შურის საპირისპირო იარაღი სიყვარულია
შურის საპირისპირო იარაღი სიყვარულია
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- მამაო, რა არის თანამედროვე ადამიანის სულიერი სენი?

- კაცობრიობის დაუძინებელი მტერი არის შური, ეშმაკის თესლი ადამიანის სულში, რომელიც ანგრევს და აშორებს ადამიანს ღმერთს. ეშმაკს შეშურდა ადამის ნეტარებითი ცხოვრება და სწორედ შურის უდიდესი ზრახვით აცდუნა ევა...

თანამედროვე ადამიანის სულიერი სენი სწორედაც შურია და ამაში არ უტყდება საკუთარ თავს, პირიქით, ამ გრძნობით სულდგმულობს. თუ ადამიანი არ გააკონტროლებს საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს, აუცილებლად შურიანი ბუნება ჩამოუყალიბდება. მაგალითს მოვიყვან ჩვენი ეკლესიის უდიდესი ღმერთშემოსილი და უხრწნელი წმინდანის, ნექტარიოს პენტაპოლელის (ეგინელის) ცხოვრებიდან. ის მსახურებდა ალექსანდრიაში და გამოირჩეოდა სიწმინდითა და სიმდაბლით. როგორც მისი სულიერი შვილები გვამცნობენ, მთელი ალექსანდრია მასთან დადიოდა, რათა სულიერი და ფიზიკური კურნება მიეღო. ეს შეშურდათ ეკლესიის იერარქებს და მას ალექსანდრიის სინოდში ცილი დასწამეს, - შეთქმულებას უწყობს პატრიარქსო და გააძევეს სინოდიდან, თუმცა ეპისკოპოსის პატივი დაუტოვეს. მან სიმდაბლით მიიღო შურით გამოწვეული ცილისწამება და საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე - ეგინაზე წავიდა, სადაც დედათა მონასტერი ააშენა და სიკვდილამდე წინამძღვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა ალექსანდრიის პატრიარქი, რომ მოატყუეს. წერილი მისწერა წმინდა ნექტარიოსს, დაბრუნდიო, მაგრამ მან უარი შეუთვალა და განეშორა იმ შფოთს, რომელიც ალექსანდრიაში ელოდა. შური, რომელმაც ეს წმინდა კაცი ცილისწამების ქვეშ მოაქცია, სწორედ მისმა სიმდაბლემ გაანეიტრალა და განაგდო. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, როდესაც სიმართლისათვის გვდევნიან, ნეტარების მცნებაში ვცხოვრობთ: "ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა."

- როგორ დავამარცხოთ შურის სენი?

- მაცხოვარს, განკაცებულ ღმერთს დევნიდნენ და ყვედრიდენ. ის არის ჩვენთვის პირველი მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა. შური მხოლოდ სიმდაბლით განიმუხტება და განიდევნება. ეშმაკი განსაკუთრებულად გააფთრებულია მაშინ, როდესაც მისი იდეა შურისა და შფოთისა სიმდაბლით განიდევნება, როგორც ეკლესიის მამები ბრძანებენ, ეშმაკს მდაბალი ადამიანისა ეშინია და თრთის მის წინაშე. "სულის სახლი მოთმინებაა, რადგან იგი ცხოვრობს მასში. სულის საკვები სიმდაბლეა, რადგან იგი იკვებება ამით". წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "არსებობს სიმდაბლის ერთ-ერთი სახე, რომელიც სულს წინასწარ ამზადებს განსაცდელებთან შესახვედრად, ხოლო განსაცდელის მოსვლის შემდეგ მას მწუხარების მოთმინებით გადატანაში ეხმარება. წმინდა მამები მას თავის ყვედრებას უწოდებენ". როცა შენი თავის მაყვედრებელი ხარ, მაშინ განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს, რადგანაც განიკითხავ საკუთარ ქმედებებს - ეს სულიერი ცხოვრების ფორმულაა, რომლითაც უნდა ვიცხოვროთ და ვიაზროვნოთ.

შური სიბილწეა ჯოჯოხეთიდან ამოხეთქილი. ამიტომაც გახსოვდეს, ადამიანო, რომ ის ყოველთვის ჩასაფრებულია და ელის შესაბამის მდგომარეობას, რათა შემოგიტიოს და გაგანადგუროს. სულიერი სიფხიზლე მივაპყროთ საკუთარ ქმედებებს და მარადის ვიღვიძებდით, რათა არ მოგვიდუნდეს სულიერი ძალები და სხვა ადამიანების, წმინდა ხალხის მიმართ არ განვისმჭვალოთ შურითა და ბოღმით. შინაგანი სიმშვიდე არის სულის ნეტარი მდგომარეობა დედამიწაზე. ამიტომ ვისწრაფოთ განწმენდისათვის, რათა ვნებების დედა - შური არ მოგვერიოს და თავის ძილბურანში არ გადაგვაგდოს. როდესაც კაცობრიობის მტერმა ჩვენი პირველი დედა, ევა აცდუნა, ეს იყო დაინტერესება ადამიანის, რომ მას მიეღო ის, რაც არ ჰქონდა. სწორედ ინტერესი და მეოცნებე ბუნება, რომელიც თან გვდევს, არის შურის წინაპირობა. გვინდა გვქონდეს მეზობელზე მეტი ქონება, ფული, სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, ამით გვაინტერესებს ეშმაკი, ხოლო ღმერთის ძიების ინტერესი და მისკენ სწრაფვა აღარ აქვს ადამიანს, რამეთუ მიწიერს წარუტაცნია მისი გონება და გული. სადაც არის გული შენი, იქ არის ჩვენი საუნჯე.

მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს: სად ვართ? როგორ ვაზროვნებთ? არის ჩვენი შეხედულებები მცნებათა დამცველი? ქრისტიანი მარადჟამს ასე უნდა ფიქრობდეს და სულიერი წესრიგი ქაოსურ აღრევას განდევნის, როგორც ნათელი ბნელს. ბოროტება არაქმნილია, უფალს არ შეეძლო შეექმნა ბოროტება, რადგანაც ის ყოვლად კეთილია თავისი ბუნებით. ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, როგორც სიბნელე სინათლის ნაკლებობას ნიშნავს. სულიერი ფერიცვალება იწყება სულში სიბნელის გაფანტვის შემდგომ, რადგანაც ადამიანის სული წმინდაა და უბიწო თავისი ბუნებით.

შური მიზეზია კაცის კვლისა. კაენმა მოკლა აბელი. შეშურდა აბელის შემუსვრილება და შესაწირავი, რომელიც უფალმა მყისიერად შეიწირა. გაიყვანა მინდვრად და შურიანმა კაენმა მოკლა ძმა მისი. რატომ შეიწირა აბელის ძღვენი უფალმა? ეს იმიტომ, რომ აბელი მოკრძალებული და სიკეთით სავსე ადამინი იყო. სწორედაც უფალი შეიწირავს მდაბალთა ძღვენს, რომელიც გულიდან მოდის და მას სიყვარული ჰქვია.

- რა არის შურის საპირისპირო იარაღი?

- შურის საპირისპირო იარაღი სიყვარულია. ის არის ძალა, რომლითაც ადამიანი განაიარაღებს ბოროტებას თავის არსებაში შემოსულს. ნათელი სოფლისანი არიან ის ადამიანები, რომელთაც შურის ვნება დაუმარცხებიათ. ეს მძიმე მოვლენაა ადამიანის სულიერ სამყაროში. გრიგოლ პალამას თქმით: - შური არის მკვლელობის ტოლფასი, შური იყო მიზეზი პირველი კაცის მოკვლისაც და შემდგომ - ღმერთის მოკვლისაც. შური გრძნობაა უსიამოვნებისა, დარდისაც კი სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, ჩვენთვის რომ გვსურს.

შურს მრავალი ცოდვანიც მოყვება, ეს ჩანს თვით წმინდა წერილში. ეშმაკს შეშურდა ადამისა და ევას ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც ღვთისაგან იყო მათთვის ბოძებული. ამიტომაც ადამიანი, რომელიც შურიანი ბუნების მოწინააღმდეგე არ არის, ის თავად დემონს მიემსგავსება და უამრავი უკეთურების შემოქმედი ხდება წუთისოფელში. ეს თავისთავადობით ჯოჯოხეთური ცხოვრებაა. ამიტომაც იტანჯება ადამიანი და სურს, მისი ტანჯვა სხვასაც გადასდოს და ამით თავი ინუგეშოს.

განკითხვის ცოდვა, რომელიც აგრერიგად ბატონობს ჩვენში, შურიანი ბუნების შედეგია და ადვილი შესაძლებელია, რომ ამან კულმინაციასაც მიაღწიოს და ადამიანი კაცთმოძულე გახდეს. კაცთმოძულეობა ეს უკვე შურის განხორციელებული მოვლენაა. წმინდა მოციქულები, რომელნიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქადაგებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ისინი, უპირველეს ყოვლისა, სიმდაბლითა და სიყვარულით იყვნენ გამსჭვალულნი. ეს უდიდეს ძალას მატებდა წარმართებს, რომ შეეცნოთ ქრისტე ღმერთკაცის ჭეშმარიტება და ყოფილიყვნენ ნათელი ამა სოფლისანი.

მოწამებრივია ადამიანის ცხოვრება, როდესაც ის იბრძვის ვნებების წინააღმდეგ, ხოლო, როდესაც შურს ვებრძვით, ეს უკვე ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს და მისი დამარცხება სასუფევლის მოპოვებაა, განწმენდაა, განთავისუფლებაა და ამას ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში უნდა განიცდიდეს, რათა ჯოჯოხეთური ზრახვისაგან განთავისუფლების შემდეგ შეიგრძნოს სამოთხისეული ნეტარება და ღმერთი ისტუმროს საკუთარ სულში. ჩაიკეტოს ლოცვაში და იყოს განუწყვეტელ შინაგან ღვთისმსახურებაში, რათა არ გაანადგუროს ის გალავანი, რომელიც აღაშენა ქრისტე ღმერთკაცით ქრისტიანმა. ეს გალავანი თავად ლოცვის შედეგია და იმ ლოცვისმიერი ნეტარებისა, რომელიც შინაგან მსახურებას ახლავს.

რა არის თავისუფლება? საიდან იღებს ეს გრძნობა სათავეს? წმინდა მამები ცოდვისაგან განთავისუფლებას უწოდებენ სწორედაც ჭეშმარიტ თავისუფლებას. შურისაგან თავისუფალი ადამიანი განკითხვისაგან თავისუფლდება და ღვთისმოყვარეობის ნიჭით შეიმოსება. ამიტომაც სულიერი ცხოვრება არის სწავლება გადმოცემული ეკლესიაში და თუ ამას სწორად გვასწავლიან და შევისწავლით, მაშინ სიმართლის გზით ვივლით და ცხონებაზე ორიენტირებულნი ვიქნებით, რაც აგრერიგად შორს არის ჩვენი გონისმიერი ფიქრებისაგან. შური ეს არის ბჭე ჯოჯოხეთისა, კულმინაციას მიღწეული შურიანობა, უკვე ფსიქიკურ აშლილობადაც კი იქცევა და ადამიანის გონებას აზიანებს. თუ ჩვენ ამას სულიერ და ფშვინვიერ ჭრილში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ის აზიანებს, როგორც სულს, ასევე ხორცსაც, ანუ გონებას. შურიან ადამიანს სახეზე მძიმე გამომეტყველება აქვს. მისი ნაკვთები მრავალ ბოროტებას გადმოსცემენ, რადგანაც სულიერი მსგავსება ღვთისა მორღვეული და განადგურებული აქვს. მძიმეა ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ხვედრი. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ მწვალებლები და ქრისტეს მტყუარნი უმძიმესი ტანჯვით კვდებოდნენ და ჯოჯოხეთურ მდგომარეობამდე მიდიოდნენ თავად მიწიერ ცხოვრებაში. სიმონ მოგვის ცხოვრება ხომ ამის თვალსაჩინო მაგალითია. არიოზის აღასასრული ხომ ჩვენთვის ბოროტების დასასრულის სახებაა. იუდას ხვედრი ხომ ნათლად დგას ჩვენ წინაშე და ხშირად აღმოვაჩენთ, რომ იუდა ჩვენშიც ხშირად ცოცხლობს და ფესვს იდგამს თავისი ბუნებით.

შინაგანად ხშირად ავუჯანყდებით ღმერთს, რატომ, უფალო, ასეთი განსაცდელი? ამ შეკითხვით გავკიცხავთ ღმერთს, რომელმაც ჩვენთვის უმჯობესი განიგულა. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, სიყვარულს არ შურსო, ანუ სიყვარული, რომელიც ღვთის ტახტიდან მოედინება, ჩვენს გულებში შურის დამწველი ლავაა, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს იმ ნარჩენებისაგან, შურისმიერმა გრძნობებმა რომ დატოვეს მასში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat