დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!
დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!
მიტროპოლიტ მაკარის "მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების" მიხედვით
"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი", - ამ სიტყვებით მიმართავს უფალს წმინდა დავით ფსალმუნთმგალობელი. ღმერთის დიდება და საკვირველმოქმედება მის ზოგად თვისებებში გამოიხატება. უფალი ხომ როგორც სული აბსოლუტურად განსხვავდება სხვა დანარჩენი არსებებისგან იმით, რომ უსასრულო და სრულყოფილია, მაშინ როდესაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი სასრული და მეტ-ნაკლებად არასრულყოფილია. კერძოდ, სხვა დანარჩენი არსებები შექმნილნი არიან და მათი არსებობა სასრულია - ისინი უფალმა შექმნა და მასზე არიან დამოკიდებულნი, ღმერთი კი არავის შეუქმნია და არავისზეა დამოკიდებული - ის თვითმყოფადი და დამოუკიდებელია. ამქვეყნიური ქმნული არსებები სასრულები არიან თავიანთი არსებობის ფორმით, რადგან დროისა და სივრცის კანონებს ემორჩილებიან და იცვლებიან. შემოქმედი კი განუზომელი, ყველგანმყოფი, მარადიული და უცვლელია. ყველა არსების ძალასა და შესაძლებლობას ზღვარი აქვს, უფალი კი ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერია.

უსაზღვრობა, უსასრულობა
და ყოვლადსრულყოფილება - ღმერთის ამ თვისებაში იგულისხმება, რომ ის თავისუფალია ყველა ნაკლულოვანებისგან და ყოველმხრივ სრულყოფილია, თანაც უსაზღვროდ და განუზომლად.

წმინდა წერილში უფლის ამ თვისებაზე ორგვარად არის ლაპარაკი: ან ღმერთს სხვა რომელიმე არსებას ადარებენ, ანდა მხოლოდ უფალზეა საუბარი. მაგალითად, როდესაც კერძოდ უფალზე წერენ, მას სრულყოფილსა და უნაკლოს უწოდებენ: "ღმერთი არს ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი" (იონ. 1,5); "მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციური" (მთ. 5,48). ხოლო როცა უფალს სხვა არსებებს ადარებენ, წმინდა წერილში შემდეგი მახასიათებლები გვხვდება:

1) აღნიშნავენ, რომ ვერ პოულობენ არსებათა შორის ისეთს, რომელსაც შემოქმედს შეადარებდნენ: "უფალო, ვინ არის შენი მსგავსი?" (ფსალ. 34,10);

2) წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილას უფალთან შედარებით არარაობად მოიხსენიება ყველა სულიერი არსება: "ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში" (ესაია 40,23).

ჩვენში დევს იდეა უფლის სრულყოფილებისა. კაცობრიობა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ღმერთად მოიაზრებდა მხოლოდ სრულყოფილ არსებას. ამიტომ ქრისტიანი და წარმართი მეცნიერებიც კი ამ იდეას თანშობილად თვლიდნენ - ის განუყოფელი ნაწილია ჩვენი გონებისა.

ღმერთი თვითმყოფადია, რადგან ის არავის შეუქმნია, მას არსებობაც და ყველაფერი დანარჩენიც თავისივე თავისგან აქვს.

წმინდა წერილი ამის დასტურად გვეუბნება, რომ:

1) უფალი ყველაფრის საწყისია: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემ გარდა არ არის ღმერთი" (ესაია 44,6);

2) უფალს თავის თავში აქვს ცხოვრება, თვითონ არის არსებობა და ცხოვრების საწყისი: "ვინაიდან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში";

3) ღმერთის სახელია "არსებული": "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელი ვარ" (გამოსვ. 3,13-14).

უფლის თვითმყოფადობას ჩვენივე გონებაც ადასტურებს, რადგან, როგორც ყველაფერს, ამ სამყაროსაც უნდა ჰქონდეს საწყისი - ის, რაც შეუქმნელია, ვისგანაც ყველაფერი შეიქმნა და ვინც პირველმიზეზია ყველაფრისა.

დამოუკიდებლობა უფლის თვისებაა, რადგან მისი ძალა, არსებობა და მოქმედება არავისზე არაა დამოკიდებული. ეს თვისება ღმერთის თვითმყოფადობიდან გამომდინარეობს, რადგან თუ უფალი თვითმყოფადია და ყველაფერი, რაც აქვს, თავისივე არსებიდან აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედი არავისზე არ არის დამოკიდებული.

განუზომლობა და ყველგანმყოფობა ღვთისა იმაში გამოიხატება, რომ ის სულია და ამასთანავე უსაზღვრო. ამიტომ არ შეიძლება იყოს ზღვრული სივრცეში. როდესაც უფალზე ფიქრობს, ზოგს ჰგონია, რომ ის სადმე გარკვეულ ადგილას არის, საიდანაც თავისი გონებისა და ყოვლისშემძლეობის საშუალებით მთელ სამყაროზე ზემოქმედებს. წმინდა მამები უფლის ყველგანმყოფობაზე დაწვრილებით საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ყველგანმყოფობა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთის "ნაწილები" გაბნეულია მთელ სამყაროში, არამედ იგი მთლიანობაში არსებობს ყველგან. შემოქმედი ღმერთი ყველაფერშია და ამავე დროს - ყველაფრის გარეთ. მიუხედავად დაუღალავი ცდისა, ეს თვისება აეხსნათ, ეკლესიის მამები მიხვდნენ, რომ იგი ბოლომდე ამოუცნობი დარჩება. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ღმერთი რომ ყველგან არის, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არის, ამას ვერ ვხვდებით, რადგან მის არსებობას ჩვენ მხოლოდ ვგრძნობთ და გონებით არ შეგვიძლია ავხსნათ".

მარადიულობა უფლისა იმას ნიშნავს, რომUმისი მყოფობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი. უფალი არის "უწინარეს საუკუნეთა".

ყოვლადძლიერება ღვთისა ნიშნავს, რომ უფალს აქვს განუზომელი და განუსაზღვრელი ძალა, წარმოშვას ყველაფერი. "რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს" (ფს. 32,9), - ასე გამოხატავს უფლის ყოვლისშემძლეობას ფსალმუნთმგალობელი. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია" (მთ. 19,26).

ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია; მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტებას და სიკეთისკენ იქციონ პირი.

კაზუისტიკურ კითხვაზე: რისი აღსრულება არ ძალუძს უფალს - უნდა ვუპასუხოთ, რომ მისი ყოვლისშემძლეობა მოიცავს ყველაფერს, რაც ნებავს საღვთო აზრს, სახიერებას და ნებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat