წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
 წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)

ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
(გაგრძელება)
ორი სტიქიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთშეხებამ, ეკლესიის არასაკმარისმა დამოუკიდებლობამ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ საწყისების ხშირმა შეჯახებამ ბიზანტიას მწვავე სატკივარი გაუჩინა. დასავლეთმა ბიზანტიურ სახელმწიფოში ამ ორი ძალაუფლების ურთიერთდამოკიდებულებას საკმაოდ დიდი ხნის წინ "ცეზაროპაპიზმი" უწოდა. ხსენებულ ტერმინში ხშირად განზოგადებული და ამიტომ არასწორი შინაარსი მოიაზრება. ორი ძალაუფლების გახშირებული დაპირისპირებები, პატრიარქების დამტკიცების პროცესში სახელმწიფოს მმართველის მოქმედი პრივილეგიები, ცალკეულ შემთხვევებში - პატრიარქებისა და ეპისკოპოსების შერჩევის პროცესში პირდაპირი ჩარევები, საეკლესიო ქონების განკარგვაზე სახელმწიფო კონტროლი, რაც იმპერატორების მიერ დანიშნული "სკევოფილაქსებისა" და "დიდი ეკონომისტების" საქმიანობაში ვლინდებოდა; სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევები საეკლესიო ქონების მართვაში, სამონასტრო ქონების სეკვესტრირების ცალკეული შემთხვევები (მაგალითად, კონსტანტინე მონომახის, ისააკ კომნინეს, მიხეილ VII დუკა პარაპინაკეს, უსახო პატრიარქი კოსმას, მანუილ კომნინესა და სხვათა დროს), ყველაფერ ამაში დასავლეთელი მკვლევარები, ხოლო ჩვენში პროფესორი ვასილიევი სწორედ ცეზაროპაპიზმის არაჯანსაღ გამოვლინებას ხედავდნენ. ამასთან, ცალკეული ბიზანტიელი მწერლები, მაგალითად, ბალსამონი, დიმიტრი ხომატინი, გიორგი აკროპოლიტი, პატრიარქი პოლივექტი გამოთქვამდნენ რწმენას, რომ იმპერატორის ძალაუფლებას საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა და საჭიროებას წარმოადგენდა. მაგრამ ეს ყოველთვის მხოლოდ მათ კერძო მოსაზრებად რჩებოდა და ეკლესიისათვის ამ აზრს დოქტრინული მნიშვნელობა არასოდეს ენიჭებოდა. ყველაფერს სრულიად საპირისპიროდ აღიქვამდნენ პატრიარქები და ზილოტი მწერლები. პროფესორ ა. ლებედევს მიაჩნდა, რომ "ცეზაროპაპიზმი არ წარმოადგენდა კანონით მიღებულ და დამტკიცებულ სისტემას", ეს იყო "სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამკვიდრებული ნორმალური ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ ხშირად არანორმალურ სახეს იღებდა".

დასავლეთში სურთ აღმოსავლური ეკლესიის წინამძღოლად ბასილევსი წარმოადგინონ, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, რადგან საქმე აქ მხოლოდ ურთიერთობის თეორიულ პრინციპს ეხება. შესაძლოა ყოფილიყო და კიდევაც იყო ზეგავლენისა და ზოგიერთი პატივმოყვარე იმპერატორის მხრიდან ეკლესიის მართვის პროცესში ჩარევის შემთხვევები, მაგრამ ეს ყველასგან არასწორ და ძალიან სამწუხარო მოვლენად მიიჩნეოდა. პრინციპში ბიზანტიელების უმრავლესობის კანონიკურ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრივ-ეკლესიური ურთიერთობის მოქმედ იდეალში ასეთი გადახრები არ უნდა ყოფილიყო. ბიზანტიაში ხელმწიფე არ არის ეკლესიის თავი. მაგალითად: ეკლესიასთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქედმაღალი, უზურპატორული ტენდენციების მატარებელი იმპერატორის ისააკ ანგელოსის საყურადღებო ნოველის მინიშნებით, ის მხოლოდ ეკლესიის "ეპისტიმონარქი" იყო. ჩვენ ვერ დავეთანხმებით პროფესორ ლებედევს, როდესაც ის ამ გამოთქმას განმარტავს, როგორც ეკლესიის "ძალიან გამოცდილ მმართველს" და მიიჩნევს, რომ ისააკ ანგელოსი "უმაღლესი საერო ძალაუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულებას თვითგანდიდების ბრწყინვალე ფორმით გამოხატავს". ამ ტერმინს უფრო ზუსტად და სიღრმობრივად განმარტავს პროფესორი სოკოლოვი, რომელიც სატაძრო, ლიტურგიულ პროცესთან მიმართებაში განიხილავს: "ტერმინი მართლაც საეკლესიო შინაარსისაა და იგი სამონასტრო წარმონაქმნია. ეპისტიმონარქი მონასტერში მომქმედი თანამდებობის პირია, მისი მოვალეობა წესრიგის დაცვა და ბერმონაზვნობის ყოველდღიური ცხოვრების თვალყურის მიდევნებაა. ამასთან ეპისტიმონარქს არ გააჩნდა უფლებათა ფართო სპექტრი, არ შეეძლო ქმედითი ზომების მიღება, მას მხოლოდ შეხსენების, მინიშნების, დაკვირვებისა და ზრუნვის შესაძლებლობა ჰქონდა. ეპისტიმონარქის მოქმედების უმაღლეს სახელმძღვანელოს სამონასტრო წესდება წარმოადგენდა"... პროფესორ სოკოლოვის აზრით, ეპისტიმონარქის ფუნქციების შესახებ პირველი საუბარი ეპანაგოგშია (IX ს.), თუმცა უშუალოდ ტერმინი იქ ჯერ არ არის ნახსენები. შემდეგ ეს სიტყვა სულ უფრო ხშირად იურიდიულ ძეგლებში: ვრცელ ეპანაგოგში, ალფავიტურ სინტაგმში და იმპერატორ ისააკ ანგელოსის ნოველებში გვხვდება. ამ წყაროებში ძალაუფლება დუალისტურ შტრიხებშია წარმოდგენილი და საუბარი, სამეფო ძალაუფლების ეკლესიასთან შეთანხმებულ მოქმედებაზე, მიმდინარეობს. ამავე დროს, აშკარაა, რომ საეკლესიო კანონებს სამოქალაქო კანონებზე უპირატესი მდგომარეობა ეკავათ. მაგრამ, იყო სახელმწიფოს მხრივ ძალაუფლების უზურპირების აშკარა მცდელობებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესიის წინამძღოლები სავალალო კონფორმიზმს ამჟღავნებდნენ და ცდილობდნენ ეკლესიაზე სახელმწიფოს პრიორიტეტი თეორიულადაც გაემართლებინათ, მაგრამ ბიზანტიელების ოფიციალურ ეკლესიურ მსოფლმხედველობაში ეს მაგალითები მხოლოდ როგორც ეპიზოდური და მახინჯი გამოვლინებები დაფიქსირდა.

უმაღლესი საერო ხელისუფლების ამგვარი სავალალო გამოხდომები საეკლესიო სივრცეში შესაბამის რეაქციას იწვევდა. ჯანყდებოდნენ ზილოტები, სახელმწიფო ძალაუფლებისადმი შეურიგებელი და ეკლესიის ერთგული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ საეკლესიო ცხოვრებაში არანაირი ჩარევა არ დაეშვათ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკიდურეს პოზიციებს ავლენდნენ. როგორც, მაგალითად, არსენი და არსენიტები, რომელთა მთავარი ამოცანა ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა იყო, პრიორიტეტი კი ზნეობრიობას და ასკეტურობას ენიჭებოდა, რაც შეეხება განათლებას, მათ მსოფლმხედველობაში ის მეორე პლანზე გადადიოდა.

როგორც ბიზანტიური ეკლესიის ისტორიის პირველწყაროების, ისე ეკლესიური პოზიციის დამცველი მიუკერძოებელი ბიზანტისტი ისტორიკოსების მასალების შესწავლის შედეგად, შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ითქვას, რომ მიუხედავად ცალკეულ შემთხვევებში ყოველგვარი არაჯანსაღი გადაცდომებისა, ქრისტიანობის ისტორიაში ბიზანტია იყო ევანგელური სწავლების რეალურ ცხოვრებაში განხორციელების ყველაზე უფრო მეტი სიჯანსაღისა და გაუმრუდებლობის კარგი მაგალითი. ერთი მხრივ, აქ ზნეობრივი სწავლების სიწმინდისათვის, საეკლესიო და სახალხო ცნობიერებაში აშკარად შეურიგებელი სიმკაცრეა. "ბიზანტიის მბრძანებლებს, - წერს ბიზანტიის სწავლული მცოდნე, - შეეძლოთ თვითნებურად და დაუსჯელად ემართათ ქონება, პიროვნებები და საკუთარი ქვეშევრდომები, ხალხი ყველაფერს მოითმენდა და შეეგუებოდა, მაგრამ ამ მმართველების უბედურება მაშინ იწყებოდა, როდესაც ისინი თავიანთი მკრეხელური ხელებით სიწმინდეებს - მართლმადიდებლურ დოგმატებს და კანონებს შეეხებოდნენ; მაშინ სალმობა და ტკივილი მთელი ხალხის ერთიან ორგანიზმს გესლავდა და ამას, უეჭველად მოსდევდა სახელმწიფოს ყველა სფეროს წარმომადგენლების მოსვენების დაკარგვა". რომის დიდმა იმპერიამ ბარბაროსებში ქრისტიანული ნათელი შეიტანა და სიწმინდეების დაცვის კულტურის დამკვიდრებით, თავისი სამოციქულო მოვალეობა შეასრულა. თუმცა ისინი ამ მისიას გეგმაზომიერად და ბოლომდე ვერ ასრულებდნენ, იმპერია ვერ ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობების ნაციონალური სისუსტეების გათვალისწინებას და შეწყნარებას. იმისათვის, რომ მოპოვებულიყო მათი კეთილგანწყობა და მათთან ურთიერთობა დალაგებულიყო, იმპერია მათ თვითშეგნების ახლებურად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თავისუფლებას და თვითგამორკვევის საშუალებას არ აძლევდა. ამ თვალსაზრისით, ბერძნები ხშირად სცოდავდნენ (მხედველობაში გვაქვს, ბულგარული, არაბული და სხვა საკითხები). მეორე მხრივ, ამქვეყნიურობის პირობებში, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა კანონიკური სამართლის გათვალისწინებით, მაქსიმალურ მიახლოებაში რეგულირდებოდა. კონსტანტინე დიდიდან უკანასკნელ პალეოლოგოსამდე ისტორიის შესწავლის შედეგად, პროფესორი ი. სოკოლოვი მივიდა დასკვნამდე, რომ ბიზანტიასთან მიმართებაში ცეზაროპაპიზმზე და პაპიზმზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ეს გაგებები შეხებაშიც კი არ არის ბიზანტიასთან. ცალკეული პიროვნებების მიერ ძალაუფლების შემთხვევით და დროებით ბოროტად გამოყენება, რაზეც, როგორც ცეზაროპაპიზმის გამოვლინების მაგალითებად მიიჩნევენ, იყო იმპერატორ ლევ III, ლევ VI, მიხეილ პალეოლოგოსთან დაკავშირებული შემთხვევები. ასეთ შემთხვევებს ეკლესია და ხალხი მტკიცე პროტესტით და შეურიგებელი ბრძოლით პასუხობდა და თავის ამაღლებულ იდეალს, "ეკლესიურ სახელმწიფოებრიობას", ერთგულად იცავდა. მეცნიერული დასაბუთებულობით, თუმცა გარკვეული შესწორებებით შეიძლება დამტკიცდეს, რომ "ბიზანტია ეკლესიური სახელმწიფო იყო... მაგრამ არც ის იქნება სწორი, ბიზანტიის შესახებ პანეგერიკები და სხვა სახის ქება და ხოტბა იწერებოდეს, ამავე დროს, არც სიკეთეზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არც უარყოფითი მხარეები არამეცნიერული მტკიცებულებებით არ უნდა ვამხილოთ".

თუ ისტორიაში ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც საერო ძალაუფლება ეკლესიისადმი ლოიალური არ არის, შეიძლება ბიზანტიის მაგალითზე, ცალკეულ შემთხვევებში, საპირისპირო სისუსტეებიც - სახელმწიფოს მართვის საქმეში ეკლესიის ჩარევაც დავაფიქსიროთ. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ეკლესია ბიზანტიაში საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებურებებს ითვალისწინებდა. მართლმადიდებლობისათვის დამახასიათებელი ნათელი კოსმიზმის გათვალისწინებით მას თავისი გამაკეთილშობილებელი და წმინდა ზეგავლენა სულიერი ცხოვრებისგან იმდენად მოშორებულ კულტურულ სფეროებში შეჰქონდა, სადაც ამის გაკეთებას სახელმწიფო, თავისი არსით ეკლესიის, სულიერების, სიყვარულისა და თავისუფლების საპირისპიროდ, მისთვის ჩვეული ძალითა და იძულებითი ხერხების გამოყენებით ცდილობდა. ბასილევსის კურთხევის დროს, მირონცხებითა და ლიტურგიულ ცხოვრებაში მისი შემოყვანით ეკლესია მეფეს - საეკლესიო წოდებად აღიარებდა, ხოლო მეფის სამეფო საქმედ, ეკლესიის მსახურებას მიიჩნევდა. კონსტანტინოპოლის ეპარქის კურთხევის პროცესში, დედაქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილე ეკლესია, ამ საზოგადოებრივი ცხოვრების წესს ლოცავდა და აკურთხევდა.

ზოგიერთებს ეს პროცესი იმდენად იტაცებდა, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში ძალიან ღრმად შედიოდა, საერო წოდებებს ირგებდა და სამოქალაქო საქმეებში ერეოდა. "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მთელი სისრულით მიედინებოდა, - წერს პროფესორი სკაბალანოვიჩი, - სახელმწიფოს ზეგავლენა შეიმჩნეოდა პატრიარქებზე, მიტროპოლიტებზე, ეპისკოპოსებზე, სხვა სასულიერო პირებსა და ბერმონაზვნობაზეც. თავის მხრივ, სახელმწიფოში ზეგავლენით საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლებიც სარგებლობდნენ. როგორც თეთრი სამღვდელოება, ისე ბერები, ცენტრსა და პერიფერიებში იკავებდნენ სხვადასხვა და მათ შორის პირველი მინისტრების თანამდებობებს, გამოდიოდნენ სცენაზე, მოქმედებდნენ როგორც პარტიული ხელმძღვანელები, სახელმწიფო ელჩები და ადამიანთა შორის კონფლიქტების მომრიგებლები. როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ ზეგავლენის მოპოვება, უმრავლეს შემთხვევაში, კანონიკური წესების დარღვევით ხდებოდა; ეს არაკანონიკურობა საზოგადოებას კარგად ესმოდა და უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად ხმამაღლა გამოითქმებოდა".

ყველაფერი ეს მოგვაგონებს შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში რომის პაპებს, არქიეპისკოპოს-კურფიუსტებს (საიმპერატორო დიდებული რომის იმპერიაში, რომლის მოვალეობებშიც XIII საუკუნიდან იმპერატორის არჩევა შედიოდა, - რ. ჩ.), პაპის ლეგატებს, კარდინალებს, სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და ქვეშევრდომების მფლობელებს, ომებისა და დიპლომატიური ურთიერთობების მწარმოებლებს.

აღვნიშნეთ, რომ ბიზანტია - უზარმაზარი ტაძარი იყო, რომელიც შუა საუკუნეების რომაელების მთელ ცხოვრებას მოიცავდა. ეს მითუმეტეს ნათლად ჩანს, რადგან იმ დროისა და იმ ადამიანებისათვის, ქვეყანაში როგორ წარიმართებოდა რელიგიური ცხოვრება სულაც არ იყო სულერთი. პირიქით, სულიერებისადმი ინტერესი, რელიგიური ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება ადამიანებს აიძულებდა მათი მზერა "ზემოთ" ყოფილიყო მიმართული და ასეთი დამოკიდებულება საშუალებას არ იძლეოდა უძრაობაში ყოფილიყვნენ და ობივატელური ყოველდღიურობის ჭაობში ჩაძირულიყვნენ. ღვთისმეტყველებისადმი ინტერესი ახალ აზრებს აჩენდა, ქმნიდა პრობლემებს და როდესაც ერეტიკოსები ჩნდებოდნენ, გადახრა პასუხს მოითხოვდა. ყველაფერი ეს რელიგიური დაუკმაყოფილებლობის გრძნობით იყო გამოწვეული. ამაზე უფრო მეტად მეტყველებს ბერმონაზვნური ცხოვრებისაკენ ლტოლვა, ახალი მონასტრების შენება, მთელი ოჯახების ათონზე, სტუდიის მონასტერსა და ოლიმპოს ლავრაში გადინება. მარტოობისა და ასკეტური ცხოვრების წყურვილი, ამქვეყნიური ბოროტებისა და ობივატელური კეთილდღეობის სიძულვილზე მეტყველებდა. ეს ორი, - დადებითი და უარყოფითი ფაქტები, სექტანტური და ერეტიკული სითამამეები და ბერმონაზვნური მისწრაფებები იმაზე მეტყველებენ, რომ მოცემულ სივრცეში სულიერი სიფხიზლე სუფევდა. ბიზანტიელებმა უვარგისი საეკლესიო მმართველობის სისტემა შექმნეს, მათ საკუთარი მიწიერი სივრცის ორგანიზება კარგად არ გამოსდიოდათ, თუმცა აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელმა სასუფევლისკენ ლტოლვამ, ბიზანტიური ცხოვრების შორეულ წარსულში ბევრი ბრწყინვალე მოსაგონარი დაგვიტოვა.

გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler