ბოროტი საქმეები გაგიმრავლდა და წარსული სავსეა მისით, ხოლო დრო შენი სინანულისა ჯერაც არსად ჩანს
ბოროტი საქმეები გაგიმრავლდა და წარსული სავსეა მისით, ხოლო დრო შენი სინანულისა ჯერაც არსად ჩანს
სინანულისთვის
წმინდა ეფრემ ასურის მიხედვით
სამწუხაროა, როდესაც სიცოცხლის დღენი კლებულობს, "ბრალნი ჩუენნი კი განმრავლდებიან". ეს ყველაფერი მსგავსია იმ უსახურავო სახლისა, რომელიც სწრაფად ინგრევა.

როგორც ყოველწამიერად გვშორდება მიწიერი სიცოცხლე, აუცილებელია ჩვენც ასევე მოვშორდეთ საკუთარ ცოდვებს. დღე ღამეს ენაცვლება, ღამე კი დღეს. ჩვენ შორეულ გზას ვადგავართ და არ ვზრუნავთ სამოსლისა და საგზლისთვის, რადგან ამქვეყნიური მონაგები და სიმდიდრე გვაცთუნებს.

დღე, ღამე, დრო, მზე და ყველა ციური სხეული ამ ქვეყნიდან შენს გასვლასა და განშორებას წარმოაჩენს, მოასწავებს. რატომ გძინავს, ადამიანო, ასე უგუნურად, როდესაც შენი მტრები და სულის მაძიებელნი ასე სულსწრაფად, მონდომებით ცდილობენ შენს აღსრულებას? რატომ გავიწყდება, რომ შენი ცხოვრება დროებითია და სიცოცხლე, როგორც ქვემდინარე წყალი, ისე მიექანება სიკვდილისკენ, რისთვის აყოვნებ სინანულს და გადადებ ხვალისთვის? ხვალე შორს არის შენგან და ისიც არ იცი დარწმუნებით, გაგითენდება თუ არა. ბოროტი საქმეები გაგიმრავლდა და წარსული სავსეა მისით, ხოლო დრო შენი სინანულისა ჯერაც არსად ჩანს.

თუკი შეგიძლია, ზღვარი დაუდო სიკვდილს და უბრძანო, როდის მოვიდეს შენთან, რომ წაგიყვანოს, მაშინ ნუღა იჩქარებ სინანულს. მაგრამ ყველამ ჭეშმარიტად იცოდეს, რომ სიკვდილს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც შენი ახალგაზრდული სილამაზე, სიძლიერე და გონიერება, არც ყრმათა წლების სიმცირე ულბობს გულს, ვერც მდიდარნი და ვერც გლახაკნი წინ ვერ აღუდგებიან მოკითხვას მისას, აღარც მრავალგზის სინანულის აღთქმისა სჯერა, რადგან სიცრუით დაფარე შენი სიტყვები, არ გააცოცხლე ისინი საქმით. თუ მზე მხოლოდ სიტყვიერად გვიქადაგებს სინათლეს, საქმით კი არ დაამოწმებს, მაშინ სიბნელე იქნება მთელ ქვეყანაზე; თუკი რიჟრაჟი აღმობრწყინვებას დაგვპირდება და მოგვატყუებს, მაშინ ღამის სიბნელე არ მოგვშორდება და ვერ ვიხილავთ ნათელს დღისას. არათუ სიტყვაა საქმე, არამედ საქმით "სრულ იქმნებიან დაბადებულნი. როგორც მოციქული ამბობს: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკუდარ არს".

ნუ დაიმძიმებ თვალებს ძილით, ვიდრე არ მიმართავ გონებას ლოცვით ღვთისკენ. ძალიან სწრაფად იწურება დღე, ყველანაირად ეცადე, ასევე სწრაფად განქარდეს შენი ცოდვები. ღამით განეშორე ცოდვას და დღისით ყველას ანახე შენი კეთილი საქმეები. შენი სიტყვები იყოს ჭეშმარიტი, საქმით დამოწმებული. თუკი შებინდებისას გაჩნდება შენს გულში კეთილი განზრახვა, ღამითვე შეუდექი მის აღსრულებას. ნუ იქნება შენი გონება მღვიძარე წარმავალთათვის და დაძინებული მარადიულისთვის. სანამ ახალგაზრდა ხარ, ეძებე სინანული, რომ არ წავიდეს შენი სიჭაბუკის წლები უნანებლად, ვნებებსა და ბოროტებაში. მოიწია სიბერე და კვლავ არ გინდა სინანული, ისევ გაურბიხარ მას და ხდები მისგანაც მიტოვებული. მხოლოდ სიკვდილის შემდგომ ხედავ და გრძნობ მის ძალასა და მადლმოსილებას, მაგრამ უკვე დაგვიანებულია, რამეთუ "მკვდარი არა ინანის". ამიტომაც შევინანოთ სიკვდილამდე, ვიღვაწოთ საკუთარი სულებისთვის, დავაჩქაროთ თითოეული სათნო საქმის აღსრულება, "ვიდრე საფლავად დაიდება თითოეული". სიჭაბუკე დაუდგრომელია და მშვენიერება აჩრდილის მგავსად განქარდება. როგორც ერთი დღე, ისე წარმავალია ჩვენი ცხოვრება და როგორც ერთი ღამე, ისე განილევა ჩვენი დრო-ჟამი.

დღეებიც მკვდრების მსგავსად იმარხებიან და დავიწყებას მიეცემიან, რადგან გუშინდელს ვუწოდებთ გუშინ და დღევანდელს საღამო დაფლავს. ამიტომ დაიტირე როგორც გუშინდელი, რომელიც განგშორდა, ასევე დღევანდელიც, რომელიც მსწრაფლწარმავალია და მათთან ერთად შენი თავიც, რადგან თავად შენც წარმავალი ხარ დროსთან ერთად.

ყოველი დღე სიკვდილს შეგახსენებს, "ღამე დაგფლის, განთიადი კვლავ აღგადგენს", რათა მივხვდე, რომ მოკვდავი ხარ. ღამე გაშიშვლებს ნიშნად იმისა, რომ შიშველი გახვალ ამ ქვეყნიდან, დღე კი გმოსავს, რომ ზეციურ ნათელს მიესწრაფოდე. თუ ცოდვილი გულისთქმები შეგაწუხებენ, მიუგე მათ: "განმშორდით, წადით ჩემგან, დღეს თქვენთვის არ მცალია, დღეს კეთილი საქმისთვის მოვიცალე და სინანულს ვეშურები, სიმართლის გზას ვადგავარ და ჩემი წყლულების განკურნება მწადია, განმეშორე და თავს ნუ მაბეზრებ, ნუ მაბრკოლებ იმ საქმისთვის, რომელიც დავიწყე და რომელიც ასე სჭირდება ჩემს სულს!" ამ სიტყვებით განაგდე ცოდვილი გულისთქმა შენგან, დაიფარე შენი ცხოვრება ცოდვისგან, განდევნე იგი შენგან დღითი-დღე, ვიდრე მოგეცემა ძლევა და გამარჯვება მათზე, როგორც მდიდარს გლახაკზე.

პირველ რიგში, აუცილებელია მოვიძულოთ მიზეზი ცოდვისა და შევიყვაროთ სათნოება. თუკი გულმოდგინედ შეუდგები ამ საქმეს, აუცილებლად მოიპოვებ სანატრელ გამარჯვებას. როგორც სათნო საქმეს აყოვნებდი, ამგვარადვე დააყოვნე ბოროტება და ცოდვა. როგორც ებრძოდი ჭეშმარიტებას, ასევე ებრძოლე ურჯულოებასაც. აქამდე ცოდვა გიყვარდა და სინანულს უარყოფდი, ამიერიდან შეიყვარე სიკეთე და მოიძულე ცოდვილი საქმე. დაეწაფე სათნოებებს და იხსენი სული შენი ცოდვისგან. ცოცხალი იყავი ღმერთში, როგორც ცოცხლობდი სოფლისთვის. გაამდირე სიგლახაკე, როგორც დააგლახაკე სიმდიდრე. ითხოვე უქონლობა, სიღარიბე, როგორც ითხოვდი მიწიერ სიმდიდრეს. სულელი და ბრიყვი იყავი ღვთისთვის, ისევე როგორც ბრძენი იყავი ქვეყნისთვის და მხოლოდ მიწიერ საუნჯეს ეძებდი, რომელიც დაუძინებელი მტერია შენი სულისთვის.

რა სარგებელი მოუტანა შენს მშობლებს თავიანთმა სიმდიდრემ, განა შენს ხელში არ აღმოჩნდა ისინი და შენი ნებისამებრ არ განაგებ მათ? გწამდეს, რომ შენს მონაგებსაც სხვა დაეუფლება, თუკი არ შეინახავ მათ ჭეშმარიტ საუნჯეში, რომელიც გლახაკთა ხელშია, მათ შეწევნაშია. როდესაც რამეს გპარავენ, წუხხარ და არ იცი, ვის შესჩივლო, დრომ კი ცხოვრება მოგპარა და ნუთუ ვერ ხვდები ამას? როდესაც ცოდვას ესწრაფოდი, იყავი მკვდარი სულისთვის, ხოლო ნეტარია ის, ვინც მოკვდა ბოროტებისთვის. ამიტომ გააცოცხლე სიკეთე, რომელიც მოაკვდინე, რათა გაცოცხლდე უფლის მიერ. ამიერიდან მხოლოდ სიტყვით ნუ შეერთვი სინანულს, არამედ საქმით დაამოწმე იგი. განერიდე ამსოფლიურ საცთურებს, რადგან ყვავილის მსგავსად მსწრაფლდაჭკნობადია მისი სიკეთენი, სიზმარივით დავიწყებადია მისი საცდურნი, არ ირწმუნო მისი, რადგან აჩრდილივით გაქრება და გაცამტვერდება. სიცრუის უძირო ზღვის უზარმაზარი ტალღები ახრჩობს თითოეულს, რომელიც მასში შევა. ყოველი სიცრუე გადავა და სამართალი გამოჩნდება, ხრწნადი დაეცემა და უხრწნელი აღდგება.

ნუ შევიყვარებთ წარმავალს, არამედ განვეშოროთ მას, როგორც უნდოს. დავადგეთ გზას სინანულისას. ცხოვრების დიდი ნაწილი ცოდვაში დავყავით, მცირე, რაც დაგვრჩა, მივუძღვნათ უფალსა და მის მსახურებას, გავუფრთხლდეთ, რომ ჩვენმა უძლურებამ და ბოროტმა არ შეგვაცდინოს, გულმოდგინედ, ქმედითად ვადიდოთ ჩვენი ღმერთი, რომელიც კურთხეულია და რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat