ნურასოდეს ვიფიქრებთ, რომ სრულებასა და სიმრთელეს მივაღწიეთ, განუწყვეტლივ სიმდაბლეს ვეშურებოდეთ
ნურასოდეს ვიფიქრებთ, რომ სრულებასა და სიმრთელეს მივაღწიეთ, განუწყვეტლივ სიმდაბლეს ვეშურებოდეთ
მშრომელი, გულმოდგინე ადამიანი უყვარს უფალს და სწორედ ასეთს შეეწევა
რაჟამს დადგები ლოცვად, შენი გულისსიტყვები ღმერთისკენ მიმართე. მიუხედავად იმისა, რომ გონება გეფანტება და ბილწი გულისთქმები თავს არ განებებენ, მთელი ძალისხმევით ეცადე, ამაო აზრთაგან მიმოტაცებული გონება კვლავ მოიკრიბო და უფლისკენ მიაპყრო მზერა. ებრძოლე გულისსიტყვებს სიძვისას, ვერცხლისმოყვარეობისას, შფოთისას და მწუხარებისას. ნუ შეძრწუნდები და მოდუნდები ბრძოლისას, როცა უკეთური სული კვლავ მოგტაცებს სიმშვიდესა და ყურადღებას, შეეცადე, არ დაუთმო ბოროტს, მთელი ძალით წინ აღუდექი მის მანქანებას, ებრძოლე მას და მოუხმე სახელს უფლისას, რათა გაგამარჯვებინოს შენი სულის დაუძინებელ მტერზე. შენ თავად ძალა არ შეგწევს მასზე გამარჯვებისა, არამედ მხოლოდ ღმერთია შენში მძლეველი ბოროტებისა და განმწმენდელი მისგან დაბინძურებული გულისა.

სხვადასხვაგვარი და მრავალსახეა ხერხი და მანქანება ეშმაკისმიერი ბრძოლისა და საცდურისა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ქრისტიანთა, არამედ წარმართთა და საერთოდ მთელი ქვეყნიერების წინააღმდეგ. მას რომ თავის ნებისაებრ შეძლებოდა აღესრულებინა ბოროტება და უკეთურება, სოფელი წარწყმდებოდა და არც ერთი სულიერი არ იარსებებდა, რადგან ასეთია ნება ეშმაკისა, მაგრამ უფლის მიერ არ მიეცა ამის უფლება. როდესაც ოსტატი თიხის ჭურჭელს ღუმელში შედგამს, ზომიერ ცეცხლს შეუნთებს, რათა ძლიერმა ალმა არ დაბზაროს, მაგრამ არც ალის ძალას დააკლებს, რათა გამოუწვავი არ დარჩეს და არ გაფუჭდეს. ოქორმჭედელიც ზომიერად აწრთობს ოქროსა და ვერცხლს ბრძმედში, რათა მაღალმა ცეცხლმა არ გაადნოს და წყლად არ აქციოს ძვირფასი ლითონი. ასევე "ღმერთმა უწყის ძალი კაცისა" და მისი შეძლების შესაბამისად დაუშვებს მასზე განსაცდელსა და გამოცდას.

უფალი ხედავს ადამიანის ცხოვრებას და მისი არჩევანისამებრ, თავისუფალი ნების წარმართვისა და გამოხატულებისამებრ ანიჭებს წყალობასა და მადლს. ზოგჯერ ადამიანი სულელი და გონებანაკლული დაიბადება, მაგრამ დროთა განმავლობაში "შეიცვალის სიბრძნედ და მეცნიერად მრავალთა საქმეთა". ზოგი შეუბრალებელი და უმოწყალოა, მაგრამ რაჟამს სიკეთისა და სიმართლის გზას აირჩევს, შემწყნარებელი ხდება ღვთისგან. პირიქითაც ხდება - როცა კეთილი და უფლის მორჩილი მტრის ნების აღმსარებელი გამხდარა. სულს, რომელსაც არ ნებავს უკეთურება, ღმერთი დაიფარავს და ეშმაკს არ მიუშვებს მასზე. ადამიანის ნება სუფთა დაფის მსგავსია, მასზე იმ სიტყვას დაწერ, რომელიც გნებავს: გინდ სიკვდილს, გინდ სიცოცხლეს. მიანდე საკუთარი ნება უფალს და იგი შეცვლის და გარდაქმნის მას კეთილად და სახიერად.

ბრძენი განსაცდელის ჟამს სასოს არ წარიკვეთს. თუკი მრავალი წინააღმდეგობა მოიწევა შენზე ეშმაკის მზაკვრობითა და მცდელობით, შეღაღადე და მოუხმე უფალს შეწევნისთვის, ბოროტსა და მაცდურს კი მიუგე: თუნდაც მრავალგზის მოკვდე, არა განვეშორო მე ღმერთსა ჩემსა! და როდესაც არ დაუთმობ გაჭირვებასა და ტკივილს უფლის სიყვარულით, ღმერთი მიუგებს ეშმაკს: თვითონაც ხედავ, რაოდენი განსაცდელი და მწუხარება შეამთხვიე ჩემს ერთგულ სულს, მაგრამ არ დაგემორჩილა, არამედ კვლავ მე მმსახურებს და ჩემი ეშინია. ამ სიტყვებით შერცხვენილი იქნება მაცდური და თითოეული მანქანება მისი ბოროტებისა. ეშმაკს რომ სცოდნოდა, იძლეოდა იობის მიერ, სულიერ ომს არ გამოუცხადებდა. მსგავსად ამისა, შერცხვენილი და დასაცინი გახდება იგი ყოველთა მიერ, რომლებიც მოთმინებითა და სულგრძელობით გადაიტანენ მათზე მოწეულ განსაცდელებს სადიდებლად ღვთისა.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მწუხარებას არ მივეცეთ, რაჟამს ჩვენზე უსიამოვნო გარემოებანი და დაბრკოლებანი მოიწევა. ნურც მაშინ აღვზევდებით, როცა უფლისგან მადლს მივიღებთ, არამედ მწუხარებაში სიხარულს მოველოდეთ, სიხარულში კი მწუხარებას.

მრავალი შრომა და ბრძოლის გადატანა მართებს ადამიანს, გულის სიწმინდე და უბიწოება რომ მოიპოვოს. აბრაამი მდიდარი იყო, მაგრამ მიწად და ნაცრად აღიარა თავი ღვთის წინაშე. დავით მეფსალმუნე "მატლად და არა კაცად ჰხადოდა თავსა თვისსა". ასევე იმდაბლებდნენ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მართალნი "თავთა თვისთა" წინაშე მართალი მსაჯულისა, "რომელ არს ღმერთი ჩვენი ძლიერი".

ვიხილოთ ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელიც სიმდაბლით მოვიდა, "სახე მონისა შეიმოსა" და "ყოველი სნეულება და უძლურება განკურნა", ადამიანთაგან შეურაცხყოფილი, ნატანჯი და ჯვარცმული, ბოროტმოქმედის მსგავსად უსამართლოდ მოკლული, ნაფურთხები და ეკლის გვირგვინით შემკობილი. თუკი ღმერთმა, სიცოცხლის წყარომ, მიიღო და დაითმინა ამგვარი ვნება, განა ჩვენ, მოკვდავთ, მყრალი ბუნებისგან აგებულთ, არ გვამრთებს დამდაბლება და განსაცდელთა დათმენა საკუთარი წყლულების კურნებისთვის?! თუკი ეშმაკი მდიდარს გიჩვენებს და გეტყვის: ეს ადამიანი ასე მდიდარია და ღმერთს არ მსახურებს, შენ კი, ღარიბი და გლახაკი, რატომ მიიჩნევ თავს მსახურად ღვთისაო, მიუგე: მიწიერი სიმდიდრე დროებითია, ხანმოკლეა და მომავალში არას გვარგებს, მე კი საუკუნო სიმდიდრეს ვეძებ, რომელსაც ვერავინ მომპარავს, რადგან ზეცაშია დაუნჯებული.

მორწმუნე არც ერთი სიკეთის აღსრულების წყაროდ საკუთარ თავს არ უნდა მიიჩნევდეს. არც მარხვა, არც ლოცვა და არც სხვა სათნოება არ მიიწეროს. ყოველდღე ამ სიტყვებს იმეორებდეს: დღეს ვერ გავექეცი ცოდვას, ვერ დავაღწიე თავი მის ბადეს, ნუთუ ხვალ შევძლებ ამას? თუკი ვინმე ბზის სახლს ცეცხლს წაუკიდებს, ალი მანამ არ ჩაქრება, სანამ სახლი მთლიანად არ დაიწვება. ასევე შეუძლებელია, სული განერიდოს ცოდვას უდიდესი შრომისა და მღვიძარების გარეშე. ვინც ბოროტებას ებრძვის, საკუთარი გონების წიაღში უნდა შეაღწიოს, მოიძულოს ვნებები, უარყოს თავი. თუ მხოლოდ გარეგნულად დაიცავ თავს სიძვისგან, შინაგანად კი ბილწი გულისთქმით დაიწვები, ამაოა ღვაწლი შენი და "ხორცთა ქალწულება", რადგან როცა ცოდვა, სიძვა შინაგან ბოროტ გულისთქმებს დამეგობრებია და სულიც სიბილწესა და სიბინძურეს შეკავშირებია, მეძავად იწოდება იგი ღვთის წინაშე. იზრდება მრუშება მის სხეულში და სიძვა - მის სულში, ვინც ემონება ეშმაკს და მზაკვრობას მისას.

მრავალმა მიიღო მადლი ღვთისა და აღასრულა სასწაულები, მაგრამ შემდგომად უზუნველობითა და გულგრილობით მოაკლდა სიკეთეს ლოცვისას და წინააღმდეგობათა და განსაცდელთა სასტიკ ტალღებში დაინთქა. ჭეშმარიტად მართალი კი ცნობიერებითა და გულისსიტყვით მდაბალია, რომელიც არავის განიკითხავს. მრავალმა მიიღო ნიჭი ღვთის მადლისა, მაგრამ ამპარტავნებითა და მედიდურობით აღზევდნენ საკუთარ გულებში, თავი სრულყოფილებად წარმოიდგინეს, ამის გამო კი განიძარცვნენ თავდაპირველი პატივისაგან.

ნურასოდეს ვიფიქრებთ, რომ სრულებასა და სიმრთელეს მივაღწიეთ, განუწყვეტლივ სიმდაბლეს ვეშურებოდეთ. განსაცდელები მოიწევა ჩვენზე - ეს გარდაუვალია, მაგრამ სიძულვილი და წინააღმდეგობა ბოროტისა ჩვენზეა დამოკიდებული. როდესაც იხილავს ღმერთი, რომ მთელი გულით გიყვარს იგი, დაგიხსნის სიკვდილისაგან.

მშრომელი, გულმოდგინე ადამიანი უყვარს უფალს და სწორედ ასეთს შეეწევა იგი, რომლის დახმარებაც სუნთქვასავით აუცილებელია ჩვენთვის. ქარის, ღრუბლისა და წვიმის გარეშე ხომ ამაოა მიწათმოქმედის შრომა. ვერც ადამიანის სული გამდიდრდება სათნოებათა სიმრავლით ზეციური, ღვთაებრივი შეწევნის გარეშე. ჩვენი უპირველესი შრომა კი ის არის, რომ მოვიძულოთ ყოველივე ამქვეყნიური, რომელიც ეწინააღმდეგება უფალსა და მის სწავლებას, შევიყვაროთ ლოცვა, მარხვა და მღვიძარება, შევიყვაროთ უფალი მთელი გულით და მოყვასი საკუთარი თავივით. მაშინ დაუბერავს ქარი სულიწმინდისა, ამოვა ღრუბლები ჩვენი სულებისა და გამოვიღებთ მრავალ ნაყოფს ღვთისთვის შესაწირად.

თითოეულ სიკეთეს, რომელსაც აღვასრულებთ, ღვთის სახელს უნდა მივაწერდეთ, გამუდმებით ვიმეორებდეთ: "ღვთისა შეწევნითა და ძალითა მისითა ვქმენ", უფალს რომ არ მოეცა ძალა და შეძლება, ამაო იქნებოდა ჩემი მარხვაც, ლოცვაც და შრომაც". როდესაც იხილავს უფალი ადამიანის კეთილ ნებას, მინდობილს ღვთის ძალასა და ხელმწიფებაზე, მიანიჭებს მას მადლს სულიწმინდისას მრავალი სათნო ნაყოფის გამოსაღებად, რამეთუ იგია ერთადერთი სიცოცხლისა და ძალის მომცემი - მამა, ძე და სულიწმინდა, რომელსაც მორჩილებს ყოველი და რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat