იცემა და იტანჯა, მაგრამ მისი წამებითა და ტკივილით განვიკურნეთ ყოველგვარი სენისგან
იცემა და იტანჯა, მაგრამ მისი წამებითა და ტკივილით განვიკურნეთ ყოველგვარი სენისგან
სარწმუნოებისა და წმინდისა სამებისათვის
(წმინდა ბასილი დიდი)

მარადის კეთილია ხსენება ღვთისა და უფლისმოყვარე სული ვერასდროს გაძღება მისი დიდებით, ხოლო საღვთო საქმეთა სიტყვებით აღწერა და წარმოჩენა უდიდესი კადნიერებაა. გონება უძლური და გამოუთქმელად მცირეა ზეარსი, სრული ჭეშმარიტების წვდომისთვის და სიტყვებსაც ძალა არ შესწევს, ჯეროვნად გადმოსცეს გონებაში არსებული, მის წიაღში დამკვიდრებული. თუკი გონება ასე უზომოდ დაშორებულია საღვთო საიდუმლოთა წვდომას და სიტყვა თვით ჩვენს გონებასთან მიმართებაშია ნაკლული, ყოველივე ამის მიხედვით, განა არ გვმართებს დუმილი? ნუთუ სიტყვის უნდოობისა და უძლურების გამო უნდა დამდაბლდეს საკვირველება ღვთისმეტყველებისა?

ღვთის დიდების სურვილი ყოველი სიტყვიერი ქმნილების ბუნებაშია დათესილი, მაგრამ თითოეული მათგანი თანაბრად დაშორებულია ზეაღმატებულ სიბრძნეს. ზოგში მძაფრია სურვილი, სხვებში კი ნაკლები, მაგრამ ნურავინ აიმაღლებს თავს საკუთარი გონებით, ნუ მოტყუვდება და იფიქრებს, რომ მიუახლოვდა საღვთო განგებულების შემეცნებას, რადგან რამდენადაც წარემატება გონება სიბრძნესა და ღვთისმეტყველებაში, მით მეტად სცნობს და აღიარებს საკუთარ უმწეობასა და არარაობას ღვთის წინაშე. ასე იყვნენ მოსე, აბრაამი და ყოველი ღვთის სათნო ადამიანი. როცა მათ ღმერთი იხილეს (რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენი ბუნებისთვის), კიდევ უფრო შეურაცხყვეს "თავნი თვისნი", რადგან "აბრაჰამ მიწად და ნაცრად უწოდა თავსა თვისსა, ხოლო მოსე - ხმაწულილად და ენაბრკუდ, რამეთუ ხედვიდა უძლურებასა მას ენისა თვისისასა" (დაბად. 18,27; გამოსვ. 4,10).

ყოველი სასმენელი ღიაა ღვთისმეტყველებისთვის და ეკლესია არ გაძღება საღვთო სიბრძნის სმენისგან, როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა: "არა აღივსოს სასმენელი სმენითა" (ეკლეს. 1,8). თუ გნებავს, ღვთის შესახებ რაიმეს თქმა ან მოსმენა, "დაუტევენ ხორცნი შენნი, დაუტევენ ხორციელნი იგი საცნობელნი, დაუტევე ქუეყანაი, დაუტევე ზღუაი, ქუეშე შენსა მოაქციენ ჰაერნი". სულით ამაღლდი ანგელოზებამდე, მოიხილე მათი მშვენიერება, პატიოსნება, დიდებულება, მაგრამ ნურც მათზე შეაჩერებ შენს გონებას, არამედ "ამათ ყოველთა თანა-წარჰხედ და უმაღლეს ყოვლისა დაბადებულისა ყავ გონებაი შენი". შეიგრძნე ყოვლადწმინდა ბუნება ღვთისა: მდგომარე, მიუდრეკელი, უცვალებელი, უვნებელი, მარტივი, შეურყვნელი, განუყოფელი; თვალმიუწვდენელი ნათელი, ძლიერება გამოუთქმელი, სიდიდე გარეშემოუწერელი, რომელიც ძლიერ ეხება მისი სიყვარულით განგმირულ სულს; მამა, ძე და სულიწმინდა, დაუბადებელი ბუნება, სამეუფო პატივი, ბუნებითი სიკეთე.

მამა - დასაბამი ყოველთა, მიზეზი არსების არსთა, ძირი სიცოცხლისა და ცოცხალთა, რომლისგანაც გამოვიდა წყარო ცხოვრებისა, სიბრძნე და ძალა, შეუცვალებელი ხატი უხილავი ღვთისა (კოლ. 1,15).

მამისაგან შობილი ძე, ცოცხალი სიტყვა, რომელიც ღმერთია და "ღმრთისა თანა არს" და იყო. არა დაბადებული და არა აღშენებული, ყოვლითურთ თანაარსი მამისა, როგორც თავად უფალი ამბობს სახარებაში: "ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს" (იოანე 16,15). არა ნიჭითა და მადლით მიეცა ძეს სიბრძნე, არამედ მამის ბუნებასთან ზიარებით, მასთან ბუნებითი, არსობრივი ერთობით "აქუს ძესა მამისა მის ღმრთეებისა პატივი". განუშორებლად, უჟამოდ მამის თანამყოფი, სწორი სახიერებითა და ძალით. ძე ღვთისა, რომელმაც იტვირთა სიმძიმე ჩვენი ხორცისა, გონების შუამდგომლობით მიიღო ჩვენეული ცომის სათავე, დედაკაცისგან გამოჩნდა, მაგრამ ქალწულისაგან იშვა. პირველი ადამიანური საქმეა, მეორე კი - ღვთაებრივი. აქ უმამო იყო, ზეცაში კი - უდედო. ბავშვი მიიწვინა, მაგრამ ანგელოზთა მიერ იდიდა. "ეგვიპტედ ივლტოდა, არამედ შემუსრნა ეგვიპტისა იგი კერპნი". ნათელიღო, როგორც ადამიანმა, მაგრამ ცოდვისგან გამოგვიხსნა, როგორც ღმერთმა. გამოიცადა, როგორც მოკვდავი, მაგრამ სძლია, როგორც უფალმა ძლიერმა. მოსწყურდა მას, რომელმაც განაქარვა ყოველი წყურვილი სულისა, აღგვითქვა მორწმუნეებს წყარო დაუშრეტელი. ეშმაკეულად შერაცხეს იგი, მან კი "ლეგეონი სულთა ბოროტთა დანთქა". ლოცულობდა, რომელიც თავად შემსმენია ყოველთა ლოცვისა, თვალთაგან ცრემლი სდიოდა, რომელმაც მოსწმინდა ცრემლი კაცობრიობას და მარადიული სიხარული მიანიჭა. მოიძია, იკითხა: "სად არს ლაზარე?", რამეთუ ადამიანი იყო, მაგრამ ამავე დროს აღადგინა იგი მკვდრეთით, რადგან არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი ღმერთკაცი, სულთა მბრძანებელი, ღმერთი ძლიერი ბრძანდებოდა. მცირე ფასად გაიყიდა - ოცდაათ ვერცხლად შეაფასა იგი სოფელმა, მაგრამ შეუფასებელი სასყიდლით გამოისყიდა სოფელი ცოდვისა და სიკვდილისაგან - თავისი წმინდა სისხლითა და ხორცით. იცემა და იტანჯა, მაგრამ მისი წამებითა და ტკივილით განვიკურნეთ ყოველგვარი სენისგან. "ძელსა შეემშჭვალა, არამედ ძელად ცხორებისად მიგუაქცინა". სული თვისი მისცა ჩვენთვის, რომელსაც "ხელმწიფებაი აქუს კუალად მოღებად მისა". მოკვდა და დაეფლა, როგორც მოკვდავი, მაგრამ აღდგა და განაქარვა სიკვდილი, როგორც ღმერთმა მართალმა და მოწყალემ. ზეცად ამაღლდა, რათა მოვიდეს განსჯად ცხოველთა და კვდართა.

ყოველივე ეს მაცხოვარმა ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის გამო აღასრულა, რამეთუ კაცობრიობა, ბადეში მოქცეული თევზის მსგავსად, სიკვდილსა და ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდიდა, რომლისგან გამოხსნაც მხოლოდ ჭეშმარიტ სულთა მებადურს - უფალს ხელეწიფებოდა.

სულიწმინდაც სამების ნეტარ ბუნებაში იხილვება, რამეთუ როგორც მამა და ძე ერთია, ასევე სულიწმინდაც მათთან ერთად "ერთ არს". სულიწმინდა მიუწვდომელი და გარეშემოუწერელია, იგი აღავსებს ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, "წმინდა ჰყოფს ძალთა". ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ყოველ დაბადებულზე სხვადასხვა სახითაა განფენილი, მას კი მიმღებელთაგან არაფერი აკლდება. მადლს მიანიჭებს თითოეულს და მზესავით ბრწყინავს მისით განათებული ყოველი სული. რჯულმდებელთა განმაბრძნობელი, მღვდელთა სრულმყოფელი, მეფეთა განმაძლიერებელი, მართალთა დამამტკიცებელი, ქალწულთა პატივმცემელი, კურნების მადლთა აღმასრულებელი, მკვდართა აღმადგინებელი, განდგომილთა ღვთისთვის მაშვილებელი, მეზვერეთა მახარებლად წარმომჩენელი, მებადურთა და მეთევზეთა ღვთისმეტყველებად გარდამქცეველი. "ყოველთაგან იპოების და არასადა შემოწერილ არს". არა მსახურებით აღასრულებს ნიჭებს, არამედ უფლებით განუყოფს მადლს ყოველთა, რამეთუ "განუყოფს თითოეულსა ზედა, ვითარცა ჰნებავს" (I კორინ. 12,11). მოევლინება განგებულებით და მოქმედებს თვითუფლებრიობით. ყოველ ჩვენგანს გვმართებს ლოცვა და ვედრება, რათა თითოეულის სულში დამკვიდრდეს თავისი მადლმოსილებით, არც ერთ წუთს არ მოგვაკლდეს მისი შეწევნა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, სიმტკიცე და პატივისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat