რატომ გაურბიხარ ცხონებას შენსას?
რატომ გაურბიხარ ცხონებას შენსას?
წმინდა ბასილი დიდის სწავლება მათ მიმართ, ვინც გვიან ინათლება
სოლომონი ბრძენი, ამქვეყნიური საქმეებისთვის დროს რომ ანაწილებდა და თითოეულ საქმეს შესაბამის ჟამს განუკუთვნებდა, იტყოდა: "ჟამი არს ყოვლისა საქმისაი: ჟამი არს შობისაი და ჟამი არს სიკვდილისაი" (ეკლეს. 3,1-2). მე, სიცოცხლის სწავლების მქადაგებელი, მცირედად შევცვლი მის სიტყვას და ვიტყვი: "ჟამი არს სიკვდილისაი და ჟამი არს შობისაი". სოლომონი ხორციელი შობისთვის - განხრწნადისა და წარმავლისათვის იტყოდა, ამიტომ უპირველეს ყოვლისა შობა ახსენა და მერე სიკვდილი (რამეთუ შეუძლებელია სიკვდილი თვინიერ დაბადებისა). მე კი სულიერ შობაზე ვაპირებ საუბარს, ამიტომაც სიკვდილს ვასახელებ შობამდე, რადგან ხორცის სიკვდილით მოგვემადლება სულიერი შობა, როგორც უფალი ბრძანებს: "მე მოვაკუდინე და მე ვაცხოვნი" (II შჯ. 32,39).

მაშ, მოვკვდეთ, ძმებო, იმისთვის, რომ ვცხონდეთ. მოვაკვდინოთ გონება, ფიქრი და ზრახვა ხორციელი, რომელიც არ ემორჩილება რჯულს ღვთისას (რომ. 8,7), რათა სულიერი გონება და ზრახვა გაძლიერდეს ჩვენ შორის, რომლის მიერაც მოიწევა ჩვენზე ცხოვრება და მშვიდობა.

დავიფლათ ქრისტესთან ერთად, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა მასთან ერთად აღვდგეთ, რომელმაც აღდგომა მოგვმადლა ყველას. თითოეულ საქმეს თავისი შესაფერისი დრო აქვს: არის ჟამი ძილისა და ჟამი მღვიძარებისა, ჟამი ბრძოლისა და ჟამი მშვიდობისა, ხოლო ჟამი ნათლისღებისა - ადამიანთა მთელი ცხოვრებაა.

ხორცის სიცოცხლე შეუძლებელია სამშვინველის გარეშე, ვერც სული იცოცხლებს, "რომელი არა იცნობდეს დამბადებელსა თვისსა", რადგან არცნობა ღვთისა სიკვდილი არს სულისა. ხოლო მოუნათლავი არ არის განათლებული, ნათლის გარეშე კი ვერც თვალი და ვერც სული ვერაფერს ხედავს. დაბნელებული თვალი მახლობელ საგნებსაც კი ვერ ამჩნევს, ვერც სული, რომელიც ნათლისღებით ქრისტეში არ იშვება, შეიმეცნებს უფალს. "ყოველი ჟამი კეთილ არს ნათლისღებისა მიმართ და ცხოვრებისა": დღეც, ღამეც, დროის რაიმე უმცირესი მონაკვეთიც. ეკლესია ყოველ შვილს ზეციური ქადაგების ძალით მოუწოდებს, რადგან "რომელნი-იგი პირველ მუცლად იხუნა, მაშინ შვნეს და აწოოს მათ სიტყუანი იგი სწავლისანი და აჭამოს მტკიცე იგი სარწმუნოებისა საზრდელი".

იოანე ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისას და მთელი ჰურიასტანი მასთან მიდიოდა უდიდესი სიბრძნის მოსასმენად. უფალი ქადაგებს ნათლისღებას შვილებისას და ვინ არ მოისმენს ხმას სიცოცხლისას? იოანესმიერი ნათლისღება "შემყვანებელი იყო სინანულად", ხოლო უფლისმიერი - სრულმყოფელი, განმწმენდელი და მაცხოვნებელი. ის განშორება იყო ცოდვისგან, ხოლო ეს - მიახლებაა, შვილებაა ღვთისა.

იოანეს ერთი ქადაგებით უამრავი ადამიანი სინანულისთვის განეწყო, ხოლო შენ წინასწარმეტყველთა მიერ განისწავლები, როგორც ნათქვამია: "განიბანენით, განიწმინდენით" (ესაია 1,16). ფსალმუნთა მიერ გესმის: "მოვედით უფლისა, მიიღეთ ნათელი" (ფსალმ. 33,6), მოციქულთა მიერ გეხარება: "შეინანეთ და ნათელ-იღეთ თითოეულმან სახელსა ზედა უფლისა იესუ ქრისტესა მოსატევებელად ცოდვათა და მიიღოთ აღთქუმაი იგი სულისა წმიდისა" (საქმე 2,38) და თავად უფალი გასწავლის: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11,28). ჩვილობიდან ჭეშმარიტება გესმის და მაინც არ გინდა მისი შეცნობა? მარად სწავლობ მის შესახებ და ნუთუ არ მოვიდა დრო მისი გათავისებისა?

სიცოცხლისთვის მოგიწოდებთ და რატომ გაურბიხართ ამ მოწოდებას? სიკეთისკენ გიბიძგებთ და რატომ უვლით გვერდს ამ უდიდეს ნიჭს? ცათა სასუფეველი გახსნილია და "მწოდებელი იგი უტყუელ არს", გზა იოლად სავალია, არც ფულს ითხოვს შენგან, არც დროს, არც ვაჭრობას და არც სხვა მსგავსს, არამედ მხოლოდ მონდომებასა და სურვილს. რატომ ზარმაცობ და ითრევ ფეხს? რატომ გაურბიხარ ცხონებას შენსას? რად გეშინია უღლის სიმძიმის, როგორც გამოუცდელ პირუტყვს? "ტკბილ არს იგი, და სუბუქ არს" (მათე 11,30), არ მოგწყვეტს კისერს, არამედ გაგახარებს და განგადიდებს. "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი". თაფლის სიტკბოება როგორ შევაგრძნობინოთ უმეცრებს? განიცადეთ და იხილეთ გემო ამ საიდუმლოისა, "რომელი უფროის ყოვლისა სიტყვისა შემძლებელ არს დარწმუნებად".

ჰურია წინადაცვეთას არ დააყოვნებს, რომლის შესახებაც ნათქვამია: "ყოველი სული, რომელმან არა წინადაიცვითოს მერვესა დღესა, აღიხოცოს იგი ერისაგან თვისისა" (დაბად. 17,14), ხოლო შენ ხელთუქმნელ წინადაცვეთას განერიდები, "რომელი-იგი აღძურცითა ხორცთაითა ნათლისღებისა მიერ სრულ იქმნების" (კოლას. 2,11), რომლის შესახებ თავად ქრისტესგან ვისწავლეთ ყველამ, რომელიც ამბობს: "ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, უკუეთუ არა იშვეს კაცი წყლითა და სულითა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა" (იოანე 3,5). ხორციელ წინადაცვეთას ტკივილი და წყლულები ახლავს, სულიერ ნათლისღებას კი - ცუარი სიცოცხლისა და კურნება გულისა.

KARIBCHEისრაელმა მოსეს მიერ ნათელიღო ზღვასა და მაგრილობელ ღრუბელში, რომელიც სახე იყო ახალაღთქმისეული ნათლისღებისა, შენ კი აყოვნებ ქრისტეში შობას, რომელიც არათუ ზღვაში გამოისახება, არამედ ჭეშმარიტებით აღესრულება, არათუ ღრუბლით, არამედ სულით, არა მოსეს მიერ მონისა, არამედ ქრისტეს მიერ შემოქმედისა. ისრაელს ორად გაყოფილ ზღვაში რომ არ გაევლო, ვერ დაიხსნიდა თავს ეგვიპტის ტყვეობისაგან, ასევე ვერც შენ დააღწევ თავს ეშმაკის ტყვეობას, თუ წყლით არ განიბანები. ისრაელს არ მიეცემოდა სულიერი კლდიდან გამოდენილი წყალი, მოსესთან ერთად "ნათლობის" ზღვაში რომ არ შესულიყო. არც შენ მოგემადლება ჭეშმარიტი სასმელი - წმინდა სისხლი უფლისა, თუკი ნათლისღებით არ განიწმინდები.

"მან ჭამა პური ანგელოზთაი" (ფსალმ. 77,25) შემდგომად ნათლისღებისა, ხოლო შენ როგორ შეჭამ სიცოცხლის პურს - ქრისტეს ხორცს ნათლობის გარეშე? ებრაელი ერი ნათლისღების შემდეგ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, შენ კი როგორ გინდა ცხონდე, თუ არ აღიბეჭდები სულიწმინდის ბეჭდით?

თუკი ვინმეს ოქროს ასესხებ, დროებით მისცემ, განა მოუთმენლად არ დაელოდები მის უკან დაბრუნებას? შემოქმედი არათუ ოქროს ან სხვა მიწიერ საფასეს, არამედ სულიწმინდის მადლსა და სიცოცხლეს გპირდება. შენ კი არათუ ესწრაფვი მას, არამედ დღითი დღე გადადებ და თავს არიდებ ემბაზს, რომელიც ბაგაა შენი სულისა.

ვაი ბოროტ ხრწნილებას, ვაი დაუსრულებელ მოუცლელობას! "ვიდრემდის არიან გულისთქმანი? ვიდრემდის არიან გემოვნებანი ბილწებათანი?" დიდი დრო დავაყვით ამქვეყნიურ მონობაში, გამოვყოთ მცირე დრო ჩვენი სულებისთვისაც. რას მივაგებთ სულის სანაცვლოდ? რას ვიპოვით ცათა სასუფეველზე დიდებულსა და აღმატებულს? ვინ არის უფალზე მეტად სარწმუნო და მზრუნველი? ვინ არის მის სიბრძნეზე აღმატებული? ვინ არის სახიერ უფალზე უფრო ახლოს ჩვენთან?

ვაი უმსგავსო სიტყვებს შენსას! "არა მცალსო განმრთელებად", არ მინდა დავინახო ნათელი, არ მინდა ღმერთთან ერთობა - განა ამას არ ნიშნავს და ამაზე მეტ უგუნურებას, როცა შენი საქციელით, მყოფობით უდარდელი ხარ და ვერ იცლი ნათლისღებისთვის?

ბრძოლის დროს, როცა მებრძოლნი მოწინააღმდეგეს შეერევიან, ერისთავნი გარკვეული ნიშნით, მათთვის ნაცნობი შეძახილებით მოუწოდებენ ერთიმეორეს, რათა მყის იცნონ ერთმანეთი. შენ კი ვერავინ გიცნობს, ჩვენი ხარ თუ მტრის, თუ არ მიიღებ სასწაულს, თუ არ გამოჩნდება შენზე "ნათელი პირისა უფლისა" (ფსალმ. 4,7). როგორ გიცნობს ანგელოზი ან როგორ დაგიხსნის მტრისაგან, თუ არ ნახავს შენზე ნეჭედს სულისას? როგორ იტყვი, მე ღმერთის ვარო, როდესაც არ მიგიღია სასწაული მისი?

ნათლისღება ტყვეთა მხსნელია, ვალთა გადამხდელი, ცოდვის სიკვდილი, სულის მეორედ შობა, ნათლის სამოსელი, ბეჭედი დაუმსხვრეველი, ეტლი ცად აღმყვანებელი და მადლი უფლის შვილად მწოდებელი. თუკი კეთილია ცოდვა, მაშინ გქონდეს იგი სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო თუ გავნებს, მაშ, დაუყოვნებლივ მოიშორე იგი! გაფრთხილდი, ნათლისღებამდე სიკვდილმა არ მოგისწროს, თორემ "უწინარეს ნავსაყუდელად შესვლამდე დაინთქმები".

"ღმერთი არა მოიკიცხვის" (გალატ. 6,7), ნუ ვაჭრობ უფლის მადლთან, ნუ იტყვი, კეთილია რჯული, მაგრამ ტკბილია ცოდვაო. გულისთქმა ანკესია ეშმაკისა, რომელსაც ცოდვის აღსრულებამდე მივყავართ, რათა წარვწყმდეთ. გულისთქმა დედაა ცოდვისა, ცოდვა კი დასაწყისია სიკვდილისა. გულისთქმა მზრდელი და მკვებავია საუკუნო მადლისა, რომელიც მის მიმღებელს მცირე ხნით დაუტკბობს სასას, ბოლოს კი ნაღველზე მწარე იქნება მისთვის მოსანელებლად.

ნუ გადააგდებ წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე ნათლისღების საზრდელს, საკვებს სულისას, რათა მოულოდნელად არ მიეახლო ჟამს სიკვდილისას. როდესაც მრავალი ჭირი და მწუხარება მოიწევა შენს თავს, როდესაც მძიმე სენი, შინაგანი მხურვალება, სხვადასხვაგვარი ტკივილი და განსაცდელი გეწვევა, როცა ყველა მიგატოვეს, არ მოისმენენ შენს სიტყვას, წუხილსა და გაჭირვებას, მაშინ "ვინ მოგცეს ნათლისღებაი?" ვინ გიხსნის მაშინ? შეძლებ კი სინანულით მოუხმო ღმერთს, რომელსაც ყოველ წუთს შეურაცხყოფდი შენი ცოდვებით, შენი ბილწი ცხოვრებით? გინდა, გადროვოს და არ გაგიყვანოს ქვეყნიდან? მაგრამ სიცოცხლის დღეები, უფალმა რომ გაჩუქა, ნუთუ კეთილად გამოიყენე? როგორ გამწარდები და შეინანებ საკუთარ ბოროტ ცხოვრებას, როდესაც მართლებს ღვთის სასუფეველში გაბრწყინვებულებს იხილავ, ხოლო ცოვილებს ტკივილსა და ჭმუნვარებაში, ჯოჯოხეთის უკუნში მყოფთ! მაგრამ უკვე გვიან იქნება სინანული შენი.

რატომ უმალავ, ადამიანო, შენს სულს ამხელა მადლს, რატომ განაყენებ მას სიცოცხლისაგან? ნუთუ ღმერთზე მეტად საკუთარ ბოროტ გულისზრახვებსა და ცოდვილ მიდრეკილებებს სცემ პატივს? ცოდვის სიყვარულისთვის ცათა სასუფეველს, საუკუნო სიცოცხლეს კარგავ, სამკვიდრებელს ღვთისას, სადაც ანგელოზნი გალობენ, სადაც მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, პირმშოთა კრებულნი, მამამთავარნი, მოწამენი და მართალნი წმინდა სამებას ადიდებენ. შენც მათთან ერთად გსურდეს ყოფნა, რაჟამს განიბანები და განიწმინდები ქრისტესმიერი ნიჭით, რომლისა არს ყოველი დიდება, სიმტკიცე და პატივი თანა მამით და სულითწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat