სულიერი სწავლების მიღება და გულში შენახვა
სულიერი სწავლების მიღება და გულში შენახვა
ზნეობრივი ღვთისმეტყველება
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ქრისტიანული აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდს როლს ასრულებს ღმერთთან ურთიერთობაში სწორი ცნობიერება. ადამიანები წლების განმავლობაში ვსწავლობთ უმაღლეს სასწავლებლებში, რათა შევიძინოთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ ჩვენ არჩეულ სპეციალობაში დაგვაოსტატებს. გავავლოთ პარალელი დღევანდელ მართლმადიდებლებთან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ღმერთთან ურთიერთობას სჭირდება სწავლა. თუ ჩვენ მიწიერი მეცნიერების შესწავლას ამდენ დროს ვუთმობთ, ღმერთთან ურთიერთობას ესაჭიროება თუ არა სწავლა? პასუხი ნათელია და თავად მართლმადიდებლობა გვასწავლის თუ, როგორ განვვითარდეთ ღმერთში. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "ფშვინვიერ ფიზიკურ განვითარებას საზღვარი გააჩნია, მაგრამ სულის განვითარებას საზღვარი არ გააჩნია, რამეთუ უკვდავი სული მიისწრაფვის მარადის ღვთისაკენ". ღმერთი დიდებულია, მიუწვდომელი, მაგრამ გვახსოვდეს ღვთის დიდებულება სწორედ იმით გამოიხატება, რომ ის ძალიან ახლოს არის, ადამიანის გულშია დავანებული და სწორედ ამ უდიდეს სიყვარულს, რომელსაც უფალი ჰქვია, ესაჭიროება სათნოებათა ინსტიტუტში სწავლა, რათა აღმოვაჩინოთ და შევიმეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი. ეს ინსტიტუტი თავად უფალმა დააარსა დედამიწაზე, ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია და ის არის უმაღლესი მღვდელმთავარი ამ წმინდა საყდრისა. ეკლესიის სწავლება არის ის უდიდესი მოვლენა. სასუფევლის საიდუმლოს მოწყურებული სული დაეწაფება მას და არასდროს ეცდება, რომ ეს ინსტიტუტი დაამთავროს და თქვას: მე ვისწავლე ღმერთთან ურთიერთობა და მეტი არ მჭირდება.

ტკბილია უფალი და სასწაულია მისი გზები და ამ სიტკბოს შენახვა გულში სწორედაც მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ცხოვრობს და მარადის დაიმარხავს გულში ამ წმინდა მარგალიტებს, რომელთაც ღვთის სიტყვა ჰქვია. თუ ჩვენთვის სახარებისეული სიტყვები მხოლოდ ლამაზი მოსასმენია და სხვა არაფერი, ეს ხიბლი მალე გაქრება ჩვენი გულებიდან და იმ ემოციას გაჰყვება, რომელიც ფშვინვიერია და მოკვდავი. სიტყვა, რომელიც იქადაგება, გულში უნდა შევინახოთ კეთილ იარაღად, რომელიც ბოროტი აზრების წინააღმდეგ გამოიყენება და ამოქმედდება. წმინდა იოსებ ისიქასტი ბრძანებს: "როდესაც წმინდა მთაზე გადავედი სამოღვაწეოდ, ვეძებდი განდეგილ მამებს, რათა მათი ბაგეებიდან მომესმინა სულიერი საუბრები და დამემარხა გულში, რათა შემდგომ მოღვაწეობაში სულიერ საგზლად გამომეყენებინაო".

დღეს ემოციური რწმენა დამკვიდრდა და ადამიანებს ჰგონიათ, რომ სწამთ განკაცებული ღმერთის, მაგრამ ეს რწმენა ხიბლია და სხვა არაფერი. რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია. ზედაპირულობა და საკუთარი აზრების მართლმადიდებლურ აზრად ქცევა. აი, ასეთ მართლმადიდებლობას ეკლესიის მამები ეწინააღმდეგებოდნენ ოდითგან და ცდილობდნენ, ღვთის სიტყვა ნამდვილი სახით მიეტანათ მრევლისთვის. უფალი ბრძანებს და მიმართავს მოციქულებს: "რომელმა თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა". ამიტომ უნდა მოუსმინოს ქრისტიანმა ეკლესიის სწავლებას და დაინერგოს საკუთარ არსში. მნიშვნელოვანია, როდესაც კეთილ ზრახვებს გულში გამოვიმუშავებთ უკეთური ზრახვანი ტოვებენ გულს, რატომ? ღვთის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ბოროტება ამ მოკაშკაშე ნათელთან ქარწყლდება, როგორც სინათლე გაჰფანტავს ბნელს.

ჩვენს თანამედროვეობაში ძალიან მომრავლდა ფსიქიატრიული პრობლემის მქონე ადამიანთა რიცხვი. იღუმენი ევნემი პერესტი (ავტორია უდიდესი შრომისა "შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში") ბრძანებს: "მახსოვს ერთი მოხუცებული ქალი ჩემთან მოვიდა და მითხრა, - მთელი ღამე მახსენდება ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები, თან ყოველთვის საშინელი, ბნელი, მწარე მომენტები და ამის გამო ვერ ვიძინებო. ექიმის გამოწერილმა აბებმაც ვერაფერი უშველა, რადგან ის, რაც მოგონება იყო, კოშმარად გადაიქცა... ვუთხარი: "თქვენ ისევე, როგორც ყველა ასაკოვან ადამიანს, მოგიწევთ ცხოვრების თავიდან განცდა. ახალგაზრდობაში გამოუცდელობის შესაბამისად წყვეტდით და აკეთებდით. ახლა მეტი გამოცდილება გაქვთ და ღმერთი ყველა იმ ცოდვისეული შეცდომების, ცუდი საქციელის, მაცდური სურვილების წინაშე გაყენებთ, რომლებიც წარსულ ცხოვრებაში გქონდათ. თითქოსდა წარსული აღდგა და დაჟინებით ბრუნდება თქვენთან და გეკითხება, როგორი ხარ ახლა, შენი გამოცდილებით? ამდენი წლის შემდეგ იმავე სიტუაციაში რომ ჩაგაგდონ, რას იტყოდი?" და თუკი შეგიძლია თქვა, რომ არასდროს იტყოდი ამ სიტყვას, არასდროს ასე არ მოიქცეოდი, მაშინ იცოდე, რომ ის ადამიანი, რომელიც შენ იყავი ახალგაზრდობაში, მოკვდა და ახლა თავისუფალი ხარ წარსულისაგან. თუკი შეგიძლია, რაიმეზე გულწრფელად თქვა, ახლა ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელიაო, ის აღარ დაბრუნდება შენთან არც სიზმრებში და არც ცხადში. თუკი ამის თქმა არ შეგიძლია, იცოდე, რომ ეს შენი წარსული კი არა, ისევ შენი ცოდვილი აწმყოა, ჯერაც დაუმთავრებელი ცოდვილი სიცრუე". მორწმუნე ადამიანისათვის მთავარი სინანულია და სწორედაც რომ დაიკარგა ჭეშმარიტი განცდა სინანულისა. ამიტომაც აიშალნენ ადამიანები და გზა, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს, დაკარგეს და ეძებენ იქ, სადაც სულიერი ხსნა არ არის. სულიერი ხსნა არის ქრისტეში. მთავარია, მიჰყვე მას და გამარჯვება იქნება.

***
სულიერი გამოცდილების მქონე მოძღვრები ეკლესიას ყოველთვის ჰყავს და ეყოლება, როგორც მასაზრდოებელი წყარო სულისა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს არ ესმით ეკლესიის ჭეშმარიტი ხმისა და ჰგონიათ, რომ ისინი უნდა ელოდნენ გრძნობელობით მოსულ საღვთო ჭეშმარიტებაში ამაღლებას. ეს საშიში სულიერი მოვლენაა. წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: "თუ ზოგიერთი მამა წერს, რომ არსებობს სულის სიწმინდე, სიჯანსაღე, უვნებლობა, ამას იმისთვის კი არ წერს, რომ ჩვენ ნაადრევად დავიწყოთ მათი ძიება და მოლოდინი. საღმრთო წერილი ამბობს: "არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით"(ლუკ.17,20). ვის სულშიც ამის მოლოდინია, მან ამპარტავნება და დაცემა მოიხვეჭა. ეკლესია უარყოფს ღვთის მაღალი ნიჭების ძიებასა და მოლოდინს, ესაა სულის სნეულების ნიშანი". დიდი მამები უღირსად მიიჩნევდნენ თავს უფლის წინაშე. თავმდაბლობის შედეგია სწორედ ის, რომ ადამიანი უღირსად თვლიდეს თავს. ამის შემდგომ ღვთის მადლი ისე ვითარდება სიმდაბლეში მყოფ ადამიანზე, რომ ის მოეფინება სოფელს, როგორც ზეციური სიწმინდე. გრიგოლ ხანძთელს აგიოგრაფი ამკობს: "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი". ანგელოზებრივი ცხოვრება სიმდაბლის შედეგია. ჩვენი დაცემული ბუნების შეცვლა მოხდება მაშინ, როდესაც შევიმეცნებთ ღმერთს და ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით. თავად ცხოვრების წესის დაცვით შევიქმნებით ღვთისმოყვარე და სათნო ადამიანები.

შინაგანი ადამიანის ძიება, აი, ეს არის ქრისტიანის უპირველესი ღვაწლი, რათა დავინახოთ მანკიერებები და ის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, რომელიც სულში გვაქვს. რწმენა არის შინაგანი ჯოჯოხეთის მკურნალი, სინანულის გზით. აი, რას ამბობს ბერი იოსებ ვათოპედელი: "რწმენის ძალა იზიდავს მადლს, რომელიც მონანულს ძალას მატებს საკუთარ ვნებებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლაში. ის უკვე აღარ იხევს უკან სხვადასხვა განსაცდელის დროს; და არა მხოლოდ საკუთარ ბრძოლას უძლებს, არამედ ღმრთისადმი სასოებითა და ლოცვით ამსხვრევს ეშმაკის მიერ აღძრულ სევდის საშინელ ტალღებს. ხოლო ქრისტე არ დააყოვნებს, ასეთი მოღვაწის სულს ეწვევა და გულს სიხარულით აღუვსებს; და ამ შინაგანი სულიერი სიხარულის დაბინდვა ამქვეყნად აღარაფერს შეუძლია - არანაირ დარდსა და ლხენას. როცა იგი მოუკლებლად ლოცულობს და მოუხმობს უფლის სახელს, სულით ღმრთის თანამყოფობას შეიგრძნობს. "რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო და მე ვისმინო მისი... და უჩვენო მას მაცხოვარებაი ჩემი".

***
შინაგანი სიხარული მიიღწევა სწორედ შინაგანი ლოცვით. ლოცვა უნდა იყოს განმტკიცებული შინაგანი ბრძოლის უნარით. ეს მიიღწევა მწუხარების განდევნის შემდგომ, რომელიც ჩვენს გულს ფშვინვიერ განწყობებს უახლებს. შინაგან განწყობას და ღმერთზე ფიქრს ადამიანს აჩვევს იესოს მოუკლებელი ლოცვა.

ადამიანის გული - ამ შინაგანი ფენომენის შესწავლა უნდა უნდოდეს ქრისტიანს და ამის შემდგომ დაიწყება განწმენდისაკენ სვლა და ძიება მასწავლებლისა, რომელიც გვასწავლის სულიერ მეთოდებს წმინდა ცხოვრებისა. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, - საღვთისმეტყველო წიგნი მეორე მოძღვარია ადამიანისაო. ამიტომაც მართლმადიდებელს უნდა უყვარდეს მამათა ცხოვრებისა და შეგონებების წაკითხვა. წმინდა წერილი, როგორც საგზალი მიგვაქვს შორ გზაზე, ასევე თან უნდა დაგვქონდეს და მოუკლებლივ ვკითხულობდეთ. საზრდო სულიერი, ღვთის სიტყვისაგან მოდის, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წმინდა მოღვაწენი განგვიმარტავენ და გვასწავლიან.

ქრისტიანს არ სჭირდება კითხვა, სწავლა, მეცადინეობაო... არ შეიძლება შევიწყნაროთ ასეთი სწავლება. ეკლესიის დიდ მამებს ჰქონდათ უდიდესი სარიტორო და ფილოსოფიური განათლება. ამიტომ მათი აზროვნება ფართო დიაპაზონზე გადიოდა, მართლმადიდებლური აზროვნების ხერხემლით. დღეს მოდერნისტულმა ცნობიერებამ დიდი დაღი დაასვა ეკლესიოლოგიურ აზროვნებას. განქარდა თეოლოგიის შესწავლისაკენ სწრაფვა, დგინდება და ყალიბდება "ახალი" მართლმადიდებლური შეხედულებები. მართლმადიდებლობა უცვალებელია, როგორც ქრისტე ღმერთკაცი და მისი სწავლება, მოყოლებული პირველი საუკუნიდან დღემდე რჩება უცვლელი. აი ამ უცდომელ და უცვლელ სწავლებას გვაწვდიან ეკლესიის ღირსი მამანი. განსაკუთრებულია ათონელ მამათა ღვაწლი, რამეთუ შინაგანი ღვთისმსახურების სწავლება, რომელიც განმსაზღვრელია ადამიანის ცხონებისა, მათგან მომდინარეობს დღესაც უცვლელად და განუხრელად. მოწაფეობა წმინდა მთისა, პატივი და ღირსებაა ადამიანისათვის. დაე, დავემოწაფოთ, რათა ვისწავლოთ, როგორ განვადიდოთ ღმერთი.

თუ სულიერ საქმეებში უმოქმედონი ვიქნებით, მარტო ღვთისმსახურება და საზოგადო მსახურებაში მყოფობა ვერაფერს მოგვცემს, - ბრძანებს ბერი იოსებ ვათოპედელი. ცხოვრების წესი და განუწყვეტელი ფიქრი უფალზე, ადამიანს აძლევს შინაგან სიმტკიცეს, რათა იყოს ყოველთვის ისეთი მაღალზნეობრივი, როგორც ქრისტე ღმერთკაცს უნდა. უფლის მცნება გულის ფსკერზე უნდა იყოს ამოკრული, რათა შინაგანი ვნებები ვერ ჩავიდეს გულში და არ დაივანოს ქრისტიანის შინაგან სამყაროში.

- ბერი იოსები ბრძანებს: "ასე რომ, გვმართებს, ძალები მოვიკრიბოთ აღმსარებლობის ასპარეზზე საკუთარი რწმენის დასაცავად. საფუძველი ჩვენი ღვაწლისა შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: "წმინდა იყვენით, რამეთუ მე წმინდა ვარ", და "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს", "რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელს უყვარ მე".

დაე, ჩვენ დედა ეკლესიის შვილებს გვესწავლოს ღვთის სიყვარულის შენახვა გულში, რამეთუ ქრისტე არის ჩვენი უპირველესი მაგალითი თავდადებისა, იგი არს მხსნელი სოფლისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat