თავს ნუ მოიტყუებთ, მეორედ ვერ დაიბადებით! ანუ რეინკარნაციის შესახებ
თავს ნუ მოიტყუებთ, მეორედ ვერ დაიბადებით! ანუ რეინკარნაციის შესახებ
თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვა) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას წარმოადგენს რეინკარნაცია , ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია, რომელიც დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს. სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ძირითადი იდეა ამ სამი რელიგიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისგან, კერძოდ, ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი - რელიგიური აგნოსტიციზმი, ჯაინიზმი კი - ათეიზმი.

ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე. რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალავთ კონსტანტინოპოლის მსოფლო საეკლესო კრებაზე 553 წელს.

უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისთვის. მართლაც, ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ.

საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისთვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად "ქური" ეწოდება, ებრაულად - "შეოლი", ხოლო ბერძნულად "ჰადესი", საიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში - ვედიზმში. ვედური ტექსტები (XIVს. ქ-მდე), ამაზე არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VIს. ქ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ.

ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. ჰერმეტიკულ კორპუსში ჩნდება, მაგრამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობისა. იგი ახ.წ. IIIს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფზიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც, მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის, სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის - "საიენტოლოგიის" მიმდევრებიც).

როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი, თავისი არსით, სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პოთაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი.

აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვა). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. მაგრამ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია, მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაგმო ეკლესიამ, თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედაეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431წ.) დაშორდნენ. ეს - რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია, მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ, ქრისტიანობას.

უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც, თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სულის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც "რეინკარნაციის ბორბალს" ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა "ჩვენი" ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის, და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას.

მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ "ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო" (ენეადები III.2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: "ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო". კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება "ბოროტების შენახვის კანონის" სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმული კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: "შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე" (ნეემია 9,17).

ბოროტება არ ისპობა, პირიქით, უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს. მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდაუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს შეუძლია რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისკენ მიიყვანს; თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად - ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: "განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო" (ღვთის ქალაქი X.30).

მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი, სულის დილეგია, პლატონი "კრატილოსში" სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული ჰქონდა. ინდუიზმის მიხედვით კი რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი - ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო - ილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისთვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას. რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება - ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა ან მომაკვდავი დედისგან კურთხევის მომლოდინე შვილები - მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: "იცინეთ განშორების ჟამს". ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას.

პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის, შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალ სხეულს მარადიული სიცოცხლისთვის.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
20.05. 2019
რეალისტი
და ბერი გაბრიელი, რატომ ამბობდა მაშინ, ათასი წლის უკან ბერმა რომ გამოაბრძანა ხატი ზღვიდან ის მე ვიყავიო? ეს როგორ გავიგოთ?
26.01. 2018
Nini
Genetika xom udaoa. Genebis shtamomavlobit gadacema. Anu chven chveni winaprebis shtamomavlebi vart da erti genidan. Sxvadasxva sxeuli rom gvqondes gamocvlili mashin genebic chveni winaprebis ar gveqneboda.
25.01. 2018
hh
cota martibsd weret dsvitanje
07.12. 2015
დათო
თავს არ ვიტყუებ და ამიტომაც მჯერა რეინკარნაციის.
07.11. 2015
რამაზი
რთული თემაა და საინტერესო.
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat