ღმერთმა ადამიანი შექმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული
ღმერთმა ადამიანი შექმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული
ადამიანის შესახებ
ასე შექმნა ღმერთმა სულიერი არსი, ანუ ანგელოზები და ცათა შინა მყოფი ყველა წოდება, რადგან ანგელოზებს უეჭველად აქვთ სულიერი და უხორცო ბუნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანგელოზთა უხორცო ბუნების შესახებ ვლაპარაკობ მხოლოდ მატერიის უხეშ ნივთიერებასთან მიმართებით, რამეთუ არსებითად მხოლოდ ღმერთია უნივთო (არამატერიალური) და უხორცო. გარდა ამისა, ღმერთმა გრძნობისმიერი არსიც შექმნა, ანუ ცა, დედამიწა და ყოველივე ის, რაც არის მათ შორის. ამრიგად, ერთი ბუნება, პირველქმნილი არსი ღმერთმა თავისი მსგავსი შექმნა, რადგან ღმერთის მსგავსია გონიერი ბუნება, მხოლოდ გონით მისაწვდომი და შეცნობადი. მეორე ბუნება კი, მეორედ ქმნილი არსი, ღმერთმა ყველა მიმართებით თავისგან საკმაოდ დაშორებულად შექმნა, რადგანაც ეს არსი სავსებით მისაწვდომია გრძნობისმიერი აღქმისთვის; საჭირო იყო ამ ორი არსის შერევნაც აღსრულებულიყო, რაც დაადასტურებდა ორივე ბუნების მიმართ შემოქმედის უზენაეს სიბრძნესა და მოწყალებას და, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, თითქოსდა შეაერთებდა ხილულ და უხილავ ბუნებას - საჭიროებაში შემოქმედის ნებას ვგულისხმობ, რადგან სწორედ ღმერთის ნებაა ყველაზე სრული და მართებული კანონი თუ დადგინება და ვერავინ ეტყვის შემოქმედ ღმერთს - რატომ შემქმენი ამგვარიო, რადგან მექოთნესაც კი შეუძლია თავისი მოზელილი თიხით სხვადასხვა ღირსების ჭურჭელი შექმნას, რათა ამით თავისი ოსტატობა და გონიერება გამოაჩინოს.

ამრიგად, ხილული და არახილული ბუნებისგან ღმერთი თავისი ხელით ქმნის ადამიანს ხატად და მსგავსად თვისა. მიწისგან ღმერთმა გამოსახა სხეული კაცისა, ხოლო გონიერი და მოაზროვნე სული თვით შთაბერა, რასაც ვუწოდებთ ხატებას ღვთისას, რადგან გამოთქმა "ხატებისაებრ" მიუთითებს ადამიანური ბუნების უნარზე გონიერ და თავისუფალ არსებად ყოფნისა, სიტყვა "მსგავსებისაებრ" ნიშნავს ღმერთის მსგავსებას სიკეთეში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის...

ღმერთმა ადამიანი შექმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი საზრუნავისგან, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებით, თითქოსდა მეორე სამყარო - მცირე დიდში, - მსგავსი ანგელოზისა, ანუ როგორც ახალი ანგელოზი, თაყვანს რომ სცემს ღმერთს, - შექმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისგან - სულისა და სხეულისგან, მჭვრეტელად ხილული ქმნილებისა, შემმეცნებლად და მიმწვდომად გონიერი ქმნილების საიდუმლოთა, მეუფედ და მთავრად ყოველივე იმისა, რაც არის დედამიწაზე, მაგრამ შექმნა მაღლა მდგომ ძალაუფლებაზე დაქვემდებარებული. შექმნა მიწიერად და ზეციერად, დროებითად (წარმავლად) და უკვდავად, ხილულად და გონებით მისაწვდომად, როგორც საშუალო დიდებულებასა და კნინს შორის; შექმნა ერთდროულად სულის მქონედაც და სხეულის მქონედაც; სულისა - მადლის მიერ, სხეულისა კი ამპარტავნებისგან მის მოსაზღუდავად, ანუ სულის მქონედ, რათა ადამიანი უცვალებელი დარჩენილიყო და თავისი კეთილისმყოფელი მარად განედიდებინა, სხეულის მქონედ კი იმისთვის, რომ ვნებულიყო და ეტანჯა და ამის ძალით მარად ხსომებოდა - ვინც არის და რად შეიქმნა, ხოლო ამპარტავნებით შეპყრობილი გონს მოსულიყო და განეგდო ამპარტავნება; ღმერთმა შექმნა ადამიანი ცოცხალ არსებად, რომელიც აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში გადასახლდება, და შექმნა იგი, - ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოვ! - აღჭურვილი ღმრთისკენ სწრაფვის უნარით, ანუ იმგვარ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთობა ღვთაებრივი გაცისკროვნებისა და ღმერთთან ზიარების გზით.

ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შექმნა. უცოდველი იმიტომ კი არა, თითქოს არ იყო მიდრეკილი ცოდვისკენ - მხოლოდ ღმერთია მიუწვდომელი ცოდვას, - არამედ იმიტომ, რომ შესაძლებლობა შეცოდებისა თვით ადამიანის ბუნებაში კი არ იყო, არამედ მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ისურვებდა, მარად სიკეთეში ყოფილიყო და სათნოებაში წარმატებულიყო, მაგრამ, ამავე დროს, თავისი თავისუფალი ნების ძალით და ღმერთზე მინდობით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებაში დარჩენილიყო, რადგან სათნოება როდია ის, რაც გარედან, იძულებით კეთდება.

სული (ადამიანისა) არის ცხოველი არსი, მარტივი (არაშედგენილი) და უხორცო (უნივთო); იმგვარი ბუნების მქონე, რომ ხორციელი თვალებით უხილავია, უკვდავია, დაჯილდოებული გონიერებითა და ჭკუით, ამასთან, არა აქვს განსაზღვრული სახე (ფორმა); იგი მოქმედებს ორგანოებით აღჭურვილი სხეულის მეშვეობით და ანიჭებს ამ სხეულს უნარს სიცოცხლისა, ზრდისა, გრძნობისა და ძალას შობისა (განმრავლებისა). გონება სულის კუთვნილებაა, არა როგორც სხვა რამე გარედან მიღებული, არამედ როგორც საკუთრივ მისი განუყოფელი ნაწილი. რაც თვალია სხეულისთვის, იგივეა გონება სულისთვის. გარდა ამისა, სული თავისუფალი რამაა, აქვს ნებისმიერად მოქმედების უნარი. სული ცვალებას ექვემდებარება სწორედ ამ თავისუფალი ნების ძალით და მიზეზით. როგორც ეს საერთოდ არის დამხასიათებელი ყოველი ქმნილი არსებისთვის. ყოველივე ეს სულს შემოქმედის მადლით მიენიჭა.

სამოთხის შესახებ
როცა ღმერთმა ინება ადამიანის შექმნა ხილული და არახილული ბუნებისგან, "სახედ თვისად და ხატად", რათა იგი მეუფე თუ მთავარი ყოფილიყო დედამიწისა და ყოველივე იმისა, რაც არის მასზე, მაშინ შემოქმედმა ადამიანს სამეფო სასახლისმაგვარი რამ განუმზადა, სადაც ნეტარად და კმაყოფილი იცხოვრებდა. სწორედ ეს პირველი საცხოვრებელი იყო ღვთის ხელით ედემში დანერგილი ღვთაებრივი სამოთხე - სამკვიდრებელი მხიარულებისა და ყოველგვარი სიკეთისა, რამეთუ თვით სიტყვა "ედემი" სიამეს აღნიშნავს.

სამოთხე აღმოსავლეთით მდებარეობდა და დედამიწის ყველაზე მაღალ ადგილას იყო გადაშლილი. მასში სუფევდა სრული კეთილშეზავებულობა ყოველგვარი სიკეთისა. სამოთხეში სრული ნათელი იდგა. სიმწვანე, დახუნძლული ხეხილი ამკობდა და იყო ღირსეული სამკვიდრებელი ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი ადამიანისთვის. სამოთხეში ღმერთის ხელთაგან ქმნილი ადამიანის გარდა არც ერთი უტყვი და უგონო არსება არ მკვიდრობდა.

სამოთხის შუაგულში ღმერთმა დარგო ხე ცნობადისა. ის, გარკვეულწილად, გამოსაცდელი ანუ საცდური უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, გამოსაწრთობი მორჩილებასა და სიმდაბლეში. ამიტომ ეწოდა ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხე. საკუთარი თავის შეცნობა სრულყოფილთათვისაა მისაღები, არასრულყოფილთათვის კი, ვინც ხორციელი ვნებითაა შეპყრობილი, საზიანოა ისევე, როგორც ჩვილს არ ეჭმევა მოზრდილთა საკვები, რადგან მხოლოდ დედის რძეს არის შეჩვეული. ადამიანის შემქმნელმა ღმერთმა არ ისურვა, რომ ამქვეყნიური საზრუნავით ვყოფილიყავით დამძიმებულნი და გადაღლილი, ამაოზე მოფუსფუსენი და წინდაუხედავნი. ადამმა ყოველივე ეს ნამდვილად გამოსცადა მას შემდეგ, რაც შეჭამა აკრძალული ნაყოფი და შეიტყო, რომ შიშველი ყოფილა და "გარეშესარტყმელი" გაიკეთა ლეღვის ფოთლისგან. როგორც საღვთო წერილი გვეუბნება, ამ შეცოდებამდე ადამი და ევა "იყვნენ ორნივ შიშველი და არა ჰრცხვენოდა". ღმერთს სურდა, რომ ჩვენ ასეთივე უმწიკვლონი ვყოფილიყავით, ანუ ვნებებს მოკლებულნი, რადგან ეს (ადამის ყოფა) არის მწვერვალი უვნებლობისა. ღმერთს ისიც სურდა, რომ თავისუფალნი ვყოფილიყავით ყოველგვარ საზრუნავთაგან, ანუ განუწყვეტლივ, დაუდუმებელი გალობით გვედიდებინა შემოქმედი ღმერთი. დავმტკბარიყავით მისი ჭვრეტით და სწორედ მისთვის მიგვენდო ჩვენზე ზრუნვა... წმინდა სახარებაში უფალი ბრძანებს: "ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, ნუცა ხორცთათვის, რაი შეიმოსოთ" და შემდეგ - "ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". მართასაც ხომ ასე ეუბნება: "მართა, მართა, ზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთათვის, აქა ერთისაი არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოარჩია, რომელი არსადა მიეღოს მისგან". როგორც ვიცით, მარიამმა უფლის ფერხთით ჯდომა და მისი ღვთაებრივი სიტყვების მოსმენა ირჩია. ზოგნი სამოთხეს წარმოიდგენენ გრძნობისმიერად, სხვანი - სულიერ ადგილად მიიჩნევდნენ, მე კი მგონია, რადგან ღმერთმა ადამიანი შექმნა როგორც გრძნობისმიერი და სულიერი, ამის შესაბამისად მისი პირველი წმინდათაწმინდა ადგილსამყოფელიც ერთდროულად გრძნობისმიერიც იყო და სულისმიერიც. ამგვარად, ორგვარი სახე ჰქონდა. სხეულით ყველაზე ღვთაებრივ და უმშვენიერეს ადგილას მკვიდრობდა, ხოლო სული შეუდარებლად უფრო მშვენიერ და მაღალ ადგილას ცხოვრობდა, ჰქონდა საცხოვრებლად თვით მასში დამკვიდრებული ღმერთი და ღმერთით, ვითარცა ნათელი შესამოსლით შემოსილი, მისი მადლითა და წყალობით დაცული, ანგელოზის მსგავსად ტკბებოდა და საზრდოობდა ერთადერთი უტკბესი ნაყოფით - ღმერთის ჭვრეტით. სწორედ ეს იწოდება კიდევაც სამართლიანად ხედ ცხოვრებისა, რადგან ღმერთთან ზიარებისა და ერთობის სიტკბოება ყველა ღირსქმნილს იმგვარ სიცოცხლეს ანიჭებს, რომელსაც სიკვდილი ვერ შეეხება. ამასვე უწოდა ღმერთმა "ყოველი ხეც", როცა თქვა: "ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ", რამეთუ ღმერთი არის ყოველივე, რომელშიც და რომლის მიერაც "ყოველივე დაემტკიცა".

კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე არის ჭვრეტა მრავალსახოვანი სახილველისა, ანუ ადამიანის მიერ საკუთარი ბუნების შეცნობა... მაგრამ ასეთი შეცნობა საკუთარი თავისა კარგი არ არის ჯერ გამოუცდელთათვის, ვინც ადვილად ნებდება ხორციელ სიამეთა წადილს. ამიტომაც, რადგანაც ესევითარნი ჯერ არ განმტკიცებულან სიკეთეში და ჯეროვნადაც არ აღვსებულან მხოლოდ ერთის - ღვთაებრივი მშვენიერების სიყვარულით, გაიტაცებს ხოლმე და მთლიანად შეიპყრობს საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულზე ზრუნვა.

იოანე დამასკელის "ზუსტი გადმოცემა
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა" მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat