვაკუთხედი. ქრისტიანობა ცალსახად ასწავლის, რომ ცოდვები სინანულით მოგვეტევება, სინანულით გამოისყიდება და არა ფიზიკური დასჯით ან სიკეთის ქმნით. ეს არის არსი ქრისტიანობისა.

KARIBCHEაბა, რატომ შეცდნენ კათოლიკეები? იმიტომ, რომ იურიდიული მიდგომა ჰქონდათ: აშავებ? დაგსჯი და სასჯელი შენს დანაშაულს გადაწონის - ეს სისხლის აღების პრინციპია. ასევე არასწორია სიკეთის ქმნა როგორც ცოდვათა მიტევების საპირწონე. იმისთანა რა სიკეთე უნდა მოიმოქმედო, რომ შენი დაავადებული ბუნება განწმინდო, რომლისთვისაც ქრისტე ევნო? შენი სიკეთე რომ საკმარისი ყოფილიყო, ქრისტე ხომ აღარ მოკვდებოდა? იურიდიული მიდგომა საფუძველშივე არასწორია.

ეს როდი ნიშნავს, ყველაფერი უგულებელვყოთ. ქრისტიანობაში სასჯელიც არსებობს, სიკეთის ქმნაც და ამის შესახებ სწავლებაც, მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის ეს არ არის გადამწყვეტი. ამ იურიდიულმა მიდგომამ - დააშავე და ახლა სიკეთე უნდა გააკეთო - მახინჯი ფორმები გამოიწვია. ჩვენ ტაძარი გვაქვს ასაშენებელი. მრევლს კი უამრავი ცოდვა აქვს. ფულის გადახდით რომ მიეტევებოდეთ, ვეტყოდი - მოდი, ოთხი წლის განმავლობაში ჩასადენი ცოდვების გამოსასყიდი ბარემ ახლავე გადაიხადეთ-მეთქი. ეს პრინციპი ედო საფუძვლად ინდულგენციების გაყიდვას - ადამიანი წინასწარ იხდიდა თანხას, რადგან წმინდა პეტრეს ტაძარს აშენება სჭირდებოდა. თუ რაიმე ცოდვას ჩაიდენდა, უკვე "გამოსყიდული" ჰქონდა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ვიცით, როგორც შეებრძოლებოდა ასეთ ცოდვას. ამდენად, კათოლიციზმმა თავისი იურიდიული მიდგომით ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

- რაში ვლინდება მართლმადიდებლობის შეურყვნელობა და უპირატესობა?

- საკუთარი სიკეთის წარმოსაჩენად მართლმადიდებლობას სხვასთან ბრძოლა არ სჭირდება, მაგრამ ამ სიკეთის დანახვა უნდა შევძლოთ.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ მოციქულთა სწავლება და ამ სწავლების სისავსე შეურყვნელი სახით მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა. ეს ყველაზე მეტად ღმერთთან ურთიერთობაში უნდა ვლინდებოდეს - რელიგია ხომ ამისთვის არსებობს. ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ყველაფერი თავის მოტყუებაა. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ლოცვა და ლოცვის ხარისხი. მოდით, ამ კუთხიდან შევხედოთ მართლმადიდებლობას, პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს.

პროტესტანტიზმსა და მართლმადიდებლობას შორის სხვაობა ერთი შეხედვითაც ჩანს - პროტესტანტებს ლიტურგიკული პრაქტიკა, ევქარისტია საერთოდ აღარ გააჩნიათ. რასაც იხმევენ, ის არ არის სისხლი და ხორცი ქრისტესი, არამედ არსობრივადაც და ნივთიერადაც ჩვეულებრივი პური და ღვინოა. მათი ლიტურგია უბრალოდ ქრისტეს მოგონებაა - რაკი უფალმა ბრძანა, ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო, ასეც იქცევიან და მიიჩნევენ, თუ გულით მიიღებენ, უფალი მადლს მისცემთ, ისევე, როგორც ლოცვისას. ე.ი. ადამიანის გულის მდგომარეობაზეა საუბარი. თვლიან, რომ პური და ღვინოა, სხვა არაფერი, რამაც შეიძლება მადლი მოგვცეს.

ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ხატებთანაც. პროტესტანტებმა ხატები, წმინდანთა ნაწილები, სიწმინდეები უარყვეს. საინტერესოა, მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკის მიუხედავად, ლუთერმა საიდან დაასკვნა, რომ ღმერთს არ შეუძლია ან არ სურს რომელიმე ნივთიერებაში თავისი მადლის კონცენტრირება.

მათ საიდუმლოება უარყვეს და უმთავრესი მნიშვნელობა ადამიანის დამოკიდებულებას მიანიჭეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, - ამას მართლმადიდებლობაც გვასწავლის, - მაგრამ ეს იმიტომ, რომ აქ რეალურად არის მადლი და თანაც როგორი. პროტესტანტები თუ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს იღებენ, ჩვენ უფლის ხორცსა და სისხლს მივეახლებით. პავლე მოციქული აღნიშნავს, უღირსად ზიარების გამო მრავალნი ცუდად ხდებიან და იხოცებიან კიდეცო (I კორ. 11:30). ხედავთ, ფსიქოლოგიურადაც კი რამხელა განსხვავებაა ევქარისტიასთან ჩვენსა და მათ მიახლებას შორის.

კათოლიკეებმა თითქოს დაიტოვეს საიდუმლოება, თუმცა ფორმა საშინლად დაამახინჯეს. მაგალითად, ერისკაცები სისხლით არ ეზიარებიან, მხოლოდ ხორცს იღებენ, ზიარება გამარტივებულია. სამწუხაროდ, კათოლიკეებს ევროპელი მართლმადიდებლებიც ბაძავენ, მაგალითად, ბერძნები. ზიარებისთვის აღარ ემზადებიან: შინაგანი ასკეზით, ლოცვით, მარხვით... მზადების ეს ფორმები გვეხმარება, შიშითა და კრძალვით მივეახლოთ უდიდეს საიდუმლოს. ამან დააკნინა ლოცვებიც. ამიტომაცაა ასე ხანმოკლე კათოლიკური მესა. პროტესტანტები კი მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით მღერიან ლოცვის სიტყვებს, მაგრამ რასაც შენი ტკივილის უფალთან მიტანა ჰქვია, ლოცვა, სისხლისღვრას რომ უტოლდება, აღარ არსებობს. არადა, უმისოდ როგორ წარმოგიდგენიათ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა? უფალი გვასწავლის, რომ "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11:12). შინაგანი ბრძოლა, იძულება საკუთარი თავისა, მთელი შენი სულიერი თუ ფიზიკური ენერგიის ბოლომდე დახარჯვა, რომ მიიტაცო, მივარდე და ხელი ჩასჭიდო, ყველაზე მეტად ლოცვაში ვლინდება, უამისოდ კი ყოველივე ფუჭია.

დღეს არც მართლმადიდებლებმა ვიცით ლოცვა, გვიჭირს მარხვა, ასკეტური ცხოვრება, მაგრამ ჩვენთან ამის სკოლა ჯერ კიდევ არსებობს; სხვა საკითხია, ჩვენ როგორ ვისწავლით. სხვაგან კი ეს სკოლები დახურულია.

ამგვარად, სხვა მიმდინარეობებისგან მართლმადიდებლობის ძირეული განსხვავება ის არის, რომ მან ლოცვითი სკოლის შენარჩუნება შეძლო. ისიქასტი მამების სკოლაც კი, რომელსაც ვერაფერს უგებენ კათოლიკეები, ათონზე კვლავ არსებობს.

თუ დღეს მსოფლიოში რაიმე ფასეულობები არსებობს, რომლებსაც თეორიულად მაინც იწონებენ და ქადაგებენ, ეს ყველაფერი მართლმადიდებლობაში სრულად არსებობს: სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, არჩევნები... ეს უკანასკნელი ნებისმიერ ეკლესიაში ბევრად უკეთ ტარდება, ვიდრე პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დემოკრატიულობის მხრივ არც შეიძლება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის შედარება - იქ ხომ პაპის პრიმატია, რომელშიც ადამიანი ღმერთად ითვლება. ამდენად, იქ ავტორიტარული რეჟიმია. ყველა ქრისტიანის, ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის საღვთისმსახურო ენა ლათინურია. როგორ უნდა შეძლო უცხო ენაზე გულით ლოცვა? რატომ უნდა იყოს სავალდებულო ენა ლათინური, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის უცხოა, არ არის მშობლიური? რატომ არის პაპი ღვთაებრივი ადამიანი? რატომ უნდა ემორჩილებოდეს ადამიანი უცხო ქვეყანაში მყოფ ეპისკოპოსს? ადამიანი სიყვარულს საკუთარ ოჯახში სწავლობს. თუ ჩემი პატრიარქის სიყვარული არ ვისწავლე, როგორღა შევიყვარებ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს? აშკარად ჩანს ძალაუფლებისკენ სწრაფვა, რომ პაპი იყოს არა მხოლოდ სულიერი, არამედ პოლიტიკური ლიდერიც.

პროტესტანტიზმში კი მღვდლობის საიდუმლოება არ არის. ამიტომ ყველას შეუძლია ქადაგება, თითოეული პროტესტანტი საკუთარი თავის პაპია. ორგანიზაციული მხარე, რომელიც ერთობას უნდა ინარჩუნებდეს, სრულიად დაიკარგა. მთელი მათი ენერგია გარე სამყაროს მოწყობაზე დაიხარჯა, რასაც ახერხებენ კიდეც.

პროტესტანტიზმის ზოგიერთ მიმდინარეობას (სადაც სამღვდელოება გარკვეული სახით მაინც არსებობს) არათუ ქალი სასულიერო პირი ჰყავს (რაც აბსურდია!), არამედ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენელიც კი.

- რატომ არ შეუძლია მართლმადიდებელ ქალს სასულიერო პირობა?

- ჩვენ მღვდელს იმ ადამიანს ვუწოდებთ, რომლის ლოცვითაც პური და ღვინო მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაისახება. ის მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს, რადგან ამ დროს ქრისტეს განასახიერებს. მღვდელი ამბობს: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა. ნუთუ იმაშიც შევეწინააღმდეგებით უფალს, კაცად რატომ მოხვედი და არა ქალადო?! მღვდელი ქრისტეს სიტყვებს იმეორებს და მის სისხლსა და ხორცს იღებს, თუმცა მან არ იცის, ეს როგორ ხდება. ქალმა როგორ უნდა წარმოთქვას - ესე არს ხორცი ჩემიო?! ღმერთი კაცად მოვიდა და ევქარისტიულ საიდუმლოებაშიც მღვდელი მამაკაცი უნდა იყოს.

პროტესტანტებს არც ევქარისტიული საიდუმლოება აქვთ, არც მღვდლობა, დანარჩენი კი ნაკლებმნიშვნელოვანია.

ბევრს მართლმადიდებელი მღვდლების გარეგნული ფორმა არ მოსწონს: შესამოსელი, წვერი... ჩვენი შესამოსელი განსაკუთრებული არ არის, ძველებური სამოსია, რომლის მსგავსითაც შუა საუკუნეებში დადიოდნენ. სხვათა შორის, ქართველებსაც კაბები ემოსათ, შარვალი შედარებით ახალი შემოსულია. წვერი კი... მაცხოვარს წვერი ჰქონდა, ჩვენ კი მის გარეგნულ მიბაძვასაც ვცდილობთ.

- მამაო, მაინც რა არის მართლმადიდებლობის სიდიადე?

- მართლმადიდებლობა მოციქულთა სწავლებაა. მოციქულებმა ქრისტესგან მემკვიდრეობით მიიღეს არა მხოლოდ თეორიული სწავლება, არამედ ცხოვრების წესი და მადლიც. ამიტომ გვეუბნება პავლე მოციქული: "მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა" (I კორ. 11:1). მართლაც, მიბაძვის შესაძლებლობა კვლავ რჩება ეკლესიაში. უფალი პირდაპირ ბრძანებს: "რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა" (მთ. 10:40) - თქვენდამი დამოკიდებულებით გამოჩნდება ჩემ მიმართ დამოკიდებულებაო. ამიტომ, რომელი საუკუნეც არ უნდა იყოს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ადამიანს ეძლევა საშუალება, ქრისტეს უშუალო მოწაფე გახდეს. ეს არის მართლმადიდებლობის საოცარი სიდიადე.

შესაძლოა ვინმემ თქვას, სულით ვარ ქრისტეს მოწაფე და ეკლესია აღარ მჭირდებაო. მაგრამ ქრისტიანობის ისტორია სხვას გვასწავლის. ღმერთი ადამიანად რომ არ მოსულიყო, მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა თითქმის არ გვექნებოდა, რადგან ღმერთი საშინელია. საშინელია არა ზნეობრივად, - ზნეობრივად ის მოსიყვარულე მამაა, - არამედ თავისი სიდიადით. საშინელია მზე, გალაქტიკა, ვულკანი, ოკეანე და განა ამ ყოველივეს შემქმნელი არ იქნება საშინელი? დამთრგუნველია მისი საშინელი სიდიადე, შეუძლებელია მასთან ურთიერთობა... მაგრამ ის ჩვენნაირ ადამიანად მოვიდა, დაგვიჯდა, დაგველაპარაკა... ჩვენ კი მუშტები ვუქნიეთ, მოვკალით. რა თავხედები ვართ ადამიანები! მისი სიმდაბლის სიდიადემ გაგვიიოლა საქმე, მასთან ურთიერთობის საშუალება მოგვცა. მაგრამ, მეორე მხრივ, გაგვირთულა კიდეც, რადგან ვეღარ ვიტყვით, სულით ვართ ღმერთთან და ეს საკმარისიაო. ის მოვიდა ჩვენთან და ჩვენც უნდა მივიდეთ მასთან. ვისაც ეგონა, სულით ღმერთთან იყო, საერთოდ არ ედარდებოდა, ქრისტეს რომ კლავდნენ და ამით მის მკვლელად გადაიქცა.

მართლმადიდებლობა ღმერთთან მისვლის საშუალებას გვაძლევს. XXI საუკუნის ადამიანებს შეგვიძლია, ქრისტეს მოწაფეები გავხდეთ. მან მემკვიდრეები დატოვა - სასულიერო პირებზე ის მადლია გადმოსული, რომელიც თავის დროზე უფალმა ეკლესიას მისცა. ეს მადლი დღესაც მოქმედებს, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

მაგრამ თუ კაცი ღმერთს არ ეძებს, მას არც მართლმადიდებლობა აინტერესებს, არც კათოლიციზმი და არც სხვა რელიგია. პავლე მოციქულის თქმით, ასეთების ღმერთი მუცელია (ფილიპ. 3:19). ღვთის მაძიებლისთვის კი იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და თავისი მოწაფეობის საშუალება მოგვცა. XXI საუკუნეში ქრისტეს - ადამიანად მოსული ღმერთის მოწაფეები ვხდებით და განა არსებობს ამაზე მეტი სიდიადე?!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat