წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
 წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)

ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
ბ. საღვთისმეტყველო ტრადიცია
წმინდა გრიგოლ პალამა რომაელების დიადი იმპერიის აღსრულების წინა საუკუნეში ცხოვრობდა. პალამათი სრულდება ბიზანტიური ღვთისმეტყველება. მის უკან ხანგრძლივი და ბრწყინვალე ქრისტიანული სამწერლობო ისტორია, მწვავე დოგმატური დავები და სარწმუნოებრივი შინაარსის განმსაზღვრელი კრებებია. მთელ ამ სივრცეში წმინდა გრიგოლ პალამას მნიშვნელობა და მისი საღვთისმეტყველო მოღვაწეობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო გვიანბიზანტიური ღვთისმეტყველების მიმართულება და სტილი რიგი საყურადღებო მომენტებით არის განსაზღვრული.

1. უწინარეს ყოვლისა, ეს არის პირველქრისტიანულ ლიტერატურასთან კავშირის არარსებობა. სახარება და ეპისტოლური წერილები, ანუ ღვთისმეტყველების მთელი ღვთივგაცხადებული საფუძვლები, უშუალოდ მომდევნო ეპოქასთან კავშირის განხილვის გარეშე, ანუ ახალი აღთქმის გამოცხადება შეისწავლებოდა IV და მომდევნო საუკუნეების წმინდა მამების სწავლების ჭრილში. თავად მოციქულთა და მოციქულთა შემდეგი ეპოქის ხიბლი "Urchristentum'i", რომელიც XIX-XX საუკუნეებში გახდა ცნობილი, ანუ რაზეც დღეს წვდომა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ბიზანტიელებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ დაგვეხმარა არქეოლოგია და ტექსტების კრიტიკულ-მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობა, რის გარეშეც ბიზანტიელები ცხადია, რომ იარაღაყრილები იქნებოდნენ. მაგრამ საქმე მხოლოდ სამეცნიერო აპარატის არსებობაში არ არის. ბიზანტიაში ამ ეპოქისადმი ინტერესი ჩამქრალი იყო. თუ ევსები, წმინდა ათანასე და ნეტარი იერონიმე დიდაქესა და კლიმენტინებს კიდევ იხსენიებენ, თუ IV საუკუნის ხელნაწერები ახალი აღთქმის გარდა კიდევ მოიცავენ ერმის "მწყემსს", ფსევდო ბარნაბას ეპისტოლეს და სხვა, თუ ჯერ კიდევ მაშინ ეს ყველაფერი ქრისტიანულ საზოგადოებას იტაცებდა, შემდგომ - წმინდა დოგმატური ასპარეზობების საუკუნეებში, ფართე საღვთისმეტყველო ლიტერატურამ, წმინდა ასკეტი მამებისა და სხვათა ქმნილებებმა, ბიზანტიელი ქრისტიანის ცნობიერებაში პირველქრისტიანული ლიტერატურისადმი ინტერესები მთლიანად გადაფარა. მტვრის სქელი ფენით დაიფარა მოციქულთა შემდგომი დროის ისეთი უბრწყინვალესი ძეგლები, როგორებიც არის "დიდაქე", "მწყემსი", "დიდასკალია", ეგვიპტური კანონები, II საუკუნის აპოლოგია და სხვა. იმისათვის, რომ მთელი ეს მასალები შესწავლილი ყოფილიყო სინაის, ათონისა და სხვა თაროებზე მოთმინებით ელოდნენ თავის მოსაგრე ფილოთეოს ვრიენს, კონსტანტინ ტიშანდორფს, პაულ ლაგარდს, ეგნატე ეფრემ რახმანს, ხაულერს და სხვებს.

2. უნდა ითქვას, რომ ღვთისმეტყველური აზრები მნიშვნელოვან წილად ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში იყო. ბიზანტიური აზრი, მისი ტრადიციულობისა და ეკლესიურობის შესაბამისად, წმინდა მამების ურყევი ერთგულებით საზრდოობდა. ისინი წმინდა მამების რწმენის წესებს ყოველთვის იცავდნენ, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიის ძალა და დამსახურებაც სწორედ ამაშია. მართლმადიდებლობის ერთგულებას ჩამოშორება, მამების ღალატი, საშინელ ცოდვად აღიქმებოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ სწორედ ეს მთლიანად და გასაგებად გამოუხატავი მართლმადიდებელ მამათა კანონების ერთგულება ერთ "ღვთისმეტყველურ კრებულად" არასოდეს ჩამოყალიბებულა და კონკრეტული "consensus ðàtrum"ის" სახე არასოდეს მიუღია, ის თავად ხდებოდა ღვთისმეტყველური აზრის უძრაობისა და ჩამორჩენილობის მიზეზი. ღვთისმეტყველება უეჭველად წმინდა გადმოცემას უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ღვთისმეტყველს თავისი გარკვეული აზრი ყოველთვის უნდა გააჩნდეს. ასეთი საკუთარი აზრის არსებობის აკრძალვა მისთვის პრობლემებს უნდა იწვევდეს, პრობლემურ მდგომარეობას გამოსავლის ძიება უნდა მოსდევდეს, ახალი კითხვები უნდა ჩნდებოდეს, ერთი სიტყვით, არ შეიძლება უბრალოდ, უსაგნოდ და უნიადაგოდ ღვთისმეტყველებდე. საუკუნეების მანძილზე, განვითარების პროცესში, თავად პატრისტიკაც პიროვნებისგან აზროვნებას მოითხოვდა. კაპადოკიელებს უფრო მაღალი საფიქრალი აწუხებდათ, ვიდრე წმინდა ათანასეს; ქრისტოლოგიური დავების ეპოქამ თამასა უფრო მაღლა ასწია, ვიდრე წინამორბედმა კაპადოკიელებმა, ეს იყო ახალი პრობლემები და მათზე ახლებურად იყო საჭირო პასუხის გაცემა; ლეონტი ბიზანტიელმა და მაქსიმე აღმსარებელმა მეტი შემართება გამოიჩინეს და გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ, მათ სურდათ უფრო მეტი ამოეთქვათ, ვიდრე ეს ეთესელმა და ქალკედონელმა მამებმა გააკეთეს. მაგრამ, არც თავისი გაბედული აზრებით და არც ღვთისმეტყველებით, არც ერთი მათგანი წმინდა მამათა მიერ დაწყებული საქმის მოღალატე არ გამხდარა, ეს საქმე მათ თვითონ გააგრძელეს. ასეთია ეკლესიური ცხოვრების ორგანულად განვითარებადი აზრისა და კულტურის ბუნება. წმინდა მამებს არ ჰქონდათ გაბედულად მოქმედებისა და აზროვნების შიში, თუმცა მათთვის შემეცნების ერთადერთ და უპირველეს წყაროს დამოუკიდებლად აზროვნება არასდროს წარმოადგენდა. ამავე დროს, სრულიად არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ კირილე ალექსანდრიელმა ან მაქსიმე აღმსარებელმა ყველა წინამორბედი წმინდა მამა, რომელსაც უფლება ჰქონდა ეღვთისმეტყველა, გაითავისეს, ხოლო საკუთარ პიროვნებებს მათ მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო აზრის განვითარების გაგრძელების პროცესში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, ანუ საღვთისმეტყველო საკითხების განვითარებასთან დაკავშირებით, თავისთვის გარკვეული "ტაბუ" დააწესეს. IV-VIII საუკუნეებში წმინდა მამების შემართება თავისი დროისათვის გაცილებით უფრო მეტი გაბედულებით გამოირჩეოდა, მაშინ ეს "ტაბუ" არ არსებობდა და როდესაც რწმენის კანონის ერთგულებაზე იყო საუბარი, კაპადოკიელი მამები ან ქალკედონის თანადროულები, არ ფიქრობდნენ, რომ ამ ერთგულების გამო საკუთარ შემართებაზე უარი უნდა ეთქვათ, ან საღვთისმეტყველო აზრის განვითარების პროცესი უნდა შეეჩერებინათ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ბიზანტიურ საზოგადოებაში ცოცხალი აზრის ამგვარი დამუხრუჭება მაინც დაიწყო. "მიიჩნეოდა, - წერს პროფ. ლებედევი, - რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გაუგებრობასთან ბრძოლისათვის რაც არ უნდა გახდეს საჭირო, მამათა ქმნილებებში ყველაფერზე პასუხია გაცემული".

ქრისტიანულ ღვთისმეტყველურ აზროვნებაში უდიდესი მოვლენა, ყველა დროის უდიდესი ღვთისმეტყველი, ის, ვის შესახებაც ფრანგები იტყვიან par excellence, ორიგენე, VI საუკუნის შუა წლების კრებებიდან მოყოლებული, სრულიად გასაგები მიზეზის გამო, ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა და ქრისტიანი ღვთისმოსაობისათვის საფრთხობელად გადაიქცა. რიგ საკითხებში ორიგენეს არამართლმადიდებლობა ნათელია და რაიმე ზოგადი შურისძიების შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. მაგრამ თუ ორიგენე არ იყო წმინდა მამა, ის უდავოდ ღვთისმეტყველი იყო. მან წინასწარ განჭვრიტა და მიუთითა თითქმის ყველა იმ საღვთისმეტყველო პრობლემაზე, რომელიც საუკუნეების შემდეგ უნდა გამოვლენილიყო. მისი არგუმენტებითა და შედარებებით ეკლესიის მართლმადიდებელი მამები სარგებლობდნენ. და თუ მთელი ორიგენე არ არის მართლმადიდებლური, თითქმის ყველა გვიანდელი აზრი, რომლებიც ეკლესიის მიერ მართლმადიდებლურად იქნა სანქცირებული, საბოლოოდ მაინც ორიგენედან მოდიოდა. ღვთისმეტყველი შეიძლება არ იყოს ეკლესიის წმინდა მამად აღიარებული, მაგრამ ამის გამო მისი ნაშრომების ღვთისმეტყველური და მეცნიერული მნიშვნელობა არ მცირდება. ზუსტად ასევე იცის ისტორიამ ეკლესიის მამები, რომლებიც მართლმადიდებლური ჭეშმარიტების ერთგული დამცველები, მაგრამ სუსტი ღვთისმეტყველები იყვნენ, არ გააჩნდათ ღვთისმეტყველის ინტუიცია და შესაბამისი ნიჭის უქონლობის გამო ვერ ღვთისმეტყველებდნენ. ბიზანტიის ისტორიის უკანასკნელ საუკუნეებში ეს ღვთისმეტყველური ინტუიცია თავის სამოქმედო სივრცეს ვერ ნახულობდა. იმდროინდელმა შემართებამ თავისი ადგილი საღვთისმეტყველო საუნჯის დაცვის პრინციპსა და იმის მზადყოფნას დაუთმო, რაც მის შემდგომ განვრცობას ყველა შემთხვევაში შეაჩერებდა. დოგმის ისტორიას თუ კარგად დავაკვირდებით, აკრძალვების მაგალითებს საკმაოდ ბევრს წავაწყდებით. "ცდუნების" თავიდან ასაცილებლად და მეტი უსაფრთხოებისათვის, როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო ძალაუფლებას არაერთხელ უცდია ღვთისმეტყველის ბაგეებზე დუმილის ნიშანი დაედო. ამ გადაწყვეტილებას, როგორც უკიდურეს ზომას, მაშინ იყენებდნენ, როდესაც ყველა სხვა არგუმენტით მიზანი ვერ მიიღწეოდა, მაგრამ, საქმე ის არის, რომ დოგმატური თვითშეგნებაც ამითვე იხშობოდა. გავიხსენოთ რამდენიმე: თუნდაც ე. წ. "სირმის მეორე ფორმულა" - არიანული დავების დროს მომხდარი მაგალითი, რომელსაც მკვლევარმა "საღვთისმეტყველო მაძიებლობაზე დადებული ბორკილები უწოდა"; ნეტარი თეოდორიტეს მიერ დიალოგში გამოყვანილ სრულიად ტიპურ მონოფიზიტ "ერანისტს", აქ მოჰყავს იმ დროისათვის ერთ-ერთი ტიპური და ძალიან მოქმედი არგუმენტი: "დაფარული არ შეისწავლება (MPGr. t. 83, col. 37); გარდა ამისა, ის, რომ მონოფილიტმა იმპერატორებმა მართლმადიდებლებს ღვთისმეტყველების უფლება აუკრძალეს, ასახულია დოკუმენტებში, რომლებიც იმპერატორ ჰერაკლეს (638 წ.) "ეკფესისად" წოდებულ ბრძანებებში და იმპერატორ კონსტანტინე II-ის (648 წ.) "ტიპოსში" იყო თავმოყრილი; "ნუ შევეხებით სადავო სამეცნიერო დებულებებს" (Niceph. Gregoras, "Correspondance", Paris 1927, p. 155), 1332 წ. თავის ერთ-ერთ წერილში წერს, პალამას თანამედროვე სწავლულთა შორის სწავლული, ნიკიფორე გრიგორა; დაბოლოს, პალამისტური დავების ყველაზე უფრო მწვავე პერიოდის 1341 წ. კრების აქტებში ვკითხულობთ: "ჩვენმა საწყაომ (ანუ მსოფლიო პატრიარქმა) გვიბრძანა, ხმამაღლა, მთელი კრების გასაგონად გამოვაცხადოთ წმინდა და ღვთაებრივი კანონები, რომელთა ძალით იკრძალება და არაფრით არ დაიშვება არა მხოლოდ მათთვის, ვინც მასთან (ვარლაამთან) არის, არამედ ნებისმიერისთვის დოგმატიკური საკითხებისა და მათთან დაკავშირებული თემების წამოჭრა; იკრძალება მათ შესახებ მსჯელობა და საკუთარი პიროვნებისათვის მასწავლებლის ღირსების მინიჭება; იკრძლება რაიმე საეკლესიო საკითხების განხილვა, რადგან ამის უფლება მხოლოდ უფლის მღვდელმთავრებს მადლითა აქვთ მინიჭებული" (MPGr. t. 151, col. 681 C-682 B). ბრძანების საბუთად პატრიარქს V მსოფლიო კრების 64 კანონი და ქალკედონის კრების 19 კანონი მოჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ: ჯერ ერთი - ქალკედონის ხსენებული 19 კანონი არის ასევე კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო კრების კანონი; და მეორე - საქმე ის არის, რომ ამ კანონებიდან თავისი შინაარსით არც ერთი არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელსაც პატრიარქი ახმოვანებს და იცავს. რაც შეეხება ტრულის კრების 64 კანონს, ის მართლაც უკრძალავს და ბრძანებს, რომ "ერისკაცს არ შეეფერება ერის წინაშე სიტყვის თქმა (ქადაგება) ან სწავლა-დამოძღვრა და ამგვარად მოძღვრის პატივის დასაკუთრება. იგი ღმერთის მიერ მისთვის დადგენილ წესს უნდა მორჩილებდეს და ყური მზად უნდა ჰქონდეს იმათი სიტყვის სასმენად, ვისაც მოძღვრის მადლი აქვს მიღებული". ერთია, ხალხის წინაშე სიტყვას წარმოთქვამდე და ასწავლიდე და მეორეა, "საერთოდ ვინც მოისურვებს დააყენოს დოგმატური საკითხები, იმსჯელოს მათ შესახებ და საეკლესიო საკითხები გამოიკვლიოს". კონსტანტინოპოლის პატრიარქის ასეთი თვალსაზრისის მიხედვით, უმაღლესი რანგის სასულიერო პირების გარდა არავის არა აქვს უფლება ღვთისმეტყველებდეს და არც იმის უფლება ეძლევა არავის დოგმატური და საეკლესიო საკითხებით ინტერესდებოდეს. თუ პატრიარქის აზრს გავაგრძელებთ, სამოქალაქო პირების საღვთისმეტყველო და მწიგნობრული საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო გამოდის. მოყვანილი მეორე - ტრულის კრების 19 კანონის მიხედვით, ეკლესიის წინამძღოლი ყოველდღე, მით უმეტეს კვირას, ყველა სასულიერო პირს და მრევლს უნდა მოძღვრავდეს და ცხადია, ეს სწავლება წმინდა წერილთან და ეკლესიის მამების სწავლებასთან სრულად უნდა იყოს შეთანხმებული. იგივე პატრიარქი იოანე, იმავე ტომოსის გამოყენებით, 1341 წლის ბრძანებით კრძალავს ვინმე "ღვთისმეტყველებდეს და წერილობით ან ზეპირი სიტყვით შეეხოს ამა თუ იმ დოგმატურ გამოთქმას" (Ibid col. 692 A). ეკლესიის წინამძღოლთა ხსენებული სიფრთხილე, როგორც ვხედავთ, ცალკეულ შემთხვევებში, თვითწინააღმდეგობაში გადადიოდა და ქმნიდა უმოქმედობის წინაპირობებს და აფერხებდა რელიგიური აზრის განვითარების პროცესს, რაც ყოველთვის "მორჩილების" მოთხოვნას ეფუძნება და ადვილად ხორციელდება, რაც თავისთავად ძალაუფლების "asylium ignorantiae" მსახურებაა. როდესაც ვაფასებთ იმ გარემოებებს და პირობებს, რომლებშიც XIV საუკუნის ღვთისმეტყველს უხდებოდა მოღვაწეობა, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

შემდეგ: საღვთისმეტყველო ტრადიცია (გაგრძელება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat