წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)
ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
(თავის დასასრული)
ბერმონაზვნობა ჯერ კიდევ არ არის წმინდანთა საზოგადოება, ეს მხოლოდ დიდი სწრაფვაა ღმრთისკენ, განწმენდისათვის ბრძოლის გზაა და წმინდანად გახდომის მცდელობა. გადარჩენაზე ბერები სხვებზე მეტად ფიქრობენ და შეძლებისდაგვარად მიზნად სწორედ ამ ამოცანას ისახავენ. ამიტომ არ შეიძლება ბერმონაზვნობაში ჩრდილოვანი ელემენტის დანახვის შემთხვევაში მთელს მოძრაობას ირონიულად ვუყურებდეთ. თავისთავად საერო ცხოვრებაზე უარის თქმა და მონასტერში წასვლა, იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ამქვეყნიურ სიკეთეებს უწოდებენ, უდიდესი პროტესტის ნაბიჯია და ჯერ მხოლოდ ამ ნაბიჯის გამო იმსახურებს ბერმონაზვნობა დიდ პატივისცემასა და ყურადღებას. ცალკეულ შემთხვევებში გარდაუვალი გადახვევები მონასტრულ ნათელ ფონს უფრო მეტ ჩრდილს აყენებენ, ვიდრე საზოგადოებრივ ყოველდღიურობას. ბერმონაზვნობა არის (ან, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა იყოს), პიროვნების თვითგამოვლენის საუკეთესო საშუალება, ისეთი პერსონალიზმის ნათელი მტკიცებულება, რომელიც ობივატელურ გარემოცვას ვერანაირად ვერ ეგუება.

ბიზანტიას თავისი დიდებულების, მეფეების, პატრიარქების, უბრალო ადამიანების სახით ბერმონაზვნობისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. ისინი, როგორც მაშინ იტყოდნენ, "ბერობის თაყვანისმცემლები" იყვნენ. მაშინდელ ბიზანტიურ ცხოვრებაში, წმინდანთა დინასტიებსა და ღირსთა ოჯახებსაც შეხვდებოდით. მაგალითად, ასეთია გრიგოლ პალამას ოჯახი. გრიგოლის მამა ცნობილი და წარჩინებული სახელმწიფო მოხელე, სამეფო თათბირებზე ივიწყებდა, სად იყო და ღრმა ლოცვას ეძლეოდა. თავად იმპერატორი ანდრონიკე II (დიდი) მას თავად იცავდა იმისათვის, რომ კოლეგებს არ გაეკიცხათ პირადი სულიერების სახელმწიფო საქმეებზე უპირატესობის მინიჭების გამო. პალამების მთელმა ოჯახმა: მამამ, დედამ და ყველა შვილმა, წმინდა გრიგოლის ჩათვლით, სამონასტრო ცხოვრების გზა აირჩია. ასევე ბრწყინვალეა ნემანიჩების სერბული დინასტიის მაგალითი. მასში აისახა ამ საკითხისადმი ტრადიციული ბიზანტიური დამოკიდებულება: რასტკო ნემანიჩი სერბეთის პირველი არქიეპისკოპოსი და განმანათლებელი წმინდა საბაა; მისი დედა ანასტასიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა; მამა, მოხუცი სტეფანე ნემანიჩი ათონზე წავიდა და ის არის ყველასათვის ცნობილი წმინდა სვიმონ მირონმდინარე; წმინდა საბას უმცროსი ძმა, პირველკურთხეული კარლოს სტეფანე, ბერ სვიმონად აღიკვეცა; მათი შთამომავლები - წმინდა კარლოს სტეფანე II მოლუტი, წმინდა კარლოს სტეფან III დეჩანსკი წმინდა კარლოს უროშ მეხუთეა, გადატრიალებებსა და მეფეთა ხშირი ცვლის პროცესში შვიდმა მათგანმა ცხოვრება მონასტერში დაასრულა... დების - ზოიას და თეოდორას სამონასტრო ცხოვრება იმდენად უღირსი ამბებითაა გარემოცული, რომ უმჯობესია, არ გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს აღკვეცები ხშირად ძალადობის შედეგი იყო, მაგრამ კარგად ამბობს პროფესორი ნ. სკაბალანოვიჩი: "მეფის ტახტიდან ორად-ორი გზა არსებობდა - ეშაფოტი და მონასტერი... მონასტერი დამნაშავეებისათვის ციხე იყო, გულგატეხილთათვის - მშვიდობიანი თავშესაფარი; ბერის მანტია მათ აკუთვნებდნენ, ვინც ძალაუფლებისა და მართლმსაჯულების წინაშე სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ ეს მანტია მათაც ეკუთვნოდა, ვისაც წმინდა აღტკინება ჰქონდა, არანაირი პოლიტიკური ცოდვა არ გააჩნდა და რომელთა ერთადერთი შეცოდებაც პოლიტიკური სასოწარკვეთილება იყო"...

მეფე, დიდებულები და სამღვდელოება აღადგენდნენ, აშენებდნენ და თავად მიდიოდნენ მონასტერში საცხოვრებლად. სტუდიელმა სენატორმა თავისი ცნობილი ლავრა ააშენა, რომან III-მ ააგო პერივლეპტის მონასტერი, მიქაელ პაფლაგონმა - კოსმიდიის მონასტერი, კონსტანტინე მონომახმა - მანგანა, იოანე III ვატაცი დავრდომილთა თავშესაფარებს, მონასტრებს და საავადმყოფოებს აშენებდა.

მას შემდეგ, რაც მეფეები საერო ცხოვრებას ტოვებდნენ, თითქმის არასოდეს იწყებდნენ საეკლესიო იერარქიის საფეხურებზე აღმასვლას, არ ხდებოდნენ იეროდიაკვნები, მღვდელ-მონაზვნები და ა. შ. ის, რომ იმპერატორი მიქაელ VII პარაპინაკი (1072-1077), იმპერატორ ნიკიფორე ბოტანიატეს გადაწყვეტილებით, ბერად აღკვეცის შემდეგ ეფესოს მიტროპოლიტი გახდა, თითქმის ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს.

ბიზანტიელებს უყვარდათ ტაძრების შენება. მთელი იმპერიის ტერიტორია სავანეებით და ეკლესიებით იყო დაფარული. ეს ნაგებობები ცხოვრებით გადაღლილი, გულგატეხილი, სიწყნარისა და მედიტაციის მაძიებლებისათვის, მათთვის ვინც ამქვეყნიურ უსამართლობას აპროტესდებდა და წუთისოფლის დატოვების წინ მშვიდ გარემოს ეძებდა, თავშესაფარი იყო. ათონის დიდი ლავრები, ბრწყინვალე ტაძრები, საუკეთესო ოსტატების მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშებით, ოჯახური სამლოცველოები, მცირე ზომის პარაკლისები, ზღვის სანაპიროზე, მეტეორასა და ოლიმპოს ფერდობებზე განცალკევებული კელიები - ცათა სასუფევლის წყურვილზე მეტყველებდა. ყოფილი იმპერიის სხვადასხვა ადგილას ახლაც არის მიმოფანტული სამლოცველოთა ნაშთი, დანგრეული მონასტრების კედლები და კოშკურები, ვერხვებით ან კვიპაროსებით გარემოცული მცირე ზომის მარმარილოს აგიაზმები და ჩესმები (სიწმინდეები), სადაც წმინდა წყალი საუკუნეების მანძილზე მოედინება და წარსულის უდიდეს რელიგიურ კულტურასა და ისეთი სუსტი არსებების, როგორც ადამიანია, უდიდეს შთაგონებაზე, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულზე მეტყველებს. მონასტრებისა და სამლოცველოების ეს სიმრავლე, თუნდაც თავისი მრავალი შინაგანი უწესრიგობით იმაზე მეტყველებს, რომ საქმე, გულგრილობის საპირისპირო სულის მოუსვენრობასთან, სხვა სინამდვილის - ჭეშმარიტი სამშობლოს - ცათა სასუფევლის ძიებასთან გვაქვს.

მონასტრების მშენებლობა კონსტანტინოპოლის აშენებამდე დაიწყო; წმინდა ექვთიმეს მონასტერი ჯერ კიდევ 240 წელს არსებობდა. რამდენიმე მონასტერი აშენდა კონსტანტინესა და მისი დედის, ელენეს დროს (წმინდა მოკის, წმინდა მინას, წმინდა მოწამე დიომიდას, მთავარანგელოზ მიქაელის), ისე, რომ 337 წელს დედაქალაქში უკვე 15 მონასტერი იყო. იმპერატორ თეოდოსი დიდის დროს იქმნება ცნობილი აკიმიტები, უძინართა სავანე. იმპერატორ ლეონ I-ის (457-474 წ.წ.) დროს დაარსდა ბიზანტიის ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საგუშაგო და მთელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმთავრესი ღერძი, ცნობილი სტუდიის სავანე. როგორც ირკვევა, იმპერატორ თეოდოსი უმცროსის (408-450 წ.წ.) სასახლე მონასტერი იყო. 518 წლისათვის კონსტანტინოპოლში უკვე 54 მონასტერია. მონასტრების მშენებლობის ოქროს ხანად უნდა ჩაითვალოს იმპერატორ იუსტინიანეს ზეობის პერიოდი. მაშინ აშენდა ხორას მონასტერი და მისი გუმბათი მოიხატა კახრიე-ჯამის მოზაიკით; აშენდა წმინდა ლავრენტის, წმინდა პეტრესა და პავლეს, წმინდა სერგისა და წმინდა ბაკქის მონასტრები და სხვა. 536 წლის კრების დადგენილებას ხელი 73 მონასტრის წინამძღოლმა მოაწერა, და მომდევნო წელს კიდევ 7 სავანე დაარსდა. ამდენად, VI საუკუნის შუა წლებში 80 მონასტერი მოქმედებდა.

იყო წმინდა ნაციონალური მონასტრები (სირიული, რომაული, სომხური); იყო სამეფო და საპატრიარქო; იყო სტავროპიგიალური (უშუალოდ პატრიარქს დაქვემდებარებული, - რ.ჩ.) მონასტრები. არსებობდა ისეთი წარმონაქმნებიც, როგორც სინიზაკტები - საერთო მონასტრები, რის წინააღმდეგაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ფოტიუსი, ადგილობრივი კრებები და იმპერატორების ნოველებიც (ახალი კონსტიტუციები და დადგენილებები, - რ.ჩ.) კი იწერებოდა. მონასტრებს ძირითადად სოციალურ-საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და წმინდა რელიგიური დანიშნულება ჰქონდა.

ბიზანტიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როგორც მის საერო, ისე სასულიერო მმართველობის სისტემაში ბევრი ცვლილება მოხდა. კონსტანტინე დიდიდან ანდრონიკე III პალეოლოგამდე, როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა საეკლესიო ასპარეზზე აქტიურად გამოვიდა, 77 ბასილევსი გამოიცვალა. სულ კონსტანტინე XI დრაგაშის ჩათვლით ისტორიისათვის 86 იმპერატორია ცნობილი. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელთა კატალოგი, პალამისეული დავების მომსწრე იოანე XIV ხეიბრამდე 146 ითვლის; თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე უკანასკნელი პატრიარქი გრიგოლ III (1445-1450), თუ არ ჩავთვლით ათანასეს პრობლემურ პატრიარქობას, ამ სიაში 158 იყო.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ არა მხოლოდ ძოწეულის ეპიზოდურად მატარებლებს, სასახლის ინტრიგების, შემთხვევით გაჩენილი მოხერხებული გარემოებების, სამხედრო პრენუნციამენტოსა (გადატრიალების) და აგრეთვე სწრაფად გადაყენების შემდეგ უკვალოდ გამქრალებს; თუ არაფერს ვიტყვით იმპერატორების შესახებ, რომლებიც მხოლოდ როგორც მხედართმთავრებმა ან კარგმა მმართველებმა გაითქვეს სახელი, მაგრამ კულტურისათვის ცოტა გააკეთეს; გავიხსენებთ იმ იმპერატორებს, ვინც ცნობილია, როგორც განმანათლებელი, მეცნიერების მოყვარული, ღვთისმოსავი, ღვთისმეტყველი, ერთი სიტყვით, კულტურის მოამაგე, ასეთები იქნებიან: იუსტინიანე, ლეონ ბრძენი, კონსტანტინე VII, რომანოზ III, კონსტანტინე მონომახი, ალექსი კომნენოსი, საღვთისმეტყველო დავების მოყვარული მანუელ კომნენოსი, ალექსი III, თეოდორე II ლასკარი, რომელსაც კრუმბახერი, დეგენერაციული ნევრასთენიის მიუხედავად, მის თანამედროვე იმპერატორ ფრიდრიხ II-ს ადარებს, ანდრონიკე და მანუელ პალეოლოგოსი, იოანე კანტაკუზელი, და რა თქმა უნდა, მრავალი სხვა.

ზუსტად ამგვარად, საპატრიარქო ტახტს უფერული მღვდელმთავრების, ზილოტი-ობსკურატორების, აშკარა მებრძოლი გნოსიმახების გარდა, იკავებდნენ კულტურის თვალსაზრისით ჭეშმარიტად ღირსეული მღვდელმთავრები. თუ გვერდს ავუვლით წმინდა იოანე ოქროპირისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის დროს (კვლავაც სისრულისადმი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე) გავიხსენოთ იოანე სქოლასტიკოსი, დიდი ფოტიოსი და ტარასი, მიქაელ კერულარი, მიქაელ ახიალა, თეოდოსი I, იოანე კამატირა, იოანე ვეკა, გრიგოლ კვიპრელი, ფილოთეოს კოკინი. ცალკეულ წმინდანებსა და ერისკაცებზე, კულტურის მოამაგეებზე, როგორც ეკლესიების, ისე სამოქალაქო ნაგებობების აღმშენებლებზე, ეპისკოპოს ჰუმანისტების ბრწყინვალე პლეადაზე.

ბიზანტიის გარეგნული მსოფლიო ძლევამოსილება, მისი ეკუმენური მნიშვნელობა წმინდა გრიგოლ პალამას ეპოქაში საგრძნობლად შერყეული იყო. ქვეყანას დიდების ელფერი აღარ ედო. იდგა სიბერისა და დაჩაჩანაკების ჟამი. გარდასული იყო ბრწყინვალე და ბობოქარი წარსული. ჯერ კიდევ XI საუკუნის მიწურულს, იმპერატორ ბასილი ბულგართმმუსვრელის სიკვდილიდან (1025 წ.) კომნენების დინასტიის გამეფებამდე (1081 წ.) მიუხედავად უმეფობის ხანის, შიდა ომებისა და სახელმწიფოებრივი მოუწყობლობისა, იმპერია სომხეთის საზღვრიდან მოყოლებული სამხრეთ იტალიამდე და დუნაის გაღმა საზღვრებამდე (სირმია და ბელგრადი), კვიპროსისა და როდოსის კუნძულებამდე დაახლოებით 38 მხარეს ფლობდა. მაგრამ XIV საუკუნის დასაწყისში ეს სივრცეები ძალიან შეიზღუდა. ბარბაროსებმა, სლავებმა, სომხებმა და ქართველებმა იმპერიას საკმაოდ დიდი ფართობები ჩამოაშორეს. თურქები ბიზანტიისკენ, ყველა მხრიდან რკინის წრედ მოიწევდნენ. შორსმჭვრეტელი მოსახლეობა გრძნობდა იმპერიის მოახლოებულ დასასრულს. XIII საუკუნეში ბიზანტიას ლათინი ჯვაროსნების ურდოები შემოესივნენ და ბიზანტიამ ტრაგიკული ტყვეობა იწვნია. XIV საუკუნის მიწურულს, სულთნის სამფლობელოები უფრო მეტად მიუახლოვდა და დაემუქრა კონსტანტინოპოლს. იმპერატორი ანდრონიკე III პალეოლოგოსი 1339 წელს ავინიონში ბენედიქტე XII-სთან, თურქებთან ბრძოლაში დახმარების სათხოვნელად, ელჩობას გზავნის, რომლის შემადგენლობაშიც არის წმინდა გრიგოლ პალამას აშკარა მოწინააღმდეგე ვარლაამი და ვენეციელი რაინდი სტეფანე დანდოლო. ვარლაამი ძალიან ცდილობდა დახვეწილი დიპლომატიური უნარი გამოევლინა, მაგრამ დასავლეთისგან დახმარებაზე უარი მიიღო. თურქებიდან მომდინარე საშიშროება სულ უფრო მეტად იზრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთს არ სურდა, ბიზანტია თავისი ისტორიის მიწურულს ჯვაროსნებს კიდევ ერთხელ გაეძარცვათ. საკმარისი იყო, ბიზანტიელებს გაეხსენებინათ 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ჩადენილი სისასტიკე და სიბილწე, რაც ნიკიტა ქონიატესა და ევსტაფი თესალონიკელის შემზარავ წერილებშია აღწერილი, რათა ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ბიზანტია ახალი, ისეთი ბოროტმოქმედებებისაგან იხსნა, რომელიც დასავლეთიდან მოსულ ცრუძმებს უნდა განეხორციელებინათ. ბიზანტიისათვის ისტორიული მებრძოლი კანონით შურისგება მაჰმადიანების ხმლით უნდა აღსრულებულიყო. ნამდვილ დრამატიზმსა და ტკივილს ვხედავთ იმდროინდელ ისტორიულ საბუთებში და მაშინ აშკარა იყო გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობა და მოლოდინი. დაახლოებით 1360 წლის ერთ-ერთ წერილში დიმიტრი კიდონი წერს: "თუ იმპერია დაეცემა, ყველა ხალხი გამარჯვებულის მონა გახდება, და თუ აღმოსავლეთს დაიმონებენ, ხოლო დასავლეთში სხვა ხალხების მშვიდობიანი ცხოვრებით ტკბობას დაინახავენ, დამპყრობლები მიღწეულით არ დაკმაყოფილდებიან. ეს (გამარჯვებულები) ბარბაროსებთან ერთად ყველაზე იძიებენ შურს, ვისაც შეეძლება მათ ხელი შეუშალოს... არავის ეგონოს, რომ დამპყრობლების ოცნებას აღსრულება არ უწერია". რამდენჯერ განმეორებულა ასეთი ისტორიული გარემოებები, რამდენჯერ გათითოკაცებულ ხალხსა და სახელმწიფოს საშიშროების გაზრდის პროცესისათვის ყურადღება არ მიუქცევია, მტრის მიერ მეზობლების შთანთქმის პროცესისთვის თვალი უდარდელად და უზრუნველად უდევნებია, გულუბრყვილო, მაგრამ ღრმა რწმენა ჰქონია, რომ მას საშიშროება არ ემუქრება და მოყვასისთვის დახმარების ხელი არ გაუწვდია.

შემდეგ: საღვთისმეტყველო ტრადიცია (დასაწყისი)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat