ადამის მემკვიდრეობა
ადამის მემკვიდრეობა
(ქრისტიანული ფსიქოლოგიის ნარკვევები)
"უბადრუკი კაცი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?"
(ორმ. 7:24)
"აღმოიყვანე საპყრობილით სული ჩემი"
(ფს. 141:8)

თავი I
ამგვარად მოთქვამდნენ გულის სიღრმიდან - და მერე ვინ? არა ჩვენსავით ცოდვილნი, არამედ უდიდესი ღვთივგანბრძნობილი კაცნი - ღმერთშემოსილი მოციქული და ღვთივსულიერი წინასწარმეტყველი... როგორც ჩანს, მართლაც ძლიერ დაზიანებულია ჩვენი უბადრუკი არსება, რაკი ამგვარი კაცნიც იძულებული გამხდარან, მწარედ დაეჩივლათ თავიანთი ცოდვით ვნებული ბუნების გამო. ჩანს, ვერც ისინი აღწევდნენ იოლად საკუთარ თავზე გამარჯვებას! ჩვენ კი, ცოდვილნი, ხანდახან ვფიქრობთ, რომ საკმარისია მხოლოდ სურვილი და - შევწყვეტთ ცოდვის ქმნას. რა სამწუხარო გაუგებრობაა! როგორ ცდებიან ისინი, ვისაც მხოლოდ სურვილი მიაჩნია საკმარისად იმისათვის, რომ აღარ შესცოდონ და ამით დაიმედებულნი განუწყვეტლივ მორიგი დღისთვის გეგმავენ სინანულის დაწყებას... აბა, სცადეთ და ჩამოიშორეთ რომელიმე მავნე ჩვევა: უმალ დარწმუნდებით, რომ "ცოდვის ჩამდენი ცოდვის ტყვეა" (ინ. 8:34).

დასაწყისისთვის შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იოლია ცოდვის დამარცხება. გახარებულიც იქნებით, რომ ასე იოლად დაშორდით მას, მაგრამ ძალიან მალე, იმაზე სწრაფად, ვიდრე თავად წარმოიდგენთ, ის თავისი უხილავი ძაფებით კვლავ თავისკენ მიგიზიდავთ, - და არა იმგვარად, რომ კვლავ სიამოვნებას განიჭებდეთ, - არა! შესაძლოა, ვეღარც კი იტანდეთ მას, მაგრამ დაინახავთ, რომ ის ისევ თავისკენ გექაჩებათ... თქვენ წინააღმდეგობასაც გაუწევთ, გაექცევით კიდეც მას, ის კი, შესაძლოა, თვალთახედვიდანაც მოგეფაროთ, მაგრამ დროებით, რათა, როგორც კი სიფხიზლეს დაკარგავთ და დაივიწყებთ მას, მოულოდნელად კვლავ თავს დაგაცხრეთ... რასაკვირველია, არაერთხელ წაიფორხილებთ და დაეცემით კიდეც, სანამ მტკიცედ აღუდგებით მას თვით სიკვდილამდე (ებრ. 12:4; გამოცხ. 12:11).

თუ კვლავ განაგრძობთ წინააღმდეგობას, თქვენდა გასაკვირად, აღმოაჩენთ, რომ თქვენი გული, გონება, მთელი თქვენი შესაძლებლობები, თქვენ არ გემხრობიან - ყველანი ცოდვის მიერ არიან მოსყიდულნი: გონება ცოდვის გამართლებას ეძებს და პოულობს კიდეც მას თქვენს უძლურებაში, გული ცოდვის დროს განცდილ სიამოვნებებს შეგახსენებთ... და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდებით განცდილი შინაგანი გაორების არსს, რაც უფრო მეტად გამოიძიებთ საკუთარ თავს, თქვენთვის ამ უცნაურ "სიახლეში" (საკუთარ თავთან ომში) მალევე აღმოაჩენთ მოწინააღმდეგის მთავარსარდალსაც - ეს არის თქვენივე თავის სიბრალული ("საკუთარი თავის ბრალობა"). სწორედ ის არის თქვენ წინააღმდეგ წარმართული ყველა ბრძოლის მოთავე, თავად კი "ამა სოფლის მპყრობელისაგან" იღებს მითითებებს. სწორედ მისი შეგულიანებითაა, თქვენი გონება თავის გამართლებას რომ ცდილობს; მისი წაქეზებითაა, თქვენს გულს ცოდვის ქმნა რომ სურს, ლამის აიძულებს კიდეც მის ჩადენას მისსავე ტყვეობაში მყოფი და მის ნება-სურვილს დამონებული ჩვენივე ბუნების საშუალებით.

ბრძოლა უმძიმესია! მდგომარეობა - მტანჯველი! ახლაღა აღმოაჩენს საბრალო კაცი თავის ეულობას, თავის უმწეობას: საკუთარი თავის რწმენაც სადღაც გაქრება!

"ყოველი თესლები გარე მომადგეს მე" (ფს. 117:10);
"მომადგეს მე ვითარცა ფუტკარი გოლსა" (ფს. 117:12);
"გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი" (ფს. 87:18);

"მახლობელნი ჩემნი შორს დადგნენ ჩემგან და მაიძულებდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა!.." (ფს. 37:13).

გული მშრალია, გონება - დაბინდული, დამძიმებულია მთელი არსება - "არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა" (ფს. 37:4)... და სულის ამ უმძიმეს მდგომარეობას არც დასასრული უჩანს: ის ახლოა სასოწარკვეთილებასთან...

მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთ, საბრალო ქმნილებავ: უფალი ახლოა! ის გხედავს შენ, დიდი ხანია თვალყურს ადევნებს შენს მცდელობასაც (მოღვაწეობას), - მხოლოდ შეღაღადე და შეისმენს შენს ვედრებას.

თავი II
მიაქციეთ ყურადღება, როგორი დახვეწილი გაიძვერობითა და დიპლომატიური გაქნილობით მოქმედებს ცოდვა ჩვენს არსებაში. შეეცადეთ, გულწრფელად ჩაეძიოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს: "ვარ მე ცოდვილი?" და, რა თქმა უნდა, პასუხსაც მიიღებთ: "დიახ, ცოდვილი ვარ!" მაგრამ ამას გული კი არ გპასუხობთ, - ის, თითქოს არც არაფერი გაეგოს, გვერდზე გადგება, - არამედ მის ნაცვლად - მშრალი და ცივი გონება! და თანაც, არა ცოდვილის, არამედ ფარისევლისა და თვალთმაქცის ტონით.

თუ შეეცდებით, შეაღწიოთ კიდეც თქვენივე გულის დაფარულში, გამოიძიოთ, რას ფიქრობთ გულის სიღრმეში მაინც იმის შესახებ, რამდენად ცოდვილი ხართ, უსათუოდ შეამჩნევთ თვით თქვენს თვალთაგანაც კი საგულდაგულოდ მიმალულ ფარისეველს - "და მე ხომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვები არიან..."; "რა თქმა უნდა, ვარ ცოდვილი, მაგრამ მე ხომ არა ვარ მკვლელი, ქურდი, ლოთი, რეციდივისტი; მე მწამს ღმერთი, სხვებსაც მაინცდამაინც ცუდად არ ვექცევი - ზოგჯერ მოწყალებასაც გავცემ, ზოგს კეთილი სიტყვით შევეწევი, ასე რომ, არც მთლად ისეთ ცუდი ვარ და არც სხვებზე უარესი".

აი, ასეთია ჩვენი ცოდვილი "მე"-ს ("ალტერ-ეგო") წარმოდგენები ჩვენსავე თავზე. სწორედ ეს "მე" აძინებს ჩვენს სუსტ და გამოუცდელ სინდისს და ვიდრე სინდისი თვლემს, სიტყვით და საქმით გვაგულიანებს მოყვასის წინააღმდეგ. ასეა ყოველთვის, როგორც კი აღმოვჩნდებით მოყვასის ქმედების ან გამონათქვამის პირისპირ, რომელიც ჩვენს პატივმოყვარე "მეს" ეხება. იგი თავის საფარს ტოვებს და ჩვენი ცნობიერების ზედაპირზე ამოდის. და თუ ვინმე შენიშვნას მოგვცემს, მაგალითად, რომელიმე ძმა ან უშუალოდ ჩვენი უფროსი (რომელსაც მოვალეობის გამო აქვს კიდეც ამის უფლება), ან თუნდაც ჩვენთვის პატივსაცემი და ძვირფასი ადამიანი, მზად ვართ, მეყსეულად ვიმართლოთ თავი.

თუკი აშკარად თავის მართლებას სინდისი გვიშლის, თუკი სწორედ თავად გვამხილებს სრულიად საწინააღმდეგოში, მაშინ ყველანაირად ვეცდებით, ჩვენვე ვაპატიოთ ჩვენს თავს, უკიდურეს შემთხვევაში, შევიმსუბუქოთ მაინც დანაშაული და დახვეწილი გაიძვერობით წარმოვსახოთ შემამსუბუქებელი გარემოებანი. თუ სინდისი ამასაც აგვიკრძალავს (მკაცრი "ვეტოს" უფლებას გამოიყენებს), მაშინ მზად ვართ (თუ სიტყვით არა, გულის სიღრმეში მაინც), თავად დავადანაშაულოთ შენიშვნის მომცემი: "უცხო ადამიანების წინაშე რატომ მისაყვედურა?"; "მკაცრად რატომ მითხრა?"; "მას რომ ჩემდამი მამობრივი სიყვარული ჰქონოდა, მასე კი არა, ასე და ასე მომექცეოდა..." მაგრამ თუ უფროსი სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც ამჟამად განვსჯით, მაშინაც კი (ჩვენი თავისუფლების შემზღუდველ მის ქცევასა თუ სიტყვაში) უკმაყოფილების საბაბს მაინც აღმოვაჩენდით... და ასე დაუსრულებლად!

მიაქციეთ ყურადღება: ამჯერად ვსაუბრობთ თავმოყვარეობის იმ ძალიან დახვეწილ და თითქმის უხილავ ნიუანსებზე, რომლებიც მაშინ ვლინდება, თუკი ჩვენს თავმოყვარეობას ეხება ადამიანი, მოვალეობათა გამო კიდეც რომ აქვს შენიშვნის უფლება. მაგრამ არის კი საჭირო იმ ქარიშხლის შესახებ ვისაუბროთ, რომელიც ჩვენს შეურაცხყოფილ გულში ამოვარდება, თუკი შეურაცხყოფას (თუნდაც ნება-უნებლიეთ) ის მოგვაყენებს, ვინც თანასწორადაც არ მიგვაჩნია?!

ოოო... აი, მაშინ შესაფერისი ძალის სიტყვებსაც ვერ მოვუყრით თავს, ჩვენი აღშფოთება და გულისწყრომა რომ გამოვხატოთ...

თავი III
თავის მოყვარეობისა და თავის განდიდების ყველაზე სახიფათო გამოვლინებაა ფარისევლობა. იგი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მისით შეპყრობილი ადამიანი სავსებით დარწმუნებულია საკუთარ ღვთისმოსაობაში და ვერ ამჩნევს, რომ ეს ყალბი ღვთისმოსაობა (არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანიც), იოანე კიბისაღმწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, პატივმოყვარეობის გესლზეა ამოზრდილი. საქმე ისაა, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავთანაც ითვალთმაქცოს. ამგვარ შემხვევაში ძალზე ძნელია კაცის დარწმუნება მისი გზის უმართებულობაში (ეს მგდომარეობა ერთგვარი ხიბლია). მაგრამ ღვთის მოწყალებას ამ შემთხვევაშიც ძალუძს ადამიანის გამოფხიზლება. ამასთან დაკავშირებით ახლობლის მიერ მოთხრობილ ერთ ფაქტს გავიხსენებ (ის თავად ყოფილა შინაგანი ფარისევლობის ამ ფარული სახეობით დასნებოვნებული):

"ერთხელ სემინარისტის მოგონებებს ვკითხულობდი ერთი ახალგაზრდის მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მთელი არსებით ფიქრობდა სულის ხსნაზე, ნუგეშს ჰგვრიდა ღვთისმსახურება, ღვთის გულისათვის მდაბლად ითმენდა ყოველგვარ განსაცდელს და როგორც უდაბნოში, იმგვარად ცხოვრობდა სემინარიაში. მისმა ისტორიამ ისე შემძრა, ცრემლებიც კი მომგვარა, მაგრამ როგორც კი ემოციებისგან დავიცალე, შევნიშნე, რომ ჩემს სულში რაღაც უსიამოვნო გრძნობამ გაიელვა...

გამოწვლილვით გამოვიძიე ეს გრძნობა და, ჩემდა გასაკვირად, იმ ყმაწვილისადმი არაკეთილმოსურნე განწყობა აღმოვაჩინე, რაღაც შურისმაგვარიც - მომეჩვენა, თითქოს ჩემზე მეტად ღვთისმოსავი იყო, მის შესახებ ყველანი კეთილს ამბობდნენ. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია (!)... ვაღიარებ: საკუთარი თავი ვერ ვიცანი! "ეს ხომ საძაგელი კაენური გრძნობაა?!" - ჩავეკითხე ჩემსავე თავს, მაგრამ კაენური გრძნობა სულს მიხუთავდა, - როგორ? ნუთუ ეს ვიღაც, ჩემსავით სემინარისტი, ჩემზე მეტად კეთილმოსურნეა?.. ეს შეუძლებელია!.." ამგვარმა აზრებმა შემაძრწუნა... მაშინღა მივხვდი, თუკი რამე სიკეთეს ვაკეთებდი კიდეც, პატივმოყვარეობით ყველაფერს ვბილწავდი. თვით საკუთარი თავის განკითხვაც კი (ადამიანის კეთილგონიერებაზე რომ მიუთითებს) ჩემი შინაგანი ფარისევლობის მსხვერპლი გამხდარიყო.

აღმოჩნდა, რომ თავის დამდაბლებითაც თავს ვიწონებდი, - და, რა თქმა უნდა, არა კაცთა, არამედ საკუთარი თავის წინაშე, რათა შემდგომ ფარისევლურად მეფიქრა: "მე ხომ ისეთი არ ვარ, როგორიც სხვები არიან... თუ უძლურების გამო ზოგჯერ ვცოდავ კიდეც, შემდეგ საკუთარ თავს ვაყვედრი, სხვები კი ამასაც არ აკეთებენ..."

ასე რომ, იმ შემთხვევამდე, რომლის შესახებაც ახლა გიამბე, ჩემს შიგნით ფარისეველს ვერც ვამჩნევდი. მისი აღმოჩენის შემდეგ კი როგორ არ გავიხსენო დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე" (ფს. 50:4); ან ერთ-ერთი უდიდესი მამის მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული ფრაზა როგორ არ ვიმეორო: "მე, როგორც შემეძლო, ისე ვემსახურებოდი სიკეთეს, მაგრამ ჩაითვლება კი ის სიკეთედ ღვთის თვალში, არ ვიციო". სიმართლეს ამბობს ესაია წინასწარმეტყველიც: "ყველანი უწმინდურებივით შევიქენით" (ესაია 64:5)", - დაასრულა ჩემმა თანამოსაუბრემ.

თავი IV
კვლავ მსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენ იმ მორწმუნეების შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც ყურადღებით გამოიძიებენ თავიანთ შინაგან სამყაროს. ასეთნი, მართალია, ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მხილებას, მაგრამ შემდეგ თავს იმტყუნებენ და ღვთის მცნების დარღვევისა (თავის მართლება) და ძმის წინააღმდეგობის გამო რაღაც გზებით მაინც ცდილობენ მათ მიერ განაწყენებულთან შერიგებას. მაგრამ რა ვთქვათ იმათ შესახებ, ვისთვისაც "ღირსება", უკეთ - "თავმოყვარეობა", ის კერპია, რომლის გამოც თავს მოვალედ თვლიან, მოწინააღმდეგე "დუელშიც" კი გამოიწვიონ? ანუ, მართლმადიდებლური კატეხიზმოს სიტყვებით რომ ვთქვათ, სამი დამღუპველი ცოდვა - მკვლელობა, თვითნებობა და თვითმკვლელობა - ჩაიდინონ?..

მაშ ასე: აღვნიშნეთ, რომ არსებობენ მორწმუნენი, რომელნიც მათ მიერ შეურაცხყოფილ ადამიანთან რამენაირად მაინც ცდილობენ დაზავებას და კეთილი საქმით, უკიდურეს შემთხვევაში, კეთილი სიტყვით, მაინც სურთ, გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული...

მაგრამ რა კეთილშობილურადაც უნდა ჩანდეს ამგვარი ქმედება, ძალიან ხშირად მსგავს შემთხვევაშიც ჩვენი "მე" მოქმედებს: ჩვენი "მე" ცდილობს (ზოგისთვის - გაუცნობიერებლად, ზოგისთვის კი თვალთმაქცურად), მოყვასს დაანახოს, რომ "არ ვართ ისეთნი, როგორიც სხვები, რომ ჩვენ სხვის ცუდს არ ვიმახსოვრებთ..."

ზოგიერთს (შესაძლოა, კვლავაც გაუცნობიერებლად) უბიძგებს, ამგვარადვე მოიქცეს, რათა ადამიანებზე გავლენა შეინარჩუნოს; სხვებს კი, ნაკლები ნებისყოფის მქონეთ, საკუთარი "მე" შერიგების გზებს სთავაზობს. მაგალითად, თუ ვინმეს სურს, იმგვარად შეურიგდეს მოყვასს, რომ მის წინაშე თავი არ დახაროს (დაიმდაბლოს), - რადგან შინაგანად წვალობს და თავმოყვარეობაც აწუხებს, - მაშინ ასეთი საქმის მოგვარებას სხვების საშუალებით ცდილობს, თუმცა არც მათ უმხელს თავის დანაშაულს. ასეთი კაცი გარეშეებთან მის მიერ შეურაცხყოფილის დადებით თვისებებზე საუბრობს იმ იმედით, რომ მისმა სიტყვებმა როგორმე განაწყენებულის ყურამდე მიაღწიოს - "მაშინ ხომ მიხვდება, რომ მასზე ნაწყენი არ ვარ, აი, მის შესახებ მხოლოდ კარგს ვამბობ, და ამას რომ შეიტყობს, ჩემ გამო გულისტკენაც გაუვლის, რაც მთავარია, შევრიგდებით და ერთმანეთთან ურთიერთობას აღვადგენთო".

ხშირად ისეც ხდება, რომ სინდისისგან შეწუხებული მარჯვე დროს ეძებს, რათა მის მიერ შეურაცხყოფილს რაღაცით დაეხმაროს (სწორედ ეს არის ცოდვის "ცრუ თავაზიანობა" ანუ დახვეწილი გაიძვერობა ჩვენს სულში). "კარგი იქნებოდა, თუ ჩემზე განაწყენებულს ესა და ეს განსაცდელი შეემთხვეოდა... მაშინვე გულწრფელად შევეწეოდი და როგორც ახლობელი, დახმარების ხელს გავუწვდიდი"... და ამგვარი მზაკვრული პოლიტიკა (განსაცდელებისთვის მოყვასის გამეტება) მხოლოდ იმისთვის გვესაჭიროება, რომ როგორმე მას შევურიგდეთ, უფრო სწორად კი, ულმობელი მოწინააღმდეგე - სინდისი დავიმშვიდოთ როგორმე!

არადა, რა იქნებოდა იმაზე უკეთესი, თუკი მდაბლად, ქრისტიანული უბრალოებით მივიდოდით ძმასთან და შენდობას ვთხოვდით, მაგრამ ამის უფლებას ჩვენი პატივმოყვარეობა არ გვაძლევს!..

ყურადღება მიაქციეთ შემდეგსაც: რაც უფრო მეტად უყურადღებოა კაცი საკუთარი სულისადმი, მით უფრო მეტად მომთხოვნია იგი სხვებისადმი. სწორედ ასეთ დროს ყალიბდება იმგვარი ურთიერთობები, როგორსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულთან. საიდან მომდინარეობს ყოველივე, თუ არა ზემოხსენებული უწმინდური სათავიდან - ჩვენივე ამაყი "მე"-დან.

ჰოი, რა დიდებული რამ ხარ, ქრისტიანულო უბრალოებავ! ნეტარნი ხართ თქვენც, მდაბალო ქრისტიანენო, რომელთათვისაც უცხოა ცოდვის მზაკვრობა და ცრუ სიმდაბლით გაიძვერობა! მოვედ და დამკვიდრდი ჩვენს ცოდვილ სულსა და გულში, წმინდა სიმდაბლევ! განაგდე ჩვენგან მრავალთავიანი ვეშაპი - თავის მოყვარეობა, სიამაყე, ამპარტავნება, და მათთან ერთად მთელი ლეგიონი ცოდვილი გულისთქმებისა, რომლებიც ჩვენი გულის დაფარულში ჩაბუდებულან...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა
ეკატერინე ქორიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat