მთავარია, გულისყურით შეხედო სამყაროს, ბუნებას, სიცოცხლეს, საკუთარ თავს და ყველაფერი ერთად აუცილებლად მიგიყვანს მის შემოქმედთან
მთავარია, გულისყურით შეხედო სამყაროს, ბუნებას, სიცოცხლეს, საკუთარ თავს და ყველაფერი ერთად აუცილებლად მიგიყვანს მის შემოქმედთან
ღმერთი სხვადასხვა გზით შეიმეცნება. უძველესი დროიდანვე არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სურდათ, ღვთის არსებობა და, შესაბამისად, რელიგიის ჭეშმარიტება განემტკიცებინათ არა მხოლოდ რწმენის საწყისებზე, არამედ გონების გზითაც. მაგრამ ღვთის შემეცნების წყარო მისი არსებობის მეცნიერულ მტკიცებაში არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ. ბევრი რამაა დამოკიდებული ადამიანის სულის იმ თანდაყოლილ თვისებაზეც, რომელსაც ძალუძს აღიქვას რელიგიური ჭეშმარიტებანი.

და მაინც, როგორ მტკიცდება ღვთის არსებობა სამყაროში, ადამიანის სულში?

არსებობს რამდენიმე ყველაზე პოპულარული მტკიცება:

1) კოსმოლოგიური, რომელიც ასკვნის სამყაროს არსებობიდან მის შემქმნელზე, ყოველი არსებულის განპირობებულობიდან მის განმაპირობებელზე, რომელიც თავად არაფრისგანაა განპირობებული, თავის თავში არსებულია, აბსოლუტური არსებაა და ყველაფრის საბოლოო მიზეზია;

2) ტელეოლოგიური მტკიცება - ასკვნის სამყაროს მიზანშეწონილობიდან და წესრიგიდან სამყაროს ყოვლად ბრძენ დამაარსებელზე;

3) ონტოლოგიური მტკიცება, რომლის მიხედვითაც ღვთის ცნებაში ძევს ის, რომ იგი აბსოლუტურად სრულყოფილი არსებაა. აბსოლუტურად სრულყოფილ არსებას კი განეკუთვნება, რომ მან უნდა იარსებოს. მაშ, ღვთის ცნებიდან გამომდინარეობს აგრეთვე მისი არსებობაც;

4) ფსიქოლოგიური მტკიცება - იგი ამოდის ცნობიერებაში ღვთის იდეის არსებობიდან (ღვთის განცდიდან). მის მიხედვით, ცნობიერება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს საკმაო საფუძველს მასში ღვთის იდეის არსებობისთვის. მაშ, უნდა არსებობდეს ამ იდეის გამომწვევი გარეშე მიზეზი - ღმერთი. ჩვენც, როგორც არასრულყოფილ არსებებს, არ ძალგვიძს ჩვენგანვე მოვიპოვოთ სრულყოფილი არსების იდეა. მაშასადამე, ეს იდეა თვით სრულყოფილი არსებიდან, ღვთისგან უნდა გვქონდეს ბოძებული;

5) ისტორიული (ეთნოლოგიური) მტკიცება. ეს მტკიცება ამოდის რელიგიის არსებობის ფაქტიდან ყველა ხალხში და ყველა დროში;

6) მორალური მტკიცება - ასკვნის სინდისის, ზნეობრივი ცნობიერების არსებობის ფაქტიდან მის შემოქმედზე - ღმერთზე

7) ვოლუნტარისტული მტკიცება - ამოდის ნებელობიდან და ასკვნის, რომ ადამიანი ყოველივე არსებულის, მათ შორის ცოცხალის და ცოცხალთა შორის შემმეცნებლის სამსაფეხურიან რიგში უმაღლეს ადგილს იკავებს. მაგრამ იგი არ არის ყოვლისშემძლე, რადგან მას არ შეუძლია ყველაფერი ის, რაც მას სურს. მაშ, მის ზემოთ უნდა არსებობდეს კიდევ უმაღლესი ძალა, რომელიც ყოვლისშემძლეა - ღმერთი.

ასე რომ, ადამიანს ღრმა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ღვთის არსებობა ირწმუნოს. ან თუნდაც აირჩიოს ღვთის არსებობის ის მტკიცება, რომელიც ყველაზე უფრო მიესადაგება მის აზროვნებასა და გრძნობას და რომელიც ყველაზე უფრო მეტი ბიძგის მიმცემი იქნება ღვთის შემეცნებისკენ. როგორც მოციქული ბრძანებს: "და უკეთუმცა ვინ ეძიებდა, ჰპოვამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს კაცად კაცადისაგან ჩვენისა" (საქმე 17,27).

ღვთის შემეცნების სხვადასხვა ასპექტის შესახებ გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ზურაბ მჭედლიშვილი.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რელიგიური გათვითცნობიერების დონე მეტ-ნაკლებად ამაღლდა, რაც უკავშირდება ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეკლესიური ცხოვრების გამოღვიძებასა და აღმავლობას, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ ღრმად არის გამჯდარი ათეისტური აზროვნების ფესვები. მაინც რა უნდა ქნას ადამიანმა, როგორ ან რისთვის იცხოვროს ან იფიქროს, როგორ გასცეს პასუხი ესოდენ მოჭარბებულ მარადიულ კითხვებს: საიდან გაჩნდა, სად წავა სიკვდილის შემდეგ? ვინ შექმნა ასე სრულყოფილად ეს ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს? გულის სიღრმეში ხომ ყველა ადამიანის სული ილტვის ღვთისკენ...

- ღვთის არსებობა მრავალი სახითაა განცხადებული სამყაროში, როგორც შემოქმედისა თავის შემოქმედებაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, კანონთა კანონზომიერებაშია განწონილი, რომელსაც, თავის მხრივ, კანონმდებელი სჭირდება. კანონმდებელი გონიერი არსებაა და ყოველივე გონებით შექმნილს ადამიანიც გონითვე აღიქვამს, შეიმეცნებს მის კანონზომიერებებს, სწავლობს და ასკვნის, რომ სამყარო ამა თუ იმ კანონის პრინციპით მოქმედებს. ყველანაირი სიცოცხლე დედამიწაზე გენეტიკაში არსებული ინფორმაციითაა განსაზღვრული, რის საშუალებითაც ყველა სახეობის ინდივიდუალურობა შენარჩუნებულია. ამავე დროს, გასაოცარი კანონზომიერებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ცოცხალი არსება.

გენეტიკური მეცნიერების განვითარებამ ცხადყო, რომ ერთი სახეობიდან მეორის წარმოშობა შეუძლებელია, გარდამავალი ფორმები არ არსებობს. ყველა სახეობა თვითმყოფადია და ამა თუ იმ სახეობის გენური კოდი არ უშვებს ამ კონკრეტული სახეობის სახეცვლილებას. ხელოვნურად ჩარევის შემთხვევაშიც კი ახალი სახეობის წარმოშობა ვერ ხერხდება და გენეტიკის დარღვევის შედეგად მიიღება ანომალია, სიმახინჯე. ბუნებრივად ევოლუციური გზით სახეობათა განვითარება შეუძლებელია. სახეობის შიგნით ცვლილება გარემო პირობების მიხედვით, ბუნებრივია, ხდება, მაგრამ იგი ინარჩუნებს თავის სახეობას. ეს მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ ცხადყო. არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი სურათი დახატა საიმისოდ, რომ გარდამავალი ფორმა არ არსებობს. ასე რომ, ევოლუციონიზმი მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. ის მოსაზრება, რომ ადამიანის წარმოშობა თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, მცდარია და შეუძლებელი.

ადამიანმა ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაკვირვების შედეგად შეუძლებელია არ გაიაზროს, რომ ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა სამყაროში დადგენილი და განსაზღვრული კანონების გარეშე თავისთავადი ვერ იქნება. მას დიდი აზროვნების, შემოქმედებითი გონის ხელი ატყვია. მთელი სამყარო მის მიერ დადგენილ კანონებს ვერ სცილდება. ეს აშკარად ჩანს ადამიანის არსებიდან გამომდინარე, რომელიც თავისი ბუნებით, შესაძლებლობებით ცხადყოფს ღვთის არსებობას. ადამიანის მრავალ უნართა შორისაა აზროვნება, შემეცნება, აღქმა ყოველივესი, რაც მის ირგლვივ არსებობს, ისეთად, როგორიც ის არის თავისი არსებით. როცა ადამი არქმევდა სახელებს ყოველივე გარემომცველს, უფალი არაფერს უსწორებდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამი არსებითად იგებდა, იაზრებდა თითოეულ საგანსა და მოვლენას. აქ ლაპარაკია არა მარტო ფიზიკურ, მატერიალურ სფეროზე, არამედ სულიერ, გონებრივ წარმოსახვაზე, რომელიც აბსოლუტურად არამატერიალურია.

- ე.ი. ჩვენი დროის მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნაში მეცნიერება კვლავ ისეთივე უსუსურია, როგორიც თავიდანვე იყო. მაინც რა გზით ხდება საცნაური და მოსახელთებელი ის უხილავი სამყარო, რომელიც მატერიალისტებისთვის შეუცნობელია, ანუ რა მიუთითებს ღმერთის არსებობაზე?

- ადამიანს, როგორც სუბიექტს, შეუძლია შეიმეცნოს ობიექტი, იაზროვნოს აბსტრაქტულად, გააანალიზოს ყოველივე და უწოდოს მას სახელი. რაზეც ის აზროვნებს, ყოველივე რეალურად არსებულია და პირიქით, რაც კი არსებულია, ყველაფერზე შეუძლია იაზროვნოს. ადამიანის უნარი - იაზროვნოს ღმერთის შესახებ, იმაზე მიუთითებს, რომ უფალი არსებობს. ამ თემაზე მსჯელობისას იგი შეიძლება უარყოფით დასკვნამდე მივიდეს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ იგი რაღაცაზე მსჯელობს, ფიქრობს, კამათობს, იმაზე მეტყველებს, რომ ის უკვე რეალურად არსებულია, რადგან ადამიანს არ გააჩნია არარსებულზე მსჯელობის უნარი.

მატერიალისტები ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად განიხილავენ და სულის არსებობას უარყოფენ. მასთან ერთად უარყოფენ ღვთის არსებობასაც. თუ ადამიანი მარტოოდენ მატერიაა, მაშინ მას მხოლოდ მატერიალური აზროვნება უნდა ჰქონდეს და ვერ სცილდებოდეს მას, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, რადგან ადამიანს აქვს უნარი, იაზროვნოს აბსოლუტურად არამატერიალურ სფეროზე, როგორიცაა სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება და, უპირველეს ყოვლისა, თავად ღმერთზე. მას აქვს განცდა საკუთარი თავისა, როგორც სულის მქონესი. რადგან ეს ყოველივე უცხო და არაბუნებრივია მატერიისთვის, იმაზე მეტყველებს, რომ ამგვარი აზროვნება სულის თვისებაა, სული კი საწყისს აუცილებლად სულისგანვე, ანუ ღვთისგან იღებს.

- ადამიანის სულში ჩადებულია უმაღლესი თაყვანისცემის გრძნობა, ამიტომ ხშირად ბევრი ურწმუნო ღვთის ადგილზე აყენებს ვინმეს ან რამეს. მაგალითად, მეცნიერებას, კულტურას ან რომელიმე ადამიანს იხდის კერპად და ეთაყვანება. რა არის ამის მიზეზი და რამდენად სავალალოა ასეთი ადამიანის მდგომარეობა?

- კაცობრიობის ისტორიის რომელ პერიოდსაც არ უნდა გადავხედოთ, განცდა ღმრთისა ყველა ტომისა და ხალხის წარმოდგენაში არსებობდა, ის ჰქონდა ყოველ ადამიანს, თუმც კი ხშირად მათი დამოკიდებულება უფლის მიმართ მცდარი იყო. ღმერთი ერთია თავისი ბუნებითა და არსით, მაგრამ ადამიანის აღქმა, უმრავლეს შემთხვევაში, არასწორია. ხშირად იგი რაიმე სხვას აკუთვნებს ღმრთაებრიობას. ასეთია წარმართული რელიგიები, რომელთათვისაც დამახასიათებელია ციური სხეულების, სტიქიური მოვლენების გაღმერთება. ეს ადამიანური უნარის - ღმერთის შემეცნების სხვა მხარეს მიმართვაა, რაც მის დამცრობას იწვევს და მეტად სასაცილო მდგომარეობაში აყენებს.

დღევანდელ დღესაც ხშირია ამგვარი შეხედულება. არსებობს მრავალი რელიგია და თითოეულ მათგანში აზრთა სხვადასხვაობა და განშტოებაა, რაც ღმერთის არასწორი აღქმით აიხსნება. ღმერთი თავისი არსებით ერთია, რამდენადაც თავად უფალი განუცხადებს ადამიანს თავის თავს, იმდენად შეიძლება მისი აღქმა. მაგრამ მას, ვისაც განეცხადება უფალი, დიდი დრო სჭირდება საკუთარი თავის შესამზადებლად, რათა შეძლოს უფლის განცხადების აღქმა, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში მოხდა. მას ორმოცი წელი დასჭირდა საიმისოდ, რომ ღმერთის განცხადების გაგება შესძლებოდა. მის ხუთწიგნეულში გადმოცემულია ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა, რომელსაც მრავალი წმინდა მამა ურთავდა განმარტებას, მათ შორის წმინდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი.

- ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. ყველა აღმოჩენა, რომელსაც კი მეცნიერებმა "მიაღწიეს", თავად ღმერთისგანაა დაშვებული იმ ჭეშმარიტების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი: რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე არაფრისგან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას. გამოჩენილი მეცნიერის, ლუი პასტერის აზრით: "სიცოცხლე წარმოიშვა ცოცხალი არსებისაგან და არა მკვდარი ბუნებისა და მკვდარი მატერიისგან..."

- მოსე წინასწარმეტყველი შესაქმეს შემდეგნაირად იწყებს: "დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი". წმინდა გრიგოლ ნოსელი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: "ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი ბრძნული და ძლიერი ნებით არსთა შექმნას საფუძვლად დაუდო ერთობლივად ყოველივე ის, რითაც წარმოიქმნება ნივთი. ესენია: სიმსუბუქე, სიმძიმე, სიმკვრივე, გაიშვიათებულობა, სირბილე, სიმტკიცე, სისველე, სიხმელე, სიცივე, სიმხურვალე, ფერი, სახე, გარშემოწერილობა, მანძილი. მისი განსაზღვრით, ყოველი მათგანი თავისთვად ცნებაა და შიშველი აზრი. არათუ რომელიმე მათგანი თავისთავად ნივთია უკვე, არამედ როდესაც ისინი ურთიერთს თანხვდებიან, მაშინ წარმოიქმნება ნივთი".

წმინდა მამა თვლის, რომ ღმერთმა შექმნა ჯერ იდეალური სამყარო, რომელიც წამში შემოიცვა საღვთო თვალმა. მატერიალური სამყაროს შესაქმე მოსდევს მას განვითარების თანმიმდევრული კანონზომიერებით. მატერია შედეგია იმ თვისებებისა, რომლებსაც ჩვენ გრძნობადი აღქმით შევიცნობთ. ეს გრძობადი თვისებები, რომლებიც თავისთავად არამატერიალურია, წარმოადგენს მატერიის კომპონენტებს. ჩვენ მატერიას აღვიქვამთ როგორც გრძნობადობას და სხეულებრიობას, რომელიც განსაზღვრულია რაოდენობრიობით, განფენადობით, მასით, სახით. უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ გრძნობისმიერად აღქმადი თვისებები, რომლებითაც აღჭურვილია მატერია, წარმოადგენს შიშველ ცნებებს. ეს ცნებები თავისთავად გონივრულნი არიან და, ამდენად - არამატერიალურნი. აქედან გამომდინარე, ის, რასაც მატერია ანუ სხეულებრიობა წარმოადგენს, გონივრული პრინციპების შეკავშირებაა, მათი თანხვდომაა. ხსენებულ თვისებათა ერთიანობა შეადგენს მატერიის არსებას.

დასაბამი, გრიგოლ ნოსელის განმარტებით, მოასწავებს მთლიანობას და უდროობას. მსგავს აზრს გამოთქვამს ბასილი დიდიც: "დასაბამი განუყოფელ არს და განუშორებელ". ყოველივე ღვთის მიერ შექმნილი, რომელიც მის გონებაში შეიქმნა, ექვს დღეში განხორციელდა ღვთის მადლში, როგორც ხილული, არსებული, განივთებული სამყარო. ის დღევანდელ დღესაც ღვთისნიერ მადლში განაგრძობს არსებობას.

ასე რომ, მთელი შემოქმედება უფლისა, ნებისმიერი არსება, რომელიც სულდგმულობს სამყაროში, თავისთავად, უსიტყვოდ მეტყველებს თავის შემოქმედზე. მრავალფეროვნება სიცოცხლისა ღაღადებს თავის დამბადებელზე და ადიდებს მას. განივთებულ სამყაროში მხოლოდ ადამიანს შეუძლია იაზროვნოს და აღიქვას ყოველივე ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი და რაც მის ირგვლივ არსებობს. ყოველივე ეს უფალთან აახლოებს და მასზე ფიქრისას ეხმარება. მთავარია, გულისყურით შეხედო სამყაროს, ბუნებას, სიცოცხლეს, საკუთარ თავს და ყველაფერი ერთად აუცილებლად მიგიყვანს მის შემოქმედთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat