"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
 "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2
თავი 1. კაპადოკიური

სინთეზი
IV საუკუნის II ნახევარში იმპერიისა და მთელი ბერძნულ-რომაული საზოგადოების გაქრისტიანების პროცესი მდოვრედ და პირველ ეტაპზე ძალიან ზედაპირულად მიმდინარეობდა. 337 წელს, მხოლოდ სიკვდილის წინ მოინათლა იმპერატორი კონსტანტინე. მაშინ ნათლობას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ და იმის შიშით, რომ სიცოცხლეში ქრისტეს მცნებები არ დაერღვიათ, საკუთარ ნათლისღებას, როგორც კონსტანტინე, ისე მისი შვილები მაქსიმალურად აყოვნებდნენ. ძალმომრეობასა და სამხედრო ძალაზე აგებული საიმპერატორო ტახტის ქრისტიანულ რწმენასთან შეთავსება ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა, მაშინ ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და საკუთარი ნათლობის გადადების მიუხედავად, ახალი რელიგიისათვის იმპერატორები მაინც ირჯებოდნენ. ყველგან შენდებოდა ეკლესიები და მათ ხალხი ავსებდა. ყვაოდა და ვითარდებოდა ხელოვნების დარგები. ქრისტიანდებოდა ყველა ფენა. ეთნიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ჯურის კაცი ელინისტური კულტურის წარმომადგენელი იყო და ამ ხალხის მენტალობის საკეტურს ბერძნული ფილოსოფია წარმოადგენდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ მსოფლიო გაქრისტიანებულიყო, ბუნებრივად იბადებოდა ქრისტიანობის ბერძნულ გაგებებსა და კატეგორიებში გადაყვანის საჭიროება. ასეთი შრომა არა მხოლოდ გონების, არამედ სულისა და გულის დიდ ძალისხმევასაც მოითხოვდა. აქ ისეთი შთაგონება იყო საჭირო, რომელიც ისტორიული სიტუაციის გარდატეხის პროცესს ქრისტიანული შინაარსის მტკიცებულებებში გაატარებდა. IV საუკუნეში ეს უმძიმესი ტვირთი კაპადოკიელმა მამებმა: ბასილი დიდმა, გრიგოლ ნოსელმა და გრიგოლ ნიზიანზელმა იტვირთეს.

ხსენებული პრობლემის საილუსტრაციოდ თავად წმინდა წერილისადმი დამოკიდებულებაც გამოდგება. მასში შემავალი წიგნებიდან არა მხოლოდ ახალი აღთქმაა ბერძნულ ენაზე დაწერილი, არამედ ძველიც, რომლის ბერძნული ვარიანტი სეპტუაგინტად (სამოცდაათის მიერ თარგმნილად) არის წოდებული. განათლებული ბერძნისათვის მაინც გაუგებარი იყო, რატომ უნდა მინიჭებოდა ბიბლიაში მოთხრობილ უმნიშვნელო, მცირე მოცულობის ისტორიულ ეპიზოდებს რელიგიური მნიშვნელობა. ყველაფერი, რაც ამ წიგნებში ეწერა, ბერძნებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ და მით უმეტეს, სრულ აბსურდად მიიჩნევდნენ მკვდრეთით აღდგომის ამბავს. ამის დაჯერება არც ერთ თავმოყვარე ფილოსოფოსს არ შეეძლო (ფილოსოფიურად მოაზროვნე ბერძნები გონით იკვლევდნენ, აქ კი, სულიწმიდის მადლით, გონთან ერთად გულსაც უნდა ემოქმედა და პიროვნულ სულსაც, - რ. ჩ.).

მეორე მხრივ, ელინისტური თვალსაზრისით, ისტორია საერთოდ არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ იყო. მათ ყოველგვარი ამქვეყნიური წვრილმანი, ტრანსცენდენტური ჭეშმარიტების მუდმივ მორჩილებაში წარმოედგინათ. გაბატონებული პლატონიზმის კატეგორიებში ღმერთი სრულიად მიუწვდომელ, უცვალებელ და მარადიულ არსებად მიიჩნეოდა. მას არ შეეძლო რაიმედ და, მით უმეტეს, უბრალო მოკვდავ ადამიანად, თანაც იუდეველად "გადაქცეულიყო". ამდენად, საკვირველი არ არის, რომ მთელი ბერძნული მოსახლეობის სნობისტურად მომართული ინტელექტუალური ნაწილის დახვეწილი გამოვნება ქრისტიანული სწავლების საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი. მართლაც, რატომ უნდა გამხდარიყვნენ პლატონისა და არისტოტელეს მემკვიდრეები ისეთი რელიგიური სწავლების მომხრენი, რომელიც ერთი მუჭა გაჭირვებული და გაუნათლებელი პალესტინელების წიაღში ჩაისახა?

წმინდა წერილის ბერძენისათვის გასაგებად ახსნა პირველმა ორიგენემ სცადა. გამოიყენა თავისი ალეგორიული განმარტების სისტემა, რომელშიც ყოველი ისტორიული ფაქტი, იგავურად და ქარაგმულად იყო წარმოდგენილი და ისინიც, თავის მხრივ, მარადიულ ჭეშმარიტებებს გულისხმობდნენ. ალეგორიულ ხერხებს თავად მოციქული პავლე იყენებდა და ამიტომ, ასეთი მეთოდი ქრისტიანულ სამყაროში საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. ორიგენეს შრომებით, მიუხედავად მათ მიმართ დიდი ინტერესისა, პრობლემები საბოლოოდ ვერ მოგვარდა. თავად ორიგენე კი, მთელი ცხოვრებით, ბერძნული გონისა და ქრისტიანული რწმენის იმ ურთიერთდაპირისპირების განსახიერება იყო, რომელიც საბოლოოდ ვერავინ დაასრულა.

კონფლიქტის მოგვარებას კაპადოკიელი მამები შესაბამისი სინთეზის შექმნის გზით ცდილობდნენ. იდგა კიდევ ერთი - არიანულ ერესთან დაკავშირებული პრობლემა. იმდროინდელი საეკლესიო გონი ამ სენით იყო შეპყრობილი. არიოზის სწავლების მიხედვით, ძე ღვთისა ჭეშმარიტი ღმერთი არ იყო, ის რაღაც შუალედურს, ღმერთსა და ადამიანს შორის მოქცეულ არსებას წარმოადგენდა. 325 წელს, ნიკეის კრებაზე, არიანობა დამარცხდა, მაგრამ უკვე 335 წელს იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძრის საზეიმო გახსნის დღეებში არიოზი კვლავ გაამართლეს და ეკლესიაში დააბრუნეს, მისი მთავარი ოპონენტი, ათანასე დიდი კი განდევნეს და ისიც იძულებული გახდა, დასავლეთის საქრისტიანოში გადასახლებულიყო. 337 წელს არიანელების ქომაგი, იმპერატორი კონსტანტინე გარდაიცვალა. ის სასიკვდილო სარეცელზე არიანელმა ეპისკოპოსმა, ევსები ნიკომიდიელმა მონათლა. იმპერია კონსტანტინეს შვილებმა გაინაწილეს. მართლმადიდებლობის მომხრე კონსტანტი იმპერიის დასავლეთ ნაწილს მართავდა, ხოლო არიანელი კონსტანცი აღმოსავლეთს დაეპატრონა. 350 წელს კონსტანცი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა და ეკლესიის "წმენდას" დაუყოვნებლივ შეუდგა. შედეგად თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი განდევნეს. მართლმადიდებლობა იულიანე განდგომილის (361 წ.) ძალაუფლებაში მოსვლამ გადაარჩინა. მან უფლებები დაუბრუნა წარმართულ რელიგიებს და თავისი ფართო ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად, სრული თავისუფლება მიანიჭა ყველა სახის ქრისტიანულ სწავლებას. იულიანე იმედოვნებდა, რომ შიდა რელიგიური ურთიერთდაპირისპირება ქრისტიანობას საბოლოოდ გაანადგურებდა. ამიტომ განდევნილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დაბრუნების უფლება მიეცათ. ისინიც დაბრუნდნენ და მართლმადიდებლობის აღდგენა დაიწყეს.

იმდროინდელი ატმოსფეროს უფრო ნათლად წარმოდგენისათვის საჭიროა ითქვას, რომ მაშინ ხმელთაშუა ზღვის სამყარო საკმაოდ გაერთიანებული იყო და განათლებული წრეების წარმომადგენლები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ასე, მაგალითად, 50-იან წლებში ათონის უნივერსიტეტში მოსწავლე წმინდა მამები მომავალ იმპერატორ იულიანეს კოლეგები იყვნენ. ერთი სიტყვით, ეკლესიის მამები იმ ადამიანების გვერდით იზრდებოდნენ და თვითონვე ხდებოდნენ ის ადამიანები, რომელთა ხელითაც იმდროინდელი ისტორია უნდა შექმნილიყო და მომავლის ბედი უნდა განესაზღვრა.

კონსტანცისა და იულიანეს ზეობის ჟამს წმინდა ათანასე დიდი "ერთარსის", ანუ ომოუსიას გაგებას იცავდა. ნიკეური რწმენის სიმბოლოში ეს იყო ერთადერთი არაბიბლიური ტერმინი. ამასთან, ეს სიტყვა, როგორც მოდალისტური იდეის გამომხატველი, 265 წლის ანტიოქიის კრებაზე უკვე დაგმობილი იყო. ოპონენტების აზრით, "ერთარსის" გამოყენების შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომლის მიხედვითაც სამების ყოველი პირი ერთიანი ღმერთის მხოლოდ "მოდუსს" ან "ასპექტს" წარმოადგენდა. უფრო მეტი ოპოზიციურობა ჩანდა ანტიოქიური სკოლის ღვთისმეტყველთა დამოკიდებულებაში. ამ სკოლის წარმომადგენლები გამორჩეულად იყვნენ დაინტერესებულნი მამისგან განსხვავებული ძის, იესო ქრისტეს პიროვნების ისტორიულობით. ერთ უმძიმეს ერესთან, არიანობასთან ბრძოლის პროცესში ჩართულ წმინდა ათანასეს უყურადღებოდ დარჩა თავისი ტერმინის მეორე - მოდალიზმის ერესში დადანაშაულების საკითხი. ამრიგად, ერთარსობის იდეამ თანდათან ანტიოქიური და ალექსანდრიული სკოლების ღვთისმეტყველთა საჯილდაო ქვად დაიწყო გადაქცევა და კაპადოკიელი მამების პირველი რიგის ამოცანა ამ დაპირისპირების აღმოფხვრა გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 325 წელს ნიკეის მრწამსი ფაქტობრივად ულაპარაკოდ იქნა მიღებული, 370 წლისათვის, თუ არ გავითვალისწინებთ განდევნილ წმინდა ათანასეს, აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსი არიანელი, ან ნახევრად არიანელი იყო. ამ დროს ხმები დადიოდა, როდესაც ნიკეის კრებაზე ეპისკოპოსები მიღებულ რწმენის სიმბოლოს ხელს აწერდნენ, ზოგიერთმა მათგანმა, ერთარსის ნაცვლად, მსგავსარსი ჩაწერა და მცირე იოტის ჩამატებით სრულიად შეცვალა ტერმინის შინაარსი. თუმცა დაწერილია: "იოტაი ერთი... არა წარხდეს სჯულისაგან" (მათ. 5:18)! სინამდვილეში მოხდა ისე, რომ ამ ურიცხვ არიანელთა შორის ისეთი ზომიერებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც "მსგავსარსი" ჩაწერეს. მათ ერთარსზე უარი იმის გამო კი არ თქვეს, რომ ნამდვილი არიანელები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ნიკეური სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნულობასთან შეუთავსებლად მიიჩნიეს: ფიქრობდნენ, რომ არ შეიძლებოდა ღმერთი ერთდროულად სამებაც ყოფილიყო და ერთარსიც. სწორედ კაპადოკიელმა მამებმა შეძლეს ზუსტად გამოეთქვათ და გასაგებად განემარტათ მართლმადიდებლური რწმენის შინაარსი, სადაც სამი იპოსტასი სწორედ ღმერთის ერთარსობაში იგულისხმება და ამ განმარტების შედეგად კაპადოკიელებმა ზომიერი ქრისტიანები საბოლოოდ გადაიბირეს. ამგვარად, დოგმატის გასაგებად განმარტებამ და ღვთისმეტყველების ჭეშმარიტმა შემოქმედებითმა განვითარებამ, კაპადოკიელებს საშუალება მისცათ ბერძნული გონის აბსტრაქტულობა იუდეური პიროვნული ღმერთის იდეასთან შეეთავსებინათ და ამით ეკლესია გაუგებრობებისგან გაეთავისუფლებინათ. კაპადოკიელების ან როგორც მათ უწოდებდნენ, "ახალნიკეელების" წარმატება იმის დასტურია, რომ დოგმატური შეურიგებლობით ჭეშმარიტება ყოველთვის ვერ იზეიმებს და განსხვავებულობა გონივრული დიალოგის წარმართვითა და ურთიერთგაგების გზების მოძიებითაც შეიძლება დაიძლიოს.

კაპადოკიელების მიერ შემოღებულმა ტერმინოლოგიამ მსოფლიო ეკლესიის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა. ეკლესიამ აღიარა, რომ საიდუმლოებები საყოველთაო არიანელობის პირობებშიც აღესრულებოდა და ამიტომ მართლმადიდებლობაში დაბრუნებული არიანელები მეორედ აღარ ინათლებოდნენ. თავად ბასილი დიდიც, განგებულების საიდუმლოს (იკონომიის) გათვალისწინებით, ისეთ ზომიერ პოზიციას იკავებდა, რამაც ეკლესია საბოლოოდ "მრავალთა გამომხსნელად" აქცია.

381 წელს იმპერატორ თეოდოსი დიდის ზეობის დროს, კონსტანტინოპოლში მოწვეულ მეორე მსოფლიო კრებაზე, წმინდა სამებასთან დაკავშირებული გაუგებრობები აღმოიფხვრა. ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლო იმ განმარტებით, რომლითაც კაპადოკიელებმა წარმოადგინეს, ანუ სამი იპოსტასის სწავლებასთან ერთად, ერთადერთ ჭეშმარიტ და კანონიერ მრწამსად იქნა აღიარებული. თუმცა ვნებათა ღელვა ამით არ დასრულებულა. ალექსანდრია მხოლოდ წმინდა ათანასე დიდის ღვთისმეტყველებას აღიარებდა და "ახალკაბადოკიელობაზე" უარს აცხადებდა, რაშიც მას რომის ეკლესიაც ემხრობოდა. ანტიოქიაც უთანხმოებით იყო შეპყრობილი. იქ ერთმანეთს სამი ეკლესია ედავებოდა: არიანული, ახალნიკეური (რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა და ამ ჯგუფს სათავეში კაპადოკიელების მეგობარი ეპისკოპოსი მელეტი ედგა, ვის გვერდითაც ჩვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იოანე ოქროპირს ვხედავთ) და ძველნიკეური (რომელსაც ეპისკოპოსი პავლინე ედგა სათავეში). ეს უკანასკნელი ეკლესია ალექსანდრიასთან და რომთან იყო ერთობაში, რომი კი არ აღიარებდა მეორე კრებას და სწავლებას სამი იპოსტასის შესახებ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც კაპადოკიელ მამებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოეხდინათ, სამონასტრო მოძრაობა იყო. IV საუკუნეში ეს მიმართულება განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა. იმდენად, რამდენადაც ოფიციალური ეკლესია, თავისი "ამქვეყნიურობით", სულ უფრო მეტად ერწყმოდა იმპერიას, ათასობით ქალი და მამაკაცი ტოვებდა საზოგადოებას, უდაბნოში ცდილობდა განმარტოებას და ამით ეს ადამიანები ეკლესიის გაამქვეყნიერებულ ცხოვრების წესს ისეთ იდეალურ ქრისტიანულ მისწრაფებებს უპირისპირებდნენ, რომელშიც სახარებისეული მოთხოვნები ზუსტად უნდა ყოფილიყო დაცული. ასკეტურ ცხოვრებასა და უწყვეტ ლოცვაში მყოფი ბერები ხანდახან ისეთ უკიდურესობაში ვარდებოდნენ, რომ ღვთისმეტყველებასაც კი ზედმეტად მიიჩნევდნენ. უდაბნოში ცხოვრების გამო ისინი ხშირად საიდუმლოებათა გარეშე რჩებოდნენ და თავიანთი მაქსიმალიზმით გატაცებულებს ეკლესიის მიღმაც კი სურდათ ეცხოვრათ.

კაპადოკიელების ერთ-ერთი დამსახურება ის არის, რომ მათ ბერმონაზვნობა ეკლესიურ სივრცეში შემოიყვანეს. წმინდა ბასილი დიდმა სპეციალური კანონები და წესდება ჩამოაყალიბა, რომლითაც ბერმონაზვნური იდეალი საეკლესიო სივრცეში მოექცა და ამავე დროს, ეკლესიის ზოგიერთი წევრის გამორჩეული ასკეტური მოწოდება აღიარებული და დაკანონებული იქნა. წმინდა ბასილის ძმამ, წმინდა გრიგოლ ნოსელმა ბერმონაზვნობის მისტიკური შინაარსი ისე განმარტა, რომ ბერებმა ეკლესიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს და საბოლოოდ ჩაითვალა, რომ ეკლესიისა და საიდუმლოს აღსრულების გარეშე ბერმონაზვნული იდეალის განხორციელება შეუძლებელია.

ამრიგად, კაპადოკიელმა მამებმა: წმინდა ბასილი დიდმა, წმინდა გრიგოლ ნიზიანზელმა (ღვთისმეტყველმა) და წმინდა გრიგოლ ნოსელმა ქრისტიანული ეკლესიის ახალ პერიოდს დაუდეს სათავე. რომის სახელმწიფოსთან (ხან ორაზროვან) ერთობაში, მაგრამ ყოველთვის ბერმონაზვნობასთან მჭიდრო კავშირში, სასუფევლისკენ ამაღლებისთვის მომართულმა ეკლესიამ, სამყაროს ქრისტეში გამოსასყიდად, ბერძნული კულტურის ქრისტიანიზაციის საქმე საკუთარ პასუხისმგებლობად აქცია. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც თავისთავად სიფხიზლესა და მუდმივ შემოქმედებით ღვთისმეტყველებას, ერესებთან ბრძოლასა და აქტუალური ფილოსოფიური საკითხების მოგვარებას მოითხოვდა. ამ ძალისხმევის შედეგად დამკვიდრდა ათასწლოვანი მართლმადიდებლური კულტურა, რომლითაც მრავალი ხალხის ბედი განისაზღვრა, ცალკეულ შემთხვევებში დასავლური სეკულარული შეტევების გამო, ზოგიერთი ხალხის ცხოვრება გაქრობითაც კი დასრულდა.

შემდეგ: ბასილი დიდი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat