რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო?
რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო?
ცოდვის, ამპარტავნებისა და სასჯელისათვის
წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით
მართლაც არაფერია ამპარტავნების სენზე უარესი და მომაკვდინებელი სულისთვის - ეს ვნება სრულად ანადგურებს ადამიანის ცნობიერებას. უგუნურია, ვისაც თავი მთაზე მაღალი ჰგონია, ასევე ბრმა და საბრალოა ამპარტავანი, რომელიც თავის შესაფერისად და სწორად არავის მიიჩნევს, რომელსაც საკუთარი თავი ყოველ მოკვდავზე მეტად გონიერი და უკეთესი წარმოუდგენია. ამპარტავნების სენით მოწყლული სული ვერც ცოდვის სიმძიმესა და მომაკვდინებელ ძალას აცნობიერებს, რადგან ტყვესავით ემონება ეშმაკს, დაჰბნელებია თვალი გონებისა, ბოროტებითა და ამაოებით იკვეხნის, წარმავალი დიდებისთვის, სიმდიდრისთვის, ხორციელი საქმეებისთვის იღვწის და "მასვე ზედა მაღლოინ". რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო? განა ყოველივე "ამაოებაი არა არს ამაოებისაი?" (ეკლ. 1,2). და რა არის გვარიშვილობა? მხოლოდ სახელი და ყოველ საქმეთაგან სიცარიელე. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას სიკვდილის დღეს შეიცნობ განცხადებულად.

მრავალი განსაცდელი, მწუხარება, სნეულება და თვით სიკვდილი მდიდრებსაც და გლახაკებსაც თანასწორად "მოეფინება". ღარიბს არ შეიწყალებს სიკვდილი სიდუხჭირის გამო, არც მდიდარსა და სახელოვანს "არა ჰრიდებენ" ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს. მდიდარს მუდამ თან სდევს შიში სიმდიდრის დაკარგვისა, განსხვავებით გლახაკისაგან, რომელიც ამ ყველაფრისგან თავისუფალია და, შესაბამისად, შემსუბუქებულია მისი სულიც. ხორციელად გლახაკი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, არავითარი ამსოფლიური დიდება და პატივი არ გააჩნდა, მაგრამ "მეფენი ძრწოდეს მისგან". "ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად" (მათ. 14,3-4).

მეტად მძიმეა სული სიმდიდრით განებივრებული ამპარტავნისა, რადგან მონაა იგი საკუთარი დიდებისა, პატივისა, ოქრო-ვერცხლისა და ყოველგვარი ცოდვისა. როგორც მცენარე იზრდება წყლის დასხმით, ასევე ყოველწუთიერად კერპდება თავის ცოდვაში მედიდური სული, რომელიც სიმდიდრის წყლით დღენიადაგ რწყავს საკუთარ ურჯულოებასა და უმსგავსობას. საბრალოა უმეცარი სული, მიუტოვებია მყუდრო ნავსაყუდელი და ცოდვის ღელვაში დასახრჩობადაა განწირული.

რატომ გვიყვარს მხოლოდ კეთილი სახელი, მის შესაფერისად ცხოვრება კი - არა? საქმეთაგან ცარიელი დიდება, ძალა, სიმდიდრე მხოლოდ მიწიერი საცთურია და სხვა არაფერი. მარტოოდენ ღვთის მოყვარე სული, უფლის ერთგული გონიერი სული შეიძლება ჭეშმარიტად მდიდრად, ძლიერად, სახელოვნად იწოდებოდეს, რადგან ყოველივე კეთილი მის შორის მტკიცეა და შეურყეველი, სამარადისოა და წარუვალი. დავით წინასწარმეტყველი იტყვის: "რამეთუ ყოველთავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5) და ყოველი საქმე ამა სოფლისა ცრუ და წარმავალია. ყველაფერს დავტოვებთ, როგორც ვიშვით, შიშვლები გავალთ ამ ცხოვრებიდან, ღვთის მართლმსაჯულების წინაშე წარვდგებით და ვიხილავთ ყოველ დაბადებულს შეკრებილსა და წარდგინებულს ზეციური მსაჯულის წინაშე, რათა პასუხი აგონ თითოეული საქმისთვის, რაც წუთისოფელში აღუსრულებიათ.

ვისმინოთ უფლის სიტყვა დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: "საყდარნი დაიდგნეს და ძველი იგი დღეთაი დაჯდა, საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაი იძვროდა წინაშე მისსა და ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მისსა, და ბევრნი ბევრთანი ჰმსახურებდეს მას, და იგი ჯდა და განიკითხავდა, წიგნნი მატიანისანი განეხუნეს წინაშე მისსა. მე, დანიელ, ვიხილე ესე ყოველი და შემიძრწუნდა გული ჩემი, და იცვალა ხატი ჩემი, და შეშფოთნა გონებაი ჩემი შიშისაგან და ზარისა" (დან. 7,9-15). მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ყოველი დიდება! თუკი წინასწარმეტყველმა ოდენ ჩვენებით იხილა ყოველივე და შეძრწუნდა, რაღა ვთქვათ ჩვენ ცოდვილებმა, ცხადში რომ წარვდგებით და საკუთარ თავზე გამოვცდით ყველაფერს?

როცა ვიხილავთ ცოდვილთ, რომელთაც "ეტვირთნენ ცოდვანი მათნი ბეჭთა მათთა ზედა და დადგნენ განქიქებულნი", როცა სირცხვილის გამო ვერ შევძლებთ ზეცაში ახედვას, მაშინ მგმობართა ბაგე დაიწვება და ენა მათი ცეცხლს მიეცემა; კბილნი მწვალებლებისა შეიმუსრება "ხელითა ანგელოზთა მათ უწყალოთაითა"; თვალები წამწამებთან ერთად ამოიწვება და არავინ იქნება მშველელი მათი: არც მამა, არც დედა, არც ძმები, არც დები და არც ნათესავები. სადღა იქნება მაშინ დიდებულება მეფეთა, ხელმწიფება მთავართა და მედიდურობა დიდებულთა? სადღა იქნებიან მსაჯულნი სიცრუისანი, ქრთამს რომ იღებდნენ და დამნაშავეთ ამართლებდნენ? "სად იყოს შუენიერებაი იგი ჭაბუკთაი, სიქადული საფასეთაი, სიკეთე მარგალიტისა პატიოსნისაი"? მაშინ შერცხვებიან მთქმელნი: "ღმერთი მოწყალე არს და არა მიაგებს ცოდვილთა საქმეთა მათთაებრ".

დავიცვათ ჩვენი სულები, ვიღვაწოთ სიკეთისთვის, სანამ მცირეოდენი დრო მაინც გვაქვს, შევინანოთ სათნო სინანულით, გამოვიღვიძოთ სულიერი ძილისგან, ზარმაცობისა და მოწყინებისგან! ნუ აღმოვჩნდებით მათ გვერდით, რომლებიც უფლისგან შემაძრწუნებელ სიტყვებს მოისმენენ: "არა გიცნი თქუენ, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი, და მწყუროდა და არა მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, სანეულ ვიყავ და არა მიხილეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და არა მოხუედით ჩემდა" (მათ. 13,25). ამას საშინელი განჩინება და სასჯელი მოჰყვება: "წარვედით ჩემგან ბნელსა მას გარესკნელსა, რომელი განმზადებულ არს თქუენთვის უწინარეს ჟამთა, სადა იგი არს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათ. 22,13). მართალნი კი საუკუნო ცხოვრებაში გაბრწყინდებიან და "დადგენ იგინი მარჯუენით სიძისა ქორწილსა მას ზეცისასა".

ღვთის რწმენასა და შიშს დავუმორჩილოთ სულები, ნუ ვწყალობთ და ვაფუებთ ხორცს, რომელიც მიწაში გაიხრწნება და მატლების შესაჭმელი გახდება. ვევედროთ უფალს, განგვინათლოს გონების თვალი, გამოგვაღვიძოს სულიერი ძილისგან, სიზარმაცისგან, მოწყინებისა და უგულისყურობისგან, რადგან ჟამი სიკვდილისა აუცილებლად დადგება და "ღონე არა არს განრომისა მისგან".

მეტად ხანმოკლეა ამქვეყნიური სიცოცხლე. საოცრად სწრაფად გარბიან ცხოვრების წლები. მოდის სიბერე, უძლურება, ტკივილი... სიკვდილი კართან დგას და მოუთმენლად ელის მის გაღებას. დაშრება ხორხი და უძლური გახდება ბაგე მეტყველებისთვის, დადუმდება ენა "და თვალნი ვეღარ ხედვენ ნათელსა დღისასა". მშობლები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ტირილსა და გოდებას მოჰყვებიან, მაგრამ ვერაფერს გარგებენ, ვერ შეეწევიან შენს გასაჭირს. მხოლოდ ღმერთს - ერთადერთ ჭეშმარიტ მსაჯულს ესმის შენი გაჭირვება, გრძნობს შენი სულის ტკივილს, მაგრამ ბოროტი ცხოვრება, მოუნანიებელი ცოდვები შენი დახმარებისა და გადარჩენის საშუალებას არ აძლევენ.

გულმოდგინებით, დაუღალავად ვემსახუროთ უფალს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე. ვეძებოთ იგი ყველგან და ყველაფერში. რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ჩვენი ცოდვები, ერთი წვეთი ცრემლი სინანულისა გაცილებით ძვირფასი და საყვარელია ღვთისთვის. უფალი კაცთმოყვარეა და სიყვარულითაა ნასაზრდოები მისი სამართალი. ძალზე უხარია, მონანულ, უბრალო სულს რომ ხედავს. მოვიძულოთ ქედმაღლობა, ამპარტავნება, სიცრუე და ორგულება, შევიყვაროთ სიმდაბლე, სიმშვიდე, უმანკოება და სიკეთე, რათა სათნოვეყოთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, ვიხარებდეთ მასთან ერთად ჩვენი ყოფიერებით, რათა უფლის მადლითა და კაცთმოყვარებით ღირსი გავხდეთ საუკუნო მარადიული ცხოვრებისა, ქრისტესთან ერთად სიხარულისა, რომელსაც ეკუთვნის ყოველი სიმტკიცე, დიდება და პატიოსნება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
18.04. 2015
ზაზა
ამინ.
01.04. 2015
ავტორისგან
ხშირად ციტირება ზეპირად მომყავს, ტექსტში ჩაუხედავად.... გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას. მადლობა.
31.03. 2015
dimitri
martali brzandebit. ubralod psalmunis numeraciaa arasworad mititebuli, anu sxva psalmunis sityvebia moyvanili teqstshi da sxvaa mititebuli. aseve winaswarmetyvelebac .... shecdomitaa akrepisas.....
14.03. 2015
დიმიტრი
"ამაოებაი არა არს ამაოებისაი?" (ეკლ. 1,2) არასწორი ციტირებაა. უნდა იყოს: " ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო" (ეკლ. 1,2) "რამეთუ ყოველთავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5) არასწორი ციტირებაა. უნდა იყოს: "ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.(ფსალმ. 38,5) "საყდარნი დაიდგნეს და ძველი იგი დღეთაი დაჯდა, საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაი იძვროდა წინაშე მისსა და ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მისსა, და ბევრნი ბევრთანი ჰმსახურებდეს მას, და იგი ჯდა და განიკითხავდა, წიგნნი მატიანისანი განეხუნეს წინაშე მისსა. მე, დანიელ, ვიხილე ესე ყოველი და შემიძრწუნდა გული ჩემი, და იცვალა ხატი ჩემი, და შეშფოთნა გონებაი ჩემი შიშისაგან და ზარისა" (დან. 7,9-15). არასწორი ციტირებაა. უნდა იყოს: "9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე. 10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. 11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. 12. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა. 13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. 14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. 15. განცჳბრდა სული ჩემი, მე, დანიელ, ანაგებსა შორის ჩემსა, და ხილვანი თავისა ჩემისანი შემაშფოთებდეს მე." (დან. 7,9-15).
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat