ადამის მემკვიდრეობა
ადამის მემკვიდრეობა
არ ეცემა მხოლოდ ის, ვინც უკვე დაცემულია, ხოლო ვინც დგას, შესაძლოა დაეცეს კიდეც, მაგრამ შეუძლია ადგეს...
დასაწყისი იხ. "კარიბჭე #8-9
თავი VII

განვაგრძოთ ჩვენი დაკვირვება:
მაცხოვარმა ბრძანა, რომ ზრახვები გულიდან მომდინარეობს. ადამიანთა გულები კი გამუდმებით უკეთურობისაკენ ისწრაფვის (შდრ: "უკეთური იყო მუდამჟამს ადამიანთა ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5)), შესაბამისად, გონებაც იმას მიელტვის, რითაც გული ინტერესდება. ვფიქრობ, საჭირო აღარ არის მაგალითების დამოწმება, რადგან თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გამოცდილება ამასვე უდასტურებს.

ამიტომ ამჯერად ინსტინქტთა სამყაროს მივადევნებთ თვალს და სულის გრძნობად ნაწილს მიმოვიხილავთ.

გრძნობებს აყოლილი ცოდვის მოყვარული ადამიანი ლამის ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს. ამ ინსტინქტებზეა ორიენტირებული მისი გულიცა და გონებაც და მათკენ მიისწრაფვის მთელი თავისი ცხოვრების წესით. ინსტინქტები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ქმედებებისკენ გაუცნობიერებელი სწრაფვის უნარი, ისევეა გადაგვარებული, როგორც ჩვენი გონებითი უნარები და შესაძლებლობები. ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სულიერი იდეალებისკენ სწრაფვაში ეხმარებოდნენ ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს, ისინი თავადვე მოევლინნენ მათ ახალ კერპებად. ჩვენ არც ამჯერად ვისაუბრებთ იმ ადამიანთა უკიდურესად გადაგვარებული ბუნების შესახებ, რომლებიც უგუნურ პირუტყვებს ემსგავსებიან თავიანთი ზღვარდაუდებელი გარყვნილებით (შდრ.: "კაცი პატივსა შინა იყო და ვერ გულისხმაყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 42:13)). ამჟამად მხოლოდ იმათ შესახებ გვსურს ვისაუბროთ, ვისაც კეთილმორწმუნე ქრისტიანებად ვთვლით.

უნდა შევნიშნოთ, რომ თვით ასეთ ადამიანებსაც კი ხრწნადი საწყისი აქვთ, ცოდვა ძალიან ღრმადაა ჩამალული მათი გულის დაფარულში. აი, მაგალითად, ერში მცხოვრებნი დიდ ცოდვად არ მიიჩნევენ ლამაზი ქალის ჭვრეტას. მათ შეიძლება ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათთვის ამ ერთგვარად უწყინარ ვნებას (თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ გულისთქმით სხვისი ჭვრეტა სულაც არ არის უწყინარი გატაცება, არამედ - ღვთის მიერ დაგმობილი ცოდვა) აყოლილნი, თუკი ღვთის გულისთვის ან თუნდაც საკუთარი სინდისის წინაშე დარჩენილნი მსგავსი გულისთქმებისგან გამიჯვნას მოისურვებდნენ, თავადვე დარწმუნდებოდნენ თავიანთ უძლურებაში. ისინი მალევე აღმოაჩენდნენ, რომ ვიდრე ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდებოდნენ, უსასტიკესი ბრძოლა მოუწევდათ! რომ ისინი მრავალჯერ დაეცემოდნენ და წამოდგებოდნენ, ვიდრე, ღვთის შემწეობით, იმათ საზომს მიაღწევდნენ, ვინც აღარ ეცემა! აი, მხოლოდ ამის შემდგომ შეიტყობდნენ, რა ღრმად ჰქონია გადგმული მათ გულში ამ ვნებას ფესვები. მანამდე კი ცოდვის ამ მძლავრ აღმონაცენს ბალახის სუსტ ღეროდაც არ მიიჩნევდნენ ალბათ: "საკმარისია მოვინდომოთ და ჩვენ მას იოლად ამოვძირკვავთ!" - იტყოდნენ ისინი, ახლა კი ჩასწვდებოდნენ იმ შედარების სიღრმესაც, უფალმა რომ გამოთქვა: "თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე შენგან" (მთ. 18:9); არ თქვა: "დახუჭე", არამედ "ამოითხარე და გადააგდე", რაც იმას ნიშნავს, რომ ამის ქმნა უმტკივნეულოდ, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით, შეუძლებელია... ისინი გააცნობიერებდნენ წმიდა მამების თავდაუზოგავი მოღვაწეობის აუცილებლობასაც, მათთვის გასაგები გახდებოდა ღვთის სათნო ადამიანთა მოღვაწეობის მთელი სირთულე და, ამავდროულად, უცილობელი საჭიროება, რაც შესაძლოა მანამდე გაუამრთლებლად ან ფანატიზმადაც მიაჩნდათ, ახლა კი იტყოდნენ: "მხოლოდ ახლა გვესმის და გამოცდილებითაც შევიტყვეთ, რაოდენ აუცილებელი ყოფილა ზნეობრივი სრულყოფილების მისაღწევად წმიდა მამების მსგავსი თავგანწირვა; გასაგებია ისიც, თუ რატომ იფარავდნენ ბერები ხელს თავიანთი მანტიით, როცა მდინარის გადალახვისას ხელის შეშველება ესაჭიროებოდა თუნდაც მოხუცებულ ქალბატონს; ან რატომ არ სურდა მოღვაწე მამათაგან უმრავლესობას თავის კელიაში შეეშვა ქალი, თვით საკუთარი დედა და დაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სულიერი სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ". ისინი, ერში მცხოვრები ადამიანები, თავიანთ უძლურებაში, ცოდვილობასა და უწმიდურებაში სრულიად დარწმუნებულნი, უკვე უდიდესი მოწიწებით მოიხრიდნენ ქედს იმ წმიდა მოღვაწეების წინაშე და გააცნობიერებდნენ იმასაც, რომ სულის ხსნის საქმეში არ არსებობს უმნიშვნელო წვრილმანები, და რომ გულისთქმით დიაცთა ჭვრეტა უკვე ცოდვაა, როგორც ამბობს კიდეც ამის შესახებ უფალი: "ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში" (მთ. 5:28).

"თუ ასეა, - იტყოდნენ ერისკაცნი, - ე.წ. უწყინარი სიამოვნებები, მაგალითად, ცეკვა, თეატრი და სხვა, სულაც არ ყოფილა თავისი არსით ხელოვნებისადმი მსახურება, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, არამედ ვნებების მკვებავი შენიღბული შხამი, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ საგულდაგულოდ წამლავს და ანადგურებს ჩვენს სულიერებს".

ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით შეიცნობდნენ მტრის დაუნდობლობას, გაიძვერობასა და საცდურთა ხლართვის მრავალსაუკუნოვან "გამოცდილებას", ამასთანავე, ბრძოლის სიმძიმესა და უსასტიკესობას, ისინი, რომლებიც თავადაც არაერთხელ დაეცემოდნენ ცოდვით, მაგრამ, ღვთის წყალობით, კვლავ წამოიმართებოდნენ, ცხადია, მეტად შემწყნარებელი გახდებოდნენ სხვა ცოდვილებისადმი, განსაკუთრებით კი მათდამი, ვინც ხილულად ეწევა მტრის წინააღმდეგ უსასტიკეს ომს და ნებაყოფლობით უტვირთავს "ქრისტეს ტკბილი უღელი"... მათთვის გასაგები გახდებოდა მონაზვნური გამოცდილების მთელი სიღრმეც, რომელიც ამ სიტყვებითაა გადმოცემული: "არ ეცემა მხოლოდ ის, ვინც უკვე დაცემულია, ხოლო ვინც დგას, შესაძლოა დაეცეს კიდეც, მაგრამ შეუძლია ადგეს..." უდარდელი კაცი კი, რა თქმა უნდა, აღარ ეცემა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაეცა საშინელი დაცემით და კვლავ წევს, რადგან არც კი უცდია წამომდგარიყო...

თავი VIII
ამ სტრიქონების დაწერის შემდეგ საკუთარი სინდისის სუსტი ხმა შემომესმა: "არცთუ ცუდად მსჯელობ ცოდვილი მიდრეკილებებისა და ჩვევების შესახებ, მაგრამ თავად შენ რატომ არ თავისუფლდები მათგან?"

სრული სიმართლეა! თავს ვერაფრით ვიმართლებ! თუ შესანიშნავად ვმსჯელობ ცოდვის შესახებ, მაგრამ თავად მის ტყვეობაში ვრჩები, უფრო მკაცრად განვისჯები. მაშ, რატომაა გული გაქვავებული?

გონებასაც, ვგონებ, მშვენივრად ესმის ცოდვაში დაყოვნებით მოსალოდნელი საფრთხე, მაგრამ, ამის მიუხედავად, არც ის ჩქარობს ცოდვასთან განშორებას. უფლის ერთ-ერთ იგავში ვკითხულობთ: "მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ" (ლკ. 16:31). ჭეშმარიტად, დიდ სიბრძნეს გადმოგვცემს ეს სიტყვები. მათი მთქმელი, უთუოდ, გულთამხილავია, ამიტომ ჩვენც მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას. კაცმა რომ თქვას, როგორ შეიძლება, მკვდრეთით აღმდგარს არ ერწმუნო? განა თავად მკვდრეთით აღდგომის ფაქტი არ მეტყველებს მოწმის სანდოობას? მაგრამ ნათქვამია: "არ ირწმუნებენ". რას ნიშნავს ეს? რატომ არ ირწმუნებენ? არ ირწმუნებენ, რადგან თავად მოსესა და წინასწარმეტყველებს არ უსმენენ. მოსე და წინასწარმეტყველები უშუალოდ ღვთის სიტყვას გადმოსცემენ. მათი მოწმობა, ცხადია, საიქიოდან მობრუნებულის მოწმობას აღემატება, მაგრამ ცოდვილნი მაინც არ იწყნარებენ მას, - "თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ" (ლკ. 16:31). მაშ, რაღა აზრი აქვს ნაკლებ სარწმუნო მოწმის გამოჩენას?! მიაქციეთ ყურადღება, ნათქვამია: "არ ირწმუნებენ" და არა ის, რომ "გონებით ვერ მიიღებენ". რწმენა გულის პრეროგატივაა, "ვინაიდან გულით სწამთ" (რომ. 10:10) და არა გონებით, მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ გული გაქვავებულია - ამიტომაც არ სწამთ! წუთისოფლის მოყვარულები ყველაფერს ხვდებიან გონებით, მათ უწყიან თავიანთი მომავალი ხვედრის შესახებაც, მაგრამ გულს ვერაფერს უხერხებენ - მათ გულს არაფრის დაჯერება არ სურს: ის შეუვალია, მკვდარია ქმედითი რწმენისა თუ რწმენითი ცოდნისთვის, და არათუ საიქიოდან ვინმე, თვით გულთამხილავი უფალიც რომ გამოეცხადოს, არც მას ერწმუნება. თავად მე მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე რომ გამომცხადებოდა და დაემოწმებინა, სწორედ ის იყო, ვისაც დიდი ხანია მკვდრად მივიჩნევდი, შესაძლოა, კრძალვითაც შევხვედროდი, გავოცებულიყავი, შემშინებოდა ან ცნობისმოყვარეობითა და ყურადღებითაც მესმინა მისთვის, მაგრამ... თუკი გული დაეჭვდებოდა სიმართლეში, თუკი მას ღვთაებრივი მადლი არ შეეხებოდა, ჩვეულებისამებრ განვაგრძობდი ცოდვილ ცხოვრებას. მართალია, მეცოდინებოდა და დარწმუნებულიც ვიქნებოდი მომხდარის უტყუარობაში, მაგრამ გული არ ირწმუნებდა იმქვეყნიური მყოფობის შესახებ. სამწუხაროდ, ასე ემართება ყველას, ვინც თავისი ამაყი ბუნების გამო განიშორებს საღვთო მადლს, არადა, მხოლოდ მისითაა შესაძლებელი გაქვავებული გულების გალღობა-დარბილება და ჩვენი სულების გადარჩენა. გავიხსენოთ სახარებაში მოთხრობილი ფაქტები ფარისეველთა შესახებ: უფალმა შაბათ დღეს სწორედ მათ თვალწინ განკურნა ხეიბარი. სინაგოგის უფროსი თავად იყო ამ სასწაულის ერთ-ერთი თვითმხილველი. მაგრამ რა მოხდა შემდგომ? თითქოს არც არაფერი ენახოს, ფარისევლური თვალთმაქცობით შაბათის წმიდაყოფაზე ამყარებს იმედს და ამისკენვე მიაქცევს სხვათა ყურადღებას...

ერთ-ერთ იგავში უფალი განსაცვიფრებელი სიზუსტით მიანიშნებს მტრების ხელით თავისი სიკვდილის შესახებ: ბოროტმა მევენახეებმა სასტიკად სცემეს ბატონის მიერ გამოგზავნილ მსახურებს, მისი მხოლოდშობილი ძე კი მოკლეს. ამ იგავით უფალი მსმენელთა სინდისის გამოფხიზლებას ცდილობს და ამიტომ მათ მიმართავს: "როგორ მოიქცევა ვენახის პატრონი? როცა მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?" (მთ. 21:40). ფარისევლები დუმან - ისინი მიხვდნენ, რომ მაცხოვარი მათზე ამბობდა. მაშინ უფალი თავადვე პასუხობს დასმულ კითხვას: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს..." (მთ. 21:41). ჩიხში მომწყვდეულ ფარისევლებს სათქმელი არაფერი აქვთ, მაგრამ უკმაყოფილების შეძახილი მათ თუ არა, მათ მოწაფეთაგან მაინც წამოსცდება ვინმეს: ეს არ მოხდება! - რაც უკეთური ნების უგუნური გამოვლინებაა უცილობელი ჭეშმარიტების წინაშე, მოცემულ შემთხვევაში კი - თავად უფლის სასტიკი, მაგრამ სამართლიანი სასჯელის წინააღმდეგ.

აი, ზნეობრივად გადაგვარებული ასეთი ადამიანების თვალწინ აღესრულება ღვთაებრივი სასწაულები, რომლებიც ქრისტეს ყოვლისშემძლეობას ცხადყოფენ, ისინი (ფარისევლები...) თავად არიან ამ სასწაულთა თვითმხილველნი, აღიარებენ მათ, მაგრამ... განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ და სასწაულთმოქმედი იესოს შესახებ მსჯელობენ: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება" (ინ. 12:19), მაშასადამე, მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო ერთიანი ძალებით, დროა დავასრულოთ...

აი, მაცხოვარი ბრმას კურნავს. ფარისევლები გულმოდგინედ, მაგრამ მიკერძოებით იძიებენ ყველაფერს, თუმცა განკურნებულს ვერაფერში ადანაშაულებენ, მათ სათქმელი არაფერი აქვთ! რადგან ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია! და როგორ მოიქცევიან შემდგომ? - მშვიდად მოითათბირებენ, მოკლან იესო!

უფალი აღადგენს სამი დღის მკვდარ ლაზარეს. კიდევ ერთი უდიდესი სასწაული! იესოს ღვთაებრივი ძალმოსილების კიდევ ერთი გამოვლინება! თუმცა ფარისევლები კვლავ შეუვალნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში - მოკლან იესო! უფრო მეტიც - ამჯერად უნდა მოკლან ლაზარეც, რათა წუთისოფელში თავისი არსებობით არ იყოს მათი მამხილებელი!..

აღდგა უფალი! ფაქტი უდავოა. ფარისევლებმა უნებურად თავადვე იზრუნეს ამის დასამოწმებლად, როცა დისციპლინით გამორჩეულ რომაელ ჯარისკაცთაგან სანდო მცველები მიუჩინეს უფლის სამარხს (ვფიქრობ, თავიანთი გულმოდგინება და სიფრთხილე უმეტეს წინდაუხედაობად ექცათ და სანანებელიც გაუხდათ - რადგან, რომ არა მათ მიერვე დაყენებული დაცვა, გაცილებით იოლად დაიძვრენდნენ თავს)!

უფლის აღდგომის უდიდესი სასწაულის აღიარებისთვის გონებაცა და სინდისიც რწმენას საჭიროებდა, მაგრამ... ფარისევლებმა, ცხადია, კარგად უწყოდნენ და თავადვე იყვნენ დარწმუნებულნი აღდგომის უტყუარობაში, მაგრამ გულით არ ირწმუნეს... გულისთვის საჭირო იყო მადლთან შეხება და მისით დარბილება, რწმენისთვის განცოცხლება, მაგრამ "მე"-ს ამოფარებული სიამაყე და აუტანელი სატანური სიჯიუტე ხელს უშლიდა მადლის მოქმედებას, ამიტომაც გული გაქვავებული, გაციებული და უსიცოცხლო რჩებოდა. სწორედ გადაგვარებული გულის ნამოქმედარია უსინდისოდ მცველების მოსყიდვა, ჭორის გავრცელება, თითქოს მოწაფეებმა მოიპარეს თავიანთი მოძღვრის ცხედარი, და კიდევ უამრავი სიცრუე, რომლისაც ფარისევლებს, რა თქმა უნდა, თავადვე არ სჯეროდათ...

აღდგომის უტყუარობა კი თვალნათელია, ყველამ, ვისთვისაც შესაძლებელი იყო დაეტია გულში ეს უდიდესი ჭეშმარიტება - ირწმუნა, ასეულობით ადამიანმა აღიარა ქრისტე... ქრისტეს მტრებს კი ძალა ეცლებათ, ამიტომ ძველებური შემართებით ვეღარ მოქმედებენ უფლის მოწაფეების წინააღმდეგ, თუმც კვლავ კატეგორიულად უკრძალავენ მათთვის ესოდენ საძაგელი სახელის - იესოს ხსენებას, მაგრამ ჭეშმარიტების წინაშე თავიანთი უძლურების მხედველნი უნებურად დუმდებიან... თითქოს აღარაფერი უნდა უშლიდეთ ხელს, გააცნობიერონ ბოროტების მეუფესთან თავიანთი დამღუპველი კავშირი და მოინანიონ, მაგრამ... ნურას უკაცრავად! მათ ეს არ სურთ!

აი, როგორ უქვავდება გული გულისთქმებით დაბრავებულ ადამიანს, და განა ასეთი მკვდრეთით აღმდგარს ერწმუნება?!.

აქვე ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომლის შესახებ სარწმუნო კაცთაგან შევიტყვე. მისით დასტურდება, რომ გაქვავებული გულის პატრონმა თავადვე რომ მოიხილოს საიქიო, მაინც უსარგებლო იქნება მისთვის:

ერთი კაცი მოკვდა და გაცოცხლდა. ეს რომ არ იყო ლეთარგიული ძილის შემთხვევა, არამედ ნამდვილად სულისა და ხორცის გაყრა ანუ სიკვდილი, ისიც მოწმობს, რომ ამ კაცს დაწვრილებით ახსოვდა, რაც საიქიოში გადახდა თავს. მისმა სულმა იხილა ცოდვილთა აუტანელი ტანჯვა (ნეტართა იმქვეყნიური მყოფობის შესახებ კი არაფერი უთქვამს). ეს კაცი ძრწოლითა და ცრემლით ჰყვებოდა ნანახის შესახებ. მაგრამ გავიდა წლები, საბრალო ლოთობის ვნებამ შეიპყრო და, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა შემდგომ? კაცს გული ისე გაუქვავდა, რომ საიქიოში საკუთარი თვალით ნანახს თავადვე დასცინოდა! დიახ, ის თავს უფლებას აძლევდა, უკრძალველად და დაუსრულებლად ემასხრა საუკუნო სატანჯველის შესახებ, თუმცა არც იმას უარყოფდა, რომ ყველაფერი თავად იხილა. სამწუხაროდ, ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ აქვავებს და აუხეშებს ცოდვა ადამიანის გულს!

გაგრძელება იქნება

მოამზადა
ეკეტერინე ქორიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat