განკურნების დროს ნუ იქნები მწუხარე, რადგან ბოროტებაა, როდესაც არ გიხარია სულის სიმრთელე და სიჯანსაღე
განკურნების დროს ნუ იქნები მწუხარე, რადგან ბოროტებაა, როდესაც არ გიხარია სულის სიმრთელე და სიჯანსაღე
მარხვისთვის წმინდა ბასილი დიდის მიხედვით
ჩვენ უკვე ვისწავლეთ მარხვის მადლი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელმაც განაგდო, უარყო სახე ჰურიაებრივი მარხვისა და მოგვცა ჭეშმარიტი სახე, მთავარი არსი მისი, რადგან იტყვის: "ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ განხსენით ყოველივე საკრველი უკეთურებისაი"; და ასევე უფალი ბრძანებს: "ნუ ხარ მჭმუნვარე, არამედ დაიბანე პირი შენი" (მათე 6,16-17).

აღვასრულოთ ეს უდიდესი საქმე, როგორც გვისწავლია.

ნუ ვიქნებით მწუხარენი მარხვის დღეებში, ვიყოთ გაბრწყინვებულნი, გახარებულნი, როგორც წმინდანთ შეეფერებათ, რადგან სიზარმაცით გვირგვინს ვერავინ მოიპოვებს, ისევე, როგორც მწუხარებით ვერავინ მიიღებს გამარჯვების გვირგვინსა და სამკაულს. განკურნების დროს ნუ იქნები მწუხარე, რადგან ბოროტებაა, როდესაც არ გიხარია სულის სიმრთელე და სიჯანსაღე იმ საბაბით, რომ მოგაკლდა ხორციელი საზრდო, მუცლის სისავსე. ნუ გექნება უმეტესი სიხარული მაშინ, როდესაც მაძღარია შენი სტომაქი - სიმაძღრე მხოლოდ მუცელს მოუტანს სარგებელს, ხოლო სულიერი მარხვა განწმენდს, განასპეტაკებს და გააბრწყინვებს სულს.

გიხაროდეს, რადგან ზეციური კეთილი მკურნალისგან გაქვს მონიჭებული წამალი ცოდვისგან განკურნებისა; როგორც ყრმის ორგანიზმში დაბადებული ჭიები იხოცებიან მხოლოდ ძლიერი წამლით, ასევე სულის სიღრმეში დაბუდებული ცოდვაც მხოლოდ მარხვით აღმოიფხვრება, როდესაც სულში შეაღწევს მადლი ჭეშმარიტი მარხვისა. ამიტომაც ამბობს უფალი: "იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი" (მათე 6,17). საიდუმლოდ დავიმარხოთ ეს სიტყვები, რადგან რომელიც იცხებს, ცხებულად შეირაცხება და რომელიც განიბანება, იგი "განწმედილ არს". ჩვენ ამ სიტყვების ძალა სულიერი მნიშვნელობით უნდა აღვიქვათ, მათი შინაგანი სიღრმე განვჭვრიტოთ, განვიბანოთ სული ცოდვისგან, ვიცხოთ საცხებელი სიწმინდისა, რათა ქრისტეში გვქონდეს ერთობა, უფალთან ვიყოთ თანაზიარნი ყოველი სიკეთისა. ნუ გვექნება დამწუხრებული იერი ორგულთა ჩვევისამებრ, რომლებიც გარეგნულად სხვანაირად გამოიყურებიან, შინაგანად კი სულ სხვანაირნი არიან. როგორც მონა, რომელიც ყველას ბატონად აჩვენებს თავს და გლახაკი - მეფედ, ასევე მრავალი ადამიანი თავის შინაგან მხარეს ფარავს და გარეგნულად სულ სხვაგვარად წარმოაჩენს, სხვა რამ უდევთ გულში და "სხვათა სახითა ეჩუენებიედ კაცთა". ვიყოთ ისეთნი, როგორიც სინამდვილეში ვართ, რას გვარგებს ფარისევლობა? ნუ შევიცვლით სახეს ფორმალური, ამაო მწუხარებით, რათა მმარხველებად მოვაჩვენოთ თავი ადამიანებს. ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ვავნებთ, რადგან ადამიანთა წინაშე მათ დასანახად აღსრულებული სათნოება ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს, არ შეგვენახება საუკუნო სიცოცხლისთვის, რადგან მას არა ღვთისთვის, არამედ ადამიანური ქებისთვის აღვასრულებთ და როდესაც ყოველივე ამას აქვე - მიწაზევე ვიღებთ, მაშინ რატომღა ველით მას ზეცაში? მარხვა დასაბამიერი ნიჭია უფლისგან ჩვენთვის ნაბოძები, არასდროს დაძველდება, არც დაბერდება, მარადის ახლდება და ყვავის. მარხვა რჯულზე უძველესია, ის თვით სამოთხეში მოგვეცა. პირველი მცნება, რომელიც ადამმა მიიღო - მარხვაა: "ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ" (დაბად. 2,17).

მარხვა მცნებაა უფლისა და რომ აღესრულებინა იგი პირველქმნილ ადამიანს, დღეს ის აღარ დაგვჭირდებოდა, რადგან "არა უხმს მრთელთა მკურნალი, არამედ სნეულთა" (მათ. 9,12). რადგანაც ცოდვამ დაგვაუძლურა, უნდა განვიკურნოთ სინანულით. ხოლო სინანულს მარხვის გარეშე ვერ მოვიპოვებთ. როდესაც ადამმა დაარღვია ღვთის მცნება, დასაჯა უფალმა: "წყეული იყავნ ქუეყანაი, ეკალი და კუროისთავი აღმოგიცენოს შენ" (დაბად. 3,17-18). აქედან გამომდინარე, თავად განსაჯე, რა დიდი ჭირი მოიწევა შენზე მარხვის დარღვევისთვის. ჩვენი კეთილი მარხვით "დავატკბოთ ღმერთი ჩვენზე". სამოთხისეული მოქალაქეობა მარხვის თავდაპირველი სახე იყო, არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ პირველქმნილი ადამიანი ანგელოზებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, "ანგელოზთა თანა იქცეოდა", არამედ იმ მნიშვნელობით, რომ არ იყო სმა ღვინისა, ჭამა ხორცისა, არც სხვა რამ ამდაგვარი, რომელიც ამღვრევს კაცის ბუნებას.

თუკი სამოთხიდან მარხვის დარღვევისთვის გამოვვარდით, მისი დაცვით კვლავ დავბრუნდეთ მასში. განა გლახაკი ლაზარე მარხვით არ შევიდა სამოთხეში (ლუკა 16,20-31)? ნუ მივბაძავთ ევას ურჩობას და ნუ დავუჯერებთ გველს, რომელიც მხოლოდ ხორციელსა და წარმავალს შეგვაგონებს. ნუ მოიგონებ ხორცის უძლურებასა და სისუსტეს თავის გასამართლებლად, რადგან არათუ მოძღვარს შესჩივი შენი მიზეზითა თუ უძლურებით, არამედ ყოვლისმცოდნე ღმერთს, რომელმაც უწყის ყოველივე. მარხვის დაცვა არ შეგიძლია, ხოლო გაძღომა და გარყვნა საკუთარი სხეულისა საკვების სიმძიმით არ გიჭირს? რომელი უფრო ადვილია, მსუბუქად მიღებული საკვების შემდეგ ღამის ძილი თუ საჭმლით ამოვსებული სტომაქით წოლა და საერთოდ ამგვარი ყოფა? ნაკლებად დატვირთული ნავი უფრო ადვილად გაუმკლავდება ზღვის ტალღებს, ვიდრე დამძიმებული. სუსტი, თხელი აგებულების ადამიანი, რომელიც მსუბუქი და ზომიერი საკვებით საზრდოობს, იოლად უმკლავდება ნებისმიერ სნეულებას, ვიდრე ხორციელად აფუებული.

ებრაელთა წინამძღვარი მოსეც მარხვის მიერ მიეახლა წმინდა მთას, მის მიერ შევიდა საღვთო შემეცნების ნისლში, მარხვის მიერ მიიღო მცნებები ღვთისგან. "მარხვა წინამძღვარ ექნა რჯულდებასა ღვთისასა". ხოლო ნაყროვანებამ დასცა ებრაელი ერი და გადააქცია კერპთმსახურად, რადგან დაწერილია: "დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (გამოსვ. 32,6). ღვთის მონის (მოსეს) ორმოცდღიანი მარხვა და ვედრება ერთმა სიმთვრალემ განაქარვა, რადგან დაფები, რომლებზეც ღვთის რჯული იყო ამოტვიფრული მარხვის ფასად, სიმთვრალის მიერ შეიმუსრა. არ ესათნოვა რჯულმდებელს, რომ ღვინით მთვრალ ერს უფლის წმინდა რჯული მიეღო. ვიხილოთ ეს ორივე მხარე ერთად და თავად განვსაჯოთ სიდიადე მარხვისა, რომელიც ღმერთამდე აღამაღლებს ადამიანს, და შვება და განცხრომა ამსოფლიური, რომელიც ღუპავს და ანადგურებს მის ყოფას.

მარხვა არის მშობელი წინასწარმეტყველებისა, გამამხნევებელი ძლიერთა, განმაბრძნობელი რჯულისმდებელთა. მარხვა კეთილი სულის მცველი და ხორცის ზღუდეა. იგია განსაცდელთა განმაქარვებელი, საცხებელი ღვთის მოშიშებისა, მომპოვებელი სიფრთხილისა, მომმადლებელი სიწმინდისა, მონაზონთა განმწმენდელი და მღვდელთა სიწმინდით სრულმყოფელი. შეუძლებელია მარხვის გარეშე სამღვდელო მსახურება არათუ ახალი აღთქმისა, არამედ ძველი რჯულისმიერისაც კი, რომელიც სახე იყო ახლისა. მარხვის მადლითა და ძალით იხილა ელია წინასწარმეტყველმა უდიდესი საკვირველება, ორმოცდღიანი მარხვით განიწმინდა სული და ღირსი გახდა უფლის ხილვისა, რამდენადაც ეს ადამიანისთვის იყო შესაძლებელი. მარხვის ძალითვე აღუდგინა დედაკაცს შვილი და მისივე ძალით სძლია სიკვდილს. მარხვა მიზეზია სიხარულისა. როგორც მწყურვალს სიამოვნებს წყაროს წყლის დაწაფება, მშიერს კი საჭმელი, ასევე მმარხველიც, რაჟამს მოაუძლურებს საკუთარ სხეულს სულიერი სიჯანსაღისთვის, მოიკლებს ხორციელ სიამოვნებას, უკეთ შეიგრძნობს გემოს საკვებისას. მზე აღმატებულად ბრწყინვალეა ბნელი ღამის შემდგომ, მღვიძარებაც კარგია ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ისევე, როგორც ჯანმრთელობა შემდგომ სნეულებისა.

არათუ მხოლოდ მომავალი საუკუნო სიცოცხლისთვისაა აუცილებელი მარხვა, არამედ აქ, მიწიერ ცხოვრებაშიც, რადგან მრავალი ხორციელი სნეულებისგან გვიცავს და გვიფარავს.

მარხვამ გახადა ღირსი გლახაკი ლაზარე აბრაამის წიაღში დამკვიდრებისა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებაც მარხვა იყო, "რომელსა არცა ცხედარი, არცა ტაბლაი, არცა ქუეყანაი სახნავი, არცა სახნველის მზიდველნი ხარნი, არცა იფქლი, არცა მეპურე, არცა სხვაი რაიმე ამის ცხორებისაგანი". მიუხედავად ამისა, დედის ნაშობთა შორის "არა აღდგომილ არს უფროის იოანე ნათლისმცემლისა". ნუთუ მომავალი სიცოცხლის, საუკუნო ნეტარების და, რაც ყველაზე აღმატებულია, უფლის სიყვარულით უარს არ იტყვი გახრწნად საკვებზე? საოცარი ზეციური ტრაპეზი გელოდება ამ მცირე დათმენისთვის. განა არ იცი, რომ უზომო სიმაძღრით შენს მჭამელ მატლს ასუქებ, ჯოჯოხეთში რომ მოგელის? არავის მიუღია მადლი და მარადიული სიხარული შვებითა და ფუფუნებით. უზომო, უმარხულო ჭამა სქელი ნისლივით ეფინება გონებასა და სულს და ბინდავს მას, ადამიანს უხშობს შემეცნების უნარს, უფლის ჭვრეტის შესაძლებლობას. მარხვა უმძლავრესი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამეთუ "ესე ნათესავი სხვითა არარაითა განიდევნების, არამედ ლოცვითა და მარხვითა". სიმაძღრე და ნაყროვანება დედაა დაცემისა, რადგან შვებასა და განცხრომას თან ერთვის "ყოველივე სახე შეგინებისა პირუტყვებრივისაი". არა მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავებაა მარხვა, არამედ ჭეშმარიტი მარხვა ყოველ ბოროტებაზე უარის თქმას ნიშნავს. აუცილებელია აპატიო მოყვასს წყენინება, დანაშაული. ზოგიერთს ხორცის ჭამა დაუტოვებია, კაცის ჭამა კი არა, ღვინოს განშორებია, გინებასა და ბილწსიტყვაობას კი ვერ თმობს. ვაი მათ, რომელნიც მთვრალნი არიან ღვინის გარეშეც იმ სიმთვრალით, რომელსაც მრისხანება ჰქვია. მრისხანება სიმთვრალეა სულისა, რადგან აცოფებს და შეუწყნარებელს ხდის ადამიანს. მწუხარებაც სიმთვრალეა, რამეთუ დასცემს გონებას.

უფალმა მოგვანიჭა ეს უდიდესი სათნოება, რომელსაც მარხვა ჰქვია. ვაჩვენოთ მოთმინების ძლიერება, რომ ღირსი გავხდეთ გვირგვინებისა, უფლის ვნებების თანაზიარებისა და მასთან ერთად აღდგომისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat